ნაწარმოებები



ავტორი: სამყაროს მიღმა
ჟანრი: პროზა
18 იანვარი, 2020


ნაბიჯი (დასაწყისი) თავი-IV

                                                                                    (დააწყისი)
                                                                                      თავი-IV

  ჩვეულებრივ მომაბეზრებელ დღეს ველოდი უნივერსიტეტში,გასული წლის საგნებიდან მხოლოდ ერთი ინგლისური ენა დაეტოვებინათ,ხუთი ახალი საგანი,ხუთი ახალი საკუთარ თავში თვითდაჯერებული იდიოტი ლექტორი შემოუმატებიათ,მთელი კურსი წუწუნებდა უცხო ლექტორების მოლოდინში,მათთან შეუგუებლობის და ახლის მიუღებლობის შიშის დიდი დოზით გაჯერებულიყვნენ,კურსზე სულ ოცნი ვართ,თუმცა მხოლოდ ოთხ მათგანთან გამოვნახე საერთო ენა,რადგანაც ერთი პატარა საერთო აღმოგვაჩნდა,სხვა დანარჩენებისაგან განსახვავებით სწავლაზე ნაკლებს ვფიქრობდით. ვარსკლავური ხუთეული ,როგორც  კურსელები გვეძახდნენ, აუდიტორიის ბოლოში ერთ მწკრივში ვართ მოკალათებულნი.
-ზურა,რა სახე ჩამოგტირის.მოყევი შენც რაიმე?!
-შეეშვი გურამ,ხო იცი ეს რა სიტყვა უხვიც გვყავს ,ყვებოდი რაღაცას დაამთავრე მიდი.
-მოიცა რა,ზურა, ბიჭო ერთი-ორი სიტყვა მაინც დაგცდენოდა რამდენიხანია არ შევხვდრივალთ.-გურამმა ხელჩანთიდან ფანქარი და ფურცელი ამოიღო და გამომიწოდა:
-ჰე,მიდი თქმა თუ არ გინდა დაგვიწერე.-უშნოდ ჩაიცინა,სხვებმაც აუბეს მხარი:
-მიდი ,წერაზე შეყვარებული არა ხარ?!
-შემეშვით!თქვენი მაიმუნობის თავი არა მაქვს.
-ე ბიჯო თუ გაწუხებს რაიმე გვითხარი ვა.
-გიგლა ჰო გახსოვთ,ერთი-ორჯერ სტუმრადაც მახლდით მასთან!?
-რომელი ,ლურჯი ადინაცატი რო ყავს?
-ჰო,გუშინ დაიჭირეს!
-სად ჩვენთან?
-ჰო,რაღაც ხათაბალაში გაეხვია მოკლედ რა.ხასიათზე არავარ გუშინ დღიდან მოყოლებული.
-დაიცა ზურა! გურაამ ის თავგასიებული სადაა?
-ვინ,აკაკი?
-მიდი რა მოიყვანე ერთი აქ.
-რად გინდა?
-მაგის მამა ქალაქის მთავარი გამომძიებელია,გამოგვადგება.
-ჯანდაბას,ლექტორი შემოვიდა.
-კაი გიო,ზარის მერე ეზოში ჩამოვიყვან.
-ზურა, შენ არაფრის დარდი არ გქონდეს,ამ ლექციის მერე ყველაფერში გავერკვევით.

ცხრილის მიხედვით გერმანული ენის გრამატიკა უნდა გვქონოდა,მაგრამ ლექტორს დაგვიანებოდა და ფრანგული ენის ლექციით ჩანაცვლდა,არ იფიქროთ მომავალი ენათ მეცნიერები ვიყოთ,მათემატიკურ გამოთვლებს ვსწავლობთ,მაგრამ ახალი გამოწვევა დაისახა ჩვენმა საუნივერესიტეტო განათლების სფერომ,მესამე ათწლეური დადგა,ახალგაზრდა მეცნიერებმა გეოგრაფიული თვალსაწიერი უნდა გავიფართოვოთ,სხვა ერებს შორის ჩვენი მეცნიერების კვალი უნდა ავსახოთ.დაზეპირებული და მრავლგზის წარმოთქმული ტექსტით მოგვესალმა ლექტორი,გამოხედვაში დაბნულობა და გაურკვევლობა ეტყობოდა.
-ეს ელამია მე მგონია,რანაირად გვიყურებს?
-არადა ფრანგრული რა ლამაზი ენაა,ეს კიდე რასა გავს?
-თმა მაინც დაევარცხნა.
-ჩუმად ბიჭებო,პირველივე დღე საყვედური არ გვინდა.
ჯავრობდნენ ბიჭები,მართლებიც იყვნენ,მათ წინ გარეგნულად მოუწესრიგებელი ,უგემოვნოდ ჩაცმული შუა ხნის ქალბატონი იდგა.მგონი ცხოვრებაში მის სახეს ღიმილი არ გაკარებოდა,შემჭუხნული შუბლი და სქლად გადამბული წარბები აქვს,ამ ქალის შემხედვარეს სულ წამიხდა ხასიათი,მთელი ლექცია საგნის მნიშვნელობის როლზე და სტუდენთან დამოკიდებულებებზე  ისაუბრა ,თანაც ისეთი ხმა ჰქონდა წლის ბოლოს ქრონიკულ შაკიკს ნამდვილად ამათვისებინებს.ლექცია გვერდიგვერდ მსხდომებმა წუწუნში გავატარეთ.
-ე ბიჯო,ზარი! წამოიყვირა გურამმა,ყველნი წამოვხტით და ჩქარი ნაბიჯებით ეზოსაკენ დავიძარით.
-დამელოდეთ აქ,აკაკის მოვიყვან.
-მალე ოღონდ გურამ,ზარის დარეკვამდე მოვშორდეთ აქაურობას,გვეყოფა დღეს ამდენი სწავლა.

  ოც წუთში ყველანი განყოფილებაში აკაკის მამის კაბინეტში ვისხედით.
-რახდება,ფეხბურთის თამაშს ჰო არ აპირებთ?!
-მამა,კურსელის მეგობარი დაგიჭერიათ და გვაინტერესებს რახდება?
-ეგ არ გაგვიჭირდებოდა!აბა სახელი და გვარი თქვით!
-გიგლა ბროლაძე,გაბზარული ხმით წარმოვთქვი.
-შენი მეგობარია?
-კი.
-გისამძიმრებ ახალგაზრდავ.
-რა მოუვიდა?! ყელში რაღაცამ წამიჭირა და სახეზე ოფლის წვეთები გამიბრწყინდა,გონებაში ვფიქრობდი:
-აქაურობას ჯვარი რო გადავწერო,იქნებ ყველანი გაქრენ და ეს ამბავი სიზმარივით დასრულდეს მეთქი!
-დამშვიდდი,ჯერ არაფერი მოსვლია,თუმცა ძალიან რთულად აქვს საქმე,ალბათ რვა წელს მაინც მისცემენ.
-როგორმე ვერ გამოძვრება?!-ხმაში დაბნეულობა და შიში მეტყობოდა.
-აბა როგორ? წამლავდა ახალგაზრდობას!
-არა მაგას  ნარკოტიკებთან საქმე არ ქონია. -გიგლას გამოქომაგება და დაცვა დავიწყვე.გაუაზრებლად ვისროდი ფრაზებს სანამ პასუხმა არ გამაჩერა.
-მართალი ხარ,ჩვენთან ყველანი უდანაშაულონი არიან.
-მამა,იქნებ ფულით მოგვარდეს ეს საქმე?
-რომ შემეძლოს,დღესვე გამოვაშვებინებდი,მაგრამ ისეთ პროკურორს მისცენ  საქმე,არაფერი გამოვა.
-მაინც რამდენს მოითხოვს?
-არც არაფერს,ეგ ჩაის მოყვარულის კლუბის წევრია,კანონი და სამართალი აწერია მხოლოდ პირზე,მოუწევს შენ მეგობარს დამსახურებული სასჯელის მოხდა.
მივხვდი საუბარი ტყუილად დროის კარგვა იყო,კურსელებს მადლობა გადავუხადე ,დავეთხოვე და ბექას ბინისაკენ ჩქარი ნაბიჯებით წავედი.

  ყველანი იქ დამხვდნენ,კარტის თამაშით იქცევდნენ თავს.
-რაშვებით აქ?
-გელოდებოდით და დროის მოკვლას ვცდილობთ,გამომეპასუხა ზაზა და სკამი გამომიწოდა.
-მოდი შემოგვიერთდი.
-დაიცა რა,რადროს ეგ არის,განოყოფილებიდან მოვდივარ პირდაპირ.
-ე ჩვენ ლექციებზე გვეგონე.
-რაიმე ხდებოდა იქ?
-ნაცნობი გამომძიებელი ვნახე,რთულად არი ჩვენი საქმე.
-ჩვენი რა გიგლასი.
-ზაზა ცოტა მეტი სერიოზულობა გმართებს.-გავბრაზდი და მოწოდებულ სკამს ხელი ვკარი.
-დამშვიდი რა.
-ზაზა.მართალია ეს ბიჭი,თანაც შენც გახვეულიხარ იმ ბრიყვთან ერთად ამ საქმეში.
-სიტყვა არ შემარჩინოთ!
- რაუნდათ იმ ახვრებს გაიგე?
-არვიცი, რვა წელი უნდა მოიხადოსო.
-ფულის თემაზე ესაუბრე?
-კი,არ გამოვა მაგ გზით არაფერიო,ახალი პროკურორია ვიღაც,პატიოსანი კაციო,მოკლედ ფულზე აცრილი ყოფილა.
-ადვოკატს უნდა გამოველაპარკოთ,იქნებ რაიმე გვირჩიოს ან გვითხრას მაინც წესიერად.
-ნომერი იცით? დავურეკოთ!
-არა,მაგრამ გიგლასთან ვართ მაინც ასასვლელები, სირცხვილია ოჯახთან უყურადღებობა. მამამის გამოვართმევთ ეცოდინება.
-მე ვერ წამოვალ ბიჭებო,მალე ისედაც უნდა გავსულიყავი.წამოდგა ზაზა,გადაგვეხვია,სათითაოდ ძლიერად ჩამოგვართვა ხელი და კარებისაკენ წავიდა.
-რა არი ეს, ბიჯო რანაირი დამშვიდობებაა?
-რავიცი.ხო ხედავთ რა ამბებია გარშემო,როდის გნახავთ ღმერთმაც არ უწყის.
-ჭკუით იყავი და ბჟუტურს მოეშვი. ზაზამ კიდევ ერთხელ ჩამოგვართვა ხელი და კარები ხმაურით მოგვიხურა.
-ჩაამმმ..ოვარდეს იქქქ..ნებ!
-მანუჩარ სიტყვა არ დაგცდენია და ახლა რამ გაგაფიცხა?
-რრრავიცცც..ი,არრრ..ეული ვარ ძძძალიან,ბბბბ..ოდიში რა ვერც მე წამმ..მოვალ,დედდდამისის დააა..ა დის მერრრრ..იდება,თთ..ანაც დდდედაჩემს უნდა გავუარრრ..ო ,საქმე მაქვს რა,წწწავედი მეც.
-რა იყო,ყველა სადღაც რო გარბიხართ?!ზურა შენც გექნება ალბათ საქმე?
-საქმე?მაქვს როგორ არა,მაგრამ მოიცდის,გაემზადე და წავიდეთ.

                                                                                                                                                                                    გაგრძელება იქნება

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები