ნაწარმოებები



ავტორი: ს.შკადარევიჩი
ჟანრი: პოეზია
15 იანვარი, 2020


თვალებში ზეცა ჩარჩენილი ქალის მწერალმა

ჰაერშიც უნდა იყოს სიჩუმე,
ზეცაზე ვხატავ ჩემს გაგიჟებას,
დღეს მთვარე თვალებს ხუჭავს მერწმუნე
და
ზღვა აპირებს კვლავ დამშვიდებას,
ვამჩნევ  მიწაში ისევ შევცურე,
ამიტალახდნენ ვხედავ ფიქრები,
ნეტავ თუ დროის გავხდი შემყურე,
საათს აჩვენებს, ჩემი რითმები?
კედლები ტანზე თუ მოიხურე,
ბუნება თუ კი დარჩა შიშველი,
მერე კედლების კარი მოხურე,
და
თითს მთებისკენ გამოიშვერენ?
ჰაერშიც უნდა იყოს სისველე,
ზეცაზე უნდა შრებოდეს დარდი,
ცხენები სხივებს ისე მისდევენ,
და ქარი ისე ჩუმდება ვარდში,
და სიყვარული თუ გაავრცელე,
ეს სინარნარეც მიფრინავს ცაში,
ჩემი სიჩუმე მოყვება კარში,
სიზმარი ისევ ისერავს ვენებს,
მზე ყველა ფოტო და
ყველა კადრში,
და.. 
ისტორიას წერენ ზეცაში,
და გაჩუმებას,
ჟრუანტელი დაუვლის ტანში,
როცა სიზმარი აერევათ ღამეებს ცხადში,
როცა აპრილი აღმოაჩენს სიბერეს ლანდში,
როცა სიბერე დაუბერავს
სულში და
დარჩი,
ცაზე დახატულ სტრიქონების გადასამალად,
ნახე ?
რომ
ზეცა გადაიქცა იასამანად ?
გიგრძვნია?
ღმერთში იუდა რომ მიასამარე? ...
თვალებში,
ზეცა ჩარჩენილი ქალის მწერალმა!
მღელვარებს რიონს ზეცა ზემოდან,
მე ს რომ სდომოდა ყოფნა მწვერვალთან,
იქედან იგი, გადმოხტებოდა?
დრომ გათენებას ხიბლი შემატა,
ხიდიდან ხტება ეს საუკუნე,
და რაც არ სურდა ამ დედამიწას,
მიწებმა მაინც, ის აიძულეს.
დააქვთ სტროფები პეპლებს განრიგად,
ხარობს ფუტკარში სიკვდილ-სიცოცხლე,
ჩვენი ჭაღარა ახლა ამინდად
მოდის და ამინდს, როდის ინდობდნენ?
ვიგროვებთ ხმაში წამს და ათვლიდან,
წამზომს მივანდობთ ალბათ კიდობნებს,
ციდან პატარა ღრუბლებს ავთლით და
ღრუბელი, წვიმას არ მოინდომებს,
გამოიგონებს დაბერებულ უფალს მებაღე,
დათოვს ბაღებში ეკლიანი ვარდის სურნელი,
მიდი, გრიგალო ქვეცნობიერს ისე შეეხე,
რომ ყველამ იგრძნოს სად მარხია ადამიანი,
თავი მეორე - სტრიქონები...წიგნი მეექვსე,
ყდაზე საოცარ ნაბიჯებმა გადაიარეს.
ვერცხლს ხმაურიან მადით შეექცნენ,
და იშუშებენ ვერცხლით იარებს,
ღმერთო,
როგორღა უნდა შეერთდეს?
ოკეანე და წყნარი მდინარე?
და ფერფლი ცეცხლის გარეშე ვერ ძლებს,
მზე ცეცხლად რატომ არ გვიღიარეს?
ან, ნისლი მაშინ რაღას დაეძებს,
სიბნელე როცა ასე მღვინვარებს .
ყინავდეს უნდა გარემო თურმე,
რომ სიმღერებმა გაათბონ იგი,
ფოთლებში ჭრაჭუნს დაუდგამს ბუდე,
გამოზაფხულდა ყოველგან ბინდი,
დგას რიგი, სადღაც მეასე რიგში ,
და, ასე რიგი ჯერ არ მინახავს,
და მოლოდინის უსაზღვრო რიდით,
ჯერ არაფერი არ დამიხატავს.
სიცოცხლევ, მაინც ლექსებს დაგიწერ,
გავიწყებ ყველა წუთიერ დუმილს,
და ამ სამყაროს ისე აღგიწერ,
ხმა, მგელს დაუწყებს უეცარ ყმუილს,
მილიონობით მწერალს ვამტკიცებ,
მილიარდობით რომ ვხედავ ტყუილს,
და პოეზიით რადგან ვაფცხიკებ,
ვირუსი არ ჰგავს, აქაურ ვირუსს,
მინუსი იწვევს, დუელში პლიუსს,
როგორმე ერთურთს უნდა დაშორდნენ,
ჩემი სამშობლო რომ წერდეს დღიურს,
სად იქნებოდა ჩემი სამშობლო?
პოეტი,
ლექსებს უნდა წერდეს ბიბლიურს,
ამიტომ არ ვარ ალბათ პოეტი,
თორემ ლექსებში სისხლი მიდუღებს,
სულს და სასულეც მაშინ მოქმედებს,
მომსდევდეს თითქოს გრგოლვა ვერაგი,
ისე გავრბივარ ამ სამყაროდან,
თითქოს
მომავალს გავაფერადებ და
თითქოს ხელით დამაქვს ბავშვობა,
ბუშტებს, იები რომ გაბერავენ, 
გვირილის მწკრივში სურნელად მიდი,
ზღვასავით ხშირად უნდა ღელავდე,
თუ გინდა იყო ზღვასავით მშვიდი.
ს.შ
2020.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები