ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ელენე96
ჟანრი: პროზა
25 იანვარი, 2020


კურიერი და ლამაზმანი თავი 13

                                                                  თავი 13
                                                    დევიდის მონათხრობიდან
დავიბადე შუშის სახლში. რადგან ჩვენი სახლი არასდროს იყო თბილი, სახელიც შესაბამისად მე და ჩემ დამ შევურჩიეთ. მამაჩემი მეწარმე იყო, დედაც იმ დროინდელ გაჭირვებაში ცდილობდა მამაჩემისთვის ხელი შეეწყო და ხელი სამკერვალო საქმიანობას მიჰყო.  მახსოვს, როგორ ჩამოურიგებდა, მეზობლებს ზურგზე მოკიდებული შეკერილ საბნებს და შემდეგ, როგორ იღებდა ორმაგად ნაკლებ ანაზღაურებას. ერთი მწვავე დღეც მახსენდება ამ ფაქტთან დაკავშრებით, როდესაც დედას გასამჯელო არ გადაუხადეს. მეზობლის ქალს, არკოჰოლიტი ქმარი ჰყავდა. ჩხუბისა და დავიდარების ხმაზე კაცი სახლიდან გამოვარდა და დედაჩემს თავში მძიმე ლოდი ჩაარტა. დედაჩემმა გონება დაკარგა. მაშინ მე და ჩემი და 8-9 წლისები ვიქნებოდით. დედა გადავარდა, თვალები უკან გადაატრიალა. გვეგონა მოკვდა და თავგანწირული ბავშვები ცოცხალკვდარ დედას თავზე დავსტიროდით. ერთი ღვთისნიერი კაცი იყო, თონეში პურს აცხობდა. ვალად ხშირად წამოგვიღია პური. კეთილი კაცი იყო. სწორედ იმ კაცმა მოაბრუნა ლამის ხელიდან გამოცლილი დედაჩემი. წლების განმავლობაში იმ კაცის მადლობელი ვიყავი. ცოტახნის შემდეგ ის კაციც გარდაიცვალა. ცოლის ავადმყოფობის შემდეგ საწყალს გული აწუხებდა და სწორედ ეგ გახდა მისი გარდაცვალლების მიზეზი.
  რა მოგიყვეთ რით გაგახაროთ? ჩემ ოჯახმა თავი გაჭირვებას მას შემდეგ დააღწია, როდესაც ჩემი მშობლები ავტოკატასტრეფაში მოჰყვნენ.  კარგად მახსოვს ის საშინელი დღე. დედას, დეიდა გარდაეცვალა და  მშობლები, შორეულ ქალაქში გაემგზავრნენ. მე და ჩემი და მთელი დღე მშობლების მოლოდინში ხან რას გავაფუჭებდით ხან რას. ვერც მეზობლებით გავიხარეთ გული მთელი ბავშვობა. თუ ოდესმე ჩვენი სახლის კარს შემოაღებდნენ მხოლოდ ცუდი ამბისთვის.  ერთი ასეთი შემთხვევა სწორედ მაგ დღე იყო. 16 წლის ბიჭი ვიყავი. ჩემს გარშემო რაც არ უნდა მომხდარიყო ყველაფერს ორმაგას განვიცდიდი. მთელი დღე ვშფოთავდი არ ვიცი რისი მაგრამ, რაღაცის მოლოდინში ვიყავი. ჩემ დასთან ბავშვობიდან დაძაბული ურთიერთობა მქონდა. არასდროს გვესმოდა ერთმანეთის. იმ დღესაც, როცა ვუთხარი რომ ცუდი შეგრძნება მქონდა მან მიპასუხა. ,, შენ ანგრევ და აფუჭებ ამ სახლში ყველაფერს. ყოველთვის, რაც არ უნდა თქვა გარშემო ყველაფერს ანგრევ. იქნებ საერთოდაც ნუ ილაპარაკებ“.  ის დღე მშობლების უიმედოდ მოლოდინში დაღამდა. მეორე დილით, მეზობელმა, კარი შემოაღო და გვითხრა: ბავშვებო  წერილია თქვენს სახელზე მოსული. იმ მომენტში მხოლოდ თვალწინ  მშობლების სახე წარმომედგინა. წარმოვიდგენდი მამას გაოფლებულ შუბლს, დედას მოხრილ წელს. ისინი მუდამ ოჯახის გადარჩენისთვის იბრძოდნენ. მახსოვს მამაჩემი სანამ სახლის კარს გაიხურავდა მითხრა: მალე შენ და შენ დას ახალი სახლი გექნებათ. ნეტავ რას გულისხმობდა?
  ის დღე ტირილში და ქვითინში გავატარე. გვიან საღამოს დედა და მამა რიგრიგობით გადმოასვენეს.  თვალწინ მხოლოდ ერთ ფერს ვხედავდი და ეს იყო შავი. ტყუილად კი არ ამბობენ შავი ფერი თავშესაფარია. ჩვენ ადამიანები, ზოგჯერ ასეთი ფერების მიღმა ვაფარებთ თავს. იქამდე სანამ ამის შესაძლებლობა შეგვწევს. ბევრი რამ აღარ მახსოვს ერთი ის ვიცი, რომ მხოლოდ რამოდენიმე ნათესავი ჩამოვიდა შორეული სოფლებიდან. ისიც ხალხი დაგვაკლდა სასახლე სასაფლაომდე მიგვეტანა. არცერთი მეზობელი არ მოგვეკარა. ყველას თვალში ვჩანდით ისე, თითქოს უკანასკნელი ადამიანები ვიყავით. 
  ,,შუშის სახლი მშობლების დაკრძალვის შედეგ დავტოვე. სწორედ იმ დღის შემდეგ ჩემი და ჩემი დის გზებიც გაიყო. ბევრი ვერაფერი გავიგე, მაგრამ ვიცი რო 19 წლის ასაკში გათხოვდა და უშვილობას უჩივიან. ახლაც როცა მისი შავი ბრიალა თვალები მომენატრება. ძველისძველ სურათებში ჩავიხედები და ცრემლად ვიღვრები. განა იმიტომ, რომ გაჭირვებაში ვიცხოვრე, განა იმიტომ რომ მშობლებმა ნაადრევად მიმატოვა, ან განა იმიტომ რომ ჩემ დამ ძმაზე უარი თქვა.  არა! ყველაფერს ავიტანდი გარდა ერთისა,  ჩემი და დღემდე მშობლების სიკვდილში მე მადანაშაულებს.
  შუშის სახლიდან დღემდე მხოლოდ ერთი ნაბიჯი იყო და ეს არის ჩემი სამსახური. უნდა მეძია შური ყველა იმ ადამიანზე ვინც ჩემი ოჯახს ზიანი მიაყენა და პირველად ჩემი მშობლების მკვლის ძებნა დავიწყე. ბევრი ვერაფერი გავიგე, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რომ მანქანაში, რომელშიც იჯდნენ ძველი იყო, მაგრამ გამართული, რადგან მამას მანქანის აწყობაში მე ვეხმარებოდი. გავიგე, რომ ჩემი მშობლები ქალაქში მშვიდობით ჩასულან, მაგრამ იქ რა მოხდა უკვე საკითხავია. დედა, თავისი დის გვერდით გარდაცვლილი იპოვეს. მამა კი მდინარის პირას გაგუდული. წლები ვერ ვიგდებდი თავიდან იმაზე ფიქრს, რომ ჩემი მშობლების მკვლელი ერთია, ან თუ სხვადასხვააა მაშინ ვინ არის? ბევრი კითხვების და დამოუკიდებელი გამოძიების შემდეგ მივედი საბოლოო დასკვნამდე, რომ მკვლელი უცხო არ არის და შეიძლებოდა გვერდშიც გვყოლოდა.  ჩავედი იმ ქალაქში სადაც მკვლელობები მოხდა. იმ ქალაქში მხოლოდ დეიდა ცხოვრობდა ისიც გარდაცვლილი იყო. კარი მის ქალიშვილმა გამიღო. თავაიდან ჩემს დანახვაზე შეცბა, კარები მკვეხარედ სახესთან მომიხურა. ჯერ უცხო მამაკაცთან შეეათანხმა და შემდეგ ისევ  გააღო კარი. სახლში შემიპატიჟეს, ცხელი ყავა შემომთავაზეს მაგრამ მე უარი ვთქვი და პირდაპირ საქმეზე გადავედი.
***
_ არ არის თავის მოკატუნება საჭირო. მე ყველაფერი ვიცი.
_ დევიდ რას გულისხმობ?
_ ვიცი, რომ ჩემი მშობლები ავტოკატასტროფაში არ დაღუპულან.
_ ჩვენგან რა გინდა?! შენ რა გგონია, რომ შენი მშობლები ჩვენ დავხოცეთ?
_ მე გითხარი, რომ მკვლელი შენ ხარ? მკველობა აქ მოხდა ამ სახლში. იმ დროს, როცა ხალხი ირეოდა. დავიჯერო უცხო არავინ შეგინიშნავთ?
_ ეს პატარა ქალაქია. ყველა ერთმანეთს იცნობს. ვინმე უცხო, რო ყოფილიყო ადვილად შევამჩნევდით.
***
  ქალიშვილს სახეზე შევატყე, რომ ლოყები აუწითლდა. მოულოდნელად ფეხზე წამოდგა და ავეჯს მტვრისგან წმენდა დაუწყო.  კაცი, რომელიც პირველად მენახა დაიბნა. კარისკენ ხელი მიმითითა და მითხრა: აქედან წადი! ის, რაც შენ გაიტერესებს ჩვენგან ვერასდროს გაიგებ. ის, დღე იყო და იმ ქალაქისკენ არც გამიხედავს.. მაშინ პატარა ვიყავი, ვფიქრობდი, რომ ჩემგან კარგი დეტექტივი არ გამოვიდოდა და შევეშვი ამ საქმეს. ჯერ იყო და რამოდენიმე მაღაზიას სურსათით ვამარაგებდი, შემდეგ ცოტა ხანი მტვირთავადაც ვიმუშავე აეროპორტში. სწორედ იქიდან მომყვებიან რამოდენიმე კარგი მეგობარი. იქაც უფროსი იყო ძალიან პრინციპული, ზედმეტადაც კი და ყოველთვის ჩხუბი ამის გამო მომსდიოდა. პირველად ციხეში სწორედ მასთან ჩხუბის შემდეგ ვიჯექი. ორი წელი გავატარე ციხეში შემდეგ იმ პირობით გამომიშვეს, რომ ხუთი წელი ერთერთ სასტუმროში უნდა მემუშავა. ბევრი არაფერი ტექნიკასთან მქონდა შეხება და ცოტა ხანს მტვირთავიც ვიყავი.
  უფროსი წესიერი, მაღალჩინოსანი კაცი იყო. მართალია კიდევ რამოდენიმე სასტუმროს მფლობელი იყო, მაგრამ მათ შორის ეს ყველაზე დიდი იყო.  ერთხელ, როცა მის კრებაზე მივდიოდი მის გვერდით რამოდენიმე ლამაზი გოგონა შევნიშნე. სამივე ერთმანეთზე უკეთესი.  მოგვიანებით გავიგე, რომ ერთერთი სასტუმროს მფლობელის ძმიშვილი იყო და აქაურობას ხშირად სტუმრობდნენ. თათბირიდან გამოსულმა ცნობისმოყვარეობამ მძლია და დარბაზისკენ გავემართე. გადავწყვიტე გვერდი ჩამევლო, თუმცა მუსიკამ, რომელმაც გამაჩერა იყო წყნარი და სასიამოვნო. ჯერ კარგა ხანს ვეცადე ფანჯრიდან  შემეხედა, შემდეგ კი გავთამამდი და კარები ოდნავ შევაღე. ვხედავ ქალს, ზუგ ამოღებული მაისური და მუხლებამდე სპორტული ელასტიკით. ქალმა მისიკა თავიდან ბოლომდე შეიგრძნო და თითქოს დაიკარგა კიდეც. მისი სხეული, მისი მოძრაობები, თოთქოს აღწერდა თავის ცხოვრებას. ის, თითქოს ამბობდა, რომ ბედნიერია, მაგრამ მარტოობა აწუხებს. თითქოს ამბობს, რომ ბოლომდე გახსნილი არ არის და გვერდით სჭირდება ის ადამიანი, ვისზეც დაეყდნობა. ქალის სხეული დაიღალა, შეუჩერებელი ცეკვით დაიღალა, მაგრამ თითქოს კიდევ ბევრი აქვს სათქმელი და ასე დაჟინებით აგრძელებდა ცეკვას. იქამდე სანამ ჩემი მოუსვენარი ხელიდან ხესაწყოების ყუთი არ გამივარდა.
***
_ მანდ ვინმე არის?
_ მაპატიეთ, უბრალოდ თქვენ ძალიან ლამაზად ცეკავთ.
_ წადი საქმეს მიხედეთ! ჩემი ნომერია დასალაგებელი.
***
  ნომრის გასაღები ხელში შემომაჩეჩა, უხეშად მხარზე ხელი გამკრა და გაიარა. ძლიერი, გამბედავი ქალის შთაბეჭდილება დამიტოვეა. თითქოს რაღაცისთვის იბრძოდა, მაგრამ  ერთი შეხედვით ეტყობოდა რომ მშვიდი უდარდელი ცხოვრება ჰქონდა. გასაღები დამლაგებელ გადავეცი და თან მოვაყოე, რომ იმ ნომერში ძალიან პრეტენზიული ქალი ისვენებდა და არაფერი გამოპავოდა. იმავე დღეს კიდევ ერთხელ შემეფეთა ის ქალღმერთი. გულმოღერებული წითელი კაბა ეცვა. ეტყობოდა, რომ თავს უხერხულად გრძნობდა. კაბას ხშირად ექაჩებოდა ყელამდე და თან თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა. წვეულება ყველაზე გრანდიოზული იყო რაც, იქამდე მენახა. მეპატრნონე ძმიშვილის დაბადების დღეს აღნიშნავდა და თურმე ყველა ბიძმესმენი აქ ჩამოუყვანია. ზოგი თავისი ნებით ზოგისთვის, ველტფრენიც კი დაუქირავებია.  მითხრეს, რომ დღეს წვეულებაზე კარგი ფული გაკეთდებაო და მეც მიმტანების რიგს შევუერთდი. ქალს, რომელსაც დღეს დარბაზში დაჟიბით ვიყურებდი წველულებაზე თავს ძალიან ზედმეტად გძნობდა. მინდოდა შევემჩნიე და მივუახლოვდი. სასმელი შევთავაზე, მან კი უპასუხოდ ხელი ამიქნია. ცოტახანში ქალს გვერდითა მაგიდასთან მდგომი კაცი მიუახლოვდა და ცეკვა დაჟინებით  სთხოვდა. ეს მე ვერ ავიტანე, გვერდი ძალიან სწრაფად ჩავუარე. ძირს დაიყარა ალბათ ყველა ჭიქა, რომელიც ხელში მეჭირა. რამოდენიმე წამში კაცი მომიახლოვდა და წვეულება ძალით დამატოვებინა. კაცი მიმათრევდა, მაგრამ ქალღმერთს თვალს მაინც ვერ ვაშორებდი. მინდოდა მივსულიყავი, მას წინ გადავფარებოდი და მეთქვა, რომ არ გაქვთ უფლება ქალი ასე დაჩაგროთ, მაგრამ ამის გამბედაობას არც ჩემი სამსახური და არც ჩაცმულობა არ მაძლევდა.
  იქიდანაც წამოვედი გეგმის შესრულებამდე რამოდენიმე კვირა მქონდა დარჩენილი, მაგრამ მაინც ციხეში მომიწია ჯდომა. ამ დროის განმავლობაში რამოდენიმე ხელობა ვისწავლე. ხისგან ვაკეთებდი წიგნაკებს, ვამზადებდი სამაჯურებს, ყელსაბამებს შეყვარებული წყვილებისთვის. იქ, ბევრი რო გროვდებოდა უკვე გარეთ მაღაზიებში გამოჰქონდათ გასაყიდად.  გამოვედი თუ არა ციხის კარზე ერთი კაცი შემხვდა. ხელი ჩამომართვა და ასეთი სიტყვები მითხრა: ,, თუ გინდა რომ შენი მშობლების მკვლელი იპოვო ჯერ ჩვენ უნდა დაგვეხმარო.“  ამ სიტვებს  ველოდეოდი მთელი ცრა წლის განმავლობაში. იმ დღის შემდეგ, რაც ამაზე ხელი ჩავიქნია.
ბევრი კითხვების მიუხედავად კაცს მთელი გზა ხმა არ ამოუღია.  შავი დაბურული მანქანა ჰყავდა. ერთი შეხედვით ეტყობოდა, რომ გავლენიანი კაცი იყო ან ვინმე ასეთი კაცის მძღოლი. თავდაპირველად ჯერ ერთ პატარა სახლში მივედით სამსახურის პირობები გამაცნეს და მითხრეს, რომ თუ საქმეს კარგად შევასრულებდი მალე დამაწინაურებდნენ და უფროსის გაცნობასაც შევძლებდი. რამოდენიმე თვე ისე ვიმუშავე უფროსი არ ვიცოდი ვინ იყო. ის კაცი ვინც ციხის კარზე მელოდებოდა ყოველდღე მხედავდა, რომ არაფერი მეზარებოდა. სახლში სადაც რამოდნიმე თვე ვიცხოვრე ყველაფერი სუფრთა და მოწესრიგებული იყო. ბაღისთვის თვალი, რო მოგევლო გესიმამოვნებოდა. ძალიან მიყვარს მცენარეები. მე მათ სიცოცხლის წყაროდ მივიჩნევ. ერთ ეკლიან ვარდს საკმარისია ერთო ფოთოლი მოწყდეს ის ეგრევე ჭკნობას იწყობს. სწორედ ასეთ დროს უნდა შევაშველოთ ხელი, რომ დაჭკნობისგან გადავარჩინოთ. იმ დღეს ძალიან მომინდა იტალიური კერძის მომზადება. მძღოლს ვუთხარი, რომ ქალაქში გავეყვანე და გარეთ მაღაზიაში დამლოდებოდა. ვიყიდე ალბათ ყველაფერი. სანამ პროდუქტებს საბარგულში ჩავაწყობდი იქვე კაფეში მჯდომი ქალი შევნიშნე. ქალი ქალღერთი! აქაც შემეფეთა ის ღვთისნიერი. ისევ ისეთი იყო, არ შეცვლილა. კარგა ხანს ჯერ საბარგულში მქოდა თავი ჩახრილი და ასე შორიდან ვაკვიდებოდი. წიგნს კითხულობდა ალბათ დრამატურგიას, რადგან მისი სახე დაახლოებით ასე გამოიყურებოდა. მძღოლი მეკითხება: ,,ძმაო ყველაფერი რიგზეა?“ მეც დამაჯერებლად ვუპასუხე: _ ძმაო დამელოდე, ყავას ვიყიდი და მოვალ.  აი, როგორც იქნა შევძელი და მისი სახეს ახლოდან დავუწყე გამალებით ყურება. იმის მაგივრად, რომ კონსუნტანთთან მივსულყავი და ყავა შემეკვეთა ეგრევვე მის მაგიდასთან ჩამოვჟექი და ვეუბნები:
***
_ ალბათ პიანისტი, რომ დამდგარიყო ისე ვერ გაიიდებოდა მისი მუსიკა, როგორც დღეს მისი წიგნები.
_ უკაცრავად?
_ აგატა მარია კრისტი. ჩემთვისაც საუკეთესო მწერალია.
_ ა, ხო...
_ ეჭვი მაქვს, რომ ჩვენ ერთმანეთ ისევ შევხვდებით.
_ ვინ ხართ?
_ მე... მე უბრალოდ...
_ ძმაო წასვლის დროა. უფროსი გვიბარებს.
***
  სწორედ ის დღე იყო პირველად, როდესაც ჩემს უფროსს შევხვდი. კაცი, რომელიც თვალით არასდროს მენახა წარმომედგინა, რომ იქნებოდა ჩემი თანატოლი ან კიდევ ბევრად პატარა. ყველაფერი კი საპირისპიროდ მოხდა. იქნებოდა ალბათ მამაჩემის თანატოლი. თეთრი წველი და თმა ჰქონდა. პირველი ჩემი რეაქცია არავითარი იყო, მაგრამ საკმარისი იყო მისი ერთი წარმოთქმული ომახიანი მოსალმება. მაშინვე დინჯად დავუწყე მოსმენა. ის, იყო ადამიანი ვისგანაც ბევრი რამ ვისწავლდე. მთელი ცხოვრება თუ უმამობის შეგრძნება მაწუხებდა იმ კაცმა რამოდენიმე თვეში შემივსო. საკუთარ თავზე ბევრი არასდროს უსაუბრია, მაგრამ ვიცოდით, რომ ერთადერთი ქალიშვილი ჰყავდა და ისიც სხვა ქვეყანაში ცხოვრობდა. ცოლი ნაადრევაად განუკურნებელი სენით გარდაეცვალა და მას შემდეგ უცხო ქალისთვის ზედაც არ შეუხედავს. დღემდე მისი სურათი სახლის შესასვლელში ძალიან დიდი ადგილს იკავებს. ბევრი რომ არ ვისაუბრო გეტყვით, რომ მომცა საშუალება კიდევ მესწავლა, რამოდენიმე ხელობა. მასწავლებლები დამიქირავა და რამოდენიმე უცხო ენებიც შესწავლაც დავიწყე. მეუბნებოდა ვაჟი არ მყავს და ჩემს დაწყებულ საქმეს შენ დაასრულებ.  მეც არ მეზარებოდა და ყველაფერი ისე გავაკეთე როგოც მას უნდოდა.
  გაცნობიდან ძალიან მალე, ორ თვეში კაცი გარდაიცვალა და ყველაფერმა ჩემს კისერზე გადაიარა. იქამდე თუ ყველაფერი მარტივი ჩანდა სინამდვილეში ყველაფერი იმაზე რთული აღმოჩნდა ვიდრე მეგონა. ჩავიხედე ალაბათ რამოდენიმე ძველ საქმეშიც. თანთათან, როცა მივხვდი, რომ საქმე მკვლელობებს და ქურდობას ეხებოდა უკან დახევაც კი გადავწყვიტე, თუმცა გამახსენდა სიტყვა, რომელიც კაცს გარდაცვალებამდე მივეცი. იმ დღიდანვე მერგო პატივი მათ ბუნკერში  მივსულიყავი და გამეცნო ყველა, ვინც იქ მუშაობდა. თავდაპირველად ჩემს თანაშემწეს შევხვდი, რომელიც შიდა სამზარეულოდან ადევნებს თვალყურს. თავიდან ძალიან გამიჭირდა ახალ გარემოებებთან შეგუება, თუმცა დღეს დარწმუნებული ვარ ჩემს შესაძლებობებში და ზუსტად ვიცი, რასაც ვაკეთებ ფუჭად არ იკარგება. ბევრი საქმე მოვიგეთ. მძარცველებს ხელი შევუშალეთ საქმის განხორციელებაში. კრიმინალთა ბანდა პოლიციას გადავეცით.
  ქალღმერთი, რომელიც ბოლოს შემეფეთა. კიდევ გამიღმავა მასზე ფიქრები. ახლაც ვფიქრობ და მაბნევენ მისი მწვანე თვალები. ის ისე უმაწყალოდ, ისე სიღრმისეულად აღწერს მის გურწფელობას, მის თავდაჯერებულობას, რომ სურვილი მიჩნდება ვუთხრა: ,,შენ ხარ ქალი ქალღმერთი, ვისზეც ფიქრს თავიდან ვერ ვიგდებ“. სიმღერა, (Prease for Give me) რომელსიც თავიდან ვერაფრით ამოვიგდე. ყოველღამ სიმშვიდის მოსაპოვებლად ვუსმეს. ზურგი, ხელი,  ენით აუღწერელი მოძრაობა წარმომიდგება თვალწინი შემდეგ მახსენდება პირველი მისი გამოხედვა და ვივიწყებ ყველაფერს. მიჩნდება სურვილი ვნახო, ჩამოვუჯდე თვალწინ და დავუსრულებლად ვუყურო. ვუყურო იქამდე სანამ მისი თითოეულ სახის ნაწილს არ დავიზეპირებ.
  ის დღე გათენდა, როცა მძღოლი მოვიდა და მითხრა: _ ძმაო, სასწრაფოდ ბუნკერში გვიბარებენ. ეს ძალიან სასწრაფოა. მე ძალიან სწრაფად ტანზე გადავიცვი და მძღოლს გავყევი. ავედი თუ არა ბოლო სართულზე თანაშემწე მაჩერებს და მეუბნება: _ მოემზადე ახალი საქმეა! რამოდენიმე წუთში ყველა სათათბირო ოთახში შევიკრიბეთ. პირველი, რისი დანახვაც შევძელი იყო ქალღმერის სურათი. მას შემდეგ არაფერი მესმოდა, არაფრის გაგება მინდოდა. მის სახელს ვაკვირდებოდი, დავუსრულებლად ვაკვირდებოდი.
***
_ დიდი ალბათობაა, რომ ბრილიანტები ისევ მათ ხელშია. დევიდ შენ წახვალ ამ საქმეზე.
_ ხუმრობთ ალბათ არა? აქ უფროსი მე ვარ, სხვა ვინმე გაუშვით. მე ამ საქმეს ხელს არ მოვკიდებ.
_ დევიდ ერთადერთი ხარ, ვინც ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანს.
_ რა გეგმა გაქვთ?
_ ამ გოგოებს ხედავ? ბელა, ლიზა და გვანცა. ისინი საუკეთესო მეგობრები არიან. მძღოლი შემოაკვდათ. ყველაფერი სწორედ აქედან დაიწყო. ესენი: ლიზა და ალი დაქორწინდნენ. ქორწილის დღეს კი მისი მანქანა აფეთქდა.  ბრალი ისევ ძმებს წაუყენეს და აიყვანეს კიდეც. ახლა ისინიც გარეთ არიან და არავინ იცის სად?
_ მერე მე რა უნდა გავაკეთე? დარეკეთ გაბრიელთან მისი ვაჟს გამოაგზავნის და ის უკეთესად მიხედავს ამ საქმეს. აქ ჯაშუში არაფერს შუაშია.
_ დევიდ ბრიალიანტები ბელამ წასვლამდე გვანცას მშობლების ძველ სახლში დამალა. ახლა კი სანამ ამ გოგოს საფთხე არ ემუქრება იქამდე უნდა მივაგნოთ.
_ მაგ გოგომ იცის ბრილიანტების შესაებ?
_ კი ყველამ კარგად იცის, უბრალოდ აღარვინ საუბრობს ამაზე.
_ ვისია ეგ ბრილიანტები?
_ ერთი ძაღლი კაცის, თავისდროზე მაღალიჩინოსნების სახლიდაან მოიპარა და თავის სარდაფში გადამალა. დღემდე არც ასაღებენ და ასე მოიარა რამოდენიმე სახლის კარი.
_ შანსი არააა! გეუბნებით ამ საქმეს ხელს ვერ მოვკიდებ.
_ ძმაო ეს ერთადერთი საქმე იყო, რომელიც უფროსმა ხელი წლების წინ მოკიდა. ახლა არ გაქვს უფლება ამაზე უარი თქვა.
_ სად არის ბრილიანები? სახლის, რომელ კუთხეში.
_ მშობლების სურათის უკან ჩარჩოშია დამალული.
_ გასაგებია დანარჩენს მე მივხედავ.
  ახლანდელი დრო!

  გავარკვიე, რომ გვანცა ვერ იტანს, როდესაც ადამიანს ზედმეტად ზიანს აყენებენ. ყურადღება სწორედ ამ მეთოდით მივიქციე. მოვისყიდე სასწრაფოს თანამშრომლები, ბარი და მათი უფროსიც გაფთხილებული მყავდა. ჩემი მიზანი მის სახლში შეღწევა იყო, ბრილიანტების აღება და იქიდან გაქრობა ისე, რომ თითქოს მის ცხოვრებაში ეს საღამო არც არსებობა. ბრილიანტების გამოტანა იმ სახლიდან იმავე დღეს მოვახეხე მაგრამ გამოხდვა? ო, მისი გამოხედვას, მის მწვანე თვალებს გონებიდან ვერ ვიგდებდი. ვხედავდი, რომ დილამდე დაძინებას არ აპირებდა და ყავაში ცოტაოდენო ძილის წამალი ჩავუყარე. ესაც იმიტომ, რომ დილამდე დამეზეპირებინა მისი სახე. გავაკეთე ის, რისი გაკეთებაც ამდენი ხნის განმავლობაში მინდოდა. შევეხე მის თვალებს. მძინარეს თმა ოდნავ გვერდზე გადავუწიე დაა ასე კარგა ხანს ვაკვირდებოდი. შევეხე მის მხარს, ხელებს იმ ხელებს, რომლებმაც პირველად მომხიბლა. ის, ისეთი ლამაზი იყო, ისეთი სათნო მეშინოდა კიდეც, რომ საკუთარი თავის კონტროლს დავკარგავდი და მთელი ძალიით ჩავიკრავდი გულში. გამაძლებინა კიდევ ერთ ფაქტმა, რომ ქალი დაკავებულია და საძინებელში მის შეყვარებულს ეძინა. იქნებ დამაგვიანდა? იქნებ მასთან მისვლა და ასე ცქერა დამაგვიანა. ვინ იცის აქამდე, რომ მოვსულიყავი. აქამდე რომ მეთქვა, რომ ერთ დროს მისი ცეკვით მოვიხიბლე ვინ იცის ახლა ჩემს გვერდით უნდა იწვეს და ისევ დაჟინებით დავაკვირდებოდი მის ჩაძინებულ სახეს.
    საქმე დასრულებული იყო, მაგრამ მისი ცქრა აივნიდან ისევ გავაგრძელე. ვხედავდი, რომ მე მელოდებოდა და ამან კიდევ უფრო მომცა იმედი იმისა, რომ ერთმანეთს ისევ შევხვდებოდით. ვხედავდი ყოველღამე, სამსახურიდან მობრრუნებულს როგორ უხაროდა ჩემი ხელით მომზადებული ვახშამი და უდარდელი ბავშვივით, როგორ უხაროდა საჩუქრები. უხაროდო თითქოს უკანასკნელ ადამიანს. ბევრჯერ მინდოდა მივსულიყავი მასთან ახლოს და კიდევ უფრო ჩამეხედა თვალებში, რომელიც უკაცრიელი ტყის მსგავსად უძირო და სათნო იყო. გავიდა ორი კვირა და წვეულებაზე ჩემი მეწყვილე გახდა. მძროლი, რომელიც ციხის კართან დამხვდა ჩემი საუკეთესო მეგობარია. მას ვთხოვე გვანცა სახლამდე მიიეყვანა მე კი ბარში წასვლა დ უაზროდ ბევრი არკოჰოლის დალევა გადავწყვიტე. ძმა მოვიდა, ხელი შემიშალა მის აივანზე გადაძრომაში. ვინ იცის იქნებ ჩემთან საუბარაი უნდა. იქნებ უნდა გაიგოს ვინ ვარ სინამდვილეში. ჩემს ცხოვრებაში გვანცა ერთადერთი ადამიანია, ვისაც არ მინდა იმედი გავუცრუო. არ მინდა მისი უდარდელი ცხოვრება ერთი ხელის მოსმით გავანადგურო. მე ჩემი წარსულით და აწმყოთი დაშლილი და განადგურებული ვარ. არ მინდა ქალს, რომელიც ყველაზე ძვირფასია ჩემთვის, ჩემმი სამსახურმა საფრთხე შეუქმნას. დავლიე ალბათ დოზაზე. ახლა უგზლო უკლოდ ავდივარ სახლის აღმართს. არა ეს შუშის სახლს აღარ ჰგავს. ის, ყველაზე დახვეწილი და ლამაზი სახლია. უფროსმა გარდაცვალების შემდეგ მე გადმომიფორმა და ახლა, როგორც ბატონს ყველა ისე მეცევა. თუ სტუმარი გვყავს ისიც ბატონის დაა, რომელიც მხოლოდ გაზაფხულზე ჩამოდის, რადგან გაზაფხულს ყველაზე ლამაზია ეს ქალაქი.
  გათენდა დილა და ტელეფონზე ვხედავ შეტყობინებას. ,, დილამშვიდობის! მოდი კიდევ ერთი შანსი მივცეთ ერთმანეთს. დღეს, ისევ იგივე დროს ჩემთან გელოდები.“  ეს სიზმარია? ნუთუ ეს ქალღმერთია და დილაადრიანად ჩემთვის შეტყობინების გამოგზავნა გადაუწყვეტია. პატარა ბავშვივით დავიწყე შფოთვა. დავუძახე მზარეულს და ვუთხარი: _ საუზმე გაამზადე, დღეს ბაღში ვისაუზმებ. მზარეული გაკვირვებული მაშტერდება, რადგან დილაობით არასდროს ვსაუზმობ და არც ადრიანად ვდგები. ხანგძლივი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ტანზე ხაკისფერ პერანგს ჩავიცვამადი თმას ისევ უკან გადავირცხნიდი და შევიკრავდი. წვერიც მოვიწესრიგე და აი უკვე მზად ვარ გასასვლელად. ვგეგმავ თუ საქმე კარგად წავიდა ჩემს ხის სახლში წავიყვან და მშვიდად მოვუყვები ჩემს წარსულზე. უკვე  7 საათია და ჩემი თანაშემწე ჩემს ოთახში დაუკაკუნებლად შემოდის.
***
_ მაპატიე, არ ვიცოდი თუ სიშველი იქნებოდი. კარს იქით მოვიცდიდი.
_ ანა მგონი უმჯობესი ჯერ იქნებოდა კარზე დაგეგაკუნებინა.
_ არ დაგავიწყდეს, რომ ეგ ტანი პირველად მე შევაფასე, როდესაც უფროსმა შენი თავი ჩამაბარა.
_ რა გინდა მითხარი? მეჩქარება უნდა წავიდე.
_ ბრილიანტების საქმე დაიხურა, მაგრამ ერთ მნიშვნელოვანმა ფაქტმა ჩემი ყურადღება მიიქცია.
_ რა ფაქტმა?
_ ის კაცი ხო იცი, ვინც შენი მშობლების მკვლელობის დღეს დეიდაშენის სახლში იმყოფეფოდა.
_ ხო ჩემი მშობლების მკვლელი. რამე სიახლეა მასზე?
_ კი სიახლეა. ეს არის...
_ ეს... ეს ხომ
_ დევიდ ეს კაცი, გვანცას მამაა.
_ წადი.
_ რაა?
_ გაეთრიე ჩემი ოთახიდან!
***
  განა ეს იყო ბოლო? მე ხომ გეგემა მქონდა. მე მის ოჯახს ვეძებდი და ისევე მქონდა მათი მოკვლა გადაწყვეეტილი, როგორც ერთ დროს ჩემი მშობლები მოკლეს. შეხვედრამდე ოცი წუთი იყო დარჩენილი. არ ვიცი... ალბათ მისვლას ვეღარ შევძლებს. ახლა, როცა მის მწვანე თვალებში ჩავიხედავ სიყვარულის ნაცვლად ჩემს მშობლებს დავინახავ. ახლა საუკეთესო გამოსავალი მასთან შორს ყოფნაა შემდეგ კი ვიპოვი გამოსავალს. განა რა უნდა იყოს გამოსავალი მე ხომ ფიცი მაქვს მიცემული მშობლების საფლავზე. მე დავიფიცე, რომ მკვლელს აუცილებლად დავსჯიდი. ერთარდერთი გზა საითაც ფეხი მიმისვლოდა იყო მშობლების სასაფლაო. ცივ, გაყინულ ლოდზე ჩამოვჯექი და ბავშვივით ხმამაღლა დავიწყე ქვითინი. ,,დედა... ჩემო ლამაზო დედა. შენთან ქალღმერთზე ბევრი მისაუბრია. ისიც გითხარი, რომ მამაჩემის მერიდებოდა და ეს ჩვენს შორის უნდა დარჩენილიყო. ჩვენი გზები კიდევ გადაიკვეთა. მის სახლში შესვლა მოტყუებით მომიწია ახლა კი თქვენი მკვლელის კვალს დავადექი. ვიპოვე დედა... ვიარე და გზამ ისევ ქალღმერთის კართან მიმიყვანა. დედი პერანგი სწორედ ისე დავავუთოვე, როგორც ბავშვობაში მასწავლიდი. მასთან შესახვედრად ბედნიერი სახით მივემართებოდი. შეყვარებული ვარ დედა... ცხოვრებაში ყველაზე მეტად ქალღმერთი შემიყვარდა. ახლა რა იქნება, როცა ჩემი სამიზნე მისი ოჯახი გახდა. როგორ შევეხო მის სხეულს, როგორ გავიგო მის კარგი და ცუდი, როცა ვიცი, რომ თქვენი მკვლელი მამამისია. დავიკარგე დედა... გემუდარები გზა მიჩვენე, არ ვიცი საით წავიდე. მამას წმინდა სულსზე, როგორ ვილოცა, როცა მკვლელის ქალიშვილი შემიყვარდა.“ შორიახლოდან ქალის ქვითინის ხმა შემომესმა მალევე იქაურობას დათვარიელება დავიწყე, მაგრამ ვერავინ შევნიშნე. ზუსტაც ვიცოდი, რომ ჩემი და იყო და ახლოს მოსვლა ვერ გაბედა.
  სახლში ასვლამდე გვანცას სახლში შესვლა ისევ აივნით გადავწყვიტე. ჩემს ლოდინში, ისევ მდივანზე ჩასძინებია. მივუახლოვდი ფთხილად ხელში ავიყვანე და თავის საძინებელში დავაწვინე. შევატყვე, რომ გამოღვიძებას აპირებდა და ისევ შეუმჩნევლად აივანზე დავაპირე დამალვა. სიტყვებმა, რომელმაც არ მომცა უკან დახევის უფლება იყო ეს. ,,ვიცი რომ აქ ხარ. სითბო ჩემს მკლავებს ისევ შერჩენია“. ვის ვეამბორო, ვის ვუთხრა თბილი, სასიყვარულო სიტყვა, ქალს, რომლის მამამაც ჩემი ოჯახი დაანგრია? მშობლების მკვლელის ქალიშვილს? მას ვუთხრა, რომ მასზე ოცნება წლების წინ დავიწყე და ახლა, როცა მის წინ ვიდექი ზურგში ისევ ვიგრძენი ძლიერი დარტყმა. წელში მოვიხარე, ჩავიკეცე და ხმადაბლა დავიწყე ქვითინი. გამწარებული ხელებს თავში ვიცემდი მხოლოდ იმის გამო, რომ საყვარელ ქალთან მისაახლოვებლად კიდევ ერთი დაბრკოლება გაჩნდა. ამ შემთხვევაში ეს საბოლოო იყო და არაფერი აღარ ეშველებოდა. სიყვარული ალბათ განაჩენი, რომ ყოფილიყო, ბევრი სუნთქვაზე იტყოდა უარს. სწორად ახლა. იანვრის, ქარიან ღამეს, ვზივარ ცივ აივანზე  და ვუგდებ ყურს ქალის ხმას, რომელიც აქამდე მინდოდა გამეგო. ,,ვიცი აქ ხარ. მე ამას ვგრძნობ. არც მე მოვალ ამის უფლებას თუ შენ არ მომცემ, მაგრამ ერთ რამ კარგად იცოდე. აგატა მარია კრისტი პიანისტი არასოდეს გამოსულა, მაგრამ ყოველთვის ქმნიდა ისეთ პერსონაჯებს, რომელსაც მკითხველი რეალურად აღიქვევდნენ მის პირად ცხოვრებას“. ახოვს? ნუთუ გამიხსენა? ახლა იმაზე კარგად არის ყველაფერი ვიდრე მე მეგონა. ახლა მხოლოდ ერთი რამ დარჩა მივიდე, გულთან მივიკრა და ვუთხრა: ,,შენ წლებია ქალღმერთად გინახავ“.
  კვლავ მიყუჩებული აივნის კართან ვზივარ და ვუსმენ ქალის ხმადაბალ თხრობას ჩვენზე. ,,არ ვიცი, ვინ ხარ. შენზე ისიც კი არ ვიცი რომელია შენი საყვარელი კერძი. რომელ სასმელს ანიჭებ უპირატესობას. იქნებ საერთოდ არ სვამ არკოჰოლს. შეგიძლია იქამდე იდგე სანამ ჩემში არ დაიწყება თოვა. ვიცი იქამდე იქნება სითბო ჩემში სანამ კარის მიღმა არ იდგები. წახვალ თუ არა ამას ჩემი სხეული აუცილებლად იგრძნობს და მერე ისევ მარტოობასთან დაიწყებს ჭიდის“.
***
_ იცი მიყვარხარ! წლებია შენზე სიყვარულით ვიწვი და ვდნები.
_ ვიცოდი ერთხელაც ვერ გაუძლებდი და აუცილებლად იტყოდი ამას.
_ იცი მაგიჟებს შენი თვალები, იმღამეს, როდესაც გეძინა შენს სახეს პირველად შევეხე.  გესმის?! გავბედე... გავბედე და იმ დღიდან თავიდან ვერ გიგდებ...
***
  განა როგორია გეყოს გამბედაობა და ეს ყველაფერი თქვა. ეს ყველაფერი იყო ჩემი წარმოსახვა. ქალის სხეულში აცივდა. მე კი იქამდე დავტოვე იქაურობა, სანამ პოლიცია უბანში შესათვარიელებლად ჩამოივლიდა.
  გათენდა მეორე დილა. ვცდილობდი თავიდან ამომეგდო ქალის სიტყვები და ისევ ნულიდან დავიწყე შურისძიება. პირველი, რაც გავაკეთე შევხვდი ზურას.
***
_ მოიცადე შენ ის არ ხარ? მოიცადე რა გქვია? ჯანდაბა ვერ ვიხსენებ შენს სახელს...
_ დევიდი.
_ ა, ხო! შენ, ის კენწერო კაცი ხარ. იმ დღეს ჩვენ ანგარიში არ გაგვისწორებია. ისე გაქრი თითქოს მიწამ ჩაგყლაპა. მშვიდობა გაქვს რამე ხომ არ გიჭირს? როგორ არის ბიძია, ბაბუას წნევა ისევ აწუხებს?
_ რას ბოდავ?
_ აბა ცუდი ნათესავივით შეხვედრა მეტროსთან რომ დამინიშნე ჩემგან რამეს ელოდები?
_ გვანცას მოკიდე ხელი და ამერიკაში წადით.
_ ვინ ხარ? გვანცასთან შენ რა საქმე გაქვს?
_ ე ბიჭო, ყოველთვის ასეთი პროპკა იყავი? აბა ტვინს კარგად მოუჭირე და დაფიქრდი. თავი გიჯად გამოვაცხადე, შემდეგ პოლიციას ისე გავექეცი კვალი არ დამიტოვებია. ამის შემდეგ მაინც ვერ მიხვდი, რომ ეს ყველაფერი დამთხვევა არ ყოფილა.
_ კენწერო ერთი კარგად ჩამოიხედე დაბლა...
_ დევიდი!
_ კენწერო.
_ ე ბიჭო!
_ კარატეზე ერთი წელი კი დავდიოდი, მაგრამ ბევრი არაფერი მახსოვს. შენი ჭირიმე ერთი გვერდით ჩამოჯექი რა.
_ გვანცას საფრთხე ემუქრება. ერთი კვირის განმავლობაში თუ ქალაქიდან არ გაიყვანენ მოკლავენ.
_ რა საფთხე? ვინ მოკლავს?
_ მეტი არაფრის თქმას აღარ ვაპირებ. იმედია ერთმანეთს აღარასდროს შევხვდებით.
_ ისე ძილის წინ, ცხვირში ბამბები ჩაიტენე, თორე შენი ცოლი ვერ აგიტან აქლემიბვით შფოთავ მთელი ღამე.
***
  საკუთარ თავზე კიდევ უფრო გავბრაზდი, როდესაც ჩემს მკლავს დავხედე. ეს ტატუ ციხეში ყოფნისას გავიკეთე. ზუსტად ასახავს იმ დღეს, როდესაც პირველად შევხვდი. კიდევ რამოდენიმე ტატუ მაქვს, მაგრამ ეს განსაკუთრებულად მიყავრს. რამოდენიმე ადგილი ვიცი, სადაც ტატუს გადაკეთება შეუძლიათ. მივედი, რიგი იყო და იქვე მოსაცდელში მოვიცადა, ხოლო უკვე დაიძახეს  სიტყვა. ,,შემდეგი!“ უკან დავიხიე გამოვედი და მარჯვენა მკლავს მწარედ ჩავავლე ხელი. თითქოს განადგურება მინდა. მინდა ისევე მოვკლა ქალი გონებაში როგორს ახლა ამას ვუჭერდი ხელს. ჩემი ხალლხს ჩემს შესაძლებლობები ეჭვი არასდროს შეჰპარვიათ. დაველოდები გვანცა, როგორც კი ქალაქიდან გავა მამამისის სახლიდან წამოვივიყვანთ და ის, რაც წლების წინ უნდა გამეკეთებინა ახლა გავაკეთებ.
  თავზე დიდი ზომის ქუდი ჩამოვიფხატე, ყურში ყურსასმენები გავიკეთე და უაზროდ დავიწყე ქალაქში ხეტიალი. თითქოს ასე საბოლოოდ შევხედავ ხალხს სუფრთა სინდისით. დღეიდან, ზუსტად ერთი კვირაში, ვეღარ შევძლებ ასე მშვიდად სიარულს, რადგან ზუსტად ვიცი საკუთარი თავის ზიზღი გამიჩნდება. ადამიანს, საკუთარ თავი თუ სძულს, სხვაც ვერ შეძლებს მის შეყვარებას. იქნებ ეს იყო ჩემი ბოლო? იქნებ ასეთი მშრალი, უფერო და უსუნო უნდა ყოფილიყო ჩემი ბავშვობა. ასე რამოდენიმე ციხის კარი უნდა გამომევლო, რომ საბოლოოდ მკვლელი გავმხდარიყავი. ვაკვირდები მეტროდან გამოსულს ზოგის ბედნიერ სახეს, ზოგიც დაღლილი ცხოვრების გზაზე სირთულეებით. არავინ არ თქვათ, რომ ეს დროებითია და მელე გაივლის. ის, ტკივილი, ტრაგედიები, რომელის შენს თვალებმა ნახა გონებიდან ვერასდროს ამოშლის. გავა წლები,  გაშრება ყელში დაგუბებული ცრემლი, მაგრამ მოგონებებს ვერაფერს უზამ, ვერაფრით ამოშლი შენი გონებიდან.
  ახლა ცოტა დავიღალე ხეტიალით და იქვე სკვერში, სკამზე ჩამოვჯექი.  ვხედავ კაცებს, რომლებიც სიცივეს არ უშინდებიან და მაინც დაჟინებით ატრიალებენ ჰაერში კამათელს. კაცი თავის შვილს ბედნიერი სახით ასეირნებს და თან ჩხუბობს, რომ ცოტა ფთხილად იყოს. არადა ბავშვს ყველაზე მეტად თავისუფლება უყვარს. დაუღალავია, შეუსვენებლივ შეუძლია დაათვარიელოს მისთვის საინტერესო ადგილები. ჯიბიდან ბოლო დარჩენილი თამბაქო ამოვიღე და ბავშვის სკვერიდან ოდნავ მოშორებით გავუკითე. განა ვერ ვხვდები, რომ ამით შინაგანად ორგანიზმს ვანგრევ, მაგრამ მშველის. ეს ოხერი მშველის და რა გავაკეთო. ცოტა თუ არ მავიწყებს დარდს მაბრუებს მაინც.
  უკანასკნელი რისი გაკეთებაც ყველაზე მეტად მინდოდა იყო ის, რომ ერთი დღით საკუთარი თავი არ ვყოფილიყავი. მინდოდა გვანცასთვის ერთი ჩვეულებრივზე მეტი დღე მეჩუქებინა და შემდეგ ისე გავმქრალიყავი მისი ცხოვრებიდან თითქოს აღარც ვარსებობდი. წერილი ისევ შეუმჩნევლად საძინებელ ოთახში დავუტოვე. ,,მინდა უქმე დღეები ჩემთან ერთად გაატარო ისე თითქოს ეს უკანასკნელად იყოს“. წერილმა შედეგი გამოიღო და მეორე დღესვე დიდი სამგზავრო მანქანით საცხოვრებელი კორპუსის ქვემოთ დაველოდე. სპორტულ სამოსში გამოწყობილი გვანცა, კვლავ ლამაზი და დახვეწილი იყო. თმა მაღლა აუკვრია ჩემსავით. ასე სახის ყველა ნაკვთი უფრო გამოკვეთილი ჰქონდა. გავუღიმე და მანქანაში ჩაჯდომა შევთავაზე.
***
_ მზად ხარ? წინ დიდი თავგადასავლი გველოდება.
_ შენთან ერთად ყველაფრისთვის მზად ვარ. აბა სად მივდივართ?
_ რამოდენიმე ადგილას წავალთ, მაგრამ იქამდე ჯერ სუპერმარკეტში შევალთ და ყველა საჭირო პროდუქტს შევიძენთ.
_ ლამაზი მანქანაა. აქ, ვახშამსაც თავისუფლად მოვამზადებთ.
_ არამარტო ვახშამს დაძინებაც შესაძლებელია. შეხედე აქ ხელების დაბანაც შეგიძლია.
_ მუსიკა? მე მუსიკის გარეშე არსებობა არ შემიძლია.
_ მუსიკაც იქნება. არ დამეხმარები?
_ რაში?
_ პროდუქტების არჩევაში.
_ დამელოდე! მოიცადე ეტლში მე ჩავჯდები. აქედან კარგად მიგითითებ, რომელი პროდუქტი სჯობს.
_ ასე ხო მხოლოდ ბავშვები იქცევიან.
_ არა, ასე შეყვარებულები იქცევიან.
_ შენ... შენ ძალიან ლამაზი ხარ.
_ მოდი რძეც ავიღოთ ცხელ შოკოლადს გავაკეთებ.
_ რომელი ჯობია?
_ აი, ეს ხელმარცხნივ რომ არის.
_ დარწმუნებული ხარ, რომ ორ დღეში ამდენ რამეს შეჭამ?
_ ვინ იცის შეიძლება არ მეყოს.
_ ო, მაშინ უნდა მეშინოდეს.
_ ყველაფერი გავატარო?
_ დიახ ქალბატონო, ეს ყველაფერი ჩვენია.
_ და... გოგოც?
_ მოდი გოგოს ჩემთვის დავიტოვებ.
***
  ვიყიდეთ ალბათ ყველაფერი. იქიდან გამოსვლისას გვანცა  ჟიუტად ეტლიდან არ გადმოსულა. პროდუქტებს სანამ მანქანაში ჩავაწყობდი მთხოვა, რომ ერთი გემრიელად გამეკატავებინა. ,,ასე... ასე გინდა?!“ სუპემარკეტის პარკინგზე გავყვიროდით ხმამაღლა და თან მთხოვდა ,, კიდევ... კიდევ დიდ ხანს მინდა ასე ვიყო“. ყვირილისგან და დაგროვილი ემორციებისგან, დაღლილს გზაში ჩაეძინა. მე ცოტახანს მანქანა გადავაყენე და მის სახეს დავუწყე ყურება. ვგრძნობ, რომ გულმა გამალებით დაიწყო ფეთქვა. ცოტაც და ვიცი ყელამდე ამოვა და მის დაკავებას ვეღაც შევძლებ.
***
_ რატომ გავჩერდით?
_ ისე ლამაზად გეძინა თვალი ვერ მოგწყვიტე.
_ ბევრი დარჩა?
_ არა, აი მოვედით!
_ რა საოცარია! რა ლამაზი ბუნებაა.
_ ეს ადგილი წლების წინ აღმოვაჩინე და მაშინ ვთქვი, რომ ერთხელაც კიდევ ამოვიდოდი. შეხედე, ის  მთის მწვერვალს ხედავ? იქ, ყოველთვის დიდი თოვლი დევს. თუ არ დაგეზარება ხვალ ერთად ავიდეთ.
_ არა, ავიდეთ. თოვლი ძალიან მიყვარს.
_ მოდი მე ხოცის შეწვას დავიწყებ.
_ იქამდე სანამ ხორცს შეწვავ მე ცხელ შოკოლადს გავაკეთებ.
_ კარგი აზრია, თან ძალიან მიყვარს ცხელი შოკოლადი დედაჩემი ხშირად აკეთებდა.
_ ახლა აღარ აკეთებს?
_ მიდი დაიწყე!  ხორცი მალე მზად იქნება.
***
  თავიდან ავირიდე საუბარი, რაც ჩემს ოჯახს ეხებოდა. ძალიან მალე დაღამდება, მანქანასთან ახლოდ  ცეცხლი გავაჩაღეთ. სკამები და პატარა მაგიდაც გარეთ გამოვიტანეთ. შევატყე რო გვანცას შესცივდა. მანქანიდან თბილი პლედი გადმოვიღე და მხარზე მოვახვიე. ,,ესე არ შეიძლება. შენც გცივა. მოდი სკამი მოწიე და პლედს შენც გაგინაწილებ“. იმ დროს, ჩემს ცხოვრებაში, ალბათ ყველაზე ბედნიერი წამები იდგა. ალბათ ბედისწერამ ჩემთვისაც გაიმეტა  ზღვა გრძნობები, ემოციები, ქალღმერთი გაიმეტა ჩემი ფიქრების ასარევად. ხელში ცხელი შოკოლადი უჭირავს, თავი ჩემს მხარზე უდევს და თან ღრუბლებში ჩამალულ ცას შეჰყურებს. ნეტავს რას ხედავს საინტერესოს. ის, ხომ შავია, უდაბური, არაფრის მთქმელი. ცეცხლი ჩაქვრა და ვაი თავო უბედურო, ახლა რას იზამ მის გვერით გაათევ ღამეს. ,,ძილის დროა, ნუ ღელავ ჩვენ უბრალოდ ერთად დავიძინებთ. ჩემი მიტოვების შანსი არ გაქვს, რადგან ძალიან მცივა“. ჩემს ხელებში მოვიქციე მისი სახე, შუბლზე ვაკოცე და ვუთხარი. ,,ტკბილი ძილი!“ გადავბრუნდი, ჩვენი მხრები ერთმანეთს შეეხო. თითქოს შინაგანად გულმა ჩხუბი დამიწყო. მიდი! ჩაიხუტე გულში საყვარელი ქალი, მაგრამ ვინ? ის, ხომ ადრე თუ გვიან ჩემი სამიზნე გახდება.
  ყველანაირად ვეცადე ქალისგან თავს შორს დამეჭირა, მაგრამ გათენდა დღე და მისი თავი ჩემს მკლავზე იყო. მისი თმა კი ჩემს სახეს ეყარა. ერთი წავბორძიკდი მინდოდა გავპარვოდი, მაგრამ არ გამომივიდა.
_ დილამშვიდობის!
_ ლამაზი დილაა. მოდი ვისაუზმოთ და გზა გავაგრძელოთ.
  საუზმედ ცხელი ყავა და კრუასალები გვქონა. გვანცარ არ ეყო და შოკოლოდიანი პურიც მიირთვა. სანამ ყველაფერს მანქანაში ჩავალაგე ის, ჭამას მაინც აგრძელბს. მანქანა დავქოქე წასასვლელად ვემზადები. გვანცას კი კვლავ პირში პური უდევ და პატარა ლუკმას დიდ ხანს ღეჭავს.
***
_ მოდი აქ შევჩერდეთ. აქედან კი ფეხით ავალთ.
_ რას უცდი, იარე! მე თითქმის მთვის მწვერვალზე ვარ ასული.
_ გვანცა მასე სწრაფად ნუ დადიხარ. წინ გრძელი გზაა, დაიღლები და სიარულს ვეღარ შეძლებ.
_ მოდი ჩემსთან დადექი სურათი გადავიღოთ.
_ ამას რატომ აკეთე?
_ ვიცი ეს უკანასკნელი დღეა ჩვენი შეხვედრის და როცა მომენატრები ხშირად დავხედავ ამ სურათს. გაიღიმე! აი, ასე უკეთესია.
_ მაშინ მეც გადაგიღებ ერთ სურათს ჩემი ტელეფონით.
_ როგორ დავდგე? ასე უკეთესია?
_ საკმარისია ერთი შენი გაიღიმება, გარშემო ვერაფერს ვამჩნევ.
_ ნუ აჭარბებ.
_ არაფერსაც არ ვაჭარბებ.
_ იქნებ შევისვენოთ?
_ არა, შესვენება შეუძლებელია. წამოდი გზა უნდა გავაგრძელოთ.
_ აღარ შემიძლია...
_ მოდი ამას მე გავაკეთებ.
_ სერიოზულად? ზურგზე შემისვავ და ასე ვივლით?
_ ტყუილად გეცოდები ჩემო ქალბატონო, რადგან ამაზე მძიმე ლოდიც მიტარებია ზურგით.
_ ეს არის? აქ რო დავრჩეთ დარწმუნებული ვარ ვერავინ მოგვაგნებს და ყინულის ფიტულებად გადავიქცევით.
_ ეს ასე ძალიან გინდა?
_ მე შენს გვერდით მინდა ყოფნა.
_ მეც მინდა, მაგრამ ეს შეუძლებელია.
_ რატომ? რატომ არის შეუძლებელი?
_ მოდი არ გვინდა ამ თემაზე საუბარი. შეხედე! უყურე და დატკბი ამ სილამაზით. აი, იქ! პატარა სოფელი რო მოჩანს. მხოლოდ 8 ოჯახი ცხოვრობს და ყველა ასაკოვანია. მთის შვილები ყოველთვის დიდ ხანს ცხოვრობენ ამ სამყაროში.
_ აქაურობა უბრალოდ სამოთხეს ჰგავს. ახლა, რომც მოვკვდე ბედნიერი წავალ, რადგან სამოთხე ამ სამყაროში უკვე ვიხილე.
_ გვანცა...
_ რა, რამის თქმა გინდა?
_ არა არაფერი... მიდი იყვირე, გააგებინე მთებს შენი ხმა.
_ ,, სამყაროვ! გესმის ჩემი ხმა?! მთის მწვერვალზე, კაცმა ზურგით ამომიყვანა. ასეთ რამეზე, რომც მეოცნება მხოლოდ სიზმარში თუ ვნახავდი. ცხოვრებაში ასეთი ბედნიერი, თავისუფალი პირველად ვარ და ალბათ უკანასკნელად. ვინ ისიც იქნებ ხვალ სამოთხეს ხილვა ვეღარ შევძლო. ან იქნება ერთმა შეშლილმა ჩემი მოკვლა სცადოს...“
_ გაჩუმდი!
_ რატომ მაჩუმებ?
_ არავინ არ მოგკლავს გესმის! თავიდან ამოიგდე ეგ ფიქრები.
_ დევიდ ამის შეგრძნება ყოველთვის მქონდა. ახლაც მაქვს, მაგრამ შენს გვერდით თავს მშვიდად ვგრძნობ.
_ წამოდი, წავიდეთ უკვე ძალიან აცივდა.
_ არა, მოიცადე კიდევ ცოტახანს მინდა ვუყურო თოვლიან მთებს.
***
  ასე დასრულდა დღეები უკანასკნელი. გვანცა თავის სახლთან დავტოვე და უკანასკნელი სიტყვებიც ვუთხარი. ,, არასოდეს... არასოდეს გამიხსენო გევედრები. თავი ზემოთ აწიე და ცხოვრება ბედნიერი გააგრძელე. რაც არ უნდა მოხდეს, როგორც არ უნდა გატკინოს ბედისწერამ გული არასოდეს გამიხსენო. ნურც ცრემლად და ნურც სიცილით გამიხსენებ. ჩვენ ორნი... ჩემი და შენი დღეები უკანასკნელი მორჩა. ნუ ტირი! ყველაზე მეტად შენს თვალზე ვერ ვიტან ცრემს. ახლა, როცა მანქანიდან ჩახვალ უკან ნუ შემობრუნდები, რადგან ვიცი ამას ვერ გავუძლებ და უფრო მეტად დავიტანჯები“. ქალმა ყველაფერი ისე გააკეთა, ცრემლი ყელში მძიმედ გაგაყლაბა. ხელი ჩემს სახეს შეახო ჩამხედა თვალებში და მხოლოდ ეს სიტყვები თქვა: ,, ყველაფერს ისე გავაკეთებ, როგორც მითხარი. წავალ ისე, რომ უკან არ შემოვბრუნდები, მაგრამ ნუ მთხოვ რო არ გაგიხსენო, რადგან შენზე ყოველთვის ვიოცნებებ. წადი იარე, ბევრი იარე ჩემს ირგვლივ გზის ნაპირებზე, მაგრამ იცოდე გზაზე გზაჯვარედინი აუცილებლად შეგხვდებ და მე იქ ვიდგები“.

რამოდენიმე დღის შემდეგ!

_ უფროსო ჩვენი ნადავლი უკვე ბუნკერშია. რა ვუყოთ?
_ დატოვეთ და მე მივხედავ.
_ უფროსო, მაგრამ ერთი პროპლება.
_ ყველაფერი ისე დატოვეთ, როგორც არის და მე მივხედავ.
_ ძმაო!
_ რა ხდება?
_ კარს ნუ შეაღებ.
_ რატომ ის კაცი, ჩემი მშობლების მკვლელია. წლების წინ დაწყებულ საქმეს დავასრულებ და აქედან წავალ.
_ სანამ კარს გააღებდი მოდი ცოტა ვისაუბროთ.
_ ეს რა ჯანდაბაა?!
_ აი, ხო ვამბობდი.
_ ეს ქალი აქ რას აკეთებს?
_ ძმაო ქალმა ყველაფერი გაიგო და ქალაქი არ დატოვა. მამამისს გადაეფარა და სიკვდილისთვის საკუთარი თავი აირჩია.
***
  ქალღმერთო ეს რატომ გააკეთე? ხელებმა, სხეულმა კანკალი ერთდროულად დაიწყო. თვალწინ სკამზე მიბმულ ქალს ვხედავ. ქალმა, რომელმაც დაუვიწყარი შაბათ-კვირა მაჩუქა. ახლა ის ქალი, ჩემი სამიზნეა. სხეული მიხურს, წინ წასვლის ნაცვლად უკან ვიხევი. ჯერ კარგა ხანს საპირისპირო ოთახში ჩავიკეტე. ახლა მის შეშინებულ, ლამაზ და მაინც თავდაჯერებულ სახეს ვხედავ. ამაყად თავს მაღლა სწევს. ცრემს არ აძლვს უფლებას დამარცხდეს. ხელები ჯერ მთელი სისწრაფით მაგიდას დავარტყი. ვიხსენებ ქალის სახეს, რომელიც ზეცად დაკვირვებით შესცქეროდა, ვიხსენებ მის ახალგაღვიძებულ თვალებს, ვიხსენებ ჩიტივით ბედნიერ ქალს მთის მწვერვალიდან რომ გაყვიროდა სიტყვებს: ,,ბედნიერი ვარ!“ ახლა ის ქალი, ზის და სიკვდილს ამაყად უცდის. ორივე ხელით მჭიდროდ შევკარი, გავიხსენე მშობლები, რომლებიც რიგრიგობით ჩამოასვენეს ქალაქიდან. თავი გავიმაგრე და პირისპირ შევხვდი მკვლელის ქალიშვილს. ჯერ თვალიდან ფთხილად ავხსენი ზეწარი შემდეგ კი უკან დავიხიე. ქალს კარგა ხანს თვალები დახუჭული ჰქონდა. სკამი მის მოპირდაპირედ დავდე და დავჯექი.
***
_ შემომხედე.
_ არ მინდა! არ მინდა თვალები ავახილო და რეალობამ იმედი გამიცრუოს.
_ მოეშვი ფანტაზიებს და შემომხედე! ხედავ? კარგად დამაკვირდი! მე ვარ ადამიანი, რომელსაც წლების წინ შურისძიბა მიზნად დაისახა. 16 წლისას მშობლები სასტიკი სიკვდილით მომიკლეს და დღემდე მკვლელის ძიებაში ვიყავი.
_ არ მჯერა! შენ სრულიად სხვა ადამიანი ხარ. შენ არ ხარ ის, ვისაც აქამდე ვიცნობდი.
_ შენ არავის არ იცნობდი! მე უბრალოდ შენ ინფორმაციის მისაღებად გამოგიყენე. არ გაგიგია მტერი რაც უფრო ახლო გყავს უფრო მშვიდად ხარ? გვერდით ამოგიყენე, გავარკვი ყველაფერი. გავიგე რა იყო შენი საყვარელი ფერი, ყვავილი, სიმღერა ყველა ამ ინფორმაციას წლების განმავლობაში ვაგროვებდი.
_ ტყუილია! შენ ჩემზე სიგიჟემდე ხარ შეყვარებული და არ გინდა ამის აღიარება.
_ მოკეტე!
_ როცა ოდნავ მაინც ახლოს მოდიოდი ჩემთან შენ აჩქარებულ გულის ჩუმას ვუსმენდი.
_ გეუბნები გეყოფა!
_ დევიდ მე სიკვდილის არ მეშინია, რადგან ეს ადრე თუ გვიან მაინც მოხდება. მამაჩემი მკვლელი არ არის. შურისძიებამ დაგაბრმავა და გარშემო ვერაფერს ამჩნევ. ის, ვინც შენი მშობლები მოკლა მანიაკი იყო. შენ ვერ გახდები მასეთი. შენ სისხლში სიბოროტე არ შქეფს. შენ ადამიანის მოკვლას ვერ შეძლებ მითუმეტეს საყვარელი ქალის.
  მის სახეს მივუახლოვდი, იარაღიანი ხელით მის სახეს მოვეფერე. ქალი არ ნებდება ცრემლს არ აგდებს, რადგან იცის, რომ მისი ცრემლი ჩემი სისუტეა და არც ამას არ დაუშვებს.
_ ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი სასჯელი ხარ ჩემო ქალღმერთო.
_ შურისძიებას ნუ მისცემ უფლებას დაგასუსტოს. მოდი დაუშვი იარაღი და ერთად ვიპოვოთ შენი მშობლების მკვლელი.
_ რატომ არ ჩუმდები?
_ დევიდ გიმეორებ სიკვდილის არ მეშინია, მითუმეტეს თუ საყვარელ მამაკაცს ვყავარ მიზანში მოქცეული.
_ რაა? ახლა შენ საყვარელი მამაკაცი მიწოდე?
_ სასტუმროს გასაღები, სიმღერა, (Frease for Give me) წვეულება, წიგნი აგატა მარია კრისტის... დევიდ მე ყველაფერი მახსოვს, მე ყველა ჩვენი შეხვედრა მახსოვს...

რამოდენიმე წუთის შემდეგ!
_ რა მოხდა?
_ გასროლის ხმა იყო.
_ დევიდმა მშობლებისთვის მიცებული პირობა უკვე შეასრულა...


გაგრძელება იქნება!
 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები