ნაწარმოებები



ავტორი: სამყაროს მიღმა
ჟანრი: პროზა
15 იანვარი, 2020


ნაბიჯი (დასაწყისი) თავი-III

                                                                                                  (დასაწყისი)
                                                                                                      III-თავი

  საერთოდ არ ვეწევი ხოლმე,არ მიყვარს როცა ემოციებს ვერ ვაკონტროლებ,მაგრამ საშინელი დღე იყო,თანაც სარკმლიდან შემოსულ მთვარის მკრთალ შუქს და ზღვის ყრუ ხმას მოუხდა კიდეც მწვანე კვამლის სურნელი.როგოც წესი ძილის წინ ათასი მეთოდი მაქვს მოფიქრებული ფიქრებისაგან თავდასაცავდ,თუმცა დღეს გადამხდარ ამბავზე ფიქრს ვერ გავექეცი.
  ადრე გავიღვიძე დილის რუტინული ფუსფუსი შემდეგ სახელდახელოდ გამოვეწყვე,კარების საკეტი მოშლილიყო კარგა ხანს ვეწვალე სანამ დაკეტვას მოვახერხებდი.კიბეებზე სკოლისაგან შინ მორბენალი ბავშვის სისწრფით დავეშვი,სასიამოვნო შეგრძნებას ტოვებს საფეხურებზე ჩარბენა,რაღაცით ხალისიანი ამბავია,თავისუფლების მცირე დოზას გიტოვებს,თუმცა მათზე ამოსვლა ძალზედ უსმიამოვნოა,ცხოვრებას ჩამოგავს,რაც მეტ ნაბიჯს დგამ მეტად გიჭირს წინ სვლის გაგრძელება,გღლის.სექტემბრის შუა რიცხვებია,მაგრამ აგვისტოს მზის სიმხურვალერე ჯერ კიდევ იგრძნობა ქალაქში,რუსთაველიდან ბაგრატიონზე უნდა გავიდე,ქალაქის თავიდან მის ბოლოში,მართალია პატარა ქალაქია,მაგრამ მხურვალე მზე საქმეს ართულებს, ამიტომაც მიკრო ავტობუსის დალოდება ვამჯობინე.თანაც თუ გამიმართლებს საინტერესო თავგადასვალასაც შეიძლება შეესწროს კაცი საზოგადოებრივ ტრანსპორტში,უამრავი ახალი ემოცია და ამბავი გაიგოს.დიდად არ მიყვარს ქალაქში მოძრაობა,ბოლო წლებია აქაურობასაც გლობალიზაციის სენი შეეყარა და  ქალაქის იერსახისთვის უცხო შენობა ნაგებობები გაჩნდა,მათ დამნახავს ყოველთვის ბეტონის ტყეებით სავსე ჯუნგლები წარმომიდგება ხოლმე გონებაში,დამთრგუნველია,ამიტომაც ის რამოდენიმე მიკრო ავტობუსი გავუშვი,რომლებიც ახალი ქუჩებით გადადგილდებიან და მე-7 ნომერში ავედი,ძველი უბნებით გავლა სასიამვონო სანახაობაა,საუკუნავანი ქუჩების ცქერა ძალაუნებურად ქალაქის წარსულზე დაგაფიქრებს და დროის მარადიული ცვლის ძალას მძაფრად აღგაქმევინებს.გზად ნაცნობ შენონებს სახე ცვილება შევატყვე,სიძველისაგან გადაღლილი ნაოჭებიანი ფასადები ისტორიული სახითვე განუახლებიათ,სიცოცხლის მეტი ხალისი მიუციათ.ამ დღეს ეს ერთადერთი სასიამოვნო ამბავი იყო.რამოდენიმე ქუჩა გადაკვეთა ძველმა მიკრო ავოტბუსმა და გიგლას სახლთან  ჩამოვხტი.
 
  ეზოში ჩასვლას მოვერიდე,ძაღლის გამო,დიდად ვერ ვუგებ ცხოველებს,განსაკუთრებით მოხუცს და აგრესიულს.
-გიგლა...გიგლა...გიგლა...
-შემოდი,რას დამდგარხარ უცხოსავით მანდ.
-ჰო იცი ჩემი და ძაღლის ამბავი.
-დამბულია მოდი.
-ბიჭო ყელი მეტკინა იმდენახს გიძახდი.
გიგლამ ხელი მძიმედ ჩამომართვა,გადამეხვია და ბოდიშობა დაიწყო.
-ვერ გავიგონე,რაღაც ვანდაბს კინო გადის პირველზე და ვუყურებ.
-რადროს ფილმია,მიდი გაემზადე ,ჩვენები მოვინახულოთ.
-ე მოდი კაცო,რამდენიმე წუთი რას შეიცავს,დაჯედი სადმე , უყურე და მეც ნელენა გავემზადები.
არ მახსოვს რა ფილმი იყო,ფიქრებში ვიყავი გართული,მეგობრებთან შეხვდერის კადრებს წარმოვიდგენდი და დასალევი ჭიქების რაოდენობას ვითვლიდი,წუთში ერთხელ კი გიგლას ვახსნებედი გასასვლები ვართ მეთქი.
-ზურა, ფილმი მალე მორჩება და მოდი ჯერ ცირკში წავიდეთ და მერე ბიჭებს დავურეკოთ,ქალაქში გამოვლენ.
-ცირკში რა გინდა?
-ახალი სადაქალო გაუხსნიათ,ხო ხედავ თმა რას მიგავს?!მოვწესრიგდები ცოტა.
-ისე ადრეც მინდოდა მეკითხა,საერთოდ ცირკს რატო ეძახიან მაგ შენობას? რაც აქ ვარ არცეთი წარმოდგენა არ გამართულა.
-წარმოდგენა არა ის,გასული საუკუნიდან აბრა შემორჩა  ცირკის სახელწოდებით,ბუტაფორია რა.
-ბუტაფორია მთელი ქვეყანა ლამის უკვე.
-გარეთ დამელოდე ,მანქანს გამოვართმევ მამაჩემსდა წავიდეთ.
-მიდი ჰო.

  ქალაქისაკენ ძველი მაგრამ კარგად შემონახული  ლურჯი „ ადინაცატით“ დავეშვით. ტრადიციისამებრ გზად გიგლას გალაკტიონი მოაგონდა.
-ზურა,ლურჯა ცხენები წაიკითხე შენებურად.
-მიდი რა,რადროს პოეზია?!
-მახვეწებ?
-„როგორც ნისლი ნამქერი....“
ლექსი ჩამთავრებული არ მქონდა,გზად მოძრავ ხალხის მასას გადავეყარეთ,დროშებით და ხელით უშნოდ დაწერილი პლაკატებით გადაადგილდებოდნენ.
-ესენი ვინ არიან?
-ბოლშევიკები!
-რა ბოლშევიკები,ნუ მეღლაბუცები რა?
-ვა,კაცო ბოლშევიკები არიან,მენშევიკებს ებრძვიან.
-გიგლა,ნუ იცი რა შენებურად ლანზღანდარობა!
-ერთი ამათიც რა,ძველი მთავრობა არ მოსწონთ,ახალი უნდათ.
-კარგი ჰო,მიდი მაგ ქუჩაზე გადაუხვიე გავეცალოთ ამათ.
  როგორც სჩანს ახალი სადალაქოს ამბავი სხვებსაც შეეტყოთ,დიდი რიგი დაგხვდა.
-ზურა არსად გვეჩქარება მოდი ჩამოვჯდეთ,ცოტაც და ჩემი რიგი მოვა.
-დაელოდე შენ,მე მანამდე ჯიხურს ვიპოვნი,ბიჭებს დავურეკავ ,ნორას სასადილოში დავუთქვამ შეხვედრას.
-არა,დაიცა! მაგ ქალის ძველი ვალი არ გაგვისტუმრებია ჯერ,ვფიქრობ რო დაგვინახავს დედის გინებას არ გვაკმარებს,თანაც ხო იცი რა ბინძური ენა აქ,ბექას დაურეკე, მამამისთან წავიდეთ.
-კარგი.მოკლედ მოვალ მალე.
   
  უახლოეს ჯიხურს მივადექი, ბექას ყველაფერზე შევუთანხმდი და უკან გამოვბრუნდი,სულ ათიოდე წუთი დამაგვიანდა,გიგლა არ დამხვდა ,ვერც მის ლურჯას მოვკარი თვალი.კარებთან აყუდებულმა ბიჭმა დაბნეულობა შემატყო.
-ბრატ,შენი მეგობარი დაიჭირეს!
-დაიჭირეს?
-ჰო რა,კრიმინალური იყო მოსული,პირველ განყოფილებაში გადაიყვანდნენ,ალბათ უკვე კარგად დააულურჯეს გვერდები.
  არ მახსოვს როგორ ,მაგრამ რამდენიმე წამში უკვე ტელეფონის ჯიხურში ვიყავი.
-ბექა,ისევ მე გირეკავ,გიგლა დაიჭირეს.
-რანაირად ან რატომ?
-სანამ შენ გესაუბრებოდი წაუყვანიათ,თვითმილხველმა მითხრა პირველ განყოფლებაში იქნებაო.
-მიდი ზურა,დროზე განყოფილებაში გავარდი.
-მოდით რა თქვენც.
-კი,კი , აბა როგორ?! დაკვრეკავ და  გამოვიქცევი.
ყურმილი ხელიდან გავაგდე და ადგილიდან ჩქარი ნაბიჯებით მოვწყდი,ბექა განყოფილებასთან დამხვდა ,მოუსწრია.
-ზურა,რახდება ბოლობოლო.
-არაფერი არვიცი,შევიდეთ მოდი.
მიმღებში ბევრი ვერაფერი გავიგეთ,გარდა იმისა რომ ეს ბედოვლათი მართლაც აქ იყო დაკავებული,დაკითხვის ოთახშია ადვოკატთან ერთად.
ამსობაში ბიჭებიც ხმაურით შემოცვივდნენ მისაღებში.
-გაიგეთ რაიმე?
-მხოლოდ ის რომ დაკითხვაზეა.
-მოდით გარეთ გავიდეთ ,სუნთქვა ჭირს აქ.
-ზურა რა ცუდ ადგილას შევხდით?!
-ჰო რავიცი ზაზა,ესე გამოვიდა.როგორ ხართ აბა?
-ამ ამბის გამგონე როგორ უნდა ვიყოთ!
-მოდით ახლოს მოიწიეთ. ბექამ ყველანი შესავლელიდან მოშორებით ერთად შემოგვიკირბა და საუბარი წამოიწყო.
-ზაზა იქნებ შენ იცოდე რაიმე,ამ ბოლოს სულ ერთად იყავით!
-ბიჭებო,არ ახმაურდეთ ახლა.მოკლედ ბოლო თვეა თურქეთიდან თუთუნი გადმოგვაქ უაქციზოდ.
-თქვენ ხო არ გასულელებულხართ?!ბრაზისაგან წამოვიყვირე
-ზურა,დამშვიდი რა,გაჭირდა აქ ცხოვრება ,თავს ვერ გაიტან თუ რაიმე არ იმაიმუნე.
-ჰოდა ხეხოს ახლა მაიმუნივით ციხის კედლები.-მანუჩარსაც ბრაზი ეტყობოდა გაბზარულ ხმაში.
-ეტყობა გაიგეს ეგ ამბავი,შეიძლება იფიქრეს ნარკოტიკები გადმოაგვსო,გაირკვევა ყველაფერი და გამოუშვებენ,რას პანიკიორობთ .
-გამოუშვებენ აბა რა,შეტენიან გაუხსნელ საქმეებს!
-ზურა ნუ ხარ შენ ესეთი პაციფისტი.
-ზაზა!ეგ პაციფისტი კი არა სკეპტიკოსია. საუბარშო ჩაგვერია ბექა.
-შევიდეთ იქნებ გავიგოთ რაიმე.
 
საღამოდმე მოსაცდელ ოთახში დასჯილი მოსწავლეებივით ერთ ადგილზე გაქვავებულები ვიდექით.მოგვიანებით გიგლას მამის ნაცნობი ადვოკატი გამოვიდა დაგიკითხვიდან.შვება მოგვცა მისმა დანახვამ,მხსენელად წარმოგვედგინა.
-ბიჭებო,მოკლედ  ამას დღეს არ გამოუშვებენ. გვიცნო და დაღლილი სახით საუბარი წამოიყო.
-მერაბი ბიძია,იქნებ გვითხრათ რას ედავებიან ეს ახვრები?
-ნუ იხმაურებთ ,ჰო იცით სად ხართ.რავიცი ბიჭებო,ნარკოტიკები,უაქციზო სასმელები თამბაქო და შეიძლება იარაღის გადმოზიდვაც დაუმატონ.
-ღუპავენ ახალგაზრდა კაცს.- ერთდროულად წამოვიძაღეთ.
-აქამდე უნდა გეფიქრათ მაგაზე ყველას,წადით ახლა შინ.
-არა,აქ უნდა ვიყოთ ,არ გალახონ,დავჭირდეთ იქნებ.
-დამიჯერეთ და წადით,ვერაფერს გააწყობთ აქ,შეიძლება თანამონაწიელობიზა დაგაპატიმრონ სამივენი ასე თუ განაგრძნობთ აქ ყურყუტს.
  არ ვტყდებოდით მაგრამ ბოლო სიტყვებმა დაგვაფრთხო და დაშლა გადავწყვიტეთ.
-მოიცა ზურა,სად გარბიხარ,შენი ამბავი ვიცი ძილი გაგიჭირდება,გამომართვი ეს. ბექამ გაზეთის ძველ ქახალდში გახვეული კარგად გამხარი ბალახი ფრთხიალდ გამომიწოდა.
-ჰე,ნუ გადაირევი ახლა და გამომართვი.
მართალი იყო,ამის გარეშე ვერ მოვისვენებდი,არადა ხვალ სწვალა იწყება.
ძილი წამალივით მჭირდებოდა.



                                                                                                                                                                                                              გაგრძელება იქნება

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები