ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო ქადაგიძე
ჟანრი: საბავშვო
14 იანვარი, 2020


ჩიტებად ქცეული ფოთლების ზღაპარი

ჩიტებად ქცეული ფოთლების ზღაპარი
    ერთ უცნაურ ქვეყანაში  უცნაური ხე იდგა. ერთი შეხედვით ჩვეულებრვი ხე გეგონებოდათ, გაზაფხულზე  თეთრად ყვავილობდა, ზაფხულში მწვანე ფოთლებს აფრიალებდა,  მაგრამ  აი, შემოდგომით ბუნება ფერისცვალებას განიცდიდა  თუ არა, იწყებოდა ამ ხის უჩვეულობაც. ფოთლები მასაც უყვითლდებოდა, მაგრამ არ ცვიოდა. გამხმარი, ოქროსფერი ფოთოლები  მოთმინებით ელოდნენ ოქტომბრის  ცივი ქარის წამოქროლებას. როგორც კი ქარი დაუბერავდა, ყველა ფოთოლი ერთიანად ოქროსფერ  ჩიტად იქცეოდა ხოლმე და ცაში გაიფანტებოდა.
    ზამთრისპირზე კი ზოგი ჩიტუნა ნისკარტს ბებია-ბაბუების ფანჯარას მიუკაკუნებდა და მოხუცებს გაამხრიარულებდა თავისი ჭიკჭიკით. მოხუცები ფანჯარას გამოაღებდნენ, ჩიტები  შეფრთხიალდებოდნენ ოთახში და გალობდნენ და გალობდნენ. მოხუცებს აღარც კი ახსოვდათ შემდეგ  სახსრებისა და წელის ტკივილი. ზოგი ჩიტი  ერთ ღერ მზის სხივს გაიჩრიდა ნისკარტში და ბავშვთა სახლში წაიღებდა,  ბავშვები  იმ მზის სხივზე სალამურს უკრავდნენ და ცეკვავდნენ.  ერთი სიტყვით, ოქროსფერი ჩიტუნები მოედებოდნენ ხოლმე ამ უცნაურ, პატარა ქვეყანას და მოწყენილებს ამხიარულებდნენ, ავადმყოფებს ავადმყოფობას უმუსბუქებდნენ, ჯანმრთელებს ხომ ახარებდნენ და ახარებდნენ. ზამთარიც  აღარა ბრაზობდა ძალიან და მშვიდად გადიოდა, მანამ სანამ პატარა ბიჭუნამ შურდულს არ დასტაცა ხელი, ქუჩაში გამოვიდა და მაღალსართულიანი სახლის მესამე სართულის ფანჯრის რაფაზე შემოსკუპებულ ჩიტუნას არ დაუმიზნა.  ჭიკჭიკით გართულმა ჩიტმა  ვერც კი შეამჩნია ბიჭი რას უპირებდა. ის ხომ სახლში მარტოდ დარჩენილ  და-ძმას  ართობდა, რომ არ შეშინებოდათ,  სანამ მშობლები სამსახურებიდან დაბრუნდებოდნენ?!  ამ პატარა, ონავარმა ბიჭმა კენჭი ჩიტუნას პირდაპირ გულში დაუმიზნა და ოქროსფერი ჩიტიც უსულოდ დაეცა მიწაზე.
    აი, აქ იწყება მთავარი ამბავი. ჩიტის უსულოდ დაცემა და ყველა ოქროსფერი ჩიტის გაქრობა ერთი იყო. აღარც ხეებზე ისხდნენ ხოლმე, აღარც ფანჯრის რაფებზე, მოწყინეს ადამიანებმა. სად არ ეძებეს. პეზიდენტი და პოლიციაც  კი ჩართეს მათ საძებნელად, მაგრამ ამაოდ. ცამ ჩაყლაპა ეს ჩიტუნები თუ მიწამ ვერავინ გაიგო. იმ წელს ზამთარიც აბუზღუნდა, დაუბერა და დაუბერა  აშლილი ქარები, თოვლნარევი -წვიმა, ჭყაპი და ლოლუებიც კი ჩამოაკონწიალა ხეებზე, სახლების სახურავებზე. ადამიანებმს გაუჭირდათ სუსხიანი ზამთრის გატარება ჩიტუნების გარეშე.
      გაზაფხულის პირზე კი  ყველა მოქალაქე  იმ სკვერში მიდიოდა ყოველ დღე,  სადაც ეს უცნაური ხე იდგა და აკვირდებოდა, იქნება და გაყვავილდესო. ხე კი გამხმარი, თავჩაღუნული  და მოწყენილი იდგა, არც ფიქრობდა კვირტების მოსხმას.
  შურდულიანი ბიჭი თავდაპირველად  თავს იმშვიდებდა, დიდი ამბავი ერთიცალი ოქროსფერი ჩიტი მოვკალი,  შურდული აბა  რატომ გამოიგონეს თუ ჩიტუნებს არ  გავარტყიო, მაგრამ რაც დრო გადიოდა, ბიჭუნაც უფრო და უფრო განიცდიდა ქალაქიდან გამქრალი ოქროსფერი ჩიტუნებისა და  გამხმარი ხის ამბავს. ქვეყნის  მაცხოვრებლდები როდესაც ერთმანეთს გამარჯობის ნაცვლად ეკითხებოდნენ,  ხე ხომ არ გაყვავილებულაო, აი, მაშინ კი მოწყენილი ბიჭუნა მივიდა ხესთან, დაიჩოქა, ხელები სახეზე აიფარა და მწარედ აქვითინდა - ეს რა  ჩავიდინეო!  ტიროდა ბიჭუნა და მისი ცრემლები ოქროსფერ ბურთულებად ებმებოდა  ხეს ტოტებზე. ისეთი ლამაზი სანახავი იყო, გაოცდებოდით!  გამხმარი  ხე და ათასი ბრჭყვიალა ქოროსფერი ბურთულა ანათებდა ახლა ღამეში მთელს ქვეყანას. დღისით ხომ კიდევ უფრო ლამაზი სანახაობა გეჩვენებოდათ, მზის სინათლეზე ათასფერად ციმციმებდნენ  ხეზე გამობმული ბიჭუნას ცრემლები, თან საოცარ წკრიალა  ხმას გამოსცემდნენ.  ახლა ყველა ამ სანახაობამ მოხიბლა და გაზაფხული და ზაფხული ამ ამბით გადაიტანეს, მაგრამ კვლავ შემოდგომა მოდიოდა და ქალაქს ემუქრებოდა ოქროსფერი ჩიტუნების გარეშე  შემოდგომისა და ზამთრის გატარება, ნაღვლობდნენ, დარდობდნენ, მაგრამ რა ექნათ.
    გვიან შემოდგომის ერთ საღამოსაც, როდესაც ბიჭუნა თავჩაღუნული იდგა ხის წინ და თავის საქციელს კვლავ მწარედ ნანობდა, ჯერ ერთი ცრემლის ოქროსფერი ბურთულა ჩამოწყდა ხიდან, ბიჭუნას გულის უბეში ჩაუგურდა, გულთან სიყვარულით გათბა და მერე ოქროსფერ ჩიტად ამოფრთხიალდა, მერე  მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და გათენებამდე  ცა თითქმის დაიფარა მოჭიკჭიკე ოქროსფერი ჩიტებით.
    -რა დილა გათენდა! როგორ  გალობდნენ ოქროსფერი ჩიტები! როგორ ახარებდნენ ყველას!  შურდულიანი ბიჭუნაც ისეთი ბედნიერი იყო, ვერც დაღლილობას გრძნობდა და ვერც - უძილობას!  თავქუდმოგლეჯილი გაიქცა სახლში, ჯერ შურდული გადატეხა და ურნაში გადააგდო, კიდევ რომ ხელი არ წასცდენოდა ჩიტუნების დასახოცად, მერე ხესთან დაბრუნდა, ტანზე მოეხვია და მიხვდა, თურმე ბოროტი საქციელის გამოსწორებას რამდენი სინანული, რამდენი სუფთა ცრემლი, რამდენი სიყვარული და შრომა სდომებია!
ის დღე იყო და ის დღე, ბიჭუნა ცუდად არასდროს აღარ მოქცეულა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები