ნაწარმოებები



ავტორი: სამყაროს მიღმა
ჟანრი: პროზა
31 იანვარი, 2020


ნაბიჯი (დასაწყისი) თავი-VII

                                                                                  (დასაწყისი)
                                                                                    თავი-VII

  თითებზე დასათველი ნაბიჯები მქონდა დარჩენილი სანატრელი თვალების კლავ შეხვედრამდე,ის ისაა მაღაზიის კარები უნდა შემეღო,როდესაც ნაცნობმა ხმამ დამიძახა,შემოვბრუნდი , ჩემ წინ ზაზა აღმოვაჩინე,უცნაურად თბილად ეცვა შემოდგემოს კვალობაზე,თავზე ორი ზომით დიდი ციმბირული ქუდი ეხურა,სახეზე არაპროპორციული მზის მუქი სათვალე ეკეთა,ტანზე კი მგონი ბაბუამის მეორე მსოფლიო ომიდან ჩამოტანი სქელ ბეწვიანი ყავისფერი პალტო ეცვა,ხმის ტონი რომ არა  ცნობა გამიჭირდებოდა,დაბნეულობა შემატყო და საუბარი თავად წამოიყო.
-ზაზა ვარ,ვიმალები!
-მგონი გიცანი,მაგრამ მურა დათვივით რატო გამოიყურები ეგ ვერ მივხდი?!
-ჰომ გითხარი ვიმალები!
-იმალები,ვის ან რას?!
-შუა ქუჩაში ვერ ვისაუბრებთ შეიძლება მითვლათვალებდნენ. ზაზა ფეხებს უცნაურად ერთ ადგილზე ათამაშებდა და წამდაუწუმ  ყველა გამვლელს აშტერდებოდა.
-რახდება ბიჭო მითხარი?
-აქ არა! ახლა მე წინ წავალ,შენ ოცამდე დაითვალე და ნელი ნაბიჯებით გამომყევი, ისე მოიქცეი თითქოს არ მიცნობ.- ხმაში და ქცევებში ისეთი დაძაბულობა და ნერვიულობა ეტყობოდა სიტყვა აღარ შემიბრუნებია,მის ნებას დავყევი,გულში დათვლა დავიწყვე ერთი,ორი,სამი...

    დაახლოებით ათი წუთი მივყვებოდი,რამდენიმე ქუჩა გადავკვეთა,პუშკინზე კუთხის პატარა  კაფესთან  შეჩერდა,დარწმუნდა რომ ჩემს მეტი არავი მიყვებოდა და კაფეში შევიდა,მეც ფეხდაფეხ მივყევი თუმცა კაფეში შესულმა ვერსად შევამჩნიე,თვალებს ყველა კუთხეში ვაცეცებდი,რომ მეპოვნა.მიმტანი მომიახლოვდა და მკითხა:
-პიკასოს ეძებთ?!-პიკასო,ვინ პიკასო?!რამდენიმე წამით დავიბენი,თუმცა მალევე გამახსენდა ზაზა მხატვრობას  იბრალებდა,მივხდი რომ სწორედ მასზე მკითხეს,მიმტანს დავეთანხემე,მარჯვენა კედელზე,ძველი თეთრი კარებისაკენ მიმითითა:
-მიბრძანდით,ის ქვემოთ გელოდებათ.
-ქვემოთ?
-დიახ,აი კიბეებს ჩაყევით.
რამდენიმე წამში ნახევრად ჩაბნელებულ სარდაფში აღმოვჩნდი,კუთხეში მდგომი სანათი სუსტ სინათლეს გამოსცემდა და კედელზე მკრთალად ირეკლავდა ჩრდილებს,მივხდი რომ იქ მარტო ზაზა არ უნდა ყოფილიყო.უცხო ხმამა ოთახის ცენტრში მდგომი მაგიდისკენ მიმიპატიჯა,სიბნელისგან რაღაცას ფეხი წამოვკარი, ხელი შემაშველეს,ვიცანი ზაზა იყო,ხელით  მორყეული სავარძელი ვიპოვნე თუმცა ჩემ წონას აიტანდა.
-ზურას გაუმარჯოს.
-გაგიმარჯოთ.
-ზაზამ გვიამბო შენზე,ახლო და სანდო მეგობარი ყოფილხარ.
-ეგ ჯერ კიდევ გასარკვევია-საუბარში კიდევ ერთი უცნობი ხმა ჩაიერია,კედელზე არეკლირი ჩრდილით მივხდი საშუალოზე დიდი წონის ადამიანი უნდა ყოფილიყო.
-მალე გავიგებთ რამდენად მართალია ზაზა შენზე-ხმამ საუბარი განარძნო თან ასანთის ღერს გაკრა,სიგარეტს აუკიდა,ასანთის შუქზე ხელზე ვერცხლის ბეჭედი შევუმჩნიე,მგლის თავის გამოსახულებით,გამახსენდა,აკაკის მამას აქვს ზუსტად ესეთი,ქალაქის მთავარ გამომძიბელს.
-მე თქვენ გიცანით,აკაკის მამა ხარათ,რამდენიმე დღის წინ გესაუბრეთ.ენა პირში არ გამიჩირდა,გამასწრო.
-მშვენიერია,ზაზა არ შემცდარა, ნამდვილად საღი გონების ახალგაზრდა ხარ,აბა ზაზა მეგობარი ყველაფერში გაარკვიე,მალე დავბრუნდები-.ხმამ სახე სინათლისაკენ გადმოხარა,საკუთარ სიტყვებში დავრწმუნდი.წამოდგა, კიბეებზე მძიმე ნაბიჯებით ავიდა,მეორე უცნობიც თან გაყვა,კარების საკეტის გადატრიალების ხმა გავიგე,ჩაგვკეტეს როგორც სჩანს.
-ზაზა აქ რა მასკარადი ხდება?!
-დამშვიდდი,ყველაფერი რიგზეა!
-რიგზეა?!საერთო რა არი რიგზე?!
-დამშვიდი მეთქი,სიტყვა არ გამაწყვეტინო და ყველაფერში სწრაფად გაგარკვევ!
-დროზე საუბარი დაიწყე და სიმშვიდის მიზეზი თუ ვიპოვე ეგრეც მოვიქცევი!
-გიგლას და ჩემი ამბები იცი
-მგონი მთელმა ქვეყანამ იცის თქვენი გმირობის ამბავი.
-დამაცადე მოყოლა!
-ვდუმვარ!
-მოკლედ,თურქეთიდან რამოდენიმჯერ დიდი პარტია უაქციზო სიგარეტი გადმოვიტანეთ,საკმაოდ დიდი ფულიც ვიშოვეთ,წინა თვის დასაწყისამდე ყველაფერი იდალურად მიდიოდა,მაგრამ საზღვარზე ჩაგვავლეს და რომ არა ეს გამომძიებელი ორივენი კარგახანია ციხეში ვიქნებოდით( იქნებ ჯობდა კიდევაც),იმ ამბიდან გამოგვაძრინა,მაგრამ ხომ იცი ამ ქვეყნაში უანგაროდ სიკეთეს არავინ აკეთებს,სანაცვლოდ ვიღაც შავებისთვის საზღვარზე ნარკოტიკების დიდი პარტიას შემოტანა მოგვთხოვა,ან წამალი ან ციხე,სხვა გზა არ გვქონდა ეგრეც მოვიქეცით.ერთ პარტიას მეორე მოყვა,მეორეს მესამე და  ყველაფერი ჩვენი გეგმით მიდიოდა,სანამ ქალაქში ახალი გამომძიბელი და პროკურორი არ ჩამოვიდა,გიგლას რაც მოუვიდა იცი,მეც მალე დამიჭერენ დარწმუნებული ვარ,ეტყობა ჩემით სხვებზეც უნდა გავიდნენ ამიტომ ვარ ჯერ თავისუფალი,კლოუნივით ჩაცმული მაგიტომაც გეძებდი,ბექამ გამყიდველ გოგოზე მიამბო და მივხდი რომ აუცილებრად გამოჩნდებოდი იქ.
-მე კი მეგონა მხოლოდ სიგარეტს ეზიდებოდით,ესეთ ბინძურს საქმეს თუ აკეთებდით წარმოდგენითანც ვერ დავუშვებდი.
-სხვა გზა არ გვქონდა,დაგვიჭერდენ ეს ახვრები,საქმეებს შემოგვტენიდენ,უნდა გესმოდეს ჩვენი!
-იდიოტი ნაბიჭვრები ხართ!
-რაც არ უნდა გვიძახო მართალი იქნები ზურა,მაგრამ ახლა შენი შველა გვჭირდება!
-თქვენ ჩასვრილ საქმეს მე როგორ უნდა ვუშველო?
-კარგად მომისმინე,შავების ოცი კილო ნარკოტიკი გვმართებს მე და გიგლას,თუ არ მივუტანთ ორივეს გაგვასაღებენ!
-ჩაგაძაღლონ ღირსები არა ხართ?!
-ოე,რანაირად საუბრობ,შენი ძმაკაცები არავართ,ჩვენი სიცოცხლე არ ფასობს შენთვის?!
-და რაგინდა,წამალი გადმოვიტანო საზღვარზე?
-არა,წამალი,ბოლო წასვლაზე წამოვიღეთ,საზღვართან ახლოს დავმარხეთ,უბრალოდ უნდა ამოთხარო და ამ ნაბიჭვრებს მიუტანო,ძალიან მარტივი საქმეა,ყველაფერი გათვლილი მაქ!
-მარტივი?!ანუ რას მთავაზობ, საკუთარი სისხლი გავიღო ან თქვენი სისხლის დაქცევის ქენჯით გავაგრძელო ცხოვრება?
-არაფერი არ არი საშიში,მენდე რამდენი საათის საქმეა,კაცის სიტყვას გაძლევ შენ არაფერი მოგივა!
-კაცის არა,ბარიგის!
-მომისმნე,უბრალოდ მისამრთზე მიხვალ,წამალს აიღებ და ერთ ადგილზე დატოვებ და მორჩება ყველაფერი ამით,შენზე ეჭვს ვერავინ აიღებს,ჩვენებური არა ხარ ,თანაც ზაფხულში აქ  არ იყავი,მეც წავიდოდა მაგრამ  მითვალთვალებენ,ამ სირ გამომძიებლზეც აქვთ უკვე ეჭვები,ჩემი ბოლო იმედი ხარ! -რამდენიმე წუთი პასუხი არ გამიცია,არვიცოდი რა უნდა მექნა,ცხოვრებაში პირველად ვიყავი ესეთი დაბნეული,რომ არა ის უცხო და უცნაური მძაფრი სუნით გაჯერებული გარემო შეიძლება ზაზა სულის ამოთქმამდე მეცემა,მაგრამ გარემო მთრგუნავდა,ძალის მოკრებაში ხელს მიშლიდა.
-ზურა,ჰე ზურა,მოდი ცოტა აზრზე,უნდა გვიშველო თორე ვერ გადავრჩებით!
-ციხეში რო ჩაჯდე,დაცული იქნები იქ?
-რა ბავშივით საუბრობ,ზონაზე ვერ გაგვასაღებენ გგონია?
-შენ სად უნდა დაიმალო?ან გიგლას რა ეშველება?
-თუ საქმეს გააკეთებ,ყველაფერი რიგზე იქნება,ქვეყნიდან გამიყვანენ,გიგლას კი ჩიტის რძე არ მიაკლდება ციხეში,მოიხდის და გამოვა რა.
-დასწყევლოს ღმერთმა,მითხარი სად დამალეთ ეგ საწამლავი და დღესვე მორჩება ეს მასკარადი!
-ვერა!
-რა ვერა?
-ესე უცებ არ გამოვა,რამდენიმე დღეში ბინაზე წერილი მოგივა,ყველაფერი იქ ეწერება.ახლა გამომძიებელი ჩამოვა,უთხარი რო ყველაფერი გაიგე და გაგიშვებს,სუფთა ჰაერზე გაიარე ცოტა  ,გათიშული ხარ აზრზე მოხვალ,კარგად გაიზრებ ყველაფერს,იცოდე ამ აბავზე სიტყვე არავისთან არ დაგცდეს განსაკუთრებით ჩვენ ბიჭებთან!
-და ეს რამდენიმე დღე რა უნდა ქნა?
-აქ ვინქები,ამ ადგილის აზრზე არარიან.
-სად? ამ საძაგელი სუნით გაჟღენთილ სიბნელეში
-ეგ ტრუპის სუნია,აი წეხან რო ფეხი წამოკარი ,გვამი იყო.-ამ სიტყვების გაგონებისთანავე საშინელი სუნი მეცა,თითქოს კვერციხს გული ყარდა,მახსოვს გული ამერია,ვიღაცამ კიბეებზე ამიყვანა და ქუჩშშ გამაგდო,არვიცი როგორ მაგრამ როდესაც აზრზე მოვედი თეატრის მოედანზე უმრავი ხალხის გარემოცვაში ვიყავი,გამახსენდა ,რომ კურსელები რაღაც აქციაზეა საუბრობდენ ,თეეტრის უკან მდებარე პარკისაკენ წავედი სადაც მითხრეს რომ იქნებოდენ,იქ ჩემიანი არავინ დამხვდა,სკამის კუთხეში ჩამოვჯექი,ირგვილვ უამრავი ხალხი ირეოდა,წყვეტილ წყვეტილ რაღაც პოლიტიკური მოთხოვნები და ლოზუნგები მესმოდა,ხმებში სიტყვებს ვერ ვარჩევდი,თავში სარდაფში მომხდარი ამბები მიტრიალებდა მხოლოდ.
 
  რამდენი საათი იმ სკმაზე გათიშულმა გავატარე,გონს სიცივის და კანკალის შეგრძნებამ მომიყვანა,აქცია დიდიხანია დაშლილიყო,ირგვლივ მოსაწყნელი სიჩუმე მეფობდა,რაღაცამ დამაფრთხო,მგონი კატამ,სწარად წამოვდექი და გავიქეცი,არვიცი სად ან რატომ გავრბოდი,მაგრამ მქონდა შეგრძნება რომ ვიღაცა ჩემს დაჭერას ლამობდა, ამიტომაც მთელი ძალით გავრბოდი,მინდოდა ამ ქალაქს,ამ ქვეყანას და საერთოდ სიცოცხლესაც გავქცეოდი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები