ნაწარმოებები


პოეზიის საქველმოქმედო საღამო     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე http://urakparaki.com/?m=13&Theme=1528     * * *    

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
2 იანვარი, 2020


Emily Dickinson - Will there really be a "Morning"? (101)

ემილი დიკინსონი - ვითომ ნამდვილად იქნება „დილა“? (101)

ვითომ ნამდვილად იქნება „დილა“?
ან „დღის“ მაგვარი არის ცამრგვალში?
შემეძლებოდა მთებიდან ხილვა,
რომ ვყოფილიყავ მათებრ მაღალი?

ხომ არ ექნება ღერო დუმფარის?
შეიმოსება ჩიტის ნაკრტენით?
განთქმულ ქვეყნიდან მოვა სტუმარი,
მე რომ არა მაქვს ნახულ-ნასმენი?

მავან მეცნიერს, მავან მეზღვაურს,
ზეცის მავან ბრძენს შეგთხოვთ მიამბოთ
ცნობისმოყვარე ციცქნა მოგზაურს,
„დილა“ რომ ჰქვია, მისი მიდამო!

2 იანვარი, 2020 წ.



Emily Dickinson - Will there really be a "Morning"? (101)


Will there really be a "Morning"?
Is there such a thing as "Day"?
Could I see it from the mountains
If I were as tall as they?

Has it feet like Water lilies?
Has it feathers like a Bird?
Is it brought from famous countries
Of which I have never heard?

Oh some Scholar! Oh some Sailor!
Oh some Wise Men from the skies!
Please to tell a little Pilgrim
Where the place called "Morning" lies!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები