ნაწარმოებები



ავტორი: სამყაროს მიღმა
ჟანრი: პროზა
21 იანვარი, 2020


ნაბიჯი (დასაწყისი) თავი-V

                                                                                              (დასაწყისი)
                                                                                                  V-თავი

  კუთხეში მდგარ სავარძელში ვიყავი მოთავსებული,ვუსმენდი სასოწარკვეთილი მამის ცრემლნარევ ხმას.შვილზე იმედ დაკარგული მშობლის საუბრის მოსმენა და მისი ცქერა სევდის დიდი დოზით მივსებდა გულს,ოთახი საავდრო მუქი ღრუბლების მაგვარი გარემოთი იყო გაჯერებული,მეგონა საცაა ნელა, წვეთ წვეთად, კედლებსაც ცრემლი წასკდებოდა და ჩემ ირგვლივ ყველანი ხმამაღლა ატირდებოდნენ,ცოცხალი კაცის დაკრძალვის ცერომონიალი ფილმის ტიტრებივით გადიოდა ჩემ წინ,შავ თეთრ კინოში მეგონა თავი,რას აღარ შევხვედრივალ ცხოვრებაში,რა არ გადამიტანია მიუხედავად ასაკისა,მაგრამ ასე ცუდად თავი არასოდეს მიგრძვნია,მინდოდა საუბარში ჩავრეულიყავი,მაგრამ არასწორი ფრაზების წარმოთქმის მეშინოდა,გული მტკიოდა.პირდაპირი მნიშვნელობით.მივხვდი სუნთქვსითვის ჰაერი არ მყოფნიდანა,ვეცადე ჩუმად წამოვდგარიყავი,ბექას ვანიშნე,დროა წავიდეთ მეთქი.ოჯახის წევრებს გამოვემშვიდობე,მათი ფრაზები აქა-იქ მესმოდა უკვე,ადვოკატის ნომერი შევახსენე ბექას და აუჩქარებელი ნაბიჯებით ეზოში გამოვედი,საკუთარი გულის ცემის  ამჩატებამ და გრილი ჰაერის ფილტვებში მომხვედრა შვებათ მეჩვენა,სუნთქვა თავისუფლად დავიწყე,ეზოს სწარფი ნაბიჯებით გავშორიდ და ქუჩის კუთხეში ველოდი მეგობარს,იმ წამებში არ ვიცოდი ოდესმე ამ სახლში თუ შევძლებდი დაბრუნებას,თუმცა ჯერ ყველაფერი წინააა,ცხოვრება უმარავი გადაკვეთებითაა სავსე,სახლიდან მომავალ ბექას სახეზე იმავე ემოციების განცდის კვალი ეტყობდა რაც მე მაწუხებდა,იმ სახლიდან,ქუჩიდან სწრაფად გაცვლა გვჭირდებოდა,დაღმართზე ჩავირბინეთ,ტაქსი ავიყვანეთ და მისამართის გარეშე ვთხოვეთ სადმე მოშერებით წავეყვანეთ ამ ადგილიდან.

არ მახსოვს რამდენი ხანი ვმგზავრობდით,სიტყვა არ დაგვცდენია ერთმანეთისთვის,ორივე ღრმა ფიქრებით ვიყავით გართულები.რვა წელი,ჰო რვა წელი იმაზე ბევრად დიდი დროა ვიდრე განსაზღვრა შეგვეძლო,მთელი ეს წლები ჩვენი ცხოვრება გაგრძლედებოდა,გიგლასი?!,პატარა ტბასავით ერთ ადგილზე რუდედ გაჩერდებოდა და ნელნელა ჭაობად გადაიქცეოდა,შეიძლება ცოცხალი ვერც გადარჩენილიყო ამ წლებში,რთული იყო ამაზე ფიქრი,თუმცა ჩვენდაუნებურად ღვიბდებოდა სისხლში ეს აზრები.
  -აქ გააჩერეთ,ჩამოვალთ.ბექას ხმამ მომაფხიზლა,ზღვა დავინახე,უკეთეს ადგილას ვერ წამოგვიყვანდა ეს კაცი,სანაპიროზე გაჯერებულ მარილის სურნელს და ზღვას შეუძლია ემოციებისაგან დაგცალოს,სევდანარევი ხალისით შეგივსოს დაცლილი ვენები.
-ზურა,წამოდი  ქვემოთ გავიაროთ,სატელეფონო ჯიხურიდან ადვოკატს დავურეკავ.
-მოდი რა,მცირე ხნით ნაპირზე დავჯდეთ,იქნებ ზღვის ხმამ  ფიქრისგან დაგვიცვას ცოტახნით.
-ჯანდაბას,მეც ეგრე ვარ,მისკდება თავი,ამ გაურკვეველი მომავლის წარმოდგენით.
ჩვენგან განსხავებით ზღვა მშვიდი და აუღელებელი იყო,კარგახანს ჩუმად ვისხედით.ზღვის ხმამა თავში მოგონებები ამომიტივტივა,ღრმა ბავშობაში როდესაც ზაფხულობით გიგლასთან დასასვენებლად ჩამოვდიოდი,საათობით ვიჯექით ნაპირზე ჰორიზონტზე მიმავალ გემებს ვაკვირდებოდით,წარმოვდიგენდით თითქოს მეზღვაურები ვიყავით,დიდ ბაადებს ზღვაში ვიქნებდით და იქედან უმრავი ფერადი ,დიდი ზომის თევზები ამოგვყავდა (თევზების წონას და ზომას ვახარბებდთ ერთმანეთს).იმ დროში  გვწამდა,რომ ოქროს თევზები ნამდვილად არსებობდნენ,გავიზრდებოდით და ერთ დღესაც ერთ მათგანს დავიჭერდით,სათაამაშოების,შიკოლადების და მშობლებისთვის თავისუფალი დროის დიდი გორებს ვთხოვდით,გავიზარდეთ და ეს რწმენა იქ ღრმა ბავშობაში დარჩა.ერთი ჩვენგანი კი დღეს საერთოდაც არ შეუძლია ზღვის ჰორიზონტს უცქიროს,ბუნდოვანი და შორეულია დღე ,როდესაც კვლალვ ერთად დავაკვრიდებით ზღვის მესაიდუმლე ტალღებს.
  -ზურა,წავიდეთ რა-ბექა წამოდგა და ხელი გამომიწოდა,ეტყობა მასაც რაღაც გაახსენდა წასული დღეებიდან,ზღვამ სიმშვიდე ვერ გვიწილადა.ადვოკატთან დავრეკეთ,შინ არ დაგვხდა,მეუღლისაგან გავიგეთ ორ დღით ქალაქიდან გასულიყო,ბექას ნომერი დავუტევთ და შეხვედრისთვის დროის გამოყოფა ვთხოვეთ.
-აბა,ახლა რავქნათ?!
-წამო,მანუჩარას დავადგეთ.
-ისე ეგ არაყის გამოხდას აპირებდა მგონი .
-მშვენიერი ამბავია,ნახელავი შევუფასოთ.
-ფული ჰო არ გაქვს რაიმე თან?
-კი,მისაყოლებელისათვის გვეყოფა.
-ლენინზე გავიდეთ,შებოლილი თევზი ვიყიდოთ და დავადგეთ.
-კარგი აზრია,თანაც წიგნის მაღაზიში მინდოდა მანდ სულ შესვლა,ჯერ ვერ მოვახერხე.

  ათ წუთში შებოლილი თევზით ხელში მაღაზიაში ვიყავით,ძველი წიგნების სურნელი თევზისამ ვერ დაჯაბნა,რამოდენიმე რუსულ ენოვანი რომანი შევარჩიე და ჯიბეში ობლად დარჩენილი ოც ლარიანის კმარობის იმედით მაღაზიის გამყიდველის წინ აღმოვჩნდი.ჩემ წინ ცხრამეტ წლამდე გოგონა იდგა,მუქი დიდრონი ლურჯი თვალებით,მხერაბამდე დაშვებული ნახშირივით შავი თმით,მაღალი ყელით,მის თითებს თუ დაეჯერებოდა პიანისტი უნდა ყოფილიყო,პატარა მაგრა ლამაზი ფორმის ტუჩები ჰქონდა,მოგვიანებით მივხდი მათი სურვულიდაან კბილებით საკუთარი ტუჩებისთვის ზედმეტად ძლიერად მიკბენია,რამოდენი წამი გავშეშდი,იმ წამებმა შთანთქა დღის ყველა უარყოფითი ემოცია.
-18 და 20,უკაცრავად,სულ 18 და 20 უნდა გადიხადოთ.
-რა?!.მისი ხმის გაგონებისას ვიგრძენი გულიდან წამოსული სისხლი როგორ მიაწვა შუბლს.
-წიგნებზე გეუბნებით,მგონი ყიდვას აპირებთ.
-ინებეთ.თანხა გავუწედო და ვეცადე ფრთხილად ხელზე შევხებოდი.
-ცელოფანში ჩაგიწყოთ?
-დიახ,კარგი იქნებოდა.
-გამომარვით.
-ლამაზი თვალები გაქვთ იცით?! გაუბედავად ვუთხარი.
-გამმართლებია.-უხერულად გაეღიმა,დავინახე ღიმილს დროს ტუჩის კუთხემ ლამაზი რკალი როგორ შემოხაზა.
-სად ცხოვრობთ?
-რატომ ინტერესდები?
-წერილი მინდა მოგწეროთ.
-რას დაწერდი წერილში?!-იქნებ ჯობია ართქვათ.ღიმილი ნაზ სიცილში გადაეზარდა.
-არ მიპასუხებთ?
-არა,ამ ჯერად არა!
-იქნებ სახელი....
-მგონი შენი წასვლის დროა.-აღარაფერი მითქვასმ,გარეთ გამოვედი და ნელი ნაბიჯებით ბექას ავედევნე,
-ბიჯო,ზურა,რა იყო ეს?! სახეზე უშნოდ უთამაშებდა ბექას ღიმილი.
-შეყვარებული ვარ მგონი!
-ვისზე,გამყიდველზე?
-ეგეთი ტონით ნუ ახსენებ.
-კაი ჰო,მარა რანაირად,როგორ?! ამ წამს ნახე,სახელიც კი არ იცი!
-სახელს რა მნიშვნელობა აქ?დაიანახე,როგორი ბავშური სიმშვიდით ქონდა თვალები სავსე?!
-აუფ,გაგიბერია ძმა შენ!
-შემეშვი რა! და უშნოდ ნუ მანჭავ მაგ სახეს,არ გამალამაზებინო!
-წამო,წამო ფეხს აუჩქარე.
-მანუჩართან არაფერი წამოგცდეს იცოდე,თქვენი შაყირობის თავი არ მაქ.
-დაიცა ისეთ არაყს დავლევთ იქ,ეგ გოგო კი არა საკუთარი სახელიც დაგავიწყდება.
კარგ დროს მივედით,მანუჩარი ახალ გამოხდილ არაყს აბინავებდა უკვე.იშვიათად თუ გაიგებთ მის ხმას,სიტყვა ძუნწი კაცია,ნერვიულობისას ენა ებმება თანაც,მაგრამ დიდი გული აქვს,მის ირგვილვ ადამიანები და ქუჩის ცხოველები ერთნაირად უყვარს და მათზე ზრუნვით,როგოც თავად ამბობს ადამიანობის ვალს იხდის.ერთი აკვიატებული ფრაზა აქვს.
-გულში გაკოცეთ ბიჭებო.-ახლაც ამ ფრაზით შემოგხვდა და წლების უნახავი ბავშობის მეგობრებივით ჩაგვეხუტა.
-რაიყო,ომიდან კი არ დავბრუნებულვართ,აგერ ზღვაზე თევზი დავიჭირეთ და მოგიტანეთ,მარა ზურა ისე ნელა მოიზლაზნებოდა გზად შებოლვაც მოვასწარი.
-ჰე,ვერანდაზე გადით-მანუჩარმა თევზი გამოგვართა და სწრაფად შევიდა სახლში.
-ბექაია,ისე იუმორისტად რო დაგეწყო მუშაობა არ გიფიქრია?!
-დამცინი ხო?! დაიცა შენი ლიტერატურული თავგადასავალი მოვყვე.
-სიტყვა ჩამოგართვი გზად!
-კარგი ჰო!სამარე ვარ ,კუბოს ფიცრამდე!
-ჰე,მოდით დასხედით,რასაც ხედავთ ეს და კეთილი გული მაქვს მხოლოდ!-მანუჩარმა მაგიდაზე მიგვიწვია.
-ზურა,იცოდე შენებურად არ დაიწყო.
-არა,დავლევლ,სხვანაირად დღეს არ გამოვა.
 
  ალბათ ორ საათზე მეთხანს შევექცეოდით არაყს,მართალაც კარგი ჭრა ჰქონდა,მაგრამ ბექას წინაასწარმეტყველება არ გამართლდა,დღის ბოლოსაც ისევ შეყვარებულად ვთლიდი თავს წიგნის გოგონაზე.ბიჭები მარტო დავტოვე და წიგნის მაღაზიისაკენ ჩქარი ტემპით დავიძარი იმ იმედით რომ ქუჩის კუთხიდან თვალს მოვკრავდი იმ გოგოს,და თუ გამიმართლა იქნებ მისამართიც გამეგო,მაღაზია დაკეტილი დამხვდა,მაჯის საათზე დავიხედე და გამეცინა საკუთარ თავზე.სახლისაკენ მიმავალი თავსხმა წვიმაში მოვყევი,მივდიოდი აუჩქარელბად და გონებაში ჯერ არ დაბადებული სიყვარულის ლეგენდებს ვთხზავდი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები