ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ელენე96
ჟანრი: პროზა
30 იანვარი, 2020


კურიერი და ლამაზმანი თავი 14

                            თავი 14
                          სამკუთხედი   
_ რა ხდება, ცოცხალია?
_ ანა, ზეწარი მომაწოდე, ჭრიალობას უნდა გადავუჭირო.
_ ვინმემ სასწრაფოში დარეკეთ!  ასე სისცხლისგან დაიცლება.
_ არა, საავადმყოფოში ვერ წავიყვანთ.
_ ხელები ამიხსნით! არასწორად აკეთებთ მასე შეიძლება სისხლი ჩაექცეს.
_ შენ რა იცი, ექიმი ხარ?
_ არა, მაგრამ ცოტახანს ექთნად მომიწია მუშაობა და ვიცი.
_ რა ვქნათ ძმაო, გავუშვათ?
_ ახლა დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. თუ არ გამიშვებთ, დევიდი სისხლისგან დაიცლება და მოკვდება.
***
  სიცოცხლიდან სიკვდილამდე თურმე ერთი ნაბიჯია, როგორია უყურო საყვარელ ქალს, მის გამოხედვას, მის თვალებში დარჩენილ სევდას, ის, როგორ უშიშრად, ამაყად უსწორებდა თვალებს იარაღს და როგორ  ცდილობდა კაცი დაერწმუნებინა, რომ საყვარელი ქალი სამიზნეში ჰყავდა მოქცეული. თუ მაინდამაინც მოგიწია  გასროლა ტყვიის, ისევ შენთვის დაიხალო ჯობია. ქალი დარწმუნებული იყო, რომ იარაღი არ გავარდებოდა, თუმცა გაისმა გასროლის ხმა და ყველა დარწმუნებული იყო, რომ დევიდმა მშობლებისთვის მიცემული პირობა შეასრულა. განა რა იცოდა ხალხმა, რომ კაცი ქალღმერთზე უგონოდ იყო შეყვარებული და სიკვდილისთვის ისევ საკუთარი თავი აირჩია. ქალს გასროლამდე კიდევ ერთხელ ჩახედა  თვალებში, ზუსტად იცოდა, რომ ეს მას დაანგრევდა, მაგრამ მაინც უმზერდა და ტკბებოდა მისი უძირო გამოხედვით.
  ქალი ჭაობია. თუ ქალზე უგონოდ ხარ შეყვარებული ლაფი უფრო ჩაგითრევს და თანდათან იქიდან დაღწევა შეუძლებელი გახდება, რაც უფრო დაიწყებ მასზე დაკვირვებას მით უფრო ჭკუიდან შეიშლები. საყვარელი ქალის ვერაფერს დაუმალავ, ვერ მოატყუებ. კაცი გასროლამდე ცდილობდა შურისმაძიებელი გამხდარიყო, თუმცა უკან დასახევად ქალის გამოხედვაც საკმარისი აღმოჩნდა.
  დევიდმა ბევრი სისხლი დაკარგა. სავადმყოფოში გადაყვანის ნაცვლად, მის ხალხმა, გადაწყვიტა ბუნკერის პალატაში მოეთავსებინათ. გვანცამ მხარიდან ტყვია ამოუღო და ჭრილობას გაწმენდა დაუჭყო. ახლა  დევიდი უგონო მდგომარეობაშია და ალბათ ღრმა სიზმრებშია დაკარგული. ალბათ თავისი ოჯახახი ესიზმრება. ცივი სახლით და ყველაზე დიდი სიყვარულით. ახლა ალბათ ის შავთვალება გოგოც დაესიზმრა, რომელსაც სულ აბრაზებდა და მის მდგომარეობიდან გამოყვანას სცილობდა. ტუჩის კუთხეში გაეღიმა ალბათ დედას ჩაეხუტა და სთხოვს, რომ ცოტახნით მის გვერდით დარჩეს. მშობლების სიყვარულს მოკლებული დევიდს ვინ იცის რამდენჯერ უოცნებია ასე სიზმრებში გადაკარგულიყო. ალბათ ცარიელი, უნაპირო გზებზე იქამდე იარა სანამ დედის სახეს და მამას გაოფლებულ შუბლს არ შეამჩნევდა. იქნებ ისე არ ჩანს ყველაფერი, როგორც ეს ერთი შეხედვით არის. იქნებ გრძელი წვერი კაცს იმიტომ აქვს, რომ წარსულში მიყენებულ ტკივილებს მალავს. იქნებ ხშირად მუსიკას იმიტომ უსმენს, რომ ხალხისგან ნდობა დაკარგა და არავისთან საუბარი აღარ სურდა. ახლა გულს წასული, სიზმრებსი უგზო უკვლოდ დაკარგული დევიდი ძალიან მშვიდია. თვალები მშვიდად დაუხუჭავს. იქნებ იცოდა რა მოყვებოდა თუ იარაღს ხელს გამოკრავდა. მასში დაამარცხებდა შურისძიების წყულვილს და საყვარელ ქალს სიკვდილისგან იხსნიდა. ,, რა ხდება? დევიდმა გულისცემა შეწყვიტა... სასწრაფოდ, გააკეთეთ რამე!“ გვანცა ჯერ რამოდენიმე წამს ასე უგონოდ იდგა არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა. მოგვიანებით კი ანა მიუახლოვდა და უთხრა: _ არ ვიცი, რაც გინდა გააკეთე, მაგრამ დევიდი გადაარჩინე.
  კაცის სიცოცხლე ახლა მთლიანად ქალზე იყო დამოკიდებული. ქალმა სცადა საკუთარი ემოციები გააკონტროლებინა და შემდეგ შეუდგა საქმეს. თავდაპირველად გულის ამუშავება ჯერ ხელოვნური სუნთქვით, შემდეგ ხელით და ბოლოს უკვე აპარტით სცადეს, რომ მიხვდნენ რო არაფერი გამოდიოდა. ქალმა პალატა დატოვა. ხელების თავში ცემა დაიწყო, ყელში დაგროვილმა სიბრაზემ ცრემლად ამოხეთქა. ,,რატომ კვდება, მე ხომ ყველაფერი გავაკეთე ამისთვის“. ქალი კარგა ხანს გათეთრებულ კედელს უყურებდა ხვდება, რომ წამები საუკუნოდ იწელება. ელოდება ფრაზას ,,გარდაიცვალა.“ ეს მოლოდინი კიდევ უფრო კოშმარს დამსგავსებულა. ქალმა ჯერ თავი ზემოთ აწია შემდეგ თვალზე ცრემლი შეიწმინდა და პალატას დაუბრუნდა. დოზა კიდევ უფრო გააძლიერა, ყურში ჩასჩურჩულა. ,, უნდა ისუნთქო, ჩვენ ჯერ ანგარიში არ გაგვისწორებია“. მესამედ განმეორებულმა მცდელობამ ჯერ ხალხი დაადუმა ძალიან მალე კი მონიტორზე გულის ცემა გამოჩნდა. ,,ქალი ძლიერია. მან დევიდის გული კიდევ ერთხელ, თავიდან აამუშავა.“
  გულის ცემა  ქალს  კიდევ უფრო სიცოცხლის ხალისს სძენდა. გადაავიწყდა, რომ გატაცებულია და როგორც კი ეს ყველაფერი ჩაივლის ქალს ისევ ტყვედ აიყვანენ. ის, ღამე ქალმა პალატაში მის გვერდით გაატარა. მისი ხელი, ხელში ეჭირა და თან მის სახეს დიდი ინტერესით აკვირდებოდა. ,,ქალ... ქალღ... ქალღმერთ“. დევიდმა ძლივს წარმოსთქვა პირველი სიტყვა და ის, ქალღმერთის ძებნაში იყო.
_ გილოცავ, ოპერაციას თავი კარგად გაართვი, მაგრამ შენი წასვლის დროა. მალე ბიჭები მოვლენ და შენს ოთახში დაგაბრუნებენ.
_ იქ, ძალიან ბნელა.
_ კარგი მოიცადე, დავრეკავ და სასტუმრო ოთახს გაგიმზადებენ. დილით, გაიღვიძებ თუ არა საუზმეს ოთახში მოგიტანენ.
_ ხუმრობ ალბათ არა?
_ რათქმაუნდა!
_  დავინახე ოპერაციის დროს დევიდს, როგორ უყურებდი.
_ ამით რისი თქმა გინდა?
_ არ ვიცი, იქნებ მისი სხეული გხიბლავს და ერთი სული გაქვს მის მკლავებში როდის აღმოჩნდები, მაგრამ ეს არასდროს არ მოხდება.
_ ვინ ხარ, რომ ამდენს ბედავ?! იცი, საერთოდ სად ხარ?
_ კი ვიცი... აქაურობა, ხავსმოკიდებულ მდინარის ნაპირს გავს. იხრჩობით, მაგრამ სუნთქავთ.  დარწმუნებული ვარ თანამშრობლებს კორპერატიული საღამო არასდროს გქონიათ, არც არასდროს მიგილოცავთ ერთმანეთისთვის შვილის შეძენა. თქვენ ყოველთვის სხვისი პირადი ცხოვრებით ხართ დაინტერესებული და ის, რომ ამდენ დროს ერთად ერთ სივრცეში ატარებთ არაფერია.
_ გვეძახდით?
_ ქალბატონი თავის ოთახში დააბრუნეთ.
_ სიცხემ თუ კიდევ აუწევს ეს მიეცით.
***
  უფანჯრებო ოთახმა ქალის კიდევ უფრო დიდი თავსატეხი გაუჩინა და ეს იყო ფიქრები. უკვე აღარ იცოდა მისი გადარჩენა რას მოუტანდა. ეს საყვარელმა კაცმა ვერ გაბედა, მაგრამ ახლა ყველგან,  მისი ხალხია. ვინ იცის პირველი ვინ შეაღებს შავს და უფანჯრებო ოთახს. ვინ  იცის გამოკრავენ სასხლატს ხელს და ქალის ცხოვრებში ბოლო ზამთარი იყოს. სანამ გვანცა სახლს დატოვებდა რამოდენიმე საათის წინ  მამას ესაუბრა. მან გაიხსენა მკველობები ცხრა წილ წინ.

მკვლელობები ცხრა წლის წინ!
_ ვიცოდი, რომ ჩამოხვიდოდით! საწყალს თქვენს გარდა არც არავინ დარჩა.
_ ძვირფასო, მე  გარეთ გავალ. კაცები გასვენებამდე დარჩენი საქმეებს აგვარებენ, მეც მივალ დავეხმარები.
_ კარგი ჩემო ქმარო, მე იქამდე ჩემს დასთან დავრჩები.
_ ხო იცი ქალაქში მალე უნდა დავბრუნდეთ, ვინ იცის ბავშვები ალბათ ძალიან ღელავენ.
_ ზეგ დილით გამთენიისას გავემზავრებით იზაბელ.
_ მალე დაბრუნდი! არ ვიცი რატომ, მაგრამ ცუდი წინათგრძნობა მაქვს.
_ შვილო მომიყევი, ეს, როგორ შეგემთხვათ?
_ დეიდა,  დედაჩემმა გაგო, რო შეყვარებულისგან ფეხმზიმედ ვიყავი და გათხოვებას ვაპირებდი.
_ განა ეს შეიძლება? შენ ჯერ ხომ 15 წლისაც არ ხარ.
_ ამას რა მნიშვნელობა ჰქონდა. მე ის კაცი მიყვარდა და ბავშვის გაჩენასაც ვაპირებდი.
_ რას ნიშნავს აპირებდი?
_ დედამ, ძალით აბორტი გამაკეთებინა.
_ შვილო, იქნებ სწორი იყო. ის ქალია, ის დედაა სასოწარკვეთილებამს სძლია. განა ასე უნდა გაგემეტებინა დედა? ეს, როგორ დაგემართათ? ახლა ჩემი და, ასე უგონოდ ამის გამო უნდა იწვეს.
_ მას არ უნდოდა, დედა გაუძალიანდა და შემოაკვდა.
_ იზაბელ გაიგე? გარეთ კაცმა მითხრა... შენი და იმ ნაძირალას მოუკლავს.
_ ქმარო ეს რა მესმის! ჩემი და იმ ნაძირალას ნაჯახით მოუკლავს.
_ გაჩუმდით! ძალიან გთხოვთ არ გაიგოს, თორე ყველას კლავს, ვინც კი ეს ამბავი შეიტყო.
_ მოვიდეს! ჩემი დის სიკვდილისთვის პასუხს აგებს.

იმავე დღეს ღამის 03:00 საათი!
_ ძალიან გთხოვ ამას ნუ იზავ. ამ ოჯახის გარდა არავინ დამრჩენია.
_ დედაშენმა ჩემი შვილი მოკვლა და ახლა ამათ უნდათ შენი თავი წამართვან.
_ შვილო, ახალგაზრდა ბიჭი ხარ, ამას ნუ იზაავ.
_ თქვენ მე ცხოვრება დამინგრიეთ! არც იცით ის ბავშვი ჩემთვის რა ძვირფასი იყო. შენ დამ ჩემი შვილი მოკლა.
_ მოდი დავსხდეთ და მშვიდად ვისაუბროთ.
_ შენი ქმარი, მდინარის პირას მკვდარი გდია. მე ახლა იქიდან მოვდივარ.
_ რა გააკეთე? შვილო რა ჩაიდინე?! გამიშვი... გამიშვი ჩემი ქმარი უნდა ვნახო.
_ არა! დეიდა... ოღონდ ეს არა. ეს რატომ ჩაიდინე? შენ უკანასკნელი ოჯახი მომიკალი ვინც გამაჩნდა. ჩემს სიცოცხლეს განა აქვს აზრი. მოდი და მეც მომკალი.
_ არა, შენ ჩემი ცოლი გახდები და შვილებს გამიჩენ.
_ მირჩევნია მოვკვდე ვიდრე შენი ცოლი გავხდე.
_ მოდი აქ, ხო შენ გეძახი! ეს იარაღი წაიღე და ისე დამალე რო არავინ ნახოს.
***
ახლანდელი დრო!
  ის, ვინც მკვლელი ჰგონიათ სინამდვილეში უბრალოდ მკვლელობის მომსწრე გახდა. შეეშინდა, რომ  ოჯახს მოუკლავდნენ და იარაღის გადამალვას დათანხმდა. მთელი ცხოვრება, თუ რაიმე ახალ საქმეს წამოიწყებდა მკვლელი თავს მუდამ ახსენებდა. რეკავდა, წეილებს წერდა მუქარით, რომ თუ ფულს არ ჩარიცხავდა მის ანგარიშზე პოლიციას ეტყოდა, რომ მკვლელი ის არის. გამუდმებით ახსენებდა იმ სისხლიან ღამეს. მას შემდეგ გავიდა ცხრა წელი. ამ ყველაფერს ერთი ახსნა აქვს. კაცი ოჯახს იცავდა და სწორედ ამიტომ იყო ჩუმად ამ ხნის  განმავლობაში. სანამ ქალიშვილს მძევლად აიყვანდნენ იარაღი საწყობიდან აიღო და სახლის უკანა ეზოში მიწაში ჩამარხა. შემდეგ ქალიშვილს უთხრა, რომ მალე იპოვიდა და ხალხისგან გაანთავისუფლებდა.
  ახლა საათები საუკუნედ იწელება. გვანცა შავ ბნელ ოთახში გამოკეტილი, მხოლოდ თავისუფლებაზე ოცნებობს. გონებაში კლავს შეყვარებულ ქალს და ცდილობს იფიქროს, რომ აქედან, როგორც კი გავა დაივიწყებს დევიდს და ცხოვრებას ახალ ფურცლიდან ზურასთან ერთად გააგრძელებს. ეს ყველაფერი მას შემდეგ თუ გადარჩება. საკუთარ თავს არწმუნესბს. ,,იქნებ შევძლო... იქნებ გადავრჩე და ზურას შეყვარებაც შევძლო. იქნებ შეიცვალოს და იზრუნოს ჩემზე. ახლა როცა იცის, რომ საფრთხე მემუქრენა იქნებ იფოქროს, იზრუნოს ჩემს გადარჩენაზეც“. გვანცას დერეფანში ნაბიჯების ხმა შემოესმა. ეს ხმები სიცოცხლის უკანასკნელ წამებს ჰგავდა. გონებაში წარმოიდგენს, რომ ეს ბოლოა და ვეღარ გადარჩება. ყოვეთვის, მთელი ბავშვობა ეგონა, რომ სიცოცხლეს ცივი იარაღით დაასრულებდა. მკვლელის სახეს არასდროს ხედავდა, მაგრამ დარწმუნებული იყო, რომ ადრე თუ გვიან მას მოკლავდნენ. ნაბიჯების ხმა უფრო მკაფიო გახდა, როცა უკვე უცხო ადამიანი კარს მიუახლოვდა. სახელულის გადატრიალება, გონებაში ამოტრიალებულ ფიქრებს ჰგავდა. კარებიდან შემოსული სინათლე კი უაკანასკნელ სხივს. თვალები ისევ მჭიდროდ დახუჭა, ღრმად ჩაისუნთქა და უკანასკნელი გამოხედვისთვის მოემზადა. უნდოდა უკანასკნელად ჩაეხედა სამყაროსთვის, სადაც 28 წელი გაატარა.
***
_ ნუ გეშინია, შეგიძლია თვალები გაახილო.
_ შენ... შენ ახლა...
_ გავიგე, რომ ჩემს გადარჩენად, ციდან ანგელოზი ჩამოფრენილა.
_ ნუ გავიწყდება, რომ სიკვდილისთვის ჯერ  შენ არ გამწირე. მე უბრალოდ ვალი მოვიხადე. ახლა კი დროა ანგარიში გავასწოროთ. მე მზად ვარ...
_ რისთვის? ხელებს რატომ შლი?
_ არ ვიცი,  მესროლე ან ჩამეხუტე... ჯანდაბა! გააკეთე რამე.
_ შენთან სტუმარია.
_ მამაა? აქ როგორ შემოხვედი? შემომხედე, კარგად ხარ, რამე ხო არ დაგიშავეს?
_ შვილო ამოისუნთქე, ეს რამდენი შეკითხვაა. მე კარგად ვარ. ყველაფერი ვუთხარი რაც ვიცოდი, ახლა კი სამართალი იზეიმებს და მკვლელი ჩადენილ დანაშაულზე პასუხს აგებს.
_ მოდი აქაურობას რაც შეიძლება მალე გავეცალოთ.
_ შვილო ნუ გეშინია აქ საფთხე არ გემუქრება.
_ რას ამბობ? ვერ ხედავ სად ვყავდი გამომწყვდეული.
_ გვანცა შეგიძლია ხელი მომცე?
_ გაიწიე, არ მომეკარო.
_ მოდი ამ ღილაკს დააჭექი.
_ ეს რა არის? გინდა მითხრათ, რომ ამენი ხნის განმავლობაში, ოთახში უბრალოდ შუქი არ მენთო. ეს რა არის? ოთახში ფანჯარაც არის. არა!
_ რა მოხდა, რატომ ყვირი?
_ ეს, ხომ ძალიან მაღალია.
_ ხო, ჩვენ ახლა 38_ე სართულზე ვართ.
_ რა? მიშველეთ, დამეხმარეთ! ჰაერი არ მყოფნის. მამა გააკეთე რამე ვიგუდები.
_ კარგი შვილო, ეს უბრალოდ ფსიქოლოგიური მომენტია. თვალები დახუჭე და წარმოიდგინე რომ სახლსი ხარ.
_ რა სახლი მამა, რა სახლი? ცაში ჩიტივით ვარ გამოკიდებული.
_ შეგიძლიათ ჩემ თანაშემწეს წყალი სთხოვოთ დალევს და კარგად გახდება.
_ ახლა კარგად ხარ?
_ მამაჩემი წყალზე იმიტომ გაუშვი, რომ ჩემთვის გეკოცნა?
_ მე უბრალოდ ლოყაზე გაკოცე.
_ შვილო წყალი გამომართვი.
_ აღარ მინდა კარგად ვარ.
***
  მას შემდეგ გავიდა რამოდენიმე დღე. თითქოს ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდა. გვანცაც სამსახურში გავიდა თუ არა ყველამ გამოკითხვა დაუწყო. ,,რა მოხდა? აქამდე, რომ არ ჩანდი გათხოვდი?“ გვანცა გაოგნებული სახით ჯერ თავის უფროსს შეხედა და შემდეგ სხვა დანარჩენებს. უპასუხოდ დატოვებული თანამშრომლები, გვანცამ თავისი კაბინეტის მიღმა დატოვა. მაგიდაზე ალბათ ათობით საქარალდე დახვდა, რომელიც უნდა მოეწესრიგებინა და თავისი უფროსისთვის კაბინეტში შეეტანა. დილით სახლიდან ისე გამოვიდა არ უსაუზმია და სამსახურის კაფეტერიაში გადაწყვიტა სადილად ჩასულიყო. აიღი ორმაგი ექსპრესო, ერთი სენვიჩი და ვაშლი. თავისუფალი მაგიდა, რომ ვერ ნახა იქვე თანამშრომლების გვერდით ჩამოჯდა.
***
_ გვანცა აქეთ მოდი. შენთვის ერთ ადგილს გამოვნახავთ.
_ რა ხდებოდა, სანამ მე არ ვიყავი?
_ ისევ ისე... გასული კვირის ორშაბათს,  უფროს ცოლი სამსახურში მუვარდა და ვარდისფერ ტრუსს სახეში უფრიალება. უნდა გენახა მაშინ უფროსისი სახე.
_ რა გააკეთა?
_ რას იზამდა უმტკიცებდა, რომ მისთვის არ უღალატია და ტრუსიც მისია.
_ მერე დაუჯერა?
_ ხო იცი, უფროსს ისეთი ენა აქვს, შეიძლება ბოლოს თავისი ტყუილებიც  დაიჯეროს.
_ ეგაც მართალია.
_ ის კაცი ვინ არის?
_ ვინ?
_ აი, ის თვალს რომ არ გაშორებს.
_ ამას აქ რა უნდა?
_ გვანცა რა ხდება? ამდენი ხანი რო კაცი აქ არ მოგიყვანია ახლა ერთიანად გაერთიანე მასში?
_ ეგ რა შეკითხვაა?
_ აბა ამხელა კაცი სად ნახე?
_ აივანზე.
_ რაა?
_ ცოტახანი დამელოდეთ და მოვალ!
***
_ აქ რას აკეთებ?
_ დღეს დილით კი წახვედი ბუნკერიდან, მაგრამ მომენატრე და შენს სანახავად მოვედი. შენს მეგობრებს არ გამაცნობ?
_ არა, ძალიან გთხოვ თუ შეგიძლია აქედან წადი.
_ გვანცა ძვირფასო, მოხდა რამე?
_ ეს კაცი ვინ არის?
_ დაცვაა დევიდ. აქ, თანამშრომლების გარდა არავინ შემოდის ეს როგორ გააკეთე? არ მითხრა, რომ მე_12 სართულზეც აივნით ამოხვედი?
_ არა, შემოსასვლელში გოგოს უბრალოდ გავუღიმე.
_ კარგი მაშინ წავალ და უბრალოდ გავიღიმებ...
_ არა, მოდი აქ!
_ რას აკეთებ? ხელი გამიშვი, ხალხი გვიყურებს.
_ კარგი გაკოცებ და წავალ.
_ ამას ნუ გააკეთებ. აქ, ყველამ იცის, რომ ზურაა ჩემი შეყარებული.
_ ზურა მალე მიხვდება, რომ ეს ქალი, მხოლოდ მე მეკუთვნის.
***
ძალიან მალე გვანცა, უფროსმა კაინეტში დაიბარა და სამსახურდან გაანთავისუფლა. მარტო იმის გამო, რომ უცხო პირი ოფისში შემოუშვა. გვანცამ, სადაც  თავისი ცხოვრები 3 წელი ერთ შენობაში გაატარა მიტოვება მოუწია. კაბინეტიდან  ჯერ თავისი ნივთები აიღო და შემდეგ შენობა დატოვა. როგორც კი მანქანას მიუახლოვდა შენობას ზემოთ ახედა და გაეღიმა. თითქოს ბედნიერია, დევიდის მადლობელიც კი არის, რადგან ის, რომ არა იქაურობას თავს არც არასდროს დააღწევდა. ნივთები საბარგულში ჩააწყო ისე, რომ მის ოჯახს არ ენახა და გზაა გააგრძელა. თავდაპირველად ჯერ ლიზას აუარა. გაბრიელს მოესიყვარულა და შემდეგ სამზარეულოში განცალკევდნენ.
***
_ მომიყევი როგორ ხარ?
_ არ ვიცი, ვგრძნობ რომ ზურგიდან მძმე სამსახური ჩამოვიშორე.
_ მოიცადე, სამსახურიდან წამოხვედი?
_ კი გამომიშვეს, მაგრამ ჯერ არ მინდა ამის შესახებ ვინმემ გაიგოს?
_ ვინ ზურამ?
_ ხო და არც ოჯახმა მინდა იცოდეს ჯერ.
_ ვაა, ძვირფასო შენც აქ ხარ? ლუდი ამოვიტანე, ალი თავის ოთახშია?
_ კი ზურა თავის ოთახშია.
_ სულ ეს იყო? სხვას არაფერს მკითხავ?
_ ძვირფასო ჯერ წავალ, ლომს დაუმტკიცებ, რომ კრავებიც იმარჯვებენ და შემდეგ საღამოს სადმე გავისეირნოთ კარგი?
_ კარგი მაშინ აქ დაგელოდები.
_ ზურა რა საყვარელია არა?
_ არა, ლიზა ის არ ინდომებს. არაფერს აკეთებს, რომ მე გამაოცოს.
_ აბა, დევიდია საყვარელი?
_ გაჩუმდი! მის სახელს, აქ,  ასე ხმამაღლა ნუ ახსენებ.
_ კარგი მაშინ შენ თვითონ მომიყევი, როგორია?
_ ის, ძალიან რომანტიულია, ძალიან მზრუნველი... მისი არასდროს მეშინოდა, არც მაშინ, როცა იარაღი ჩემს სახესთან ჰქონდა მოტანილი.
_ გოგო, შენ მაგ კაცს ჭკუიდან შეუშლიხარ.
_ მაგისთვის ყველაფერი გააკეთა. აი, ზურა კიდევ იქამდე ითამაშებს კომპიუტერს სანამ  არ წავალ და შემდეგ ერთ ბოდიშს შეტყობინებით გამომიგზავნის.
_ ხო, მეც დამღალეს უკვე. ნეტა ვიცოდე ესე სადამდე გაგრძელდება.
_ კარგი მე უნდა წავიდე, უკვე გვიანია.
_ წავალ გავაფთხილებ, რომ მიდიხარ.
_ არ გინდა. ახლა მირჩევნია მარტო დავრჩე.
***
  ცხოვრება სამკუთხედში ნეტავ ასეთია?  მე აღარ ვიცი დასასვენებლად, რომელი კუთხე ავირჩიო. თითქო დავიღალე... მომბეზრდა ეს ყველაფერი და ცოტახნით მინდა ვერავინ მამჩნევდეს. სახლში სადაც აქამდე თავს ვაფარებდი, გონება უფრო ამირია. უფრო მეტი მოვთხოვე საკუთარ თავს. ვარ მის გვერდით ვინც არ მიყვარს და არაფერს არ აკეთებს, რომ შემიყვარდეს. ჩემი გონება კი ერთ სრულიად უცხო მამაკაცმა ამირია. მომიმზადა ვახშამი, დამპატიჯა წვეულებაზე, გამიტაცა და რამოდენიმე დღე მის ჭრილობაზე ვზრუნავდი. ნეტავ ვიცოდე მომავალი რას მიმზადებს. იქნებ სწორი კუთხე ავირჩიო და დასასვენებლად ჩამოვჯდე. სახლში მისვლამდე მანქანა გზიდან გადავაყენე და კარგა ხანს განათებულ ქალაქს ვუყურებდი. ნეტავ შორიდან ასეთი მშვიდი, რომ მოჩანს ახლოდანაც ასეთი იყოს. ვინ იცის ახლა ვის ოჯახშია გლოვაა, ვის ოჯახში ბავშვის დაბადებას ზეიმობენ. ტყუილად კი არ უთქვამთ. ვიღაც მიდის, მის სანაცვლოდ კი სხვა ახალი სიცოცხლე იბადება. ასე ბრუნავს, სიცოცხლეს მუდამ სიკვლი მოსდევს და ბოლო ერთმანეთს მიწაზე კი არა მიწად ვიქცევით. რა არის ადამიანისთვის განსაკუთრებული,  გარდა სიკვდილისა? კაცს ამ კითხვაზე თუ გინდა უპასუხო ცხოვრებაში უნდა გააკეთო ისეთი, რამ რომ შენი კვალი სიკვდილის შემდეგაც არ დაიკარგოს. მე თუ დღეს სამკუთხედის შუაში ვარ მოქცეული იქნებ შენ გქონდეს გამოსავალი და თავი ძალიან მალე დააღწიო.
  აი, ახლა შორიდან ვუყურებ ქალაქს მარტო იმიტომ, რომ მისი სილამაზით დავტკბე. ვერიდები სიახლოვეს ისე, თითქოს ეს აკრძალული იყოს. ზოგჯერ ყველაზე მახინჯი, ყველაზე ლამაზად გვეჩვენება და სწორედ ეს გვაყენებს ტკივილს. იქნებ დავამსხვრიო ეს კუთხეებიც და სრულიად სხვა კუთხე ავირჩიო. იქნებ მოვშორდე აქაურობას  და ცოტახანს გადავიკარგო კიდეც, მაგრამ ოჯახი? მათ რა ვუთხრა ამის შესახებ? როგორ ვუთხრა, რომ სიყვარულმა დამამარცხა და გამოსავალს ვერ ვპოულობ, როცა გარშემო ამდენი პრობლემაა ამაზე ხმა საერთოდა არ ამომეღება. ვგრძნობ, რომ შემცივდა, კანკალმა შემიპყრო. მანქანაში ჩავჯექი და გათბობა ჩავრთე. ტელეფონზე დევიდის შეტყოვინება დამხვდა. ,,ახლა სადაც არ უნდა იყო ქალაქს გაეცალე. მკვლელი ქალაქშია... შენი მოკვლა უნდა“. რა სასაცილოა, ამას ამბობს, ადამიანი, ვინც მოსაკვლელად მიმეტებდა? ამას ამბობს კაცი, რომელსაც მიზანში ვყავდი მოქცეული. ახლა ქალაქიდან ზუსტად 30 კილომეტრში ვარ. მოგვიანებით ისევ მეორე შეტყობინება მოდის. ,,მომწერე სად ხარ მოვალ და წამოგიყვან“. კარგა ხანს ვიფიქრე ეს უნდა გამეკეთებინა თუ არა და დასახმარებლად ზურას დავურეკე.
_ გისმენ ძვირფასო.
_ შეგიძლია აქედან წამიყვანო? მანქანა გამიფუჭდა და შუა გზაში დავრჩი.
_ ახლავე მოვდივარ პატარავ! სად ხარ მისამართი მომწერე.
_ მოგწერ.
  ნეტა ეს უნდა გამეკეთებინა? იქნებ თავს დავაძალო და რეალობას თვალი გავუსწორო. დევიდმა წამოსვლისას გარკვევით მითხრა, რომ ჩვენი ურთიერთობა არ გამოვა, რადგან  თავის ხალხს ვერ მიატოვებს.  პირობა, რომელიც უფროსთან დადო კიდევ შესასრულებელი აქვს. არ ვიცი, რა პირობებზე საუბრობდა, მაგრამ როგორც ჩანს მისი შავი საქმეები ჯერ კიდევ  დაუსრულებულია.არ დაუგვიანებია, ზურა დროულად მოვიდა.  მის მანქანაში ჩავჯექი თუ არა ვუთხარი:
_ შეგიძლია წამიყვანო ისეთ ადგილას, სადაც ვერავინ გვიპოვის?
_ მოიცადე, ცოლი მომყავს და მე არ ვიცი?
_ სულელო, უბრალო ყველაფრისგან შორს მინდა ყოფნა.
_ კარგი მაშინ სასტუმროში ავიდეთ.
_ სერიოზულად? არ გაქვს სახლი, სადაც მხოლოდ მე და შენ ვიქნებით?
_ მაპატიე პატარავ, მაგრამ ასეთი არაფერი მახსენდება. მოიცადე მგონი ჩემს მეგობარს აქვს აგარაკი ქალაქ გარეთ მივწერ.
_ იქნებ დაგერეკა?
_ შანსი არაა ახლა მაგან ტელეფონი უპასუხოს, ღამის სმენაშია და საუბარს ერიდება. აი, მომწერა.
_ რას გწერს?
_ გასაღები მეზობელს აქვს. მოკლედ მივდივართ!
***
  ნისლმა კიდევ უფრო ამირია აზრები. ღამეა, წინ საშინელი გზაა. მგონი დავიკარგეთ. წარმოდგენაც არ მინდა ახლა მანქანა, რომ გაფუჭდეს ვერავინ მოგვაგნებს. მისვლამდე ისევ დევიდის შეტყობინება წავიკითხე. ,, გვანცა ნუ სულელობ, ტელეფონს უპასუხე ეს სახუმარო არ არის“. თითქოს ჭაობს თავი დავაღწი და ხმელეთზე აღმოვჩნდი, მაგრამ ახლა ცხოვრება გაცილებით დიდი და ღრმა ჭაობს მიმზადებს. განა დავაღწევ თავს, განა გადავრჩები? ზურას რაც უფრო წინ მიჰყავს მანქანა, უფრო ილანძრება. სწუხს მანქანაზე და საბურავებზე, რომელიც ახლახანს გამოცვალა და მალე გადასაყრელი გახდება. ამ დროს ადამიანი, იმის მაგივრად, რომ გადარჩენაზე იფიქროს ის ზის და მანქანაზე სწუხს. როგორც იქნა განათებულ სოფელს მივუახლოვდით. ვიწრო, ტალახიანი ბილიკი იყო. სახლებიც ერთმანეთთან მიყოლებით აუშენებით. თავდაპირველად ჯერ მეზობელთან მივედით და გასაღები გამოვართვით.

  სახლის კარი, რომელიც შევაღე მიტოებული ძველი იყო. ერთ ოთახში, მხოლოდ პატარა მაგიდა და სკამი იდგა. ერთი შეხედვით ეტყობოდა, რომ სახლი ნაავარევი იყო. დასაძინებლად მხოლოდ ერთი ტახტი იდგა იმაზეც მხოლოდ ერთი ადამიანი თუ დაეტეოდა. ,,წავალ იქნებ გასათბობად შეშა ვიპოვო თუ არადა მეზობელს გამოვართმევ“. თეთრი ფარდები მტვერისგან გაჯღენთილიყო.  გულში ვთქვი. ,, ამასაც ავიტან... იქამდე სანამ მკვლელ იპოვიან აქ დავრჩები“. ტელეფონი დამიჯდა და გაითიშა. კარგია წამოსვლამდე დედა გავაფთხილე, რომ მივლინებით  სამი დღით ქალაქიდან ვაპირებდი გასვლას. ,, ნეტა დევიდი რას იფიქრებს? იქნებ გაიგოს ჩემი ადგილმდებარეობის შესახებ და მოვიდეს“. არა, ვერ გაიგებს, რადგან ჩემი ტელეფონი გათიშულია. ზურამ გასათბობად შეშა და რამოდენიმე პროდუქტიც მოიტანა მაღაზიიდან. ვთქვი, რომ ძალიან დავირალე და დასაძინებლად საძინებელ ოთახში შევედი. მტვერში გაჯღენთილ საწოლს ზეწარი გადავხადე და დავწექი. გვიან ღამით შევატყე ჩემს თავს, რომ ძალიან შემცივდა და კარადან  თბილი საბანი გამოვიღე.  ცუდი წინაგრძნობა კვლა არ მასვენებდა, ვგრძნობდი, რომ ყელი მიშრებოდა და წყლის დასალევად ოთახში გავედი. დავინახე, რომ ზურას ისევ არ ეძინა. ბუხართან იჯდა და ძალიან დაკვირვებული მშვიდ ცეცხლს შესცქეროდა.
_ აქამდე რატომ არ გძინავს.
_ ვერაფრით დავიძინე. შენ კარგად მოეწყვე?
_ უკეთესადაც შეიძლებოდა.
_ იცი, ყოველთვის როცა ცეცხლს ასე გამალებით ვუყურებ მშვიდი უდარდელი ბავშვობა მახსენდება.
_ ახლა მშვიდად არ ხარ?
_ გვანცა მე ყველაფერი ვიცი. ვიცი, რომ შენი მანქანა გაფუჭებული არ იყო და ახლა ჩემს გვერდით იმიტომ ხარ, რომ შენს მოკვლას აპირებენ.
_ მე არაფერი დამიშავებია, არც ჩემს ოჯახს.
_ პატარავ არაფრის ახსნა არ არის საჭირო. მე შენი მჯერა. ეს ყველაფერი ჩაივლის თუ არა ვიქორწინოთ.
_ ვიქორწინოთ?
_ ხო, ეს შენც ხომ გინდა.
_ არ ვიცი... მე უბრალოდ არ ვიცი ჯერ რა მინდა. საკუთარ თავში დავიკარგე.
_ ასეთ დროს ვინ უნდა იყოს?
_ კარი არ გააღო! შეიძლება მკვლელი იყოს.
_ მიდი შენს ოთახში შედი და სანამ არ გეტყვი ოთახიდან არ გამოხვიდე.
_ არა ზურა, ეს ძალიან სახიფათოა.
_ მიდი და გააკეთე რაც გითხარი.
***
  რაც უფრო გინდა მოშორდე საფრთხეს მით უფრო შენსკენ მოიწევს. მართალია მითხრა, რომ ოთახში უნდა მომეცადა, მაგრამ ვერ მოვთმინე. ზურამ სახლის კარი გააღო თუ არა მეც მის გვერდით დავდექი. სახლის კართან ხანშიშესული მამაკაცი დაგვხვდა. მისი ღიმილშიც იკითხებოდა, რომ კეთილი განძრახვით იყო მოსული. ,,შვილებო, ნუ გეშინიათ! ამ სოფელში კეთილი ხალხი ცხოვრობს. არავინ არაფერს არ დაგიშავებთ. გავიგეთ, რომ შეშა არ გქონდათ და მოგიტანეთ. ეს ესაა რისი წამოღებაც ზურგით მოვახერხე. მე აი, იმ ქვითკირის სახლში ვცხოვრობ. გათენდება თუ არა მოდით და შეშას გამოგატანთ“.  ჩემს ცხოვრებაში ასეთ კეთილ ადამიანს, მგონი არასდროს არ შევხვედრილვარ. ძალიან თავაზიანად ჩაიზე დავპტიჟეთ რაზეს უარი თქვა. წასვლისას კი გვითხრა: ,,დილით გამთენისა ჩაიზე მე გეპატიჟებით. ძალიან კარგი წყვილი ჩანხართ. წინ კარგი მომავალი გელით“. ზურას ამ სიტყვების გაგონებაზე სახე გაუნათდა. ხელი ჩამკიდა, საკოცნელად გამოიწია თუ არა მე უკან დავიხიე.
***
_ რა მოხდა, ჩვენს შორის რამე შეიცვალა?
_ არა, ზურა უბრალოდ ძალიან დაღლილი ვარ.
_ არა, შემომხედე. ვიცი შენს თავს რაღაც ხდება და მიმალავ.
_ ზურა ძალიან გთხოვ ამაზე საუბარი არ მინდა.
_  სხვაზე ფიქრობ ხო? შენს გონებაში სხვა კაცია?
_ რა სისულელეა... ძვირფასო წავალ გამოვძინებ, დილით კი  აუცილებლივ ბაბუას ვესტუმროთ.
_ იცოდე ჩვენ საუბარი არ დაგვისრულებია.
  ნეტავ სადამდე ავარიდებ თავს ზურასთან ამ თემაზე საუბარს. ადრე თუ გვიან ხო ყველაფერს გაიგებს და ჩემზე წარმოდგენა შეეცვლება. ვინ იცის იქნებ სიყვარული სიძულვილით შეცვალოს და ჩემი ნახვა საერთოდ არ მოისურვოს. ჩაიაროს ამ ყველაფერმა და აუცილებლად მოვუყვები იმას, რაც ჩემს თავს გადახვდა.
  გათენდა მეორე დილა. კაცმა, რომელმაც წინა ღამეს შეშა მოგვიტანა. ახლა ჩაიზე დაგვპატიჟა. უზარმაზარი საუზმე სახლის აივანზე გაეწყო. ,,ცივა, მაგრამ სუფრთა ჰაერზე ჭამას მაინც არაფერი სჯობია“. ჩაი, ხიზილალა, კარაქი, მოხარშული კვერცხი და ერთმანეთზე გაწყობილი  ღვეზელები მადისამძვრელად გამოიყურებოდა. ,,ეს რა არის, ჩემი ქალი უფრო კარგად აცხობდა ღვეზელებს“. დაიკვნესა კიდეც ქალზე, რომელიც ახალგაზრობაში გაშორდა და სხვა მამაკაცზე იქორწინა.  ,,შვილები მყავს. დიდები არიან ერთი სწავლობს, მეორემ ცოლი მოიყვანა და ოჯახთან ერთად შაბათ-კვირას ჩემთან ატარებენ“. ახლა კაცმა ხელი ალბომს წაკიდა. ,,შეხედეთ ესეთი ბიჭი ვიყავ. უნივერსიტეტში ქალები თაფლივით მეკრობოდნენ ზედ“. ჩვენ ამაზე გაგვეცინა. ალბომს რაც უფრო ფურცლავდა მით უფრო ახალ ამბებს გვიყვებოდა მასზე. ,, ომში სამშობლოს დასაცავად წავედი. იქ, ყოველი ჩვენი ნაბიჯი სიკვდილის ტოლფასი იყო. ეს ბიჭები ომში გავიცანი. ერთს ორსული ქალი სახლში ელოდებოდა, მაგრამ მისი შვილის გაჩენის დღეს სახლში ქმრის ცხედარი ჩაუტანეს.“ გული დამეწვა ახალგაზრდა ბიჭების ისტორიაზე. თურმე  ვინც სურაშთი იყო ერთის გარდა ყველა გარდაცვლილა. ის ერთიც ინვალიდი დარჩენილა. ორივე ფეხი დაუკარგავს. აი, რა ყოფილა ალბომში დაგროვილი მოგონებები. იქ, თითოეული სურათი ერთ მნიშვნელოვან ფაქტს აღწერ. მოხუცებულმა კაცმა ალბომი დახურა და  ღრმად ჩაისუნთქა. ეს განა იმიტომ, რომ თხობა დაასრულა, არამედ იმიტომ, რომ სწუხდა. სწუხდა თავის განვლილ ცხოვრებაზე. ,,ადამიანმა არ უნდა იცხოვროს, ისე, რომ წარსულში დაშვებული შეცდომა მეორედ გაიმეოროს“. ეტყობოდა, რომ კაცი თავის თავს ადანაშაულებდა. ზურას სთხოვა, რომ ნარდი ეთამაშათ. მე კიდევ ცოტახანს აივანზე დარჩენა ვარჩიე. ასე დიდ ხან მინდოდა დავკვირვებოდი ხალხს, რომლებიც ქალაქისგან, პრობლემებისგან შორს არიან. ბედნიერი გოგონების სახეებს ვხედაავ. ისინი სიცივეშიც კი ერთად არიან და დაუსრულებლად საუბრობენ მათთვის საინტერესო თემებზე. სოფლის კუთხეში შავებში ჩაცმულმა მამაკაცმა ჩემში შიშის შეგრძნება გამოარვიძა. სასწრაფოდ შევედი და ზურას სახლში წასვლა ვთხოვე. თვალით ვანიშნე, რომ რაღაც ყველაფერი კარგად არ იყო და ისიც გამოყვა. სწრაფად კაცს საუზმისთვის მადლობა გადავუხადეთ და სახლში ჩავიკეტეთ.
დაღამდა მეორე დღე და სახლის კარებზე ისევ კაკუნის ხმა გაისმა. ზურამ ჯერ წინ გადამეფარა და შემდეგ კარი გააღო, როგორც კი შევნიშნე, რომ უცხო იყო გავიქეცი და დასახმარებლად ბაბუს სახლში მივედი. მისი სახლის კარი ღია ღამხვდა. შესვლა ფეხის კანკალით გავბედე. ვხვდებოდი, რომ უბედურება ახლოს იყო და ამის დანახვა არ მინდოდა. სისხლის კვალი ჯერ სახლის კარებიდან იწყებოდა შემდეგ გარდაცვლილი ბაბუ შემრჩა ხელში. მანიაკს თავისივე საწოლში დანით დაუჭრია. მას ისეთი უმოწყალო სახე ჰქონდა. ვინ იცის იქნებ სიცოცხლეს ითხოვდა. პირველი ვინც გამახსენდა დევიდი იყო. ხელისკანკალით ძლივს ავკრიფე მისი ტელეფონის ნომერი. თავში დამარტყა ზურას სახემ და ისევ სახლში დაბრუნება გადავწყვიტე.
  სახლის კარები, როგორც კი შევაღე უამრავი ხალხი დამხვდა მათ შორის დევიდიც იყო. მისამართი ტელეფონის საშუალებით დაუდგენია. პოლიციას გადასცეს დამნაშავე, რომელიც ახალგაზრდა კაცი იყო. ,,იქ, იმ სახლში... კაცია გარდაცვლილი“. ზურამ მწარედ ამოიხედა მაღლა და თქვა: ,,  ნუთუ ის, საწყალი კაცი მოკლეს?... ასეთი ვინ არის გვანცა, რა უნდათ შენგან?“ ის, კაცი რომელმაც  ბაბუა მოკლა ეს დევიდის მშობლების მკვლელის გამოგზავნილი იყო. როგორც ჩანს მისი დავალებით აკეთებს ამ ყველაფერს. ახლგაზრდამ კი, რომელმაც ეს ჩაიდინა დანაშაულს არ აღიარებს და არც დამკვეთის სახელს არ ასახელებს.
***
_ ეს რატომ გააკეთე? ხედავ შენს გადაწყვეტილებამ სადამდე მოგიყვანა?
_ იმ კაცის სიკვდილი ჩემი ბრალია დევიდ. მე, რომ არ შევსულიყავი მის სახლში მკვლელი მას არ მოკლავდა.
_ დაივიწყე, ყველაფერი რაც მის სახლში ნახე.
_ ზურა, ძვირფასო კარგად ხარ? შენ რამე ხომ არ დაგიშავეს?
_ ძვირფასო?
_ ხო მე და ზურა დავინიშნეთ და მალე დავქორწინდებით.
_ ძმაო მეჯვარეს ხომ არ ეძებ? აქ ვარ და იქნებ რამეში გამოგადგეთ.
_ არა, კენწერო ძმა არ არის საჭირო. მთავარია დედოფალმა ისურვოს, თორე მეჯვარე მოიძებნება.
_ გვანცა ერთი წუთი შეიძლება?
_ გისმენ დევიდ, რამის თქმა გინდა?
_ რა ნიშნობა,რა ქორწილი რას ბოდავ?
_ მერე შენ რა, ჩემი შეყვარებული ხარ?
_ გვანცა შენ ჩემი ხარ. კარგად დაიმახსოვრე შენს თავს არავის არ დავუთმობ. ეს ყველაფერი ჩაივლის თუ არა მოგკიდებ ხელს და აქედან წაგიყვან.
_ ვერ მიპოვი.
_ მაგას მეუბნება ქალი, რომელმაც ტელეფონი გათიშა და მაინც მის ადგისამყოფელს მივაგენი?
_ დევიდ, წასვლის დროა.
_ ეს ქალი აქ რას აკეთებს?
_ გვანცა ანა ჩემი თანაშემწეა.
_ ზურა ძვირფასო წამოდი აქედან წავიდეთ.
_ ეგრე არა... ანა მომეცი საქმეს პოლიციას გადავცემ და ის მიხედავს აქაურბას.
***
  დევიდმა შეტყობინება ტელეფონზე გამომიგზავნა. ,,გადაეცი შენს შეყვარებულს უფრო ფთხილად მოეპყროს შენს მკლავებს“. ამაზე გამეცინა და თან ზურას ხელი, კიდევ უფრ მჭიდროდ ჩავკიდე. ამან კიდევ უფრო გამოიყვანა მდგომარეობიდან, მოგვიახლოვდა და ზუსტად იმ ხელში მომაწოდა საბუთები, რომლითაც ზურას ხელი მეჭირა. ,,გვანცა აიღეთ ესენი თქვენთან უნდა დარჩეს. ამის შემდეგ უკეთესი იქნება დაგვიჯეროთ და ჩვენთან შეთანხმების გარეშე არანაირი ნაბიჯი არ გადადგათ.“ შემდეგ დამშვიდობების ნიშნად ლოყაზე ნაზად მაკოცა და თან ხმადაბლა, ყურში მითხრა. ,,თუ თამაში გინდა ასე იყოს, მაგრამ წაგებული ბოლოს, მაინც შენ დარჩები“.  თითქოს ადგილზე გავშრი, მაგრამ დანებებას არ ვაპირებ და მაინც დავუმტკიცებს, რომ ამ თამასში მე გავიმარჯვებ. გასვლისას დევიდმა, ანას წელზე მოხვია ხელი და ისე დატოვეს სახლი. მოგატყუებთ თუ გეტყვით, რომ არ ვიეჭვიანე. ეჭვიანობისგან ვსკდები, მაგრამ ამას არავითარ შემთხვევაში არ შევიმჩნევ.
  გათენდა კიდევ ერთი დღე და მე მაინც ვერ ვიგდებ თავიდან იმ საშინელ სურათს, რომელიც ბაბუს სახლში ვიხილე. ის, როგორ ელოდა შვილის, დაბრუნებას სხვა ქვეყნიდან, როგორ უიმედოდ უცდიდა ქალს, რომელმაც წლების წინ მიატოვა. შვილიშვილები მისთვის ნეტარება იყო. მისი ჩამოსვლა სიცოცხლის ხალისს სძენდა. მახსენდება, როგორ ამბობდა: ,,ნეტავ რა სინდისით ჩავხედავ ახალგაზრდა ბიჭებს თვალებში, რომლებიც ომის დროს მივატოვე“. დარდობდა, რომ სათქმელი არაფერი არ ექნებოდა, როცა მათ, იმ ქვეყნად შეხვდებოდა. ვინ იცის იქნებ შეხვდნენ კიდეც ერთმანეთს. არავინ ვიცით აქედან წასვლის შემდეგ ადამიანი სად მიდის, მაგრამ მაინც ვამბობთ, რომ კარგადაა. თავს მხოლოდ ამით ვიმშვიდებთ.
    იმ დღეს ჩემთან ჯერ ლიზამ გამოიარა, შემდეგ ჩემი ძმა შემოვიდა ჩემს ოთახში და დამიწყო დაკითხვა ვინ არის ის, ბიჭი ვისზეც დაქორწინებას აპირებ? მამაჩემიც ამბობს: ,,კარგი წესიერი ბიჭია მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს“. ვაი მამაჩემო ნეტა ამას ვისზე ამბობ. ეჭვიც არ შემპარვია, რომ ეს დევიდიზე თქვა და საუბარი სხვა თემაზე გადავიტანე. ცოტახანში, როგორც იქნა ჩემი ოთახიდან ყველა გავიდა და მარტო დავრჩი. ,,მიდი ქვემოთ ჩამოდი, თორე იძულებული გავხდებო მე ამოვიდე. (დევიდი)“.  ფანჯრის კარი გამოვაღე თუ არა ხელით ვანიშნე, რომ იქიდან წასულიყო, მაგრამ საპასუხოდ ისევ შეტყობინება გამომიგზავნა. ,,ამოვდივარ!“ ხელით მისი გაჩერება კვლავ დავაპირე პიჟამოებზე თბილი ხალათი გადავიცვი და სახლიდან შეუმჩნევლად გავედი.
***
_ ეს რა არის, ჭკუიდან შეიშალე? პიჟამოებით გარეთ რამ გამოგიყვანა.
_  ეს შენ ხარ შეშლილი. თვალის დახამხამებასაც ვერ მოვასწრებდი სახლში ისე ამოხვიდოდი. დროზე მითხარი რა გინდა და წადი.
_ შენ იმ კაცზე ვერ იქორწინებ.
_ რატომ?
_ შენ ის არ გიყვარს.
_ საიდან იცი, რომ არ მიყვარს? მე მის გვერდით ბედნიერი ვარ. თუ ამის გამო დამიბარე მე უნდა წავიდე.
_ არა, მოიცადე!
_ რა გინდა?
_ ახლა რასაც გეტყვი ყურადღებით მომისმინე და თუ შეგეშინდა არ შეიმჩნიო.
_ რა ხდება?
_ იმ სახლს ხედავ? თქვენს პირდაპირ, რომ არის. მკვლელი იქ არის და შესაფერს მომენტს ელოდება.
_ მერე რას აკეთებთ? წადით დაიჭირეთ!
_ ამისთვის ჩვენც შესაფერის მომენტს ველოდებით.
_ დევიდ, რომელია თქვენთვის შესაფერისი მომენტი? ორი დღის წინ, საკუთარი თვალით კაცი გარდაცვლილი ვნახე.  ვინ იცის, ის მაინიაკი შეიძლება შეუმჩნევლად შემოვიდეს ჩვენს სახლში და რომელიმე მათგანს საფრთხე შეუქმნას.
_ შემომხედე! სანამ მე შენს გვერდით ვარ არაფერი არ დაგიშავდება.
_ მეშინია.
_ გინდა ადი სახლში და ამაღამ შენს ოთახში, შენს გვერდით ვიქნები.
_ ამას მართლა გააკეთებ?
_ კი გავაკეთებ.

გაგრძელება იქნება!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები