ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ამირან ჯანჯღავა
ჟანრი: პოეზია
15 იანვარი, 2020


ამ კარებს...

კარიდან გავალ, მაგრამ ამ კარებს,
უშენობა, რომ დაიზეპირა,
ვერ ვპატიობ და ვეღარ ვიკარებ,
გადამრავლებულს თითქოს ექვს პირად,
ექვს სახელურად, და შენ სამოველ...
"უსამოესლოდ" ვფიცავ არ ვივლი,
სულში კი ღმერთი ისე ამოვა,
შენს ბაგეებზე, როგორც ყვავილებს,
(ანუ იმ დღეებს, ანუ იმ კარებს,)
უშენოდაც რომ მზეზე თბებიან,
დააქვთ სურნელი, სხვა რომ იკარებს :
უცხო სიტყვები, ხმა და თმებია...
და იქ, ღრუბლებში, სადაც კარები,
კარგავენ აზრს და ყველა ლოგიკას,
გაჩუმდი მაინც, სხვას ნუ იკადრებ :
უშენოდაც, რომ კაცი მოგიკლავს...

ა.ჯ. (15.01.2020)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები