ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: მირიან გიორგაძე
ჟანრი: პოეზია
3 იანვარი, 2020


*** (როგორც ზღვის თოვლი...)

როგორც ზღვის თოვლი მეზღვაურს გემზე,
როგორც დამპალი კარი შემღებელს,
ისე გესწრაფი და ისე გეძებ,
ხანდახან თითქოს კიდეც გეხები

და ამ ხანმოკლე ტკბილი შეხების
დასასრულს მყლაპავს გრილი სიშორის ,
ხვალ, ნეტავ, რა გზას შევეჩეხები
და თავშესაფარს საით ვიშოვი.

მსურს შენს წინაშე გადაშლა გულის,
მაგრამ გულისგან რჩება წილადი
და როგორც წერტილს ფარგლით გარს უვლი,
მეც ვერ მოვდივარ შენს წერტილამდე.

ასე, ვიღლები და როცა ვწვები,
ვითვლი შენამდე დროს და რადიუსს,
ღამის დარაბებს მოარღვევს ხმები:
ნუ მეძებ. მორჩი. წადი. Adieu!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები