ნაწარმოებები


დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ნებისმიერი რაოდენობის ადამიანის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: დერვიში
ჟანრი: იუმორისტული
8 თებერვალი, 2020


* * *

წარმოიდგინეთ ბუნების უსასტიკესი მუქარა,
თებერვალია უწყლოო, ხოლო მარტი კი უქარო,
ვერ აფეთქდება კვირტები, თუნდაც შუაგულ აპრილზე,
ასეთი არის ბუნების მოულოდნელი კაპრიზი,
ყვავილთა სურნელების კარს ვეღარც მაისი შეაღებს,
რა ეშველებათ ნიკალას აქტრისასა და მეარღნეს,
რა ეშველებათ? არ ვიცი, იმათი საქმე მტრისასა,
რა ეშველება ნიკალას, მარტოსულს, უაქტრისოსა?
ივნისიც სავარაუდოდ მზის სხივებს ვეღარ მოკონავს,
ვეღარც ივლისის ბოლოსკენ ვნახავ მკერდშიშველ გოგონას,
ხოლო ზაფხულის არყოფნას ისე შეავსებს აგვისტო,
როგორც ხაზინას რომისას, დივი ფილიუს ავგუსტი,
შემოდგომაზე სიზიფეც ისევ შეუტევს კორინთოს,
მე ზამთარს აქ ველოდები, აქვე ლოდები მოირთოს,
რომ დაიფაროს სოფელი ანუ ემსგავოს იავარ-
ყოფილ თუ ქმნილს და დაუხვდეს გაბოროტებულ იანვარს,
ასეთი არის ბუნების მოულოდნელი კაპრიზი,
ფიქრები მარანელოზე, ფერარისა და კარპიზე,
წარმოიდგინეთ ბუნების უსასტიკესი მუქარა,
თებერვალია უწყლოო, ხოლო მარტი კი უქარო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები