ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ელენე96
ჟანრი: პროზა
27 დეკემბერი, 2019


გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!

            გილოცავთ დამდეგ  შობა-ახალ წელს!
  შობა? ეს არის დღესასწაული ყველა ჩვენთაგანისთვის. ახლა ნუცა იოანესთან ერთად ბებოს მოლოდინშია. წერილების დროა! გვერდითა ოთახიდან ალიმ დაიძახა. ნუცამაც ბარათები მოამზადა და თოვლის ბაბუსთვის დაიწყო წერილის წერა. ალი ცდილობს ცალი თვალით ნუცას წერილში ჩაიხედოს, თუმცა ნუცა ამის საშუალებას არ აძლევს.  სადღესასწაულოდ განათებული სახლი,  უამრავი ტკბილეული,  ცხელი შოკოლადი, თბილი ბუხარი და პლედებში ჩამალული ,,კურიერი და ლამაზმანი“ მზად არიან შობის შესახვედრად. ,, ალი შეხედე! ახლა ეს ბიჭი სახლში მარტო დარჩება“. (HOME ALONE) ფილმი, რომელიც ყოველ შობას ტრადიციად იქცა. ახლა ამაზე ყველა ლაპარაკობს.
  რა ლამაზია... სახლში სადაც სიყვარულია კიდევ უფრო ლამაზია შობა. პირველი ნაძვის ხე, რომლის აწყობაშიც მონაწილეობა იოანემ მიიღო. ის, ჯერ ორი წლისაა, თუმცა იცის რომ ნაძვის ხეს ბურთები ქვემოთ არ უკეთია. რატომ? ბებო იძულებული იყო ყველა სათამაშო ზემოთ ჩამოეკიდა, რადგან ჩვენი ცნობისმოყვარე იოანე სათამაშოებს თავისკენ ექაჩებოდა.
    შობამდე დარჩენილია ხუთი დღე. ეს დღეები ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენს ცხოვრებაში. ამ დროს გული დიდი მოლოდინით ივსება. გვეუფლება განცდა, რომ ჩვენს ცხოვრებაში რაღაც განსაკუთრებული მოხდება. კარგია, როცა საშობაო შაჩუქარს შენთვის აკეთებენ, თუმცა ორმაგად კარგი კიდევ მაშინ არის, როცა საჩუქარს შენ უკეთებ საყვარელ ადამიანებს.  კიდევ ერთხელ ვიმეორებ შობამდე დარჩენილია ხუთი დღე. იქამდე კი ძალიან ბევრი რამ არის მოსაგვარებელი. ,, ეს რა არის შვილო? თითქმის ყველაფერი დაგიმტვრევია.“ განრიცხებული ლიზა ოთახიდან გამოდის და თან წუხს იმაზე, რომ ნაძვის ხე თითქმის განადგურებულია. ,, არაუშავს დამშვიდდი ძვირფასო ახალს ვიყიდით“. ამ სიტყვების შემდეგ ნუცა ფეხზე წამოხდა და ძმას კისერზე ჩამოეკიდა. ლიზამ იოანეს რას შეიძლებოდა თბილად ჩააცვა და ყველა ერთად ნაძვის ხის შესაძენად გავიდნენ. ,,რაც შეიძლება დიდი ნაძვის ხე უნდა ვიყიდოთ.“ არ შეიძლება! ლიზამ იცოდა, რომ ისევ იგივე განმეორდებოდა და დიდ ნაძვის ხეზე უარი თქვა.
***
_ აშკარად იოანეს დედაშენის შერჩეული ნაძვის ხე არ მოეწონა. ვიყიდით დიდს, თანაც თეთრს.
_ მოიცადე შენ რა ახლა დედაჩემს ნაძვის ხე დაუწუნე?
_ კარგი რა ძვირფასო ნუ მიბრაზდები. წამოდი აბა აქაც ვნახოთ.
_ ალი? შეუძლებელია!
_ როგორ ხარ მარტა?
_ კარგად ვარ. მიხარია ესეიგი გაიარე?
_ თითქმის.
_ ძვირფასო წავიდეთ ხო?
_ კი, კი მიდი და მოვდივარ.
_ ალი წამოდი თორე მაგ ფეხებს  მოგამტვრევ.
_ კარგად გამიხარდა შენი ნახვა.
_ ნახვამდის.
_ რა იყო ახლა ეს?
_ არაფერი უბრალოდ უბანში მაგ გოგოს მაგრად ვევასებოდი.
_ ეგრე არა.. გიორგი შენც აქ ხარ?
_ ლიზა როგორ მიხარია შენი ნახვა.
_ ალი ლიზას მეუღლე.
_ სასიამოვნოა! ბევრი რამ მსმენია თქვენზე.
_ ალბათ პაციენტებისგან.
_ რა?
_ შენ ხო ფსიქოლოგი ხარ?
_ კარგად გიორგი. დამდეგ შობას გილოცავ!
_ მადლობა ლიზა შენც ასევე.
_ თუ დაამთავრეთ ეჭვიანობების სცენები წამოდით იოანე თოვლის ბაბუსთან ჩაბჟირდა.
_ ვაიმე ბავშვი!
_ ყველაფერი შენი ბრალია. იმ აყლაყუდა რომ არ ჩახუტებოდი.
_ შენ კიდევ ფსიქოლოგს.
_ ღმერთო მიპასუხე მე ვარ ბავშვი თუ ესენი.
***
  ახალი წელი დადგება მალე. საღამოს ქალაქის ყველაზე დიდი ნაძვის ხე განათდება და კონცერტს გასულ წელს მიუძღვნიან. ,,რა მოგვიტანა ამ წელმა?“  წლის ბოლოს თითქმის ყველა ამ შეკთხვას ვუსმევთ საკუთარ თავს. ისევე როგორც ყოველთვის... იყო ცრემლი, ტკივილი, დარდი, სიცილი და ბედნიერი დღეებიც. მოდის ახალი წელი, თუმცა იმასაც ვაცნობიერებთ, რომ დრო ძალიან მალე გადის და შეიძლება რაღაცეები ვეღარ მოვასწროთ. ამიტომ მოეფერეთ ერთმანეთს, გაუკეთეთ საჩუქრები თქვენს საყვარელ ადამიანებს. პატარა სუვენერიც საკმარისი იქნება გაახაროთ დედა. ჩაეხუტეთ მამას და უთხარით, რომ შენ მეფე ხარ ჩემთვის. შეწყვიტეთ კამათი დედმამიშვილებთან. ახლა საუთესო დროა ამისთვის. ,,ნუ მოპარავთ ბებოს ჩურჩხელებს, რადგან მას ისედაც თქვენთვის აქვს გადანახული.“ ეზოში მოხეტიალე ბავშვებს მხოლოდ ერთი რამის მოლოდინი აქვთ  და ეს არის თოვლი.
***
_ იცით ჩემს დროს შობას ციგა, გასართობად საუკეთესო რამ იყო?
_ ლიზა ეგ რა არის?
_ ერთადერთი რამ, რომელიც მეგონა რომ მხოლოდ ბაბუჩემა გააკეთა.
_ ახლა სად არის?
_ მთელი ბავშვობა და ახლაც მჯერა რომ შენახულია.
    ციგა, რომელიც ბაბუაჩემმა ჩემს ბავშვბაში დაამზადა იყო ხის და მთელი ბავშვები აღმართიდან ქვემოთ დიდი ემოციებით დავეშვებოდით. მაშინ მეგონა, რომ ყველაზე დიდი თოვლი ჩემს სოფელში იყო და სამყაროც მე მეკუთვნოდა. ეს იყო ბავშვობა, რომელიც სამწუხაროდ აღარ განმეორდება. ვზივარ ჩემდაუნებურად და ვწუწუმებ ამაზე.
_ გინდა წავიდეთ?
_ სად?
_ შენს სოფელში და ბაბუას ციგა ვიპოვოთ.
_ ალი ამას სერიოზულად ამბობ?
_ მიდი ჩაალაგე, ზურას დავურეკავ და ისიც ჩვენთან ერთად წამოვა.
_ კარგი მაშინ მე გვანცას დავურეკავ. მაგრამ...
_ რა მაგრამ?
_ იოანე ძალიან პატარაა.
_ მაგაზე არ ინერვიულო. დაგავიწყდა? ახლა მარტო აღარ ხარ. მე შენს გვერდით ვარ.
_ გეფიცეფი თავი სიზმრში მგონია.
_ ჯერ სად ხარ ეს ყველაფერი ლამაზი სიზმარი იქნება.
***
    ნუცას ორმაგად უხარია  წინა საშობაო მოგზაურობა გველის. ჩაიცვა ბებოს ნაყიდი ვარდისფერი თბილი ქურთუკი, თავზე თეთრი ნაქსოვი ქუდი დაიხურა, ხელთათმანებიც გაიკეთა და უკვე წასასვლელად კართან დგას . იოანეს მამამ თბილი ბოდე ჩააცვა. ,,ეს რა არის?“ გაკვირვებული ლიზა იოანეს უყურებს და თან ცდილობს სიცილისგან თავის შეკავებას. ბოდე ირმის ფორმის არის. ,,ჩემს იოანეს თავზე  რქები აქვს!“ ნუცა იოანეს დანახვაზე მხიარულების საზღვრებს გასცდა. სწრაფად მანქანაში ჩააწყეს ყველა საჭირო ნივთები და თან ზურას და გვანცას მოლოდინში არიან. ,,ალბათ ესენი ერთმანეთს რომ შეხვდებიან წამოსვლას გადაიფიქრებენ.“ ლიზა დამწუხრებული გზას შეჰყურებს და თან დარწმუნებულია, რომ  გვანცა წამოსვლას გადაიფიქრებს როცა ზურას დაინახავს. ,, აი ჩვენც მოვედით!“ მონიკა და რატიც შემოგვიერთდნენ. ლიზა ამან უფრო დაამშვიდა, რადგან მონიკას დანახვაზე გვანცას მარტივად აიყოლიებენ.
_ ლიზა რა მოხდა, როგორ ხართ? ბავშვი კარგად არის?
_ დამშვიდდი გვანცა ყველანი კარგად ვართ.
_ მოიცადეთ თქვენ რა აქ მოტყუებით  მომიყვანეთ?
_ არა ძვირფასო, ჩვენ უბრალოდ...
_ ჩვენ უბრალოდ ვიფიქრეთ, რომ თოვლი ყინულის დედოფლის გარეშე შეუძლებელია.
_ ამას აქ რა უნდა? მე მივდივარ!
_ არა მოიცადე! მოდი შევთანხმდეთ: მესმის მე არ გევასები, მაგრამ აქ ჩემს გამო არ ხარ. ეს ლიზას და ალის იდეა იყო. გპირდები არ შეგეხები, მაგრამ უნდა წამოხვიდე.
_ ხო მიდი რა. იცოდე შენს გარეშე არ წავალთ.
_ მაგრამ მე...
_ არავითარი მაგრამ.
_ აბა არ შეგეხებიო?
_ გვანცა აღიარე რომ ჩემს მკლავებში დნები.
_ რა სისულელა... კარგი დამსვი ჩემი ნებით წამოვალ.
***
  ქალაში მაინცდამაინც არ იყო თოვლი. გადიან ქალაქს და  მით უფრო რწმუნდებიან, რომ ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. ლიზას მანქანაში, ალი, იოანე, მონიკა და რატი ჩასხხდნენ. შეთანხმების დარღვევა ზურას ჯერ კიდევ მაშინ მოუწია, როცა გვანცა ხელში აიყვანა და თავის მანქანაში ჩასვა. სოფლამდე გზა არც ისე დიდია, თუმცა გვანცამ წამოიწუწუნა ,,მშია“ ზურამ მანქანის სათავსო გამოაღო და უთხრა: _ მიდი გამოაღე, მანდ სენვიჩებია. გვანცას ამ სიტყვების გაგონებაზე სახე გაუნათდა. თავიდან თითქოს იუარა, მაგრამ რამოდენიმე წამში ჭამა დაიწყო. ყველგან რადიოში თუ გადაცემებში საშობაო სიმღერებია ჩართული. ახლაც ალიმ გამოიჭირა მანქანაში რადიო არხი და დაიწყო ხმამახალი სიმღერა. ,,გაჩერდი ეს ხომ საბავშვო სიმღერაა.“ ალიმ ლიზას შეუსწორა. ,,არა ლიზა ეს ზღაპრული სიმღერაა. მიდი იმღერე ჩემთან ერთად!“
,, სიზმრად ვნახე გარეთ თოვდა
მაგრამ სულ არ ციოდა
თეთრი ციდან ფიფქის ნაცვლად
კამფეტები ცვიოდა.“
_ ნუცა მიდი!
,,ეზოში შემოგვეგებნენ მოისეირნე გმირები
კამფეტების ჭამისაგან შავი ჰქონდათ კბილები“.
_ არა მოიცადეთ!
_ მიდი ალი გისმენთ!
,,გარეთ თოვდა თოვდა თოვდა თოვდა
მაგრამ სულ არ ციოდა
თეთრი ციდან ფიფქის ნაცვლად
კამფეთები ცვიოდა“.
_ ზურა რას აკეთებ ასე დამარტყამ.
_ მოიცადე მეც მინდა სიმღერა! ყინულის დედოფალო როგორ იყო?
,,გარეთ თოვდა თოვდა თოვდა თოვდა
მაგრამ სულ არ ციოდა
თეთრი ციდან ფიფქის ნაცვლად
კამფეტები ცვიოდა“.
_ რა ხდება გახსენით გზა?
_ ძმაო გადმოდი მანქანიდან შობაა!
_ მოიცადეთ მოვდივარ! მეც ვიცი ეგ სიმღერა.
_ ეს სიგიჟეა! რამდენი ხალხია.
,,ლიმონათში ბანაობდა
ციცქნა ჩიტი ღაბუა
პატარებმა მარახუნეს
თავლში თოვლის ბაბუა
მამალოს დააჭენებენ
ახალგაზრდა დედები
მათი ქმრებიც იქვე იყვნენ
გაგვიფუჭეს ხედები“.
_ წავიდა ყველამ ერთად!
,,გარეთ თოვდა თოვდა თოვდა თოვდა
მაგრამ სულ არ ციოდა
თეთრი ციდან ფიფქის ნაცვლად
კამფეტები ცვიოდა“
_ მონიკა შენ რას იყურები იმღერა.
_ არა, ხო იცით მე სიმღერა არ შემიძლია.
_ შეხედე ყველა მღერის.
,, ნეტავ მართლა თუ ახდება
უცნაური სიზმარი
კამფეტებს რომ ვიღაც აბნევს
ყველამ იცის ვინ არის
მთელი ღამე ტვინი ბურღა
არ მაცალა კიმარი
ამიტომაც დამესიზმრა
უცნაური სიზმარი“.
_ ძმაო ეს სიმღერა მგონი ბოლოს დედამ მამღერა
_ აუ ძაან გამისწორდა. ნუ ჩერდები ბოლო მისამღერი დარჩა.
_ დგომა აღარ შემიძლია
_ მოიცადე ხელში აგიყვან
_ შანსი არაა ზურა დამსვი
_ ერთი იმათ შეხედე რა
_ ზურა რა შეშლილია
_ კი და თან საყვარელი.
_ გვანცა რა თქვი?
_ არაფერი იმღერე!
,,გარეთ თოვდა თოვდა თოვდა თოვდა
მაგრამ სულ არ ციოდა
თეთრი ციდან ფიფქის ნაცვლად
კამფეტები ცვიოდა“.
_ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!
_ წავედით გზა გავაგრძელოთ.
_ ბები ალბათ სიხარულისგან წკუიდან გადავა.
_ ლიზა მეც ძალიან მენატრება შენი საყვარელი ბებო.~
***
    გადათეთრებულა მთები. სოფლის ყველა სახლში ღუმელი ღუღუნებს. ალბათ რამდენი ბებოა ახლა შვილიშვილების მოლოდინშია. ახლა ყველაზე ბედნიერი ნენე ბებოა, რადგან მისი სახლი რამოდენიმე წამში სიხარულით აივსება. ორი მანქანა ჭიშკართან ერთმანეის მიყოლებით გაუჩერებიათ.
_ მოდი ჩუმად შევიდეთ.
_ ლიზა რადროს სიჩუმეა. მიდი ზურა ის მომაწოდე გზაში რომ ვიყიდეთ.
_ ეს რა არის? არ გაბედოთ!
_ კარგით რა გოგოებო, რა გული გისკდებათ ძალიან პატარა ხმა აქვს.
_ ააჰ! ეს იყო პატარა?
_ წამოდი მონიკა ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის.
_ ბები ჩვენ მოვედით!
_ ამათ ვის ვხედავთ? ბებო გენაცვალოთ!
_ აქ, ყველაფერი ისეა როგორც ადრე არაფერი შეცვლილა.
_ ეს პრინცესა ალბათ ნუცაა ხო? წამოდი შენთვის ჩურჩხელები მაქვს შენახული.
_ ეგ რა არის?
_ ნუცა ეგ ყველაზე ტკბილი რამ არის რაც კი არსებობს.
_ კარგი ლიზა მაშინ შევჭამ, თანაც ძალიან ბევრს.
_ ნისლია როგორც ჩანს ამაღამ ითოვებს.
_ ვატყობ დილიდან კარგი თავგადასავალი გვლოდება.
_ ზურა რამე თქვი?
_ არა, არაფერი ყინულის დედოფალო.
***
  გახურებული ღუმელი, მაგიდაზე უამრავი ტკბილეული, პატარა ჩიჩილაკი, რომელიც ტელევიზრთან დგას. საშობაო განწყობას უფრო გიმაღლებს. გიჩნდება სურვილი ხელები რას შეიძლება ფართოდ გაშალო და  იყვირო. ,, მე ახლა ყველაზე კარგად ვგრძნობ თავს!“ მშვიდი და სასიამოვნო სოფელი, თანთადან ხმაურიანი ხდება. შვილიშვილებით ბედნიერი ბებია-ბაბუა მალევე ფუსფუსს შეუდგნენ. ბაბუა ბაღის ბოლოშია და შეშას ჩეხავს. ბაბუს ზურა შეუერთდა და დახმარება შესთავაზა. ,,გაგახარებს ღმერთი ცოტას მეც დავისვენებ“. ბედნიერი ბაბუ იქვე ხის კუნძზე ჩამოჯდა და სული მოითქვა. ახლა ბების დაჯდომილს ვინ დაინახავ ეგრევე ცომის ამოყვანა დაიწყო ახლა ყველაზე პატარა შვილისვილს ღვეზელებს გამოუცხობს. ფქვილში გახვეული ბების წინსაფარი ძალიან სასიამოვნო სანახავია და კიდევ უფრო სასიამოვნო მაშინ არის, როცა იოანე თავისი მოსიარულე მანქანით ფეხებში ებლანდება. ,,ფაფა...ფაფა...“ ყველა თავის საქმეში გართული სულ გადაავიწყდათ ბავშვს ჭამა უწევს. ბებიმ ამდენს ვერ გაუძლო, ფქვილიანი ხელები დაიბანა და რძის ფაფის მომზადება დაიწყო ზუსტად ისე, როგორც ამას თავის დროზე აკეთებდა. ლიზა, როდესაც სამზარეულოში შევიდა დაინახა ჭირვეული იოანე, რომელაც ჰუმანას გარდა არაფერს ჭამდა ახლა ზის და რძის ფაფას გემრიელად მიირთმევს. სადაცაა დაღამდება ზურამ კი შეშის დაჭრაც და დალაგებაც მოასწრო. ბაბუმ სკივრიდან ძველისძველი თოფი ამოიღო და გაწმენდა დაიწყო. ბიჭები ამას დიდი ინტერესით შესცქერდნენ, რადგან აქამდე ეს თოფი არ ენახათ.
***
_ ბაბუ ეს თოფი ალბათ ძალიან ძველია ხო?
_ კი შვილო ძველია... რაც ამ თოფმა გაუძლოა ადამიანი ვერ გაუძლებდა ამდენს.
_ რამდენი წლისაა?
_ 10 წელიწადში ეს თოფი 100 წლის გახდება.
_ ბედნიერი ვისაც ეს თოფი დარჩება.
_ მემგონი უკვე ბედნიერია. აი, აგერ იცის უკვე რო გასაწმენდად ამოვიღე თოფი და თავის წინსაფარს მაწვდის.
_ სერიოზულად ბაბუ? ამ თოფი იოანეს გადასცემ?
_ ამაზე უკეთესი ვინ მყავს შვილო.
_ და რისთვის ამზადებთ თოფს?
_ გამთენიისას სამივე სანადიროდ წავალთ.
_ დიდი სიამოვნებით, მაგრამ ხომ გესმით არა?
_ ალი წამოდი და ვინ იცის შენ იქნებ კურდღელზე სწრაფად დაიწყო სირბილი.
_ ზურა მოკეტე. მადლობა მაგრამ ჯობია ზურა წაიყვანოთ.
***
  ნისლში გახვეული მთები. ბარდნის, თანაც როგორ. ო, როგორ მინდა ვიყურო დაუსრულებლად ვიყურო და დავტკმე ამ სილამაზით. მინდა ახლა ძალიან მინდა ხელები გავშალო და ზეცას ჩავეხუტო. მინდა თითოეულ დღეს გადავუხადო მადლობა იმისთვის, რომ მერგო წილად ამ მშვენიერების მომსწრე გავმხადარიყავი. მინდა თითოეულ ფიფქს ვუთხრა, რომ შენი აქ მობრზანება ბავშვებს და არამარტო ბავშვებს ბებისაც ახარებ. ეს არის დილა, რომელიც ალბათ აღარ განმეორდება ან თუ განმეორდება ამაზე უკეთესი როგორ უნდა იყოს.
  ბები დილაადრიანად ფეხზეა. ღუმელი სამზარეულში უკვე ღუღუნებს. საუზმედ გამზადებული სუფრა იმდენად დიდი და თბილია ჭამასაც აღარ მოგანდომებს. ჩაი, ღვეზელები, ბების ხელით ამოყვანილი ყველი. განა რა უნდა იყოს ამაზე კარგი, როცა შენს გარშემო ხედავ შენთვის ძვირფასს ადამიანებს. ისინი ერთმანეთს უღიმიან, ტბილ სიტყვებს ეუბნებიან. გაგიკვირდებათ და გვანცამ ზურას გაწვდილ კარაქიან პურზე უარი არ თქვა, უფრო მეტიც თავაზიანად გადაუხადა მადლობა.
***
_ ლიზა სად არის კიდევ არ გაუღვიძია?
_ შანსი არაა მაგას ასე ადრე ვერ გააღძვიძებთ.
_ მონიკა მაგასაც ვნახავთ.
_ რას აპირებთ? არა! არ გაბედოთ. შიგნით ბავშვებს სძინავთ.
_ ბავშვებო ნახეთ თოვლი მოსულა!
_ თოვლი მოსულა...
_ კი ჩემო ბიჭო, მოდი ჩავიცვათ და გარეთ გავიდეთ.
_ მამა...
_ მამას ძალიან უყვარხარ ჩემო რაინდო. ნუცა შენ ვის უყურებ? ადექით ვისაუზმოთ და საგუნდაოდ მივდივართ!
_ გადი და ჩავიცმევ.
_ ოჰ, ქალბატონი გაზრდილა უკვე.
_ სიცოცხლე ადექი საგუნდაოდ მივდივართ.
_ ალი იცი ახლა ჩემი საბანი  რა თბილია?
_ ანუ არ მოდიხარ?
_ მოდი გაკოცებ.
_ ლოყაზე შენს ფსიქოლოგს აკოცე.
_ რა მოხდა არ დგება?
_ არა, საწოლიდან არც გატოკებულა.
_ ზურა გახსენი საბარგული.
_ ბაზ არაა ძმაო.
_ კარგით რა ცოტოა.
_ გოგოებო თქვენ ცოტახანს დახუჭეთ ყურები!
_ ერთი... ორი... სამ....
_ აააააჰჰჰჰ!!! გაგიხმეთ თავი!
_ ბიჭებო ეს როგორ შეიძლება? ასე შეიძლება  ადამიანს გული გაუსკდეს.
_ არაუშავს ბები მალე დაავიწყდება.
_ ახლა მე ამ საწოლიდან ავდგები და მე თქვენ გაჩვენებთ სეირს. არ გაპატიებთ ოთახში ასაფეთქებლის შემოგდებას.
_ ო, ახლა ჩემი გოგოში გეშინოდეთ ყველას.
_ ხო ალი განსაკუთრებით შენ უნდა გეშინოდეს ჩემი.
***
  სიცილი, კისკისი, ბედნიერი სახეები კვლავ გრძელდება. ბები და ბაბუ თავის ახალგაზრდობას იხსენებენ. ,,მე 18 წლის ვიყავი, როდესაც გავთხოვდი. პირველი გოგო შემეძინა ეს, რო გაიგო ბაბუაშენმა სამშობიაროდან უკან დაბრუნდა.“ ამაზე ერთ ხმათ ყველამ გადაიხარხარა. ,,უბანში ყველას ბიჭი ჰყავდა მეც თავისდაუნებურა ბიჭს ველოდებოდა. ჩემი მეგობრები ამაზე კარგა ხანს მეხუმრებოდნენ, თუმცა ჩემი გოგო, როგორც პრინცესა ისე გვყავდა.“
***
_ მამა ამას ჩემზე ამბობ?
_ შვილო ნუთუ ეს შენ ხარ?
_ კი მამა ჩამოვედი და თან შენი საყვარელი სიძეც ჩამოგიყვანე.
_ რობერტ შვილო! რამდენი ხანია აქ არ ყოფილხარ.
_ კი მართალი ხართ ეს ჩემი შეცდომაა, ამას აუცილებლად გამოვასწორებ. ბავშვებო საბარგული გახსენით თქვენთვის, რაღაც არის.
_ აი, როცა სიმამრმა იცის რა გვჭირდება.
_ კიდევ ასაფეთქებლები? თქვენ რა მთელი სოფლის დაპყრობას აპირებთ?
_ შეხედეთ როგორ ბარდნის!
_ თანაც როგორ... ხო არ გავიდეთ?
***
_ კარები ღია იყო და შემოვედი.
_ მოდი შვილო! შენთვის კარები ყოველთვის ღია იქნება.
_ გამარჯობათ! არც კი ვიცი საიდან უნდა დავიწყო. მოდი თავიდან დავიწყებ. მე ელენე ვარ 23 წლის. დავიბადე და გავიზარდე პატარა ქვეყანაში.
_ რა ქვია თქვენს ქვეყანას?
_ საქართველო.
_ როგორია საქართველო?
_ ლიზა საქართველო ძალიან ლამაზია.  ძალიან ბევრი ჭრილობა მიაყენეს, მაგრამ მაინც იბრძვის.
_ რა ქვია ჭრილობებს.
_ აფხაზეთი... მე აფხაზეთში ბიძა დავკარდე. არ ვიცნობდი, თუმცა ყოველჯერზე მის გაცნობას ვცდილობ.  ერთი კარგი თვისება გვაქვს, ვამაყობთ გმირებით.
_ ეს ჭრილობები და კარგს რას გვეტყვით?
_ დღეს საღამოს, ჩვენთან საქართველოში, კარდაკარ დადიან და ალილოს არსრულებენ.
_ ეგ ალბათ შობის სიმღერაა?
_ კი ალი შობის სიმღერაა.
_ შენ აქამდე აქ ყოფილხარ?
_ გაგიკვირდებათ და კი. წამომყევით!
_ ეს რა ადგილია?
_ აი, აქ ხელმარჯვნივ შენობის კუთხეში ციგაა დამალული. თოვლში გასვლას თუ აპირებთ ამის გარეშე არ გახვიდეთ.
_ ელენე...
_ იოანე  ღვთის საჩუქარია გაუფთხილდით.
_ კარგად იყავი შვილო.
_ ნახვამდის ბაბუ!
***
_ არ ვიცი რატომ მაგრამ ამეტირა.
_ ხო გვანცა მეც ზუსტად მასე ვარ.
_ ეს რა არის?
_ ალბათ ის, სიმღერაა რაზეც ამბობდა ,,ალილო“.
_ რისთვის დატოვა?
_ ამაღამ წავალთ და ყველა ამ სიმღერას შევასრულებთ.
_ ზურა კარგი აზრია.
_ მეჩვენება თუ ყინულის დედოფალი მოლბა?
***
  აღმართი, რომელიც ყოველთვის ტკბილ მოგობებს მახსენებს. ისეთი აღარ იყო თითქოს მიწასთან გაუსწორებიათ. თოვლი თითქმის მუხლამდე იდო. გადათეთრებულ არემარეში პირველი ზურა გაიქცა. პირველი გუნდა, რომელსაც თავში მოხვდა რობერტი იყო. რობერტმაც არ დააყოვნა და ზურა თოვში ჩააგდო. ,, მოდით გოგოებო ნუ გეშინიათ!“ თავგანწირული ხმით ზურა თოვლიდან ყვირის. გვანცა ზურას მიუახლოვდა და წამოყენებაში ეხმარება. ზურამ გვანცას ფეზი წამოკრა და ისიც მის გვერდით თოვლში წააქცია. ერთმანეთს თვალები გაუსწორეს. ცოტახანს ასე ერთმანეთს თვალებში შესციცინებდნენ. იქამდე სანამ ლიზა და მონიკმა სახეზე თოვლი არ დააყარეს. ,,ცივია! ცივი!“ გვანცა ყვირის, მაგრამ ვინ უსმენს. ახლა ნუცაც გამხიარულდა და ძმას თოვლის გუნდა სახეში გაარტყა. ალიმ ძლივს ყავარჯნებზე მდგომმა მოახერხა და თოვლში ზურგით დაწვა. გოგოებმა არ დააყოვნეს და ალის მდგომარეობით ისარგებლეს. ჯერ გვანცა, შემდეგ მონიკა და ახლა ლიზა მივიდა. თავზე დაადგა და ეუბნება. ,,დილანდელი თუ გაპატიო აი ნახავ შენ“. ალი კიდევ უფრო შეშინდა ამ მუქარაზე. სცადა კიდეც ფეხზე წამოდგომა, თუმცა უშედეგოთ.
***
_ ჰა! დავსველდი უკვე. არ წამომაყენებთ?
_ მოვდივარ ლომო!
_ ზურა შენ თუ მიშველიდი.
_ მანდ რა ხდება?
_ მოდი დედა ციგით ჩამოვსრიალდეთ.
_ შვილო ვერ გაუძლებს გატყდება.
_ მოდი და ნახე თუ ვერ გაუძლებს.
_ მაგარი ოჯახი თუ არ გყავდეს ძმობას გეფიცები რა.
_ ხო ზურა მაგაში გეთანხმები.
_ შემოდით სუფრა გაშლილია.
_ დედა... რატომ არ თქვი დაგეხმარებოდი.
_ შვილო სადამდეც შემიძლია გავაკეთებ და როცა აღარ ვიქნები მერე შენ უნდა მიხედო მამაშენს.
_ დედა ამას ნუ ამბობ.
_ ნახეთ ბავშვებო, ბებიმ რა კარგი სუფრა გაშალა. მიდით ვჭამოთ და და კარგადაკარ ვიმღეროთ.
_ მეც წამოვალ!
_ კი ნუცა შენც მოდიხარ.
***
  თითქოს შენსი აღარ ეტევა დაგროვილი ემოციები. ახლა გინდა ეთიანად  გულში ჩაიკრა ყველა და გადაუხადო უფალს მადლობა, რომ ისინი შენს გვერდით არიან. ოჯახი, მეგობრები, საყვარელი ადამიანი და სიცოცხლე, რომელსაც იოანე ქვია. ყველაფერი გაქვს თავი სრულყოფილად იგრძნო. ახლა კი მხოლოდ ერთი რამ დარჩა. შევასრულოთ ალილო, რომელიც დღეს დილით გოგონამ დაგვიტოვა. იცით რაღაც უცნაური იყო ეს ყველაფერი. ის გოგონა... ძალიან დარდიანი იყო, თითქოს კიდევ ბევრი რამის თქმა სურდა ჩვენთვის, მაგრამ თავშეკავება ძალიან დიდი იყო მასში. ბედნიერიც იყო ვერ ვიტყვი, რომ არა. მთელი გულით ჯერ ბაბუაჩემს ჩაეხუტა ალბათ აღარ ჰყავს მისი. შემდეგ იოანე აიყვანა ხელში და თქვა: გაუფთხილდით ის ღვთის საჩუქარია. უცნაურია მაგრამ კიდევ ვისურვებდი იმ გოგონასთან შეხვედრას კიდევ ბევრს გავიგებდი მასზე.
  ახლა დროა, როგორც მან გვითხრა მოვიმარჯვეთ კალათები, რადგან მასპინძლისგან ველოდებით ძღვენს. ჩავიცვით რაც შეიძლება თბილად. ალიმ ვეღარ გაუძლო დატვირთულ დღეს და სავარძელით გადაწყვიტა წამოსვლა. იოანე დედამ დაიტოვა. მშვიდად ვარ რადგან უკვე იოანეს სძინავს ახლა თამამად შეგვიძლია ყველამ ერთად შევასრულოთ. ,,ალილო“ ვღელავთ ძალიან ვღელავთ, რადგან ამას პირველად ვაკეთებთ. ამ სახლში ყველაზე საყვარელი ბები ცხოვრობს. ბავშვობაში ,,ფერიას“ მეძახდა. პირველად სიმღერაც სწორედ მისი კარიდან დავიწყე.
ოცდახუთსა დეკემბერსა,
ქრისტე იშვა ბეთლემსაო, ალილო.
ანგელოზები გალობენ:
„დიდება მაღალთა შინა“.
ეს რომ მწყემსებმა გაიგეს,
მივიდნენ და თაყვანი-სცეს მას, ალილო.
ჩიტი ღობეზე შემოჯდა,
იძახოდა ქრისტეს შობას, ალილო.
ალათასა, ბალათასა,
ხელი ჩავკარ კალათასა,
შიგ რომ ვერა ვიპოვე რა,
ღმერთი მოგცემს ბარაქასა, ალილო.
არიელი, ბარიელი, ნუ გამიშვებ ცარიელი,
ერთი შაური მომეცი
, ღმერთი მოგცემს ბარაქასა.
ოცდახუთსა დეკემბერსა,
ქრისტე იშვა ბეთლემსაო...“
_ ფერიავ აქ რამ მოგიყვანა პატარა გოგოვ?
_ ეს ალილოა ბები. კალათისთვის ძღვენი უნდა გაიღოთ.
_ ახლავე შვილო, ახლავე...
  ***
  სულ რაოდენიმე კარიღა დაგვრჩა. ნუცა ბედნიერია, კალათა თითქმის აივსო აღარც ვიცით ამდენი ტკბილეული სად ჩავატიოთ. ზოგმა ფულიც მოგვცა, ზოგი შიგნით სახლშით გვეპატიჟებოდა. ეს საღამო ალბათ არც არასდროს დამავიწყდება და მადლობა გოგონას სიმღერის ტექსტისთვის. ,,ალილო“  ჩვენ სოფელში ტრადიციად აუცილებლად ვაქცევთ.

ახალი წლის ღამე!

_ რა მოხდა ლიზა იძინებ უკვე?
_ ხო ალი აღარ შემიძლია დღეს იმდენი რამ გავაკეთეთ ფეხზე ძლივს ვდგევარ.
_ გინდა ჩემი სავარძელი დაგითმო?   
_ სიცოცხლე რა ყურადღებიანი ხარ, მაგრამ ძილი მირჩევნია.
_ დაგველოდე ჩვენც მოვდივართ.
_ გოგოებო სერიოზულად? სადაცაა ახალი წელი დადგება რადროს ძილია.
_ ხვალამდე.
_ ესენი ნორმარულები თუ არიან ხო არ უნდა ლიმონკა  ახალწლამდე გავხსნა?
_ ზურა მაგაზე არც იფიქრო.
_ კარგი, კარგი ძმაო, მაგრამ რა პონტია ახალ წელს ერთად არ შევხვდებით?
***
მეორე სართულის ოთახში გოგოები ხმადაბლა ჩურჩულებენ.
_ უნდა დამეხმაროთ სამაგიეროს გადახდაში.
_ ლიზა რას აპირებ?
_ ახალწლამდე ათი წუთით ადრე ბავშვები ოთახიდან გაიყვანეთ. ლიმონკა უნდა ჩავაგდო.
_ მაგას ისინი ისედაც გააკეთებენ.
_ ხოდა პირველები ჩვენ უნდა ვიყოთ.
_ ლიზა შეშლილი ხარ.
_ რა ვქნა მონიკა? ალიმ მაიძულა.
***
    ახალ წლამდე დარჩენილია ზუსტად ათი წუთი, სანამ სიგჟეს ჩავიდენდი ჩემო ძვირფასებო, გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!  ჩემთვის ეს წელი რთული იყო, მაგრამ საუკეთესო დასასრულით. არ დანებდეთ! მე როცა ავარიის შემდეგ სარკეში პირველად ჩავიხედე ვთქვი. ,,ჯანდაბა! ცოცოხალი ხო მაინც ვარ“. სიცოცხლეზე მნიშვნელოვანი არაფერია. გაუფთხილდით, მოეფერეთ ერთმანეთს! დასაკარგია არაფერი გვაქვს დაე ჩემსავით აკეთეთ სიგიჟეები. ჩემი ოჯახი, მეგობრები, საყვარელი ადამიანი და ახლა შვილსაც ვაგიჟებთ. მე, ლიზა გილოცავთ ახალ წელს და გისურვებთ ოცნებების ასრულებულ წელიწადს. მოიცა როგორ დაითვალეს იმ დღეს ბიჭებმა?
ერთი, ორი და სამიიი!
_ შანსი არაა! დაგვასწრეს...
_ 1-1 ძვირფასო.
_ ადრე რო წახვედით დასაძინებლად მაშინ უნდა მეფიქრა, რომ რაღაცაში იყო საქმე.
_ ანუ მაღიარებ?
_ მოდი ჩემთან! ჩემი შეშლილი გოგო. შენთვის საჩუქარი მაქვს.
_ აბა...
_ ცოტა მოშერებით დადექი და მითხარი: ,,მოდი ჩემთან“.
_ მოდი ჩემთან... ალი ეს სიგიჟეა! შენ სიარული შეგიძლია.
_ მამა...
_ ამას რატომ არ სძინავს?
_ შვილო რას აკეთებ არ დაეცე.
_ მოიცადეთ! მამამ და შვილმა ერთიანად ჩემი გაგიჟება გადაწყვიტეთ?
_ იოანე დედი, შენც მამას მსგავსად სიარული შეგიძლა?
_ გოგოებო გვანცა სად არის?
_ არ ვიცი გარეთ იყო.
_ მოვძებნი და მოვალ.
_ მოიცადეთ  ზურა სად მიდიხარ? სადაცაა ახალი წელი დღება.
***
_ ამ სიცივეში გარეთ რატომ დგეხარ? წამოდი ახალი წელი დგება.
_ შედი და ცოტახანში შემოვალ.
_ მოიცადე შემომხედე!
_ შემეშვი.
_ შემოხედე მეთქი! შენ რა ტირიხარ? რა მოხდა, ვინმემ გაგაბრაზა?
_ კარგი რა ზურა, პატარა ბავშვები ხომ არ ვართ ვინმევს გავებრაზებინე.
_ აბა რა მოხდა?
_ ბავშვებო! ათი, ცხრა, რვა...
_ შენ იცოდი, რომ ახალი წლის ღამეს ვისაც აკოცებ ის, მარადიულ სიყვარულს გაჩუქებს?
_ შვიდი, ექვსი. ხუთი...
_ არა არ ვიცოდი, მაგრამ ძალიან კარი რამ არის არა?
_ ოთხი, სამი, ორი...
_ მერე რას მიყურებ მაკოცე!
_ ერთი...

ახალ წელს გილოცავთ!


გაგრძელება იქნება!

ესეც ასე ჩემო ძვირფასო მკითხველებო!
მე გადავწყვიტე ,,კურიერი და ლამაზმანის“ საშობაო ნაწილი გამოსულიყო და მგონი გამოვიდა არა?
როგორც არასდროს ჩემს პიესაში, გამოჩნდა ჩემი ნამდვილი სახე. შემოვიდა, როგორც პერსონაში და დატოვა თავისი კვალი. მოქმედებები, ტრადიციები, გართობა, ბები-ბაბუ, მშობლები, მეგობრები, საყვარელი ადამიანი.
აქ, ამ ნაწილში, როგორც არასდროს ვიყავი მე.
განცდები,
ემორციები,
სოფელი,
მეზობლები
აქ, ამ ნაწილით მოვესიყვარულე ყველას.
,,ალილო“
ტექსტი, რომელიც თავად ჩემს პერსონაჯებს გადავეცი აქ, ჩვენთან პატარა ქვეყანაში ტრადიცია. დაე, გახდეს იქაც იმ სამყაროში ტრადიცია.
მე არასდროს ვწერ ქალაქის დასახელებას. არასდროს ვწერ სად ვითარდება მოვლენები, რათა მკითხველს მიეცეს საშუალება თავისი ფანტაზიებით იმოგზაუროს განსხახვებულ სამყაროში.
ამ თავში არ წააწყდებით პრობლემებს. მხოლოდ იპოვით სიმშვიდეს და თუ იქება ცრემლი... დაე, იყოს ეს ბედნიერების.
გილოცავთ შობა-ახალ წელს!
გისურებს სიმშვიდეს, ოცნებების ასრულების წელიწადი ყოფილიყოს და ყველაფერი ცუდი უკან მორჩეს.

მომავალ შეხვედრამდე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები