ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ელენე96
ჟანრი: პროზა
21 იანვარი, 2020


კურიერი და ლამაზმანი თავი 12

                                                                          თავი 12
                                                                გვანცას მონათხრობიდან
  გჯეროდეს საკუთარი თავის არის აკეთო ის საქმე რომელიც ყველაზე მეტად გიყვარს. დედაჩემი ყოველთვის მარწმუნებდა რომ  ქორწინება ქალს ნაადრევად აბერებს. უკვე 28 წლის ვარ და დედაჩემი ახლაც თვლის, რომ ჩემთვის ქორწინება ადრეა. სამსახურში, სახლში არის მითქმა-მოთქმა, რომ პაემანზე არასოდეს დავდივარ. ჩემი ცხოვრება ჯერ კიდევ უნივერსიტეტის შემდეგ სამსახურს და საქმეს დაუთმე, სადაც მჯეროდა რომ ჩემი თავი შედგებოდა. ასეც მოხდა შედგა, მაგრამ ბევრი რამ ჩრდილშიც დავტოვე, თითქოს რაღაცეებს ტაბუ დავადე. იმ საღამოს სამსახურიდან ადრე გამოვედი. სახლში წასვლას არც ვაპირებდი და ყავის დასალეად, იქვე მიმდებარე ტერიტოიაზე კაფეში დავჯექი. დიდ ხანს არც მიფიქრია ორმაგი ექსპრესო შევუკვეთე და ფანჯარასთან მდგომ ორკაციან მაგიდასთან ჩამოვჯექი. ჯერ ცალი თვალი იქაურობას მოვავლე შემდეგ ფანჯრაში გავიხედე. გაყინული ფანჯრების მიღმა ვხედავ ქალს, რომელსაც პატარა ბიჭუნა გულზე ძლიერ ჰყავს მიკრული და თან მანქანაში მჯდომ მძღოლებისგან მოწყალებას ითხოვდა. გულში გავიფიქრე: ,,განა ახალგაზრდა არ არის? როგორ არ შეუძლია იმუშაოს და ფული, რომელსაც მოწყალებით იღებს თავისი ოფლით მოპოვებული იყოს“. სანამ ფინჯან ყავას ჩემ მაგიდამდე მოტანდნენ ყურადღება ერთ უცხო მამაკაცმა მიიქცია. მისი ჩაცმულობა ძალზეც საეჭვოდ გამოიყურებოდა. ის თავჩახრილი იჯდა, თავზე დიდი ზომის ყავისფერი ქუდი ჰქონდა წამოფარებული. განა რა უნდა მოხდეს თავი აწიოს და შეხედოს რეალობას, მაგრამ არა! იქნებ უკვე ბევრჯერ გაუცრუა იმედი რეალობამ და ახლა ასე სიბნელეში აპირებს გზა გაიკვლიოს. ,,ქალბატონო თქვენი ყავა!“  აქ, ხშირად დავდივარ, თუმცა ასეთი საღამო არასდროს მახსოვს. ჩემს გარშემო თითქოს ყველაფერი კარგად არის. დილიდან ვერ მოვისვენე დედაჩემს რამოდენიმეჯერ დავურეკე. ვიკითხე: წამოსვლისას რამე ხომ არ წამოვიღო? თან მოვაყოლებდი და მამაჩემის ამბებსაც მოვიკითხავდი. ტელეფონში თუ  სანდროს ხმას გავიგებდი ჩემთვის უკვე საკმარისი იყო.
  ახლა კვლავ ჩაფიქრებული გავყურებ ცარიელ  ქუჩებს. თითქოს ვცდილობ ამოვხსნა დღეს რატომ არის ასეთი მშვიდი. ცხელი ყავა გულს კიდევ უფრო ეამა. სულ რამოდენიმე ყლუპი და ვიფიქრებ იმაზე, როგორ უნდა გავიკვლიო გზა სახლამდე ისე, რომ საცობში არ მოვყვე. როგორც წესი ასეთ დროს ქალაქში მოძრაობა ძალიან რთულია. გაცილებით კი მაშინ, როცა მძღოლები გაღიზანებულები არიან.  ,,კმარა შემეშვით!“ გვერდზე მაგიდიდან მესმის საშიელი ყვირილის ხმა. მამაკაცი რომელიც აქამდე სახეს მალავდა, ფეხზე წამოდგა და ხელებს აქეთ-იქით იქნევს. თითქოს ვიღაცის მოშორებას ცდილობს, მაგრამ მის წინ არავინ დგას. დაცვა მიუახლოვდა, მის დამშვიდებას ცდილობდა, თუმცა ამან უფრო გააღიზიანა და კიდევ უფრო ხმამაღლა დაიწყო ყვირილი. შინაგანი ხმა თითქოს მეუბნება ადექი და რამე გააკეთე. ,,განა რა უნდა გავაკეთო ის, ხომ შეშლილია. მას საკუთარი თავი დაკარგული აქვს. იქნებ სულაც აღარ ახსოვს მისი სახელი. იქნებ ისიც არ იცის ახლა რომელ ქალაქშია“. რას გაიგებ ადამიანისას, რომელიც ხელებს აქა-იქ იქნევს და თან ყვირის: ,,კმარა შემეშვით!“
  მივუახლოვდი კაცს, აცახსახებული ხელები ჩემს ხელებში მოვიქცია. ჯერ კარგა ხანს დაველოდე რომ ასე დამემშვიდებინა. გაყინული ხელები გაუთმა. რამოდენიმე წუთში კანკალიც შეწყვიტა. თავს ქვემოთ ხრის თითქოს სცხვენია, რომ მის წინ ქალბატონი დგას. ასაკით ალბათ ჩემი ტოლი იქნებოდა. მაღალი მხარბეჭიანი, სახეზე გრძელი რუხი წვერით. გამოხედვა და მისი მორცხვი სხეული მხოლოდ ერთს ამბობდა. ის, იყო წმინდა სულის პატრონი ადამიანი. იქნებ ხმა რომ ამოეღო კიდევ უფრო დავრწმუნებულიყავი ამაში, მაგრამ თავჩახრილი, უხმოდ უსიტხვოდ იდგა. რამოდენიმე წუთში სასწრაფო მოვიდა დამამშვიდებელი დაალევინა და თქვა: ეს ის არ არის დღეს საავადმყოფოდან, რომ გაიქცა? ორმა მამაკაცმა მკლავში ძალიან უხეშად ჩაავლო ხელი და გარეთ გაჰყავდათ. ეს მარაზმი ვერ ავიტანე და ხმამაღლა განვაცხადე. ,,ეს რა საქციელია? თქვენ არ გაქვთ ამის უფლება? მედდა მომიბრუნდა და მეკითხება: _ შენ ვინ ხარ, ცოლი ხარ? არ ვიცი იმ დროს თავში რამ გამიელვა, მაგრამ პირდაპირ ვთქვი: ,,დიახ, მე მისი ცოლი ვარ“. ამას ერთი ლოგიკური ახსნა ჰქონდა  უხეში მოპყრობისგან დავიცავი ადამიანი, მაგრამ ვინ? მე ხომ არ ვიცი ის ვინ არის ან რას წარმოადგენს. მე ხომ პირველად ვხედავ. დავუჯერე შინაგან ხმას და მისი გაყინული ხელები გავათბე. მედდამ ძალიან ბედნიერი სახით მითხრა: _ ხოდა ეს თუ შენი ქმარია მოკიდე ხელი და სახლში წაიყვანე. უკვე დავიღალეთ ყოველდღე მისი დევნით.
  ვაი თავო უბედურო... ახლა რა უნდა გააკეთო? თავში ვირტყი ხელები, მაგრამ უკვე გვიანია. ახლა უნდა ვიფიქრო ეს კაცი სად წავიყვანო. უნდა დამეცვა მაგრამ ვისგან? ესაც არ ვიცი. კითხავ რამეს მუნჯია არაფერს ამბობს. ისიც კი არ ვიცი რა ჰქვია. მანქანის კარი გავაღე, მისკენ გავიწიე რომ მანქანაში ჩაჯდომა შემეთავაზებინა. შეკრთა, უკან დაიხია იუარა შემი შემოთავაზება. მე კი ძალიან დამაჯერებლად ვეუბნები: ნუ გეშინია არაფერს დაგიშავებ. მე მხოლოდ შენს დაცვას ვცდილობ. კაცი აღარ გამიძალიანდა და წინა სავარზელზე წელში მოკეცილი დაჯდა. თავს ქმეოდ ხრის და კვლავ კანკალს აგძელებს. ერთი ვინც გამახსენდა იყო ლიზა. დავურეკე და ვუთხარი, რომ სასწრაფოდ ჩვენს ძველ სახლში მოსულიყო.
  სახლის კარი გავაღე თუ არა ნივთებს დაკვირვებით დაუწყო თვარიელება. ხან რას წაკიდა ხელი ხან რას. ახლა ხელში ის ვაზა აიღო რომელიც დედამ ინდოეთში მოგზაურობის დროს იყიდა. ვუთხარი: ფთხილად ეგ ძალიან ძვირფასია. სიტყვის თქმა ბოლომდე არც დამაცადა ხელიდან გაუვარდა და გატყდა. ანერვიულდა, დაბლა დაიხარა და ნამსხვრევების აღება სცადა. მე მივუახლოვდი ვუთხარი: შეეშვი ამას მე გავაკეთებ მიდი შენ ელექტრო ბუხარი ჩართე. ხელით მივუთითე სად იყო და მივიდა. ჯერ გაფართოებული თვალებით კარგა ხანს აკვირდებოდა შემდეგ კი ყველა მხრიდან წაკიდა ხელი, რომ მიხვდა რომ ვერაფერ გახდებოდა დაიღალა და მდივანზე ჩამოჯდა. ,,მოდი ამაში მე დაგეხმარები”. სინათლე თითქმის ყველა ოთახში ავანთე. სინათლე ჩემთვის ერთგვაროვნად სიცოცხლის წყაროა. ჩემს თავში ვიგროვებდი ფიქრებს უცხო მამაკაცზე, რომელით ძალადობისგან ვიხსენი და ახლა სახში შევიფარე. იქნებ ამოიღოს ხმა და ჩემი მოკვლა გადაწყვიტოს. ასეთ დროს როგორც წესი კარგზე არ ვფქრობ. სანამ ლიზა მოვიდოდა სტუმარს ახალი ტანსაცმელი და სააბაზანო მივუთითე. სანამ სტუმარი თავს იწესრიგებდა ვახშამის მომზადება გადავწყვიტე ამასობაში დედამ დამირეკა ერთი ორი სიტყვით დავამშვიდე ვუთხარი, რომ დღეს ლიზას ჩემი დახმარება სწირდება და მასთან დავრჩები. სანამ გამითიშავდა ძმამ დედას უთხრა იტყუება მაგას ვიღაც ჰყავს და მასთან ერთად არის.
  აი, როგორც იქნა ლიზა მოვიდა და როგორც ყოველთვის წამოსვლისას პიცერიაში შეარა და ,,მარგალიტა“ წამოუღია. ალბათ იფიქრა მარტო ვიყავი და ერთად სასიამოვნო ღამეს გავატარებდით. ერთი ბოთლი ,,თეთრი ღვინოც“ წამოუღია. სახლში ბედნიერი სახით შემოვიდა. მე სანამ ღვინისთვის ჭიქებს მოვიტანდი ლიზამ სამზარეულოს კიდევ ერთხელ გადაავლო თვალი. თქვა: აქ, სხვა ფარდას ჩავანაცვლებდი. აი, აქ კედელი უფრო მუქად შევღებავდი, როგორც გავიგე ზურას მუქი ფერები ძალიან უყვარს. ლიზამ რამოდენიმე წუთში ჩემი და ზურას მომავალი იწინასწარმეტყველა და რა იცის, რომ ჩემს აბაზანაში უცხო მამაკაცია. ლიზას სანამ გავფთხილებდი, რომ მარტო არ ვართ და სახლში კიდევ იყო ვიღაც ოღონს არ ვიცი ვინ. იქამდე აბაზანიდან გამოდის ნახევრად შიშველი მამაკაცი. წელზე პირსახოცი შემოუფარებია, წვერიც ოდნავ შეუმოკლებია, ოქროსფერი ქოჩორი უკან გადაუვარცხნია. მოდის ჩემსკენ და ხელში იმ სამოსს მაწვდის, რომელიც ტანზე აქამდე ეცვა. არ ვიცი ალბათ გასარეცხად, მაგრამ მე იმ მომენტში მისი ტანის კარგი ფიგურების გარდა ვერაფერს ვერ ვხედავდი. თვალები... ო, რა თვალები ჰქონდა ზღვასავით ღრმა და მზესავით ცხელი. ეს ადამიანი, ჩემს ცხოვრებაში თითქოს ამომავალი ვასკვლავი იყო, რომელიც ქუჩაში მიტოვებული ვიპოვე. ახლა სულაც არ ჰგავდა იმ ადამიანს, რომელიც კაფეში გაჰყვიროდა ,,კმარა შემეშვით!“ არც მას ჰგავდა, რომელსაც ძალდატანებით სავაადმყოფოში მიჰყავდათ. ლიზას თითქოს ენა მუცელში ჩაუვარდა. ჩემსავით ადგილზე დარჩა და ვერაფერს ამბობს, თუმცა ჩვენს შორის მაინც ლიზა იყო ვინც პირველი კომენტარის გაკეთება შეძლო.
***
_ ჯანდაბა ეს ხომ... უბრალოდ ის ძალიან მიმზიდველია...
_ ლიზა ამ კაცს ლაპარაკი არ შეუძლია. ის... ქუჩაში ვიპოვე...
_ გვანცა რამდენი ბიჭი დამიკერია და შენ მეუბნები, რომ ეს მთასავით ბიჭი ქუჩაში იპოვე?
_ სავაადმყოფოში ძალით მიჰყავდათ მე კიდევ ვთქვი, რომ მისი ცოლი ვარ.
_ რა გააკეთე?
_ ლიზა ძალიან გთხოვ შენც ნუ დამიმატებ ძალიან დაბნეული ვარ. შენ კიდევ ძალიან გთხოვ ტანზე ჩაიცვი.
_ აუ, რა ტანი... რა ხორცი...
_ ლიზა სიტყვებს დაუკვირდი.
_ მოიცადე შენ რა აქ ამის გამო დამიბარე? ხო... ხო ამის გამო დამიბარე. სახლში უცხო მამაკაცი შეიფარე, თქვი რომ მისი ცოლი ხარ და ახლა არ იცი რა უნდა ქნა.
_ შემეცოდა... გეფიცები შემეცოდა და უბრალოდ მისი დახმარებას ვცდილობდი.
_ ხედავ შენ სიბრარულმა სადამდე მოგიყვანა? ზურას რას ეტყვი, როგორ აუხსნი ამ ყველაფერს.
_ არ უნდა გაიგოს და შენ ამაში დამეხმარები.
_ უკვე გვიანია.
_ რას ქვია გვიანია? ლიზა რა ჩაიდინე?
_ სანამ წამოვიდოდი ზურა ჩემთან იყო Pess (კომპიუტერული თამაში) თამაშობდნენ ვუთხარი, რომ გვანცას ძველ მისამართზე ვაპირებდი წამოსვლას. აი, მოვიდნენ!
_ არ გააღო!
_ გაგიჟდი? აბა რა გავაკეთო?
_ არ ვიცი რამე მოიფიქრე და აქედან წავიდნენ. უთხარი, რომ ცუდად ვარ და არავის თავი არ მაქვს.
_ გოგოებო კარს რატომ არ აღებთ? რამე ახალი თამაშია და არ ვიცით.
_ ვაღებ!
_ კარგი მიდი გააღე მე იმ კაცს ჩემს ოთახში ჩავკეტავ.
_ საყვარელო!
_ ალი ჩემო სიყვარულო, შენ ხარ?
_ სხვას ელოდებოდით ვინმეს?
_ ინკასატორს!
_ რამე გაფუჭდა წავალ გავაკეთებ.
_ არა ზურა არ გინდა პატარა პრობლემა იყო და უკვე მოვაგვარეთ.
_ გვანცა სად არის?
_ თავის ოთახშია.
_ წავალ ვნახავ.
_ არ გინდა!
_ ლიზა რაას აკეთებ, გზიდან ჩამომეცალე.
_ ბიჭებო! რა სიუპრიზია. მოდით სწორედ ახლა ვაპირებდით პიცის ჭამას.
_ საყვარელო შენ როგორ ხარ? როგორ ჩაიარა სამუშაო დღემ?
_ზურა, როგორც ხდება კვირის ბოლოს ბევრი სამუშაო მიგროვდება ხვალ უქმე დღეა და კარგად გამოვიძინებ.
_ იქ რა ხდება? ლომო აივნიდან რაღაც ხმაური იყო ხო.
_ წავალ შევამოწმებ.
_ არ გინდათ! მოზობლის კატა იქნება აივანზე ხტება ხოლმე ალბათ უკვე წავიდა. მოდი selfie გადავიღოთ.
_ კარგით რა მეზარება...
_ კაცებს არასდროს გიყვართ კარგი მომენტების აღბეჭვდა.
_ არა, უნდა გავიდე იქ, რაღაც ხდება.
***
  სხეული მიხურს ვგრძნობ, რომ ვიწვი. არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა ან თავი რითი უნდა გამემართლებინა. ვიფიქრე კაცს ლაპარაკი არ შეუძლია იქნებ ათასი ტყუილი ვთქვა და დამიჯერებენთქო, მაგრამ ტყუილი ერთადერთი რამაა, რაც ყველაზე მეტად არ გამომდის. საძინებელში ჩაკეტვას ისევ აივანზე ჩაკეტვა ვამჯობინე. რა ადამიანი უნდა იყო, როცა იანვრის თვეში უცხო მამაკაცს აივანზე კეტავ. ამას მხოლოდ ერთი ახსნა აქვს. ,,საყვარელია?“ შეყვარებულმა რა უნდა იფიქროს გარდა ამისა. მე და ლიზამ უკვე ვიცით აქ რაც მოხდებოდა და ყველაფრისთვის შევემზადეთ. ზურა აივნის კარებს აღებს და ხედავს, რომ უცხო მამაკაცი, ნახევრად შიშველი, ცივ ფილებზე ზის და მამაჩემის ძველისძველი ქამრები ერთმანეთზე გაუკვანძია და როგორ 5 წლის ბავშვი ისე ერთობა. წინ ჯერ ზურა დგას, მის უკან ალი ყავარჯნებით. მე ლიზა თვალებზე ხელს მაფარებს და თან მეუბნება: ,,ყურები დახუჭე დაო!“ ეხლა ეგ თუ მიშველიდა. ზურასგან ყველანაირ რეაქციას ველოდებოდი, მაგრამ ამას არა.
***
_ ძმაო შეხედე მეზობლის კატა რამხელა გაზრდილა. ძმაო ერთი ადექი აბა ფეხზე!
  ისიც უპირებოდ ფეხზე დადგა და ზურას ზემოდან თავის ზღვისფერი თვალები დაანათა. მზერა... მზერა იყო ყველაფრისმთქმელი. თურმე ზოგჯერ ადამიანის თვალებში უფრო მეტი იკითხება. შეიძლება ენამ მოგატყუოს, მაგრამ თვალებმა ვერა.
_  გოგო ეს კენწერო კაცი ვინ არის?
_ ზურა ყველაფერს აგიხსნი.
_ რა უნდა ამიხსნა? შენს აივანზე ნახევრად შიშველ კაცს ვხედავ. ძმაო ერთოი რამე მოიხვიე და გამოდი გარეთ!
_ არ გინდათ! მას ლაპარაკი არ შეუძლია.
_ სამაგიეროთ ქალის აგდება ხო შეუძლია?
_ მას შეეშვი! მე გამომყევი და ყველაფერს აგიხსნი.
_ გვანცა ნუ მაგიჟებ! ვინ არის ეს კაცი და შენს სახლში რას აკეთებს?
_ ალი მგონი ჯობია ჩვენ წავიდეთ!
_ არა დარჩით.
_სამსახურის მერე ყავის დასალევად კაფეში შევედი. ეს იქ იყო. თავიდან ყურადღებას არ ვაქცევდი, შემდეგ მოულოდნელად ყვირილი დაიწყო.
_ აბა ლაპარაკი არ შეუძლიაო.
_ ზურა ნუ მაწყვეტინებ! მას ექიმები ძალით საავადმყოფოში მიათრევდნენ, ეს მე ვერ ავიტანე. ისინი ძალიან უხეშები იყვნენ ადამიანის მიმართ.
_ და შენ ყველაზე სუსტი გულის პატრონმა ხელი მოკიდე და სახლში წამოიყვანე. არა! გვანცა შენი არ მესმის... იპოვე ჩემზე უკეთესი კაცი და ეგრევე სახლში ამოიყვანე.
_ კმარა!
_ ჯერ იყო და პატარა ბავშვივით მახვეწნინე, რომ ჩემი შეყვარებული გამხდარიყავი, შემდეგ ამიკრძალე რომ ჩვენი ურთიერთობა ხმამაღლა გამომეცხადებინა. შენ ასეთი ცხოვრება გინა. ასეთი მამაკაცი გჭირდება გვერდით, რომელსაც როგორც ცუგა ისე მოექცევი.
_ ძმაო მგონი ზედმეტი მოგივიდა.
_ არა ალი, აქ თუ ვინმეს ზედმეტი მოუვიდა ეს გვანცაა. დაუფიქრებელ ნაბიჯებს დგავს ისე, რომ არავის არაფერს არ ეკითხება. ვერ ხედავ  თავის ცუგა აივანზე დააბა.
_ წადი ჩემი სახლიდან... გაეთრიე!
_ კი წავალ! ზუსტად ამას ვაპირებდი ახლა.
_ გაუგე გაბრაზდა და არ იცის რას ლაპარაკობს. გადაუვლის და მალე მობუნდება.
_ ლიზა სწორედ ის თქვა რისი თქმაც უნდოდა.
_ არა! არსადაც არ წავალ ჩემ გოგოს ამ შეშლილთან მარტო არ დავტოვებ. თქვენ წადით აქაურობას მე მივხედავ.
***
  არ მეგონა თუ ეს საღამო ოდესმე დასრულდებოდა. ერთ პრობლემას მეორე მოჰყვებოდა და ახლა უცხო კაცს და ზურას ჩემს საძინებელში სძინავთ. ერთად? ხო, ერთ საწოლში. ალბათ ერთმანეთ წიხლებით აგდებენ. ვინ იცის პირველი ვინ ვის მოკლავს. მე ვერაფრით მოვისვენე ჯერ კარგა ხანს უაზროდ ვათვარიელებდი სოციალურ ქსელს, შემდეგ მუსიკის მოსმენა და ყავის დალევა ერთად გადავწყვიტე. უკვე ღამის სამი საათია, ჩემშიკი თითქოს ძილის შეგრძება სამუდამოდ გაქრა. მეფიქრება დღევანდელ დღეზე და დღის დასასრულზე. ყოველთვის მჯეროდა, რომ უფალი განსაცდელს ისევ ჩემთვის აგზავნიდა, მაგრამ კაცი? უცხო კაცი რატომ გამომიგზავნა? იქნებ ესაც ერთგვაროვნათ საკუთარი თავის გამოცდაა.
      ჩემი ყოველი დილა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზით იწყება. ,,იცხოვრე ისე თითქოს ეს უკანასკნელი იყოს“. ყავა გაცილებით მეტი ფიქრის საშუალებას მაძლევს. შოკოლადი გარდა იმისა, რომ ჰემოგლობილის ამაღლებაში მეხმარება, აგრეთვე გონების დაძლევაშიც. ბავშვობაში გრძელი ქერა თმა მქონდა და მეგონა, რო ეს იქნებოდა ჩემი მთავარი იარაღი, თუმცა ოდნავ რო წამოვიზარდე ჩემი ქერა თმა მუქი გახდა. სახის ნაკვთები უფრო გამოკვეთილი. რაც დრო გადის თითქოს უწინლელივით პატარა სახე და ტანი მენატრება. გიჟივით ვაკვირდები ხელებს და ვხვდები, რომ უწინდელივით სათნო და უდარდელი აღარ არის.  ჩვენ ადამიანები ჩვენივე სხეულით ავღწერთ ჩვენს წარსულს და აწმყოს. მივდივართ და ჩვენი თითოეული გადადგმული ნაბიჯი განსაზრვრავს მომავალს. აქედან გამომდინარე ჩვენ მხოლოდ ერთი რამის გაკეთება შეგვიძლია. ვიაროთ იქამდე, სანამ ამის შესაძლებლობა შეგვწევს. გვასწავლიდნენ, რომ ადამიანი არ უნდა მოვიძულოთ, უმწეოს ხელი არ უნდა აუკრათ, შური და ბოღმა ადრე თუ გვიან შიგნიდან დაგვანგრევს. სიკეთე? სიკეთეს ბევრჯერ შეუძლია გადაგვარჩინოს. ერთის საკმარისია შეხედი სხვას ისე, როგორც გინდა შენ შემოგხედონ და ესაც ერთგვაროვნად შენი სიკეთის დამადასტურებელი მაგალითია.
  საყვარელ ადამიანებზე ზრუნვა ზოგჯერ ადამიანს ეზარება. ამბობენ: ,,მერე რა, მან ხო იცის რომ მიყვარს“. არადარა გრძნობებს მოქმედება სჭირდება. უმოქმედოდ სიყვარულიც მალე გაქრება და ურთიერთობებიდან არაფერი დარჩება. ზურას სიყვარული შეუძლია, მაგრამ მოქმედება ეზარება. სანამ გათენდებოდა გამთენისას ცოტა ჩამძინებია. მესიამოვნა მხარზე თბილი პლედის წამოფარება. დაღლილს თითქოს მეც დამეზარა ზურასთვის მადლობა გადამეხადა და ვაი, რომ ის ზურა კი არა ის უცხო მამაკაცი, იყო რომელიც სახლში შევიფარე. ცოტახანს დავიჯერე, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ კარგი სიზმარი იყო. აღარც მახსოვს ბოლოს ასე როდის იზრუნა ადამიანმა ჩემზე. ქალი ვარ, ვისაც მამაკაცისგან ზრუნვა ესიამოვნა.  მეგონა პრობლემები ამით დასრულდა, მაგრამ არა! მეზობელს ჩემი ძმისთვის დაურეკია უთქვამთ, რომ შენს სახლში მთელი ღამე სინათლე ენთო.  უკვე დილის 8 საათი და ჩემ ძმამ სახლის კარები ჩამოიღო. ,,გვანცა ვიცი რომ აქ ხარ. კარები გააღე სანამ არ ჩამომიღია!“ დავიწყე კანკალი უკვე აღა ვიცოდი რა უნდა მექნა. ახლა ერთი კი არა ორი კაცი ისე უნდა დავმალო, რომ ძმა ვერაფერს მიხვდეს. ჯერ აქა-იქ მივიხედე და რო ვერავინ დავინახე კარები გავაღე.
***
_ სად იყავი, აქამდე კარები რატომ არ გააღე?
_ მეძინა
_ აქ რატომ გძინავს და სახლში არა?
_ ლიზასგან ძალიან გვიან წამოვედი და აქ დარჩენა გადავწყვიტე.
_ იტყუები! ამ სახლში შუქები დღის მეორე ნახევრიდან ანთია დაახლოებით შენი სამსახურის შემდეგ.
_ სანდრო რა გინდა? რით ვერ დაიღალე მუდამ ჩემი ცხოვრების გაკონტროლებით?
_ ვინმე არის აქ?
_ არავინ არ არის. სანდრო ძალიან გთხოვ წადი მოვწესრიგდები და მეც წამოვალ.
_ გამატარე სახეს გადავუხსნი ვინც არ უნდა იყოს.
_ რაო ჩემზე რა თქვა?
_ ბიჭო არ გახვიდე გოგოს პრობლემები შეექმნება.
_ შენ რა ლაპარაკი შეგიძლია? წავალ ჯერ იმას დაველაპარაკები და მერე შენ მოგხედავ.
_ ახლა შენ თუ აქედან გახვალ გოგოს სახლსი ჩაკეტავენ და აღარ გამოუშვებენ.
_ და რას მთავაზობ, რომ აქ, კარადაში შენთან ერთად ვიჯდე?
_ ხელი გაწიე, ცუდად გიდევს.
_ იქ რა ხდება? რაღაც ხმაური იყო.
_ ალბათ კარადაში ვერ ეტევიან. (:დ)
_ გვანცა რამე თქვი?
_ არაფერი ძმაო. წადი შენ მანქანაში დამელოდე ჩავიცმევ და მეც ჩამოვალ.
_ იცოდე დროზე ქენი. გელოდები!
_ გაგიჟდით?! ჩემ ძმამ ლამის გამოგვიჭირა.
_ გოგო ამ კაცს ლაპარაკი შეუძლია.
_ ზურა თავიდან ნუ დაიწყებ ისევ. ახლა გადით უნდა ჩავიცვა.
_ სად აივანზე?
_ არა! იქ ჩემი ძმა დაგინახავთ. დროებით მისაღებში დამელოდეთ.
***
  ვსიო შვებით ამოვისუნთქე. მეგონა ქარიშხალმა გადაიარა და ცაზე მზე გამოვიდათქო, მაგრამ სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა. ძმას ტელეფონი დარჩა და მაგის გამო უკან მობრუნდა.  კარებს აღებს და ორი სრულიად უცხო მამაკაცი ხვდება წინ. ერთი რაც პირველივე წუთს გავიგონე იყო: ,,გვანცაააა!“ დაბნეულმა პერანგის გადაცმა ვეღარ მოვასწარი ისე გავვარდი მისაღებ ოთახში. მაცვია შარვალი და ზედა ტანზე მხოლოდ ბიუსტჰალტერი. (:დ)  ამ დროს ძმას რა უნდა ეფიქრა. მე ვარ და ასე გამოვიყურები,  ჩემს წინ კი ორი სრულიად უცხო  მამაკაცი დგას. ძმას მხოლოდ ერთი ლოგიკური კითხვა დაებადა.
_ გოგო ეს კაცები ვინ არიან?
_ მე... ზურა შეყვარებული.
_ დევიდი ქმარი.
_ შენ ლაპარაკი შეგძლია?
_ რაიო? ქმრიო? მოდი აქ სახე აგაცლი ბიჭო!
_ გოგო შენ რა არის ტანსაცმელი არ გაქვს?
_ კი ძმაო უბრალოდ ჩაცმა ვეღარ მოვასწარი.
_ ძმაო მე ვარ გვანცას შეყვარებული ეს კენწეროიანი კაცი არ ვიცი ვინ არის, მაგრამ გპირებით მალე დავადგენ.
***
  სულ რაღაც რამოდენიმე წამში მთლიან კორპუსში სრული ქაოსი დაიწყო. იქამდე სანამ გაარკვევდნენ ვინ ვინ იყო მე ტანზე ჩაცმაც კი ვერ მოვიფიქრე. ძმამ ჯერ ძმაკაცს დაურეკეა შემდეც ზურა და ხო დევიდი... გავიგე რომ იმ კაცს, რომელიც შევიფარე დევიდი ერქვა. მოკლედ ძმამ ორივე სკამზე მიაბა და დაწვრილებით მოაყოლა მათი პირველი შეხვედრის ისტორია. საუბარი ჯერ ზურამ დაიწყო. ,,შენი და მაგარი მკვეხარე ქალია რა... ჯერ სანამ ამერიკაში წავიდოდი ვეჩალიჩებოდი და არაფერი გამომივიდა...“ ამ სიტყვების შემდეგ ზურამ სახეში ერთი მუშტი უკვე დაიმსახურა. ზურა ჯიუტად ისევ აგრძელებს საუბარს. ,,ძმაო შენ დამ გამაგიჟა. სანამ იქ ვცხოვრობდი ერთი ქალი ვერ დავკერე. ვერ შევძელი შენ დაზე ვიყავი გიჟივით შეყვარებული. ჩამოვედი და პირველივე დღეს შემეფეთა ეს უღმერთო. თავს ვარწმუნებდი, რომ მის მზერაზე, სურნელზე უარს ვიტყოდი, მაგრამ არა! ძმაო ვერ შევძელი. ისევ გიჟივით დავიწყე მასზე ფიქრი. ახალ წელსაც ერთად შევხვდით სწორეს ამ წლის პირველივე დღიდან შეყვარებულები ვართ. ამიკრძალა ხმამაღლა გრძნობებზე საუბარი. გუშინ კი მოვედი და სახლში უცხო მამაკაცთან ერთად დამხვდა.“
***
_ გოგო ვინ ხარ შენ? კაცების მანიაკი?
_ სინამდვილეში ყველაფერი ისე არ არის, როგორც ჩანს.
_ აბა როგორ არის, იქნებ შენ გქონდე ლოგიკური ახსნა ამაზე?
_ ზურა სიმართლეს ამბობს. ის  ჩემი შეყვარებულია. დევიდი კიდევ ადამიანი, რომელსაც დახმარების ხელი გავუწოდე და ერთი დღით აქ დარჩენა შევთავაზე.
_ დევიდ შენ რას იტყვი ამაზე?
_ შენი და უბრალოდ ზედმეტად მეამიტი ადანიანია.
_ აქ რა ხდება?
_ ლომო მიშველე სანდროს ჩემი მოკვლა აქვს გადაწყვეტილი.
_ მაგას ვხედავ და რატომ?
_ იმიტომ, რომ მისი შეშლილი და შემიყვარდა.
_ მოდი აგხსნი.
_ არ ჩაერიო!
_ და რას იზამ მეც დამარტყავ?  სანდრო ხვდები, რომ ეს ძალიან ბავშვური საქცელია?
_ მოდი დავსხდეთ და ცივილიზებური ადამიანებივით გავარკვით. აქ თუ ვინმემ რაღაც არია ეს... რა ქვია ამას ეგ მაინც გაიგეთ?
_ დევიდი ქვია ძმაო მეტიც ლაპარაკი შეუძლია და სულად არ არის შეშლილი.
***
    ალის მოსვლის შემდეგ ძმა უფრო დამშვიდდა. ლიზაც ჩემს დამშვიდების ნაცვლად დაკითხვა დამიწყო. ,,რა ქნა რამე ჯელტმენობა ჩაიდინა? დევიდი... სახელიც რა მამაკაცური აქვს. იქნებ მთის კაცია.“ კარგა ხანს პრობლემებისგან შორს ჩემს ოთახში ვარჩიე ყოფნა. სანამ მისაღებში პოლიცია, სასწრაფო და სახანძრო ცდილობდა ამ კაცის ვინაობის დადგენას ის ჩემს ოთახში ისე შემოვიდა ვერავინ გაიგო. არ ვიცი ახლა უნდა მეშინოდეს, თუ პირიქით მიხაროდეს. თავს გაცილებით მშვიდად ვგრძნობ მის გვერდით. კი არ მეშინია პირიქით მსიამოვნებს. შემიყვარდა? ჰმ, სისულელეა... მოდის და საწოლზე, ჩემგან ოდნავ მოშორებით ჯდება.
***
_ მაპატიე უხერხულ სიტუაციაში ჩემს გამო ჩავარდი. ყველაფერს გაარკვევენ და მალე აქედან წავალ.
_ უნდა წახვიდე?
_ არ წავიდე?
_ არა, ეგ არ მიგულისხმია. უბრალოდ ისევ ისე რო მოგექცნენ, როგორც გუშინ? ან ისევ დამამშვიდებლები დაგალევინონ.
_ ჩემზე ნუ ღელავ. შენს შეყვარებულს ძალიან უყვარხარ. მთელი ღამე მიუხედავად იმისა, რომ შორს არ იყავი შენს სურათს აკვირდებოდა. ახლოს ჰყავდი, მაგრამ მაინც ენატრებოდი.
_ ზურა მეც მიყვარს.
_ მე უნდა წავიდე... კიდევ ერთხელ გიხდი ყველაფრისთვის მადლობას.
***
  სანამ ხალხი კვლავ ადგენდა მის ვინაობას. დევიდმა ამასობაში თავის ტანსაცმელი ჩაიცვა და აივნიდან ისე გადავიდა ვერავინ მიხვდა. პოლიციამ  როცა მისი ძებნა დაიწყო უკვე გვიანი იყო. დევიდმა წასვლამდე ხელში პატარა ფურცლის ნაგლეჯი ჩამიდო მითხრა, რომ ჩემი წასვლის შემდეგ პოლიციისთვის გადამეცა. ,, ისევ წავედი, მაგრამ გპირდებით თავს დიდი ხნით არ მოგანატრებთ.“ 
  ასე ჩაიარა ქაოსით დაწყებულმა დღემ. უქმე დღეების გატარება ისევ ძველ სახლსი გავატარე. აქ ჩემი მშობლები იქამდე ცხოვრობდნენ სანამ მამაჩემმა ახალი ცხოვრება არ ააწყო. ფიქრში გავატარე ორი შაბათ-კვირა. თავიდან ვერ ვიგდებდი დევიდის სახეს. ჯერ კაფეში და შემდეგ დამშვიდობებისას, როდესაც ჩემს ოთახში შემოვიდა. შეიძლება ჩემი გონება ამბობს, რომ უბრალოდ მანიაკი იყო, მაგრამ მისი გამოხედვა საპირისპიროს მიმტკიცებდა. მისი თვალები ამბობდნენ, რომ უბრალოდ რწფელი, კეთილი ადამიანი იყო, კეთილი ზრახვებით.  იმ დღის შემდეგ სახლში, სამსახურში, მეგობრებთან ერთად ჩაფიქრებული ვზივარ. მეკითხებიან რამეს მე კი დაბნეული ვპასუხობ: ,,რა? მითხარით რამე?“ დღეს იმ კაფეში შევიარე თითქოს თვალებით მას ვეძებდი, თითქოს ვდარდობდი, რომ რაღაც ისევ დაემართებოდა. ცარიელი ქუჩების, და გაყინული ფანჯრების გარდა არავინ დამხვდა. დღესაც არ მინდოდა სახლში წასვლა ისევ ძველ სახლში ვარჩიე ასვლა. ყველა ოთახში სინათლე ავანთე. პირველი რაც გავაკეთე მაღლები გავიხადე, აბაზანაში წლის გადასავლებლად შევედი. იქიდან გამოსულს შეგრძნება დამეუფლა, რომ სახლში ვიღაც იყო. ვერ გეტყვით, რომ შემეშინდა პირიქით სიმშვიდეს ვეძებდი. ტანზე ხალათი ჩავიცვი და ნელი ნაბიჯებით სამზარეულოში გავედი. მგონია, რომ ეს უბრალოდ ლამაზი სიზმარია. ვერ ვიხსენებ დღეს, როცა სამსახურიდან დახლილი სახლში, რომანტიული ვაშამი დამხვედროდა. ხმამაღლა, ბედნიერი სახით ჩავიბუტბუტე. ,,დევით!“ იმის მაგივრად, რომ მეთქვა ზურა, რადგან ლოგიკურად ვახშამი, სანთლებით და თეთრი ვარდებით შეყვარებული ადამიანს მოაფიქრდებოდა. მაგიდას მივუახლოვდი და მაგიდაზე დატოვებული ბარათი გავხსენი. ,,ღვინისთვის წიქა მხოლოდ ერთია, რადგან სამყარო მხოლოდ შენთვის მემეტება.“ მინდოდა ზურასთვის დამერეკა და ამ ყველაფრისთვის მადლობა გადამეხადა, მაგრამ შინაგანი ხმა მეუბნება, რომ ეს ზურას გაკეთებული არ არის. ვივახშმე, არკოჰოლმა ჩემზე ცოტა იმოქმედა კლასიკა ჩავრთე და ცეკვა ჩემთვის ჩუმად დავიწყე.
  თვალები გავახილე და ისევ მდივანზე ჩამძინებია. ვხედავ ფეხზე გახდილი მაქვს და ტანზე ისევ თბილი პლედი მახურავს. ,,ეს რაღაც ხუმრობაა? სად ხარ? გამოდი! მიპასუხე ამას რატომ აკეთებ?“ საათს დავხედა და ვხედავ, რომ სამსახურში დამაგვიანდა. სწრაფად წყალი გადავივლე და სამსახურში წავედი. გავაცილე ალბათ ათი შეშლილი კლიანტი. შესვენებაზე ზურას შევხვდი. ველოდებოდი, რომ მკითხავდა ვახშმის შესახებ, მაგრამ სიტყვას არ დაცდენია.
  ისევ დაღამდა... ისევ იგივე, სამსახური სახლი, ისევ შხაპი და სოციალურ ქშელში ბედნიერი წყვილები. ერთი შეხედვით ვიტყოდი, რომ ეს უბრალოდ მწარე ხუმრობაათქო, მაგრამ რა გავაკეთო როცა მსიამოვნებს. ეს ყველაფერი ბედნიერ ქალად მაგრძნობინებს თავს. საძინებლის კარი შევაღე თუ არა ვხედავ თეთრად შეფუთულ ლამაზ ყუთს. ჭერში უამრავი ჰელეოუნის ბუშტია. საწოლთან  თეთრი შოკოლადი, რომელიც მე ყველაზე მეტად მიყვარს. პატარა ბავშვივით ჰაერში ხტუნაობა დავიწყე. ჩავეხუტე ალბათ ყველა ბუშტს, სიყვარული ავუხსენი ალბათ ყველა ვარდს და ბოლოს დადგა დრო გამეხსნა ყუთი, რომელიც ასე მიმზიდველად გამოიყურებოდა. ჯერ თვალები დავხუჭე, ასე კარგა ხანს ვცდილობდი ამომეხსნა რა იყო საჩუქარი შემდეგ კი ვიგრზენი, რომ ის მატერია იყო, ძალიან სასიამოვნო მატერია. ის, იყო კაბა, რომელიც ალბათ მსავსი არასდროს მენახა. თვალები გავახილე და დიდ სარკესთან დავიწყე ტრიალი. ყუთის ბოლოს ისევ ბარათი იყო. ,,ხვალ საღამოს 8_ზე მოგაკითხავ. მინდა, რომ ჩემი მეწყვილე იყო. D.V“ არ ვცდებოდი. ის, ვინც ამ ყველაფერს აკეთებდა დევიდი იყო. ახლა კი წვულებაზე მეპატიჟება. რა გავაკეთო? უნდა წავიდე თუ არა? არა! ამას ზურა არასდროს არ მაპატიებს. რა მოხდება თუ წავალ უბრალო გავიგებ რა უნდა ჩემგან, გავიგებ რატომ მეთამაშება.
  თეთრად გათენდა და დაღამდა ის დღე იმის ფიქრში თუ რა მოხდება როდესაც მას შევხვდები. ალბათ დავიბნევი და ვერაფერს ვიტყვი. ეს ჩემთვის ხომ პირველი პაემანია. ზურას ჩემთვის პაემანზე წამოსლა არასდროს შემოუთავაზებია. უკვე 8_საათია. სულელივით აქეთ-იქით ვიყურები. არც კი ვიცი ვის ან რას უნდა ველოდო. იქნებ მეთამაშება და სულაც არანაირი წვეულება არ არსებობს. უკვე 10 წუთია გასული რაღაცის ან ვიღაცის მოლოდინში, ნერვიულობა და ღვინის დალევა დავიწყე და უცებ აივნის კარებიდან მესმის სიტყვები.
***
_ მაპატიე ისეთი ლამაზი ხარ აქამდე ვერც გავბედე შემოსვლა.
_ ამდენი ხანი მანდ იდექი და მაკვირდებოდი?
_ კი ზუსტად 10 წუთია ასე ვდგევარ.
_ ცნობისთვის ამ სახლს აქედან აქვს შემოსასვლელი.
_ ვიცი უბრალოდ მგონია, რომ ყველაზე უსაფთხო მაინც აქედან შემოსვლაა.
_ ვიცოდი, რომ აივნიდან შემოდიოდი. რა გინდა, რატომ მეთამაშები?
_ და წასვლამდე დილით იმიტომ ტოვებდი აივნის კარებს ღიას.
_ რა სისულელეა...  ეს ადგილი ძალიან ნესტიანია და ამიტომ იძულებული ვარ აივნის კარები მუდამ ღია იყოს.
_ მოდი ჭიქას გამოგართმევ... რატომ კანკალებ?
_ მცივა...
_ წამოდი ერთი საათით შენი დახმარება მჭირდება.
_ შენთან ერთად წამოსვლას არ ვაპირებ! ეს კაბაც იმიტომ ჩავიცვი რომ შენ მოსულიყავი.
_ რაში გჭირდებოდა ჩემი აქ მოსვლა?
_ პასუხების მისაღებად.
_ წამოდი და გზაში მოგიყვები ყველაფერს.
_ კარგი მაშინ წავიდეთ!
_ მანდედან არა.
_ მოიცადე შენ გინდა მითხრა, რომ შენთან ერთად მეორე სართულიდან გადმოვხტე? შეუძლებელია...
_ მერე ვინ გეუბნება, რომ უნდა გადავხტეთ? ხელი მომეცი და მენდე.
_ და რატომ უნდა გენდო?
_ მე უკვე დიდი ხანია შენი ნდობა მოვიპოვე.
_ საკუთარ თავზე ძალიან დიდი წარმოდგენა გაქვთ.
    ნაცრისფერ შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი დევიდი კიდევ უფრო მიმზიდველი იყო. წვერი კიდევ უფრო შეუმოკლებია. თმა უკან გადავარცხნილი. ზემოდან გრძელი თბილი პალტო ეცვა, ყელზე ნაზი, ფაფუქი კაშნე ჰქონდა შემოქვეული. ისეთი დახვეწილი და სრულყოფილი იყო ნაკლს ვერ გამოუძებნიდი. აივანზე გავედით. ერთი ხელი ჯერ წელზე მომხვია შემდეგ კი მისკენ მიმწია. ,,ნუ გეშინია... ყველაფერი ძალიან მალე დასრულდება.“ მისი სურნელი ჯერ ყელში ვიგრძენი შემდეგ კი მთელ ტანში დამიარა. სულ რამოდენიმე წამში ისე აღმოვჩნდით ორივე ქვემოთ, მანქანასთან გააზრებას ვერ მოვასწარი. ,, ვსიო... სულ ეს იყო“. რაღაცას ამბობს, მაგრამ არაფერი მესმის. სანამ ხელი ისევ არ გამომიწოდა და მანქანაში არ ჩავსხედით. ,,გვანცა გონს მოდი! ასე მოქცევა არ შეიძლება!“  საკუთარ თავს შინაგანად წამოუძახე, მაგრამ ვის ესმის თვალები მაინც დევიდისკენ არის. მანქანას ისე დინჯად და მშვიდად მართავდა. ბევრი ვერაფრის დანახვა მოვასწარი, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რომ მანქანაც ისეთივე მოწესრიგებული იყო, როგორც დევიდი.  ,, უკვე მოვედით!“ ხელი ისევ თავაზიანად გამომიწოდა. მანქანიდან გადმოვედი თუ არა წითელ ხალიჩაზე აღმოვჩნდი.
_ უკაცრავარ შეგიძლიათ მიკბინოთ?
_ რააა?
_ არა, ბოდიშით! ეგ არ მიგულისხმია. ეს ყველაფერი უბრალოდ სიზმარს ჰგავს და მინდა, რომ გამოვფხიზლდე.
_ უკეთესი იდეა მაქვს.
  დევიდმა ძალიან ნაზად ლოყაზე მაკოცა. ამან სიზმრის შეგრძნება უფრო გამიღრმავა, რადგან არ მგონია არსებობდეს ადამიანი, ვისაც ამაზე ნაზად შეუძლია აკოცოს ქალს. დევიდს ერთი ხელი ჩემს წელზე აქვს შემოხვეული. განა რატომ ვაძლევ ამის უფლებას, მაგრამ ვერაფერს ვაკეთებ. ის უბრალოდ სასახლე იყო. იქ უამრავი ადამიანი იყო თავმოყრილი. ყველას გრძელი და ლამაზი კაბა ეცვა. ,,წამოდი ჩემს მეგობრებს გაგაცნობ“. ვინ მეგობრებს? ის, როცა პირველად ვნახე ქუჩაში გამოგდებული ადამიანი მეგონა. ახლა კი ჩემს წინ სრულიად სხვა ადამიანებს ვხედავ.
_ გაიცანით ეს გვანცაა! ჩვემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი.
_ ანუ  საყვარელი ადამიანი.
_ არა, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ წინა ცხოვრებაში ჩემი ცოლი იყო.
_ რა სასაცილოა...
_ ნებას მომცემთ.
_ რას აკეთებ?
_ საცეკვაოდ გიხმობ.
_ ცეკვა არ ვიცი.
_ ნუ გეშინია ამაში მე დაგეხმარები.
***
  მაინც დამითანხმა და უამრავ ხალხში თავი კონკია მეგონა. წყნარი ლამაზი მუსიკა იყო. თავი მის მკერდზე დავდე და ასე კარგა ხანს გავირინდე. არ ვიცი ეს ცეკვა იყო თუ არა, მაგრამ ამ დროს თავს ყველაზე კარგად ვგრძნობდი. დამავიწყდა დროის შეგრძნება. მეგონა, რომ ჩვენს გარშემო სხვა ყველა გაქრა და მხოლოდ ჩვენ ორნი დავრჩით. ნელა ვადგავ ნაბიჯებს სამყაროს და ვგრძნობ, რომ ახლა გარშემო ყველაფერი მშვენიერია. ,,სიმღერა მორჩა...“  დევიდი მაფთხილებს, რომ სიმღერა მორჩა, მაგრამ მისი მკერდიდან თავს დაჟინებით არ ვიღებ. ხალხმა უკვე წასვლა დაიწყო წვეულებიდან მე კიდევ კვლავ დაჟინებით ვაგრძელებ მასთნ ცეკვას.  უფროდაუფრო ვგრძნობ, რომ ეს სიზმარია და გამოღვიძება არ მინდა. დევიდმა მკლავში ხელი ჩამავლო და შენობის უკანა ეზოში გამიყვანა.
***
_ გვანცა ასე გაგრძელება არ შეიძლება!
_ რას  გულისხმობ?
_ ვხვდები, რომ ჩემ გვერდით თავს კარგად და არ მინდა უკანასკნელი იდიოტი ვიყო,  ვინც ქალის გრძნებებით თამაშობს.
_ ასე კარგად არასდროს არ ვყოფილვარ და აქედან თუ წავალ ვიცი არც არასდროს ვიქნები.
_ ამას რატომ ამბობ? შენ ზურა გყავს. მას ძალიან უყვარხარ.
_ ზურა კარგი ადამიანია, მაგრამ მის გვერდით ბედნიერი არ ვარ.
_ გვანცა ეს დროებითია... მე არ ვარ კარგი ადამიანი გულს გატკენ.
_ მომეცი უფლება ვიცხოვრო ისე, თითქოს ეს უკანასკნელი იყოს.
_ შენ ისიც კი არ იცი მე ვინ ვარ.
_ მეგობარო!
_ ცოტახანს მარტო დაგვტოვე.
_ ეს სასწრაფოა.
_ გაეთრიე!
_ გვანცა ახლა მე უნდა წავიდე ჩემი მძღოლი მოგაკითხავს და სახლში მიგიყვანს.
_ ერთმანთს ისევ შევხვდებით?
_ გვანცა ახლა თუ არ გაგიშვებ შენს გაშვებას ვეღარ შევძლებ.
***
_ გაგიჟდი? იმ გოგოსთვის აპირებდი იმის თქმას თუ ვინ ხარ სინამდვიდეში?
_ მძულს ძმაო! მეზიზღება ჩემი სამსახური. ცხოვრებაში პირველად ვარ ქალზე შეყვარებული და არ მაქვს უფლება მის გვერდით ვიყო.


გაგრძელება იქნება!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები