ნაწარმოებები



ავტორი: ზაალ ჯიქიძე
ჟანრი: პოეზია
14 იანვარი, 2020


მონოლოგი

ვაქრობ ჩვენს ოთახში ბგერებს სანთლებივით,
მეტი არაფერი შემიძლია...
გეძებ, კედლებსაც კი შენი სურნელი აქვს,
ჩემთან მთელი შენი წარსულია!

ღამე-დანის პირად გალესილი,
დილით სისხლის ნამის წვეთს არ მამჩნევს,
ასი გამითენდა დილა დალეწილი
ასი სასიკვდილო ცოდვა მადევს

ღმერთმა შემიცვალოს იდეები თორემ
უეჭველად გავგიჟდები,
მერე აღარც ერთი მონოლოგი,
ვეღარც ვეღარაფერს დაგპირდები...

უკვე ყელამდეა ამ ოთახში
ღამე: სიმლაშე და თეთრი ძილი...
მე შენს სიმშვიდეზე ვეჭვიანობ
მინდა შესაგრძნობად ჩემი წილი!

გთხოვო: დაბრუნდე თუ დამელოდო
მსგავსი ხასიათის დილემაა,
კოშკი-იმედების დასანგრევი,
მოვკვდე უტანჯველად მიგნებაა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები