სამსართულიანი სახლის სხვენში რვა წლის ფიქრიანი ბიჭი ცხოვრობდა, რომელიც იკვლევდა, თუ სად მიდიან ცრემლები ტირილის შემდეგ? ბიჭი კალმითა და წიგნაკით დადიოდა და გამუდმებით ეკითხებოდა მშობლებს, თანატოლებსა თუ უცნობებს, რაზე ტიროდნენ ადამიანები და შემდეგ თავის წიგნაკში იწერდა. -თუ შეიძლება, მიპასუხეთ, ბოლოს რის გამო ატირდით? დედამ უპასუხა, ბოლოს მაშინ ავტირდი, როცა შენ მაღალი სიცხე გქონდაო. ბებიამ - როდესაც ტელევიზორში სიუჟეტი გავიდა, მოხუცთა თავშესაფარში ჩემი ბავშვობის მეგობრარი როგორ საუბრობდაო. ბაბუამ ამოიოხრა, სათვალე შეისწორა და... - როდესაც აცრემლებული ბებიაშენი დავინახე მაშინო. მამამ ჩაახველა, უხერხულად შეიშმუშნა და მხრები აიჩეჩა, მე სამწუხაროდ აღარ მახსოვსო. კარის მეზობელმა დეიდამ - როდესაც მეუღლე საზღვარგარეთ გავაცილე სამუშაოდ, აი, მაშინ ავტრიდი ბოლოსო, ქვედა მეზობელმა ბებიამ - როდესაც პენსია დამეხარჯა და შვილმა ძვირადღირებული წამლები მომიტანა თავისი დანაზოგით აფთიაქიდანო, ქუჩაში გამვლელმა ქალბატონმა - როდესაც შვილი ჯარიდან დამიბრუნდაო, პატარა გოგონამ - როდესაც დედამ თოჯინის ნაცვლად პალტო მიყიდა, ზამთარში აღარ შეგცივდებაო, მისი მეგობარი ბიჭუნა კი გამოუტყდა, რომ ბოლოს მაშინ იტირა, როდესაც ბაღში წაიყვანეს. აჰა, აი, ასეთი ათასგვარი დარდი თუ სიხარული აქვთ თურმე ადამიანებს, რის გამოც ეტირებათ, მაგრამ ახლა გასარკვევია, თუ სად მიდის მათი ცრემლები? შემოიდო ორივე ბუნჩულა ხელი ბუნჩულა ლოყაზე, იდაყვები ფანჯრის რაფას დააყრდნო და მიეცა ღრმა ფიქრს. ქუჩაში მანქანები გადი-გამოდიოდნენ, შუქნიშანი სამ ფერად თვალს აპაჭუნებდა, ვიღაც გარბოდა, ვიღაც გამორბოდა, ვიღაცა ძაღლს ასეირნებდა, ვიღაცას დატვირთული ჩემოდნები მიჰქონდა, ვიღაცა ჯიბეებში ხელებჩაწყობილი მისეირნობდა, ვიღაცას პოლიციელი ჩაუსტვენდა ხოლმე, ქუჩაზე არასწორად გადასვლის დროს, მაგრამ ბიჭი ყურადღებას არავის აქცევდა. არც ფანჯრის რაფაზე შემოსკუპებულ ქოთნის ყვავილს, ბიჭის გასახარებლად რომ ყვავილობდა ხოლმე, არც თავის თანატოლებს ეზოში რომ უხმობდნენ სათამაშოდ, არც ბებიას გემრიელ ქადებს რომ უცხობდა, არც მამას საღამოობით სამსახურიდან დაბრუნებული ახალ სათამაშოს ან წიგნს რომ მოუტანდა და არც დედას, ძილის წინ ახალ-ახალ საგმირო ზღაპრებს რომ უყვებოდა. ყველა შეფიქრიანდა, ნეტავი ასეთი რა აწუხებს ჩვენს ბიჭსაო? წაიყვანეს თეთრხალათიან და დიიდსათვალიან ექიმთან. -აბა, პირი გააღეო, აბა, ამ თითს თვალი გააყოლეო, აბა, ღრმად ამოისუნთქეო, აბა ჩაახველეო, აბა ისაო, აბა, ესაო... ვერაფერი გაუგეს. საბედნიეროდ ბიჭს ტკივილით არა სტკიოდა რა, მხოლოდ აინტერესებდა, ტირილს შემდეგ სად მიდიოდნენ ცრემლები, ეს იყო და ეს. უფროსები ათას რამეს იგონებდნენ პასუხი რომ გაეცათ ბიჭისთვის, მაგრამ სამწუხაროდ ბიჭს არავისი სჯეროდა. „ცრემლების სამყარო იდუმალი, მიუწვდომელი და ამოუცნობიაო“ - პატარა პრინცის სიტყვებს დღეში ათჯერ მაინც იმეორებდა. დაიარებოდა ჩაფიქრებული და ხუჭუჭა და აბურძგნულ თავს იქექავდა: ნეტავი როგორია ცრემლების ქვეყანა? ერთხელაც ასეთი რამ მოიფიქრა, თუკი ატირებულ ადამიანს ნახავდა, მაშინვე მისულიყო და მისი წკაპაწკუპით ჩამოცვენილი ბროლივით ბრჭყვიალა და გამჭვირვალე ცრემლი მუჭით მოეგროვებინა, მერე კი სულაც ქილაში მოეთავსებინა. ბიჭი ასეც მოიქცა. გაკვეთილების შემდეგ, სკოლიდან სანამ სახლში მივიდოდა, ხან ფეხატკიებული და აცრემლებული ლეკვის ცრემლებს აგროვებდა, ხან მიწისქვეშა გადასასვლელის კიბეებზე შიმშილისგან ატირებული მოხუცის, ხან გულნატკენი პატარა გოგონასი, მშობლები რომ ერთმანეთს დაშორდნენ, ან პატარა ბიჭის, ველოსიპედიდან რომ გადმოვარდა და მუხლი იტკინა, ხან შეყვარებულების სკვერში სისულელეზე რომ იჩხუბეს და ერთმანეთს გაებუტნენ. მოკლედ, დროთა განმავლობაში ჩვენს ბიჭს იმდენი ცრემლი შეუგროვდა, ჯერ ერთი ქილა გაევსო, შემდეგ - მეორე, მესამე და მეოთხე... მინის ქილებში ცრემლები ისე ბზინავდნენ უკეთესს ვერას ნახავდით. ერთ საღამოსაც ბიჭი ფანჯარასთან რომ იჯდა და ჩაფიქრებული ღამეს გაჰყურებდა, ციდან მშვიდი ხმა მოესმა: კეთილო ბიჭო, ეს რამდენი ცრემლი გიგროვებია, გამოაღე ფანჯარა და ქილებიდან ცრემლი მუჭა-მუჭა აისროლე ცაში. ბიჭი ასეც მოიქცა. მძივის მარცვლებივით აბრჭყვიალდნენ და აგორდნენ ცაზე სიხარულისა თუ სევდის ცრემლები და ვარსკვლავებს შეერივნენ... მოიმატა და მოიმატა ცაზე ვარსკვლავთა ციმციმმა. აი, ახლა კი მიხვდა ბიჭუნა, თუ სად მიდის ადამიანის თვალიდან გადმოგორებული ცრემლი, თურმე ვარკვლავებად კაშკაშებს ცაში და ბნელ, სევდიან ღამეებს ანათებს.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
21. გაიხარე, ნინი! სულ მეგონა, რომ ზღვას ერთვოდა ჩვენი ცრემლები და ამიტომაც იყო ზღვა მარილიანი... ისინი კი სად გაბრწყინებულან?!
მართალია! თუ სხვის თვალში ცრემლი შენიშნე, ჩამოწმინდე, შეაგროვე და შენთან შეინახე, - დიდი მადლია! ამით იმ სხვას თანაუგრძნობ, ვინც ცრემლებს ღვრის, მის დარდსა და ტკივილს იზიარებ, მასთან ერთად დარდობ და გტკივა! ამაზე მეტს რას გააკეთებდა რვა წლის ბავშვი? ყოჩაღ, ცერცვისტოლების დედოფალო! 55555
გაიხარე, ნინი! სულ მეგონა, რომ ზღვას ერთვოდა ჩვენი ცრემლები და ამიტომაც იყო ზღვა მარილიანი... ისინი კი სად გაბრწყინებულან?!
მართალია! თუ სხვის თვალში ცრემლი შენიშნე, ჩამოწმინდე, შეაგროვე და შენთან შეინახე, - დიდი მადლია! ამით იმ სხვას თანაუგრძნობ, ვინც ცრემლებს ღვრის, მის დარდსა და ტკივილს იზიარებ, მასთან ერთად დარდობ და გტკივა! ამაზე მეტს რას გააკეთებდა რვა წლის ბავშვი? ყოჩაღ, ცერცვისტოლების დედოფალო! 55555
20. რა კარგია. მომეწონა <3 რა კარგია. მომეწონა <3
19. მზია, ზედმეტი ხომ არ მოგდით ? ზღვარს გადასცდა თქვენი ირონია! მზია, ზედმეტი ხომ არ მოგდით ? ზღვარს გადასცდა თქვენი ირონია!
18. ყოჩაღ, ურაკელებო! ბავშვობაში ყველას ცრემლები გიგროვებიათ. ყველას შეგძლებიათ თითო ზღაპრის დაწერა :))) ყოჩაღ!
ყოჩაღ, ურაკელებო! ბავშვობაში ყველას ცრემლები გიგროვებიათ. ყველას შეგძლებიათ თითო ზღაპრის დაწერა :))) ყოჩაღ!
17. არადა რამდენი ბავშვი აგროვებს სხვის ცრემლებს. ტკივილებს. განცდებს. თანაც გულში. საიდანაც არც იშლება და არც იღვრება.
5.
არადა რამდენი ბავშვი აგროვებს სხვის ცრემლებს. ტკივილებს. განცდებს. თანაც გულში. საიდანაც არც იშლება და არც იღვრება.
5.
16. ჩემი ბაბუ აგროვებდა ჩემს ცრემლებს ჭიქაში :D ძალიან ბევრჯერ მიტირია იმ ჭიქის გასავსებად :დ კარგია. ჩემი ბაბუ აგროვებდა ჩემს ცრემლებს ჭიქაში :D ძალიან ბევრჯერ მიტირია იმ ჭიქის გასავსებად :დ კარგია.
15. თქვენ ისეთი ზღაპრები დაწერეთ სადაც არ შეაგროვებენ ბავშვები ცრემლებს.... წავშალო თუ რა გავაკეთო, ვაიმე, რა დავაშავე :)))))
თქვენ ისეთი ზღაპრები დაწერეთ სადაც არ შეაგროვებენ ბავშვები ცრემლებს.... წავშალო თუ რა გავაკეთო, ვაიმე, რა დავაშავე :)))))
14. ნინო, 8 წლის ბავშვი ჩვენზე სუფთად და კეთილად აზროვნებს, ჯერ გონება არა აქვს დაბინძურებული. აუცილებლად მოეფერება ფეხმტკივან ლეკვს, გაესაუბრება მშიერს. ზღაპრიდან გაურკვეველია, რისთვის აგროვებს იგი ცრემლებს. და მთავარი, ვინმეს ცრემლები რომ შეაგროვო, ნებართვა უნდა ჰკითხო. მე, მაგალითად, არ ვისურვებდი, რომ ჩემი ცრემლები ვინმეს შეეგროვებინა.
ნინო, 8 წლის ბავშვი ჩვენზე სუფთად და კეთილად აზროვნებს, ჯერ გონება არა აქვს დაბინძურებული. აუცილებლად მოეფერება ფეხმტკივან ლეკვს, გაესაუბრება მშიერს. ზღაპრიდან გაურკვეველია, რისთვის აგროვებს იგი ცრემლებს. და მთავარი, ვინმეს ცრემლები რომ შეაგროვო, ნებართვა უნდა ჰკითხო. მე, მაგალითად, არ ვისურვებდი, რომ ჩემი ცრემლები ვინმეს შეეგროვებინა.
13. ცრემლი ისედაც ჰგავს ვარსკვლავს- ციმციმებს :)
ოღონდ, მაინც არ მინდა ბავშვები ცრემლებს აგროვებდნენ , თუნდაც ზღაპარში <3
ცრემლი ისედაც ჰგავს ვარსკვლავს- ციმციმებს :)
ოღონდ, მაინც არ მინდა ბავშვები ცრემლებს აგროვებდნენ , თუნდაც ზღაპარში <3
12. რვა წლის ბავშვზეა საუბარი, რომელსაც ჯერ თანაგრძნობა და გარშემო ადამიანების დანახვა უნდა ასწავლო და შემდეგ ქველმოქმედება და სიკეთის კეთება.... ან თქვენ ნაკლები გქონიათ სხვისი ცრემლის მუჭებით ტვირთვა? თანაგრძნობა განა სიკეთეზე ნაკლებია? ჯერ ეერთი და მერე , მეორეც საერთოდ რაებს მახსნევინებთ... რა სისულელეა, მეცინება :))) ზღაპარია, ზღაპარიიიიიიი.... პატარა ცეროდენა ბიჭუნაზე, მიიღეთ ეს ბიჭი ისეთი, როგორიც არის.... სახარება და ბიბლიაა ჩემი მთაარი წიგნიო და ნუთი იქედან არ იცით, სანამ მარჯვენა სიკეთეს გააკეთებს ხელი გაგიოფლიანდეთო, ეგ იცით რას ნიშნავს, როგორ განმარტავენ წმინდა მამები? შენმა ხელმა უნდა იშრომოს და იღვაწოს და გაოფლიანდეს და ისე გააკეთო სიკეთე, სანამ ვინმეს ხურდას ან თუნდაც პურის ყუას მიაწვდი... აუუ!!! რვა წლის ბავშვზეა საუბარი, რომელსაც ჯერ თანაგრძნობა და გარშემო ადამიანების დანახვა უნდა ასწავლო და შემდეგ ქველმოქმედება და სიკეთის კეთება.... ან თქვენ ნაკლები გქონიათ სხვისი ცრემლის მუჭებით ტვირთვა? თანაგრძნობა განა სიკეთეზე ნაკლებია? ჯერ ეერთი და მერე , მეორეც საერთოდ რაებს მახსნევინებთ... რა სისულელეა, მეცინება :))) ზღაპარია, ზღაპარიიიიიიი.... პატარა ცეროდენა ბიჭუნაზე, მიიღეთ ეს ბიჭი ისეთი, როგორიც არის.... სახარება და ბიბლიაა ჩემი მთაარი წიგნიო და ნუთი იქედან არ იცით, სანამ მარჯვენა სიკეთეს გააკეთებს ხელი გაგიოფლიანდეთო, ეგ იცით რას ნიშნავს, როგორ განმარტავენ წმინდა მამები? შენმა ხელმა უნდა იშრომოს და იღვაწოს და გაოფლიანდეს და ისე გააკეთო სიკეთე, სანამ ვინმეს ხურდას ან თუნდაც პურის ყუას მიაწვდი... აუუ!!!
11. პურის ყუა მაინც მიეცა მშიერისთვის (მშიერს ცრემლები მოგდის, ვიღაც ამ ცრემლებს აგროვებს, შენ კი მიღმა ხარ), დაეამებინა მტკივანი ფეხი ცუგასთვის ....
პურის ყუა მაინც მიეცა მშიერისთვის (მშიერს ცრემლები მოგდის, ვიღაც ამ ცრემლებს აგროვებს, შენ კი მიღმა ხარ), დაეამებინა მტკივანი ფეხი ცუგასთვის ....
10. მადლობა ჰარირამა :) მზია, ეს საჯარო სივრცეა და ვალდებულები ვართ, როდესაც ნაწარმოებს ვანთავსებთ, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი აზრები ან რჩევები მოვისმინოთ. თუ არ გვსურს ზედმეტი კომენტარების კითხვა, არც განვათავსებთ და ეგაა :) თქვენ რამდენჯერაც გაგიხარდებათ, იმდენჯერ შეგიძლიათ შემობრძანდეთ, წაიკითხოთ და თქვენი აზრი გამოთქვათ, პირიქით, მადლობელი დაგრჩებით. სხვა საქმეა მე ვის რჩევას გავითვალისწინებ და ვისას - არა! ასე რომ საწყენი აქ არაფერია :) მადლობა ჰარირამა :) მზია, ეს საჯარო სივრცეა და ვალდებულები ვართ, როდესაც ნაწარმოებს ვანთავსებთ, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი აზრები ან რჩევები მოვისმინოთ. თუ არ გვსურს ზედმეტი კომენტარების კითხვა, არც განვათავსებთ და ეგაა :) თქვენ რამდენჯერაც გაგიხარდებათ, იმდენჯერ შეგიძლიათ შემობრძანდეთ, წაიკითხოთ და თქვენი აზრი გამოთქვათ, პირიქით, მადლობელი დაგრჩებით. სხვა საქმეა მე ვის რჩევას გავითვალისწინებ და ვისას - არა! ასე რომ საწყენი აქ არაფერია :)
9. ამ ზღაპარს ბევრი დადებითი გამოხმაურება აქვს, მე ჩემი აზრი გამოვთქვი. ავტორი თავის აზრზე დარჩა. ასე რომ ნაწარმოებისთვის არაფერი იცვლება. რა დგას ამ ცრემლების უკან, თავად ზღაპარიდან ჩანს: გაჭირვება, ტკივილი, მარტოობა, შიმშილი და ა შ. ცრემლებს ცაში რა უნდა? ისინი დედამიწას ვერ ასცდებიან, მოიწმინდება ყველა ცრემლი. ნინომ თავისი ჩანაფიქრი ასე ჩამოაყალიბა და მოწონებაც დაიმსახურა. თუ არ სურს, აღარ შევეხმიანები.
ამ ზღაპარს ბევრი დადებითი გამოხმაურება აქვს, მე ჩემი აზრი გამოვთქვი. ავტორი თავის აზრზე დარჩა. ასე რომ ნაწარმოებისთვის არაფერი იცვლება. რა დგას ამ ცრემლების უკან, თავად ზღაპარიდან ჩანს: გაჭირვება, ტკივილი, მარტოობა, შიმშილი და ა შ. ცრემლებს ცაში რა უნდა? ისინი დედამიწას ვერ ასცდებიან, მოიწმინდება ყველა ცრემლი. ნინომ თავისი ჩანაფიქრი ასე ჩამოაყალიბა და მოწონებაც დაიმსახურა. თუ არ სურს, აღარ შევეხმიანები.
8. არსად არ უწერია რომ ეს ცრემლები, ჩამჟავებული და ჩამძიმებული იყო, რადაგნ ყველა სევდისა და ცრემლის უკან სიყვარულია , ამიტომ ჯობია ასე შეხედოტ ცაში აფრქვეულ ცრემლებს, არსად არ უწერია რომ ეს ცრემლები, ჩამჟავებული და ჩამძიმებული იყო, რადაგნ ყველა სევდისა და ცრემლის უკან სიყვარულია , ამიტომ ჯობია ასე შეხედოტ ცაში აფრქვეულ ცრემლებს,
7. არსად არ უწერია რომ ეს ცრემლები, ჩამჟავებული და ჩამძიმებული იყო, რადაგნ ყველა სევდისა და ცრემლის უკან სიყვარულია , ამიტომ ჯობია ასე შეხედოტ ცაში აფრქვეულ ცრემლებს, არსად არ უწერია რომ ეს ცრემლები, ჩამჟავებული და ჩამძიმებული იყო, რადაგნ ყველა სევდისა და ცრემლის უკან სიყვარულია , ამიტომ ჯობია ასე შეხედოტ ცაში აფრქვეულ ცრემლებს,
6. მადლობა, არ მწყინს, მე მხოლოდ ჩემს აზრზე ვრჩები ხოლმე როდესაც სხვისი აზრები მიუღებელია :) მადლობა, არ მწყინს, მე მხოლოდ ჩემს აზრზე ვრჩები ხოლმე როდესაც სხვისი აზრები მიუღებელია :)
5. მე ვფიქრობ, ადამიანების ბედნიერი და ხალისიანი სიცილი უფრო შეიძლება შეაფრქვიო ცას მოკისკისე–მოციმციმე ვარსკვლავებად, ვიდრე ქილებში ნაგროვები, ჩამძიმებულ–ჩამჟავებული ცრემლები „აისროლო მუჭა–მუჭა“. (არ გეწყინოთ, ეს მხოლოდ ჩემი აზრია).
მე ვფიქრობ, ადამიანების ბედნიერი და ხალისიანი სიცილი უფრო შეიძლება შეაფრქვიო ცას მოკისკისე–მოციმციმე ვარსკვლავებად, ვიდრე ქილებში ნაგროვები, ჩამძიმებულ–ჩამჟავებული ცრემლები „აისროლო მუჭა–მუჭა“. (არ გეწყინოთ, ეს მხოლოდ ჩემი აზრია).
4. უღრმესი მადლობა :) უღრმესი მადლობა :)
3. არ ვიცი მერამდენედ წავიკითხე . შთაბეჭდილების ქვეშ ვარ კიდევ. ძალიან ძლიერი ნაწერია . 5 ქულა არ ვიცი მერამდენედ წავიკითხე . შთაბეჭდილების ქვეშ ვარ კიდევ. ძალიან ძლიერი ნაწერია . 5 ქულა
2. ნამდვილად, 5 გულწრფელად ნამდვილად, 5 გულწრფელად
1. იმსახურებს მეტ მკითხველს!
5!! იმსახურებს მეტ მკითხველს!
5!!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|