ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვანანო
ჟანრი: პოეზია
31 იანვარი, 2020


განახლება

გაასუფთავე მეხსიერება-
მალე განვლილ ხიდს დაადგები,
ჭრიალებს,
ლურსმები იღრიჭებიან.
ტალახგაცლილი გადაივლი,
ახალი თავები გებმიან,
იწვი საკუთარ არსებობაში,
რათა ფერფლიდან აღსდგე.
ცრემლი გბანს ნაიარევებს.
არსებობის სევდა გცვლის.
ნიღბები ჩვენი დღეებია,
ჩვენი არსებობებით ხარხარებს,
რადგან ცვლილება შეგვიძლია,
რეალობიდან თავის დაღწევა კი არასოდეს!!!

ა.მ. 2018

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები