ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ელენე96
ჟანრი: პროზა
5 თებერვალი, 2020


კურიერი და ლამაზმანი თავი 15

თავი 15
                                                    დოზაზე მეტი სიყვარული მინდა!
  უყურებ მის თვალებს, გინდა საკუთარი თავს დააჯერო, რომ ეს გული დევიდს კი არა ზურას ეკუთვნის. გინდა დაიჯერო, რომ სხეულში ტყულად გაჩაღდა ცეცხლი. გინდა არ შემიჩნიო შეწითლებული ლოყები, მაგრამ რას უზავ გრძნობებს. იმას, რომელიც შინაგანად გეძახის. ,,ადექი, შეეხე მის სხეულს. ის, ხომ აქ არის შენს გვერდით“. თავს წამოვუძახე: ,,გვანცა საკმარისა! ის, უბრალოდ შენს დაცვას ცდილობს“. თავს, მისგან საპირისპიროდ კედლისკენ აბრუნებ და გგონია, რომ ასე უბრალოდ სახეს დამალავ. ახლა მისი სიახლოვე უფრო გაგიჯებს. გინდა წამოხტე ხმამაღლა იყვირო. ,,შემეშვი წაიღე ჩემი სიყვარული და წადი!“  როგორია უარი თქვა გრძნობებზე, მხოლოდ იმიტომ რომ შენს გარშემო ყველა კარგად იყოს, რომ არანაირი საფრთხე არ შეუქმნა დანარჩენებს. მსხვერპლი ხარ, მხოლოდ იმიტომ რომ მამაჩემმა ჩემი ოჯახი დაიცვა და სიკვდილისგან იხსნა. განა ახლა რა იქნება, როცა მკვლელი ჩვენი სახლის მოპირდაპირე სახლში ჩასახლდა. მასთან ერთად გატარებული საათები, როგორ საუკუნოდ იწელება, თითქოს დროსაც არ სურს, რომ ერთმანეთს დავშორდეთ.
  გარეთ უწვიმია... ღამის სამ საათზე ფეხზე წამოვდექი და წყლის დალევა გადავწყვიტე. ოთახში, რომ დავბრუნდი დევიდი არ დამხვდა. შემეშინდა, ვიფიქრე ალბათ ყველაფერზე, რაზეც არ უნდა მეფიქრა. ,,ნეტავ რა მოუვიდა? მოიტაცეს, დაჭრეს და შემდეგ გვამი წყალში გადააგდეს?“ ამით თქმა იყო და კარების უკნიდან მესმის სიცილი. დევიდი თურმე კარების მიღმა იდგა, იფიქრა შევაშინებო, მაგრამ ეს არ გამოუვიდა.
***
_ რა გაცინებს, რა? შენ ის მითხარი: რატომ ადექი, წეღან სპლიკვივით არ გეძინა?
_  გვანცა შემომხედე და მიპასუხე შენს ტვინს, როგორ შეუძლია ასეთ სისასტიკეზე ფიქრი?
_ სიცილს თუ არ შეწყვეთ ჩემი ძმა გაიგებს და შემოვა.
_ მოიცადე და ასეთ დროს შენი ძმა მართლა შემოვა?
_ არ გაგიკვირდეს. მიდი დაწექი...
_ რა მოხდა, რით დავიმსახურე შენი ჩახუტება?
_ მომენტით ნუ სარგებლობ. სახლში ვიღაც არის წადი შეამოწმე.
_ კარგი შენ აქ დარჩი. მე შევამოწმებ და დავბრუნდები.
***
_ ჯანდაბა! შენ აქ რას აკეთებ?
_ ზურა ცოტა ტონს დაუწი და ყველაფერს აგიხსნი.
_ გვანცა შენი სახლის ქურდი ვიპოვე. აი, ეს არის.
_ ზურა შენ აქ რას აკეთებ?
_ სანამ არ გავგიჟებულვარ  ამიხსენით აქ რა ჯანდაბა ხდება? გვანცა რა უნდა ამ კაცს, შენს სახლში ღამის 03:00 საათზე?
_ ხმას თუ არ დაუწევ იძულებული გავხდები შემოგარტყა.
_ მიდი აბა!
_ ბიჭებო დამშვიდდით ძალიან გთხოვთ. ჩემს ძმას გვერდით ოთახში სძინავს გაიგებს თუ არა შემოვა და ისტერიკას მოაწყობს.
_ შემოვიდეს, ის ერთხელ უკვე შეესწრო ჩვენს გაჭირვებას. მოიცადეთ თქვენს შორის რამე ხდება?
_ არა! საიდან მოიტანე.
_ აბა, ყოველ წუთში ეს კაცი ღრუბლებს რატომ ეფარება.
_ რაა?
_ აბა ძმაო იმხელა ხარ მზის სხივებს დედამიწამდე აღარ უშვებ.
_ გვანცა არ გძინავს?
_ ჩემი ძმა... დაიმალეთ!
_ არა, შანსი არ არის კარადაში მასთან ერთად არ ჩავჯდები.
_ ზურა ახლა ამის დროა.
_ ძმაო, რატომ არ გძინავს?
_ რა ხდება, რა შეშინებული იყურები?
_ არაფერიც არ ხდება გადი ჩემი ოთახიდან მეძინება.
_ ვინ დააცემინა?
_ ჯამრთელობა!
_ რა ჯამრთელობა გოგო, ოთახში ვინმე გყავს?
_ ხომ გითხარი ხელი აიღეთქი.
_ მე გითხარი მარჯვენა კუთხე შენი იყოსთქო.
_ ე ბიჭო!
_ ისევ თქვეენ?!
_ რა ხდება?
_ რა ხდება კი არა დაგვერხა! შენი წყალობით კარადიდან გადმოვარდით და ახლა უხსენი ამას, ჩემთან ერთად კარადაში რა აკეთებდი?
_ რაღაც ხმა იყო არა?
_ მშვიდად, ყველა ადგილზე დარჩით. მე წავალ და შევამოწმებ...
***
  დევიდმა კიდევ ერთი ახალგაზრდა გამოიჭირა, რომელიც მამაჩემის გატაცებას ცდილობდა. ჩემ სახლში გაათენა პოლიციამ, დევიდმა, ზურამ, რომელიც ნასვამი იყო და დილის ექვს საათზე ერთი ჭკვიანი შეკითხვა დაებადა: ,,აქ რა მოხდა, შტორმა გადაიარა?“ ეს ხომ ზურაა. მარტო მას თუ გაუჩნდებოდა ასეთი შეკითხვა. ძლივს გავიფიქრე ზურაში რომანტიკამ გაიღვიძა და ღამე ჩემთვის სუპრიზის გაკეთება გადაწყვიტა, მაგრამ არა! ის უბრალოდ ძალიან მთვრალი იყო. არკოჰოლს შეუძლი იქით წაგიყვანს საითაც გული ყველაზე მეტად მიგიწევს. იღვიძებ  და ფიქრობ, რომ არაფერი არ გახსოვს. აი, დალევის შემდეგ ყველაზე ცუდი ეს არის. იმ მომენტში ივიწყებ ყველაფერს და როცა გახსენება გინდა ან შენი მეგობრები მეგიგონებენ რამეს ან სიზმარში თუ ნახავ  და გაიგებ რა მოხდა გუშინ. ზურა კარგა ხანს, თავჩახრილი ჯერ სასწრაფოს კუთხეში იჯდა. თითქოს და ცხვენია, მისი საქციელის. ჩემს მშობლებს თვალს ვერ უსწორებს. ალის დაურეკა ცოტახანში მოვა და სახლში წაიყვანს. დევიდე მიახლოვდება მხარზე ხელს მადებს. : ,,არ ინერვიულო... ისინი შენს ოჯახს არაფერს არ დაუშავებენ“.  მამაჩემმა ეს დაინახა თუ არა ხელით მანიშნა. ,, კარგია, კარგი ბიჭია“. მე ყველანაირად ვცადე დევიდის ეს არ დაენახა და წინ გადავეფარე. ,,ქალღმერთო ასე შეძება კონტროლი დავკარგო“. მოულოდნელად ზურა ფეხზე წამოდგა და დევიდეისკენ გაიწია.
***
_ ეი, შენ! ჩემს გოგოს მოშორდი.
_ ზურა ისე არ არის ყველაფერი, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.
_ მე მოვედი! აქ, რა მოხდა შტორმა გადაიარა?
_ ალი ახლა ვხვდები შენ და ზურა რატომ ხართ სულ ერთად.
_ ლომი მოდი ხელში ამიყვანე!
_ რაა?
_ მინდა კენწეროს თვალებში ჩავხედო.
_ წადი გამოფხიზლდი და მოგვიანებით ვისაუბროთ.
_ ახლა აქ ქალები არიან... მოგვიანებით დაგირეკავენ და შევხვდეთ.
_ მოიცადე თქვენ რა, ჩხუბს აპირებთ?
_ არა, პატარა კენწეროს ცოტა აზრზე მოვიყვანთ.
***
  იმის მაგივრად, რომ მამაჩემი და ჩემი ძმა ჩარეოდნენ მოშორებით დადგნენ და კვდებოდნენ სიცილით.  მამაჩემი ჩემი ძმისკენ გადაიწია და არც ისე ხმადაბლა ეს იკითხა: ,, ამან რა უნდა გააკეთოს?“  არა, ყოველთვის ვიცოდი, რომ ჩემი ოჯახი შეშლილი იყო, მაგრამ ახლა, როცა ორი მამაკაცი ჩემს გამო ჩხუბს აპირებს დებატები, ჩემს ოჯახში უფრო აქტუალური გახდა. თითქოს ჩაიარა და ის ყველაფერი კოშმარი იყო, მაგრამ ყველაზე დიდი კოშმარი თურმე წინ მელოდა. ოჯახი სასტუმრო ოთახში მგვალ მაგიდას მიუსხდა. მე, ძმამ მაგიდის თავში დამსვა. ცოტახანს სიჩუმემ დაისადგურა მეგონა ვსიო, ეს არის  და სიჩუმით აპირებენ ჩემს გამწარებასთქო, მაგრამ არა! ,, მე ზურას ვუჭერ მხარს“. საუბარი დედამ დაიწყო. ამას მამაჩემი აყვა.
_ რატომ ვითომ? დევიდი ლომია, ის უნდა გახდეს ჩემი სიძე.
_ მამა...
_ ეგრე თუ წავიდა საქმე მეც ვიტყვი ჩემს კანდიდატურას.
_ სანდრო, გისმენ მიდი შენც თქვი რაღაც სისულელე.
_ ჟოზე... აი ის, ბაზრის კუთხეში წინდებს, რომ ყიდის. რამდენჯერაც არ უნდა გაიარო საცოდავი თვალებით გიყურებს.
_ მამა უთხარი რამე, მაგრამ ვის რას ვეუბნები ყველას ერთად გაქვთ პირი შეკრული. მე მივდივაარ!
_ დაო, კარგად დაფიქრდი მგონი ჟოზე ყველაზე კარგი ვარიანტია.
_ შემეშვი!
_ ძვირფასო, ჩვენი შვილები როგორ გაიზარდნენ არა? აი, გვანცას მალე დევიდს მივათხოვებთ.
_ ზურას.
_ დევიდს.
_ დედა, ჩემს დას ჟოზეს ვარიანტი ისე მოეწონა ოთახში ჩაიკეტა.
***
  აი, ოჯახიც მესმის. იმის მაგივრად, რომ გამამხნევონ, გვერდში დამიდგნენ, თურმე ყველას თავისი ვარიანტი ჰქონიათ. მამაჩემი დევიდით შეპყრობილია. ახლა მითუმეტეს, ლომივით მათ საძინებელში შევარდა და ის ბიჭი მის თვალწინ დაიჭირა. დედას ზურა მოსწონს და ამბობს, რომ ძალიან საყვარელია.  სანდრომ  ბავშვობა გამახსენა. სახლში ჯერ მას მივსდევდი მოსაკვლელად, მერე ის მომსდევდა. ახლა კი ოთახში ჩავიკეტე. სანამ სულს მოვითქვამდი პირველად ჯერ დევიდს მივწერე. ,,დევიდ ძალიან გთხოვ არ მინდა ჩემს გამო იჩხუბოთ.“ იგივე შეტყობინება ზურასაც გავუგზავნე, მაგრამ დამავიწყდა, რომ დევიდის ნაცვლად ზურა უნდა დამეწერა.  ცოტაც და გავგიჟდები. ცოტახანს მინდა აქაურობას გავშორდე, მარტო დავრჩე და ვიფიქრო. იქნებ ეს არის ჩემი იღბალი? ყოველთვის, როცა რაღაცის მოგვარებას ვცდილობ ყველაფერი პირიქით ხდება.
  ჯერ აბანოში შევედი, თავი მოვიწესრიგე, საკმაოდ კომფორტულად ჩავიცვი. ტანზე სპორტულები და ფეხზე დიდი ხნის შენახული სპორტული ფეხსაცმელი, რომელიც ერთდროს ვარჯიშისთვის ვიყიდე. თმა ზემოთ ავიწი, თავზე ჯერ თბილი ქუდი დავიფარე და შემდეგ სპორტულის ქუდი წამოვიფარე. ერთი შეხედვთ ძალიან სასაცილოდ გამოვიყურები. ესაც იმიტომ, რომ ჩხუბის დროს არავინ მიცნოს. ,,ეგრე არა გვანცა? მაინც არ ისვენებ და ახალი თავგადასავლებისთვის მიდიხარ“. ვცდილობდი სახლიდან ისე გავსულიყავი არავის შეემჩნია, მაგრამ ხო ვამბობდი სანდროს ათასი ყური და თვალი აქვს გამობმული. ეს ახლა კი არა, ბავშვობიდან სულ ასეთი იყო. ყოველთვს ჩემი ცხოვრებით იყო დაინტერესებული. ერთხელ ძალიან გავაბრაზე და ვუთხარი: ,, ეს იმიტომ ხდება, რომ შენი ცხოვრება არ გაგაჩნია“. ეწყინა, მას შემდეგ ზუსტად სამი დღე არ ველაპარაკებოდით ერთმანეთს. ისიც თვითონ ვერ გაძლო, რო ჩემთვის ნერვები არ მოეშალა. ,, ასე ჟოზეს გამო გამოეწყვე? დამელოდე, მეც მოვდივარ სულ მეორე წინდის ზებნაში ვარ. წამოვალ და ავარჩევ მეც რამეს“. მანქანა დავქოქე, ოთხივე კარი ჩავკეტე, გავუღიმე, ხელი დავუქნია და ვუთხარი: ,, ძამიკო დღეს ჩემს გეგმაში არ შედიხარ“. სანდრო მანქანას მოშორდა და ხმამაღლა დაიყვირა. ,,მალე დაბრუნდი შენთვის სუპრიზი მაქვს“. რას იზამს? ახლა ალბათ ისევ ჩემს კაბებს მის ძმაკაცებს ჩააცმევს და სურათებს გადაუღებს. ბევრი-ბევრი თავზე თეთრეული ჩამოიფხატოს და ასე დამხვდეს კართან, მაგრამ ეს უკვე ძველი ილეთებია. ,,ძმაო ეს ილეთები ჩემზე აღარ მოქმედებს“.
  გარეთ თებერვლის თბილი ამინდია. თვალზე სათვალე გავიკეთე და ნელი სვლით ქალაქს ვაკვირდები. საოცარი შეგრძნებაა, როცა არ მუაშაობ,  დილით სამსახურში წასასვლელი აღარ ხარ ყველაფერი ლამაზად გეჩვენება. ადრე ასე ადრე რა ამაყენებდა. არა, იძულებული კი ვიყავი, მაგრამ სინათლის ნაცვლად სიბნელეს ვხედავდი. ისაც იმიტომ, რომ მეძინებოდა და სამსახურში წასვლა მეზარებოდა. რო ამბობენ სამსახურის გარეშე, ქალები დეპრესიაში ვვარდებიან ტყულია! მე ახლა ყველაზე კარგად ვგრძნობ თავს. ჯერ სანაპიროზე გავიარე შმდეგ ყავა და ჩისქეიქი ავიღე. ამაზე დიდი ხანი ვოცნებობდი. განა მაღლები მაცვია და ფეხიფეხზე გადადებული კაფეში მივირთმევ ყავას ნამცხავრთან ერთად. არამედ მანქანაში ვზივარ და იმას რასაც ერთი საათი ვანდომებდი 10 წუთში შევჭამე. ფეხზე დავიხედე და ვთქვი: ,,შე მადლიანო შენა... აქ რამ მოგიყვანა“. ამას სპორტულ ფეხსაცმელს ვეუბნები, რომელმაც ძალიან დიდი შვება მომცა. მანქანა იქვე მოშორებით, პარკინგზე გავაჩერე და ფეხით გავიარე სანაპირო. ყოველდღე სამსახურამდე სწორედ ამ გზას გავდიოდი.
      ო, რა ლამაზი ხარ ცავ, მიწავ... სამყაროვ რაც უფრო შეგიგრძნობ მით უფრო ღირსშესანიშნავი ხდები ჩემთვის. უყურებ სხივებს და რწმუნდები, რომ ეს ადამიანებს ძალიან სჭირდებათ. გაციებულ ხალხს, უმადურს და უწმინდურ გონებას უნათებ. გადიხარ სანაპიროს და ჰაერი, რომელიც შენს სახეს ხვდება კიდევ უფრო გარწმუნებს, რომ ეს ყველაფერი მშვენიესია. ცავ, მიწავ მითხარი რამე? ასე ადამიანებს შეგვიძლია საათობით გიყუროთ და დავტკბეთ, მაგრამ დრო? დროზე რას გვეტყვი? ის, ხომ ზოგჯერ  არ გვაძლევს ამის შესაძლებლობას. მიდახარ და თოლიები თითქონს შენსკენ მოისწრაფიან. გაშლილი ფრთებით ახლა თავისუფლებას ამტკიცებენ.  იქვე გოგონა ქალთან ერთად დგას. მტრედებს ხოლბლით აპურებს. ეს სიკეთეა... ქალი გოგონას სიკეთისთვის ზრდის.
  გვერდი ჩემმა ძველმა პანტნიორმა ჩამიარა. ქუდი თვალებზე ჩამოვიფხატე და გზა სწრაფი ნაბიჯებით გავიარე. მინდოდა მისთვის გვერდი ჩამევლო, მაგრამ წინ უფრო უარესს შევხვდი.
***
_ გვანცა? სამყარო მართლაც, რომ ძალიან პატარაა.
_ ნამდვილად, თანაც ისე რომ უფროსს, საყვარეთლან ერთად უნდა ვხედებოდე. მაპატიეთ, ყოფილ უფროსს.
_ ეს რა არის, რა ჩაგიცვამს?
_ რავიცი, მე თავს ძალიან კომფორთულად კი ვგრძნობ ამ სამოსში.
_ საყვარელო, რატომ არ მითხარი ჯაშუშთან შეხვედრას რომ აპირებდი.
_ მომისმინე აყლაყუდავ! ჯერ ერთი მე  ჯაშუში არ ვარ, მაგრამ შენს გამო გავხდები. თუ ამის უფლებას...
_ საკმარისია! შეგიძლია სამსახურში დაბრუნდე.
_ ეს ალბათ...
_ ხო არ მინდა ჩემ ცოლმა გაიგოს ის, რაც ახლა შენ ნახე.
_ დავბრუნდები, მაგრამ ერთი პირობით. არა, ორი პირობით.
_ გისმენ.
_ პირველი სამსახურში ვივლი სპორტული სამოსით, მეორე საკუთარი კაბინეტი მექნება და მესამე ტელეფონს გამოვიყენებ როცა მინდა.
_ ეგ უკვე მესამე იყო.
_ კარგი მაშინ ვრეკავ...
_ არ გინდა! დაბრუნდი და ყველაფერი იყოს, როგორც შენ გინდა.
_ ისა და უფროსო, შენს ახალ მდივანს გადაეცი,  დილით კაბინეტში თეთრი ვარდები დამახვდეროს ძალიან მიყვარს და კიდევ ორმაგი ექსპრესო, უშაქრო.
_ ამას ვის გადავეყარე...
***
  ,,უფ, რა ხანია ასე არ გამიხარია“. დიდი ხნის განმავლობაში მქონდა ამის სურვილი, რომ ჩემს უფროსს ზუსტად ისე მოვექეოდი, როგორს ამას თვითან აკეთებდა სამი წლის განმავლობაში. დილიდან იღბალი მაქვს? უკვე მეშინია სადმე ფეხი არ წამოვკრა და ცხვირი არ გავიტეხო. გვერდიდან მესმის ვიღაცა გამწარებული ჩემ სახელს ყვირის. ,,გვანცა, გვანცა, გვანცააა!“ ხმა მეცნო. ხო, ის ლიზა იყო. შემობრუნება ვეღარ მოვასწარი ფეხი რკინის მოაჯირს წამოვკარი და პირდაპირ სახით გადავვარდი. ცოტახანს თვალებში დამიბნელდა, ადგილიდან ვერ გავტოკდი, რამოდენიმე წამში უამრავი ხალხი თავზე დამყურებდა. ,,რა მოხდა, მოკვდა?“ ამ კითხვის გაგონება იყო და სასწრაფოდ თავი ზემოთ ავწიე. მაინც ვერაფერს  ვხედავდი, მეგონა ვსიო დავბრმავდი და ეგ არისთქო, მაგრამ  ლიზამ სახიდან ქუდი მომხსნა, რომელიც თვალებზე მქონდა ჩამოფხატებული. ეს უკვე მეორედ. ჯერ იყო და ჩემი აივნიდან გადმოვარდი, ახლა კიდევ ყველაფერი ამ რკინის მოაჯირმა ბრალია. ,,კარგად ხარ?“ ლოგიკური შეკითხვა ლიზასგან იყო. ,, ვინმემ სასწრაფოში დარეკა?!“ ფეხზე ავდექი, კარგად ვარ, მაგრამ ხალხი ყველაზე მეტად ახლა ჩავარდა პანიკაში.  ,,არ არის საჭირო. მადლობა ყველას, მაგრამ მე კარგად ვარ“. ლიზამ ხელი მომკიდა და როგორც იქნა ბრბო საზოგადოებას თავი დავაწიეთ. იქვე ბავშვთა სკვერში ჩამოვჯექით. კარგად ვარ, მაგრამ ვგრძნობ, რომ ბარძაკი ძალიან მტკივა და ვკოჭლობ კიდეც.
***
_ ნუ იცინიხარ, ეს შენი ბრალია.
_ არა, გვანცა, როგორ ვერ დაინახე რკინის მოაჯირი.
_ შენ გამოგხედე და...
_ ნეტავ გენახა ისე დაეცი მიწაზე, როგორც პიცის ცომი მაგიდაზე.
_ აუ, ფეხი...
_ მანახე, ძალიან გტკივა?
_ გოგო, სილიკონები, რომ მქონოდა ალბათ გარეთ გამოყოფდა თავს.
_ აქ რას აკეთებდი,  თან ასეთი ჩაცმული?
_ სამსახურში დაბრუნების გეგმა განვახორციელე.
_ მერე გამოვიდა?
_ ახალი კაბინეტი, დილით ყავა და ნებისმიერ დროს ტელეფონზე საუბარი... ნუ ეს ჯერ დასაწყისია.
_ საყვარელთან ერთად გამოიჭირე.
_ არა, რა ხომ გეუბნები შენ ჩემი დაქალი ხარ.
_ იცი ახლა ბიჭები სად არიან?
_ არა, შენ იცი?
_ კი ნოდარას ყოფილ ბუნკერთან , დანგრეული შენობები რომ არის.
_ ეს აქამდე მე  რატომ ვერ მოვიფიქრე. ადექი მივდივართ!
_ ასე სიარულს შეძლებ?
_  წამდი მანქანა აქვე მიყენია. აი, ისიც!
_ მიდი გასაღები მომეცი საჭესთან მე დავჯდები.
***
  მივდივარ, მაგრამ სად? არა, ისინი ჩემს გამო ჩხუბობენ და ხელი უნდა შევუშალო. ნაცნობი გზები, რომელმაც ბელა გამახსენა.  უკვე რამოდენიმე თვეა ქალაქიდან წავიდა. მასზე სიახლეებს ჟურნალ გაზეთებიდან და ტელევიზიიდან ვიგებთ. თუ დროს გამონახავს ვიდეოზარითად მოვიკითხავთ ერთთმანეთს. ბოლოს რატის შესაებ, რომ ვკითხეთ გვითხრა, რომ ეგ უვე წარსულია და ახლა რომანი ცნობილს რეპერთან აქვს. როგორც ჩანს ამ ურთიერთობას საგულდაგულოდ მალავს, რადგან ჟურნალისტების ყურამდე ჯერ არც მისულა. ,, ეს რა ხუმრობაა? აქ, არავინ არის“, როგორც ჩანს ლიზას ალიმ არასწორი მისამართი უთხრა იცოდა, რომ აუცილებლად მივიდოდით.  ,,რა ვნათ, აქ ხომ არ დავრჩებით წავიდეთ.“ ლიზა მანქანიდან ჩამოვიდა და ბუნკერისკენ გზა გააგრძელა.
***
_ აქ, ორი წლის წინ. რთული პეროდისა, მაინც ყველა ერთად ვიყავით.
_ რა მოხდა ლიზა, ნოსტარგიამ გაიღვიძა შენში?
_ წამოდი, შიგნით შევიდეთ.
_ კარგი რა, მიტოვებული შენობაა.
_ უბრალოდ შევიდეთ, გპირდები მალე წამოვალთ.
_ არ მომეკაროთ!
_ ააჰ!
_ გვანცა დამშვიდდი, ეს ალბათ მათხოვარია.
_ ლიზა ჯერ დევიდი მეგონა მათხოვარი და მეორე ეს. ვერ ხედავ? ეს გიგია...
_ დასამალად კარგი ადგილი აგირჩევია. მიდი ადექი ფეხზე. ეს რა არის რას გავხარ?
_ ხო, დიდი ხანია აქ ვარ.
_ შენი ძმა სად არის?
_ მოკლეს.
_ რაა, ვინ მოკლა?
_ ციხიდან, გაქცევის შემდეგ პატარა სასტუმროში დავრჩით. გვითხრეს, რომ იქ ვერავინ მოგვაგნებდა. მე საჭმელის მოსატანად გავედი, როცა დავბრუნდი ჩემი ძმა მკვდარი დამხვდა.
_ ვინ მოკლა?
_ მამინაცვალის ხალხმა.
_ ადექი მივდივართ!
_ არა, ლიზა. შენთან ჩაჭრილი ვარ. თქვენ წადით, მე არსად წასვლას არ ვაპირებ.
_ ჩემთან წაგიყვან. ცოტახანს  ჩემი მშობლების სახლში იქნები.
_ გვანცა, სანდრო რო მოვიდეს იმ კარადაში მესამე კაცს ვერანაირად ვეღარ დაატევ.
_ არაუშავს... ხვალვე წავალ და გაცილებით დიდი კარადას შევიძენ.
_ რამე გამოვტოვე?
_ გიგი ბევრი არაფერია... დიდი-დიდი ჭიანჭველა კაცი და კენწერო გამოგეტოვებინა.
_ რა სახელებია, რას ამბობთ?
_ გვანცამ ერთდროულად ორივე მამაკაცის გული მოიგო.
_ არ მჯერა!
_ შენ წამოდი და ყველაფერს მალე საკუთარი თვალით ნახავ.
_ ეს რატომ კოჭლობს?
_ სანაპიროს ხიდიდან, თავის მოკვლა ჰქონდა გადაწყვეტილი, ბეწვზე მივუსწარი.
_ ლიზა ნუ აგიჟებ ისედაც გაგიჟებულ ადამიანს. გიგი არაფერი არ იყო უბრალოს რკინის მოაჯირი ვერ შევნიშნე და...
_ და რა?
_ პირდაპირ სახით გადავეშვი.
_ არა,  ჯობდა მართლა ხიდიდან გადამხტარიყავი.
***
    გიგი დაბრუნდა? ნეტავ ამჯერად ვინ მიმყავს სახლში. ძველი მეგობარი თუ მანიაკი, რომელმაც წლების წინ ჩვენზე უარი თქვა. ჩვენ, მეგობრებს ერთი განსაკუთრებული რამ ყოველთვის გვახასიათებდა. წაქცეულს არასდროს გვერდს არ ავუვლიდით.
  კორპუსის სადარბაზოს მივუახლოვდი თუ არა ჩემი ძმის მანქანა შევნიშნე. ,,მალე დაბრუნდი, შენთვის სუპრიზი მაქვს“. ყურში ამ სიტყვებმა ელვასავით გამიელვა. ერთი ფეხი ძლის გადმოვდგი მანქანიდან აი, მერე კიდევ ძალიან გამიჭირდა. ერთი მხრიდან ლიზა მეორე მხრიდან კი გიგი დამეხმარა სახლის კარამდე მივსულიყავი. ჩანთიდან გადმოვყარე ალბათ ყველაფერი, ვიპოვე გასაღები, კარები გავაღე და რას ვხედავ. სანდროს და მის რამოდენიმე მეგობარს, სკამზე  დაუსვამთ ის წინდების გამყიდველი. თურმე წაუყვანიათ მაღაზიებში, მისთვის კლასიკური სამოსი შეურჩევიათ შემდეგ სალონში წაუყვანიათ თმა ლამაზად დაუვარცნიათ. საწყალი, ასეთი ბედნიერი ალბათ წლებია არ ყოფილა. მიყურებს არანორმარული თვალებით. ცოტახანში, ძალიან მოულოდნელად წამოხტა და ჩამეხუტა.
***
_ ჩემი მზე ხარ... ცაზე ყველაზე კაშკაშე ვარსკვლავი ხარ.
_ რას ბოდავ? სანდრო შენ მერე მოგხედავ! ჩემო კარგო, არ ვიცი  ამ სულელებმა რა გითხრეს, მაგრამ შენი ჭირიმე ჩამომშორდი.
_ ბიჭებო რა ხდება? ყველაფერი ხო ისე გავაკეთე, როგორც თქვენ მითხარით.
_ გეგმა B_ზე გადადი.
_ რა გეგმა B, რას აპირებს ეს ბიჭი?
_ ეს ყვავილები შენთვის არის!
_ გაწიე, მაგ ყვავილებზე ალერგია მაქვს. სანდრო მოგკლავ!
_ გეგმა C…
_ ეს საჩუქარი შენთვის არის.
_ საკმარისია! შეწყვიტეთ ყველამ სიცილი. თქვენ ამ ადამიანის მდგომარეობით სარგებლობთ. ეს კიდევ არასწორია. რას მიყურებთ, დაიშალეთ!
_ ახლა შენ ეს ყვავილები წაიღე და პირველივე შემხვედრს აჩუქე.
_ ყვავილები!
_ გაწიე, სახესთან ნუ მოგაქვს!
_ ამ საჩუქარს დავიტოვებ მადლობა. ამ თეთრეულს, ხვალ სანდროს უფროსს გავუგზავნი სანდროს სახელით.
_ არ მეგონა ჩემი წასვლა გვანცას ასე თუ შეცვლიდა. მცოდნოდა ცოტა ადრე გადავდგავდი ამ ნაბიჯს.
_ ძმაო, კეთილი იყოს, მაგრამ კარადაში ადგილი აღარ გაქვს.
_ სანდრო ეგ კარგი თქვი და ისიც მაგარი იყო...
_ ჟოზე... ჟოზე...
_ სანდო გაყევი შენს ძმაკაცებს სანამ რაღაც დაგმართე. თქვენ კიდევ შეწყვიტეთ სიცილი!
***
    ,,უნდა შევხვდეთ“. დევიდის შეტყობინებამ ყველაფერი დამავიწყა, თუმცა დავიწყე ნერვიულობა. ნეტავ, როგორ ჩაიარა მათ შეხვედრამ? არა, დევიდი თავშეკავებულია არ დაარტყავდა ზურას. გიგი ჩემს სახლში დავტოვე, ლიზა სახლში მივიყვანე და იქიდან დევიდის შესახვედრად წავედი. ახლა ვზივარ და ერთი რაც გავაკეთე ჩანთიდან სარკე ამოვიღე. ,,შეუძლებელია!“ ძალიან ხმამაღლა ჩემს თავს შევყვირე. თვალზე სილურჯე მაქვს, ფეხი ძალიან მტკივა და მაცვია არანოლმარურად. დევიდი ალბათ, როცა მნახავს ამის შემდეგ შეწყვეტს ჩემზე ფიქრს. შეხვედრა კაფეში დამინიშნა, მაგრამ მას ვუთხარი, რომ არ შემიძლია და მანქანაში დაველოდე.
_ რა მოხდა, კარგად ხარ?
_ ჩემზე ნუ ფიქრობ. შენ მომიყევი რა მოხდა, შენ და ზურამ  იჩხუბეთ?
_ რა გვქონდა საჩხუბარი? ბოლობოლო, ორ კაცს ერთი ქალი ვერ გაგვიყვია.
_ სულაც არ არის სასაცილო.

რამოდნიმე საათის წინ!
_ სალამი ბიჭებს!
_ მარტო მოხვედი?
_ მეგონა მხოლოდ ჩვენ გავარკვევდით.
_ დარწმუნებული ხარ, რომ არავინ გჭირდება?
_ ზურა თუ შეიძლება.
_ დაიშალეთ, ამ პრობლემას მარტო მოვაგვარებ.
_ თუ რამეა მანქანასთან ვიქნებით.
_ მიდი გისმენ! ჩემი საცოლის გვერდით სულ რა პოლტში იჩითები?
_ მე ერთი მისია მაქვს: ვიპოვე ჩემი მშობლების მკვლელი და შემდეგ აქედან წავალ.
_ საუბრის თემას ნუ ცვლი.
_ გასაგებია...
_ რა არის გასაგები?
_ გუშინ გვანცასთან, რომ მოხვედი ძალიან ნასვამი იყავი და არაფერი გახსოვს.
_ და რამე უნდა მახსოვდეს?
_ ღამის სამზე, როცა გვანცას ოჯახი კიდევ ერთი თავდასხხმისგან ვიხსნდი ხელში შენ შემჩი.
_ ანუ სწორედ მახსოვდა ბარიდან გვანცასთან წავსულვარ. მერე რა მოხდა?
_ გაფთხილებდით, რომ ტონს დაგეწია არ დაგვიჯერე.
_ კარადა არ გამაგონო!
_ სწორედ მიდიხარ შემდეგ კარადაში დავიმალეთ.
_ მეც არავთქვი მთელი დღით წელი ასე ძალიან რატომ მტკიოდა.
_ არა, მაგის გამო არა კარადიდან გადმოვარდით, მერე კიდევ ზემოდან დაგეცი.
_ აღარ გააგრძელო! ანუ, მხოლოდ გვანცას ოჯახს იცავ? მერე თუ ასეთი მაგარი ტიპი ხარ, იპოვე ის მკვლელი და მალე დაახვიე აქედან...
_ წავალ... წავალ უბრალოდ ცოტა დრო მომეცი.
_ რამდენჯერაც ვამბობ, რომ ერთმანეთს აღარ შევხვდებით იმდენჯერ შენთან ერთად დამალვა მიწევს. ასე, რომ შეხვედრამდე!
***
_ ძმაო, როდემდე დაუმალავ რომ მის საცოლეზე ხარ შეყვარებული ხარ.
_ დრო მიეცი მეგობარო... დრო ყველაფერს დაალაგებს.
ახლანდელი დრო!
  დევიდი აფთიაქში გადავიდა და პირველადი დახმარებისთვის: ბაბმბა და სპირტი იყიდა. სახე ჯერ სპირტით გამიწმინდა ,,მწარეა... მწარე“. ჩემს სახესთან ახლოს მოვიდა და სულს ნაიარევს უბერავს და ვაი, რომ ახლა გადავრჩე და ეს ერთი ჩემი სულის შებერვა სიკვდილის მიზეზი არ გახდეს. გული ამიჩარდა, მეკითხება რაღაცას მაგრამ არაფერი არ მესმის. ვგრძნობ, რომ კონტროლს ვკარგავ. მოულოდნელად შევხრტი დევიდს ხელიდან სპირტის სავსე ბოთლი ხელიდან გაუვარდა და მანქანაში ჩაიქცა. ,,მაპატიე... მაპატიე მე ძალიან მოუხერხებელი ვარ“. ხელები ამიკანკალდა. მან ხელები ჩამკიდა, სახე კიდევ უფრო ჩემსკენ მოიტანა, თვალებში ჩამხედა და მითხრა. ,,დოზაზე მეტი სიყვარული მინდა.“ მე დავიბენი არ ვიცოდი ამ სიტყვებზე რა უნდა მეპასუხა. ,,წამოდი, შევიშალოთ“. პირმა ეს სიტყვები თავისით თქვა. მანქანა დავქექე და ძალიან დიდი სისწრაფით დავტოვე იქაურობა.
_ გვანცა ძალიან სწრაფად ხომ არ მიდიხარ?
_ კარგია, როცა იცი მისგან რა გინდა.
_ გვანცა შეანელე...
_ დევიდ იცი ეს გზა საით წაგვიყვანს?
_ არა, არ ვიცი... მოდი გააჩერე და მშვიდად ვისაუბროთ.
_ უსასრულობისკენ... დევიდ ეს გზა მხოლოდ ჩვენია. ჩემი და შენი! მოგწონს, ეს ყველაფერი შენზე კარგად მოქმედებს?
_ ვერ ვხვდები რას ამბობ?
_ შენ ჩემი გაგიჟება გინდოდა და გამოგივიდა! დევიდ სანამ შენ გამოჩნდებოდი ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი კარგად იყო. ყოველი დღე შენთან ერთად უნიღბლოა.
_ შენც ზუსტად ისე საუბრობ, როგორც ჩემი და.
_ ,,არ მინდა უკანასკნელი კაცი ვიყო, ვინც ქალის გრძნობებით ითამაშებს“. გახსოვს? ეს სიტყვები მითხარი მაშინ, როცა წვეულებიდან მოულოდნელად გამომიყვანე. გაქრი! გესმის შენ წახვედი და გაქრი. ახლა ისევ აქ ხარ, ჩემს წინ და ისევ გონებას მირევ. მე ბედნიერი ვიყავი... ზურასთან ერთად მომავალს ვგეგმავდი. თვალებში ვეღარ ვუყურებ, აღარ მსიამოვნებს მისი სითბო, არცერთი ალერსიანი  კოცნა... გამუდმებით გვერდიდან ვიშორებ და ვიცი ამით მას გულს ძალიან ვტკენ. წადი...
_ არ შემიძლია... შენგან შორს ყოფნა არ შემიძლია.
_ ახლოს ნუ მოდიხარ, ნუ ზრუნავ ჩემზე... თორე ვიცი შეგეჩვევი და შენი გაშვება გამიჭირდება.
_ არ მესმის რა დაგემართა.  აქამდე  ხო ყველაფერი ხომ კარგად იყო.
_ არა, შენი გამოჩენის შემდეგ არაფერი არ ყოფილა კარგად. ვგრძნობ, ეს გრძნობა შინაგანად მანგრევს და მანადგურებს, დანაშაულის გრძნობა მაწუხებს. ზურას წინაშე ვგრძნობ თავს დამნაშავედ.
_ ის, რო ჩემს გვერდით თავს კარგად გრძნობ ეს დანაშაული არ არის.
_  ძალიან გთხოვ წადი.
_ ამას რატომ აკეთებ?
_ ცოტახანს მინდა საკუთარ თავთან მარტო დავრჩე.
***
  ნეტავ სიყვარული ტკივილია, იქნებ  განცდაა,  ან იქნებ ცრემლი. ნეტავ ამას თუ შეუძლია სწორ დასკვნამდე მიგიყვანოს. ის, რომ ფეხი კიდევ რამეს არ წამოვკრა. ცხოვრებაში მეორედ ვარ ასეთი დაბნეული, პირველად მაშინ ვყავი, როდესაც პირველ კურსზე ჩემი ლექტორი შემიყვარდა. იქნებ ეს გაზაფხულს გავს, იქნებ აგვისტოსავით ცხელია, იქნებ შემოდგომასავით იცვლის ფერს ან იქნებ თოვლივით წმინდა და თეთრია. დროებავ! იქნებ შენ მაინც მითხრა რამე. ესე გამალებულებით რატომ ფეთქავს ჩემი გული? ასე რატომ მიკანკალებ სხეულის ყველა ნაწილი. ვიყვირე! იქნებ ეს მჭირდებოდა იმისთვის, რომ ემოციებისგან დავცლილიყავი.
  მეცინებოდა ყოველთვის იმ ადამიანებზე, როცა ამბობდნენ რომ გადაჭარბებული არაფერი ვარგა. აი, მე ჩავვარდი იგივე დღეში და ახლა არ ვიცი როგორ მოვიქცე. დღეს_ არ მინდა შენს გარდა ვინმეს ვხედავდე! თურმე ვცდებოდი, როცა ვამბობდი, რომ გადამეტებული სიყვარული არ არსებობდა. თურმე ვცდებოდი, როცა ვამბობდი კაცს თვალებს შეუძლია დაგაბრმავოს. ვცდებოდი, როცა ვამბობდი, რომ კაცებს ზრუნვა არ შეუძლიათ. შენ სწორედ ისეთი, ხარ ვისაც ჩემს გონებაში ვაიდიალებდი. თურმე ასეთი მხოლოდ ერთი არსებობდა და მე იმ ერთის პოვნა შევძელი.
  სახლში დავბრუნდი. მშობლების და ძმის თავი ნამდვილად აღარ მქონდა და პირდაპირ ჩემს ოთახში შევედი. ტანსაცმელი გამოვიცვალე, ცოტა თავი მოვიწესრიგე და მოულედნელად მესმის სიცილი სამზარეულოდან. ,,ზურა აქ რას აკეთებ?“ ეს კითხვა ჯერ საკუთარ თავს დავუსვი და შემდეგ ზურას, რომელიც დედაჩემთან ერთად იჯდა და მშვიდად მიირთმევდნენ ჩაის. ,,ძვირფასო აქვე ვიყავი და გადავწყვიიტე გუშინდელისთვის ბოდიში მომეხადა.“ მეც ყავა გავიკეთე და მათ გვერდით ჩამოჯექი. ნამდვილად არ მესმის ისინი რაზე საუბრობენ, რადგან ყურში ისევ დედიდის ხმა ჩამესმის, რომელიც რამოდენიმე საათის წინ ჩემი მანქანიდან ჩავაგდე.
***
_ გვანცა, გვანცა!
_ ხო დედა.
_ შვილო კარგად ხარ?
_ არაფერია დედა უბრალოდ ჩავფიქრდი.
_სახეზე რა დაგემართა?
_ გარეთ ბავშვები თამაშობდნენ და ბურთი მომხვდა.
_ და ფეხზეც ბურთი მოგხვდა?
_ ხვალ ბევრი სამუშაო მაქვს უნდა დავისვენო.
_ მოდი ცოტა ვისაუბროთ.
_ ზურა ახლა არა, ძალიან დაღლილი ვარ.
***
  უპასუხოდ დატოვებულ ზურას შევატყე, რომ ძალიან გაბრაზბულია ჩემზე. სახლიდან გავიდა თუ არა სახლის კარი უხეშად გაიხურა. მე ცოტა ხანს Instagram_ში ბედნიერ სახეებს ვაკვირდებოდი. განა ვერ ვხვდები, რომ ეს  ცოლები, სხვების თვალშისაცემად დებენ გაღიმებული სახეებით სთორებს. მათ განა არ იციან, რომ მისი ქმარი სულაც არ არის რომანტიული და ეს ვარდები თავად შეიძინა.. იცის, მაგრამ ხალხი, რომელიც ყოველთვის სხვი ცხოვრებით არიან დაინტერესებულნი. სწორედ მათთვის კეთდება ასეთი ბედნიერი სახე. აი, შეხედეთ ვიღაც დილით რუტინას გვიზიარებს. გვიხსნის თუ რას ნიშნავვს სწორი კვება და მალე ვიდეოს დასრულების თანავე ფაფას ნაგვის ურნაში აგდებს. ვინ იცის, ასეთი მაგარი სურათი სანამ გამოვიდოდა რამდენჯერ გადაიღო და მერე რამდენჯერ შეუცვალა ფერი სურათს. ,,არა, თუ არ შევეშვბი ეს ხალხი უფრო ჭკუიდან შემშლის“. ტელეფონი გვერდზე გადავდე და ვცადე იმ ყველაფრის დავიწყება, რაც დღეს ჩემს თავს გადამხვდა. მოულოდნელად გამახსენდა გიგი, რომელიც ჩემი მშობლების სახლში დავტოვე. დავურეკე ორიოდე სიტყვით მოვიკითხე და მითხრა, რომ სანდროსთან ერთადაა და დროს საკმაოდ კარგად ატარებენ. ჩემი ძმა ყოჩაღია იცოდა სახლში, რომ მოსულიყო ვერ გადამირჩებდა და უბრალოდ გაცეცხლებულ დას მოერიდა.
  გათენდა მეორე დილა, როგორც შევთანხმდით გამოვეწყე ძალიან კომფორტულად. ღია ფერის ჯინსი ჩავიცვი, ტანზე თეთრი პერანგი. აი, ფეხზე კიდევ სპორტული ფეხსაცმელი. ჩანთაში წითელი მაღალ ქუსლიანები ჩავაგდე. წასასვლელად ვემზადებოდი, როდესაც დედამ სამზარეულოდან ყავა შემომთავაზა. მე ვუთხარი, რომ ყავას სამსახურში დავლევდი. დედაჩემს ერთი განსაკუთრებული ჩვევა აქვს. წასვლამდე ფანჯარის მინასთან დგება და იქამდე მიყურებს სანამ არ წავალ. მანქანა სამსახურის კიბეებთან გავაჩერე გასაღები დაცვას გადავეცი და პარკინგზე გააჩერა. ,,ო, ნეტა იცოდეთ ამაზე რამდენი ხანს ვოცნენობდი“. ყველაფერი ზუსტად ისე იყო, როგორც შევთანხმდით. ჩემს უფროსს, კაბინეტი დიდი და კომფორტული აურჩევია. თეთრ ვარდებმა, კიდევ უფრო დაამშვენა იქაურობა, მაგრამ ყველაზე მეტად ყავამ და პატარა სავიზიტო ბარათმა გამახარა. ,,კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება!“
  იმ დღემ იმაზე კარგად ჩაიარა ვიდრე მე  მეგონა. ახლა სამუშაო საათებს, სხვების მსგავსად 6_საათზე ვამთავრებ და არა  უწინდელივით, როგორც ამას უფროსი მიბრძანებდა. სანამ დაცვამ ჩემი მანქანა პარკინგიდან გამოიყვანა გზის მეორე მხარეს ზურა შევნიშნე.
***
_ ზურა რა ხდება, მითვალთვალებ?
_ არა, შენ გელოდებოდი.
_ მოხდა რამე?
_ ეს შენ უნდა მითხრა. გვანცა რა ხდება, ერთხელ და სამუდამოდ პასუხს გამცემ ამ შეკითხვაზე?
_ ახლა, აქ?
_ იცი, გამოცანებით საუბარმა ძალიან დამღალა.
_ სხვა შემიყვარდა... ზურა მასზე სიგიჟემდე ვარ შეყვარებული!
_ ვინ არის? არა! არ გინდა არ მითხრა.
_ ზურა მაპატიე...
_ არ შემეხო!

გაგრძელება იქნება!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები