ნაწარმოებები


დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ნებისმიერი რაოდენობის ადამიანის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
3 თებერვალი, 2020


ნეკერა

“ზეაპყრობილო“, - მეტყოდი და ღიმილნარევი
კომპლიმენტებით შეამკობდი ჩემს ჩაფიქრებას...
უცებ წახვედი და იმხელა ნაიარევი
დატოვე სულში, ვერაფრით რომ ამოივსება.

შენს ფაფუკ ხელებს ქანდაკების ჰქონდა იერი,
ხოლო თვალებში პოეზიის სევდა გეწვინა...
ერთად განვლილ წლებს თან ჰყვებოდა სიმშვენიერე,
ახალგაზრდობას რომ სჩვევია ხოლმე მეტწილად.

ნადნობი თოვლიც გვირილების ფიფქებით მორთე
და შენი სითბო ზეცის კალთას გამოეკერა...
იმდენად განსაკუთრებული გვყავდი მეგობრებს,
რომ მეგობრობას ჩვენ შევარქვით მერე “ნეკერა“.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები