ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: რობერტ მესხი
ჟანრი: პოეზია
28 იანვარი, 2020


ზღვაზე ნაპოვნი ლექსი


შენ გგავდა, ალბათ, კიპრიადა,
დოლა იგივე –
ასე მაცდური.
მაშრობ უდაბნოს ხორშაკივით,
განა მარწყულებ!..
ჰო, კითერაზე რომ გვეცხოვრა,
ანდა ათენში,
მე ვიქნებოდი შენი ძმაც და
პირისფარეშიც,
შენი ერთგული მეგობარიც და საყვარელიც...
და როცა ზეცას მოსწყდებოდა ბოლო არილი,
ჩვენ – ბრძოლის მერე –
ამბროზიის ნექტრით მთვრალები,
გადავცურავდით სელენასთან ერთად ლაგუნას...
მაგრამ მოხუცმა მოირებმა ესღა გვარგუნეს –
მე და შენ უნდა ვუერთგულოთ
კირკეს აიას
და უნდა ვმალოთ სიყვარული
ოქროს ვერძივით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები