ნაწარმოებები


პოეზიის საქველმოქმედო საღამო     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე http://urakparaki.com/?m=13&Theme=1528     * * *    

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
1 თებერვალი, 2020


Анна Ахматова – Любовь

ანა ახმატოვა - სიყვარული

დაგორგლილია ხან ვით ასპიტი,
გულის მსახვრალი ჯადობაზობით,
მოღუღუნეა ხან როგორც გვრიტი
და თავს გვაბრალებს საცოდაობით,

კრთება, ლევკოი თუ მთვლემარია,
გაიციმციმებს ხანდახან თრთვილში,
სიმშვიდეს გვართმევს და ჭეშმარიტად,
ლხენის წაგვრაშიც მიუძღვის წვლილი.

მარჯვედ უხამებს თავის სიმძიმილს
ვიოლინოთა ნაღვლიან მელოსს
და საეჭვოა უცნობ ღიმილში
მისი შეტყობა ადვილად შეძლონ!

1  თებერვალი, წმ. ანტონ მარტყოფლის ხს. დღე, 2020 წ.



Анна Ахматова – Любовь

То змейкой, свернувшись клубком,
У самого сердца колдует,
То целые дни голубком
На белом окошке воркует,

То в инее ярком блеснёт,
Почудится в дреме левкоя...
Но верно и тайно ведёт
От радости и от покоя.

Умеет так сладко рыдать
В молитве тоскующей скрипки,
И страшно её угадать
В ещё незнакомой улыбке.

1911

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები