ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო ზედვაკელი
ჟანრი: პოეზია
14 თებერვალი, 2020


მე ვბრაზობ შენზე

მე ვბრაზობ  შენზე,რომ არ  მოხვედი,
გავიდა  შობა.ხსნიან გირლანდებს.
შენი  ღიმილით და  გამოხედვით
ფრთებგამოსხმულმა ზეცის პირამდე

ვიფრინე.  მაგრამ უცებ დავეშვი,
რა ვუყო  ახლა  შავ და მიწიან
ფეხებს ?..შენ დარჩი  სულ სხვა მხარეში ,
სადაც წვიმებმაც კი არ  იციან .

და ვემდურები (როგორ დამღალა)
სიზმრებს ,ძილი რომ გამაწყვეტინეს.
რომ ყოველღამე ტბაგადაღმა ვარ
და გადმოვყავარ შენთან მეტივეს.

ჩვენ ბოლოს  ერთად  დავიღუპებით:
ოცნებით ,ფიქრით,მიზნით ,ვნებებით ,
პატარ -პატარა ჩვენი  ჩხუბებით
და შტამბეჭდავი  შერიგებებით !


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები