ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ბუ.თოვლი
ჟანრი: პოეზია
7 იანვარი, 2020


არ გამაღვიძო

მერე რა რომ გახლეჩილ
საკუთარ სხეულზე ვიწექი
ესე ჩამეძინა
დაღლილი მქონია სახე,
ხელები...

მთელი წინადღე ვწონიდი გზას...
მოსასვლელ ხიდებს
გაბმა ხომ უნდათ....

მივხვდი
როგორ დავიღალე ...
როგორ გაწყდა ყველა ნერვული კვანძი....
და მე ღიმილი
ისევ ისეთი გამიხდა...
მიმიკასმიკერებული,
ჩუმი...
და უხმაურო...
არაფერი მინდოდა.

მე ისევ გავშალე ლოგინი
და ისევ ჩემ გახლეჩილ სხეულზე
ვაპირებ დაძინებას....


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები