ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ჰოლმვუდი
ჟანრი: პოეზია
11 თებერვალი, 2020


დედანი

დედა, შენს მკერდში ფანტომური ტკივილი გულის
ჩემი ნეკნების გალიაში სიყვარულს უვლის
და მე არ მინდა ბროლის წვიმებით გულამდუღრება,
მე მინდა ვიყო შენი მფარველი, მე ვიყო დედა.
უტყვი ცრემლებით გენამება ბალიში, როგორც
ვაშლებს ასველებს თეთრი ღრუბლიდან წვეთების ქორო
და მე ჩამესმის ეს სიჩუმე, რომელსაც მალავ,
დაუდუმებელ, ბაგეგაპობილ ეშმაკსაც ზაფრავ.
და როგორ იტევ, როგორ იტევებ ამდენ კაეშანს,
არც კი გცხვენია შენმა ღიმილმა, რომ დამაეჭვა,
მე ვერ გავიგებ ამ თავგანწირვას და შეგეშვები,
შენ მორწევანე ჩვილის აკვანში ფიქრად ეშვები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები