ეს ფინჯანი ყავა , ეს ცა,ღრუბლიანი- შიშისაა,შიშის! ვსვამ და ვუბრიალებ თვალებს მოსულ ტკივილს და მოლოდინს ავის. (დიღმის ახალ ხიდთან დღეს გიყიდი ყვავილს). ვგრძნობ, რომ გული მიხურს, იხარშება,შიშინს ვუსმენ...ირგვლივ ყველა ფერი არის შიშის. შიშისაა ისიც, რომ ვეწევი ამდენს ; მეც მოვკვდები,იცი? შენ რომ აღარ მყავდე. შენ რომ ერთხელ აღარ გადაიკისკისო, შენ რომ ერთხელ აღარ გამაბრაზო, ფისო- მეც მოვკვდები! დგახარ ახლა, როგორც შველი, და ექიმის კართან მოემატა ხალხი. ცრემლს რომ ვმალავ , ამით თუ რაიმეს გშველი, თორემ არაფერი შემიძლია სხვა მხრივ . ეს კლინიკის ეზო... კვიპაროსებს ქარი აქანავებს ისე, თითქოს , ერთდებიან . ღმერთის არ მწამს , მაგრამ … რაც ნუგეში მითხრეს, ეს სიტყვები ყველა ჩემი ღმერთებია !
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. და გალაკტიონი თუ წაკიტხული გაქვს , რაღა საჭიროა სხვა ავტორების ლექსებს რო კიტხულობ . ბიბლია, რუსთაველი და გალაკტიონი. ჩაუჯექი და სხვა რამე აღარ წაიკითხო ,სტროგად
და გალაკტიონი თუ წაკიტხული გაქვს , რაღა საჭიროა სხვა ავტორების ლექსებს რო კიტხულობ . ბიბლია, რუსთაველი და გალაკტიონი. ჩაუჯექი და სხვა რამე აღარ წაიკითხო ,სტროგად
9. 8. AIOB :) გეხვეწები,კონკრეტული ლექსი დამიწერე გალაკტიონის – ასეთი სტილისო :) ... ძმურად , ძაან დამაინტრიგე /// 8. AIOB :) გეხვეწები,კონკრეტული ლექსი დამიწერე გალაკტიონის – ასეთი სტილისო :) ... ძმურად , ძაან დამაინტრიგე ///
8. სტილისტიკა ძალიან კარგია, ტექნიკურად იდეალურია რა, ვერ უპოვნი ნაკლს, ვერ შეეცილები ვერცერთ სიტყვაზე თუ სტრიქონზე, თუ პაუზაზე, თუ მძიმეზე, მაგრამ საქმე ისაა, რომ ასეთი ლექსის წაკითხვა თუ მსურს, აუცილებლად გალაკტიონს გადავშლი და არა ზედვაკელს. შემოგვთავაზეთ რაიმე ახალი :) სტილისტიკა ძალიან კარგია, ტექნიკურად იდეალურია რა, ვერ უპოვნი ნაკლს, ვერ შეეცილები ვერცერთ სიტყვაზე თუ სტრიქონზე, თუ პაუზაზე, თუ მძიმეზე, მაგრამ საქმე ისაა, რომ ასეთი ლექსის წაკითხვა თუ მსურს, აუცილებლად გალაკტიონს გადავშლი და არა ზედვაკელს. შემოგვთავაზეთ რაიმე ახალი :)
7. ამიტომ მიყვარხართ ორივენი.
ამიტომ მიყვარხართ ორივენი.
6. კარგია ძალიან! კარგია ძალიან!
4. გიო,ხშირად გამოჩნდი რა! გიო,ხშირად გამოჩნდი რა!
3. დარდიანი, ტკივილიანი . დარდიანი, ტკივილიანი .
|
|
მონაცემები არ არის |
|
|