ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ჰოლმვუდი
ჟანრი: პოეზია
14 თებერვალი, 2020


მრუმე ლანდები

ასეთ თოვლიან
ღამეს მოვლიან . . .
კვლავ გეხვეწებით
მრუმე ლანდებით
ნუ მელანდებით!

თეთრი ზეწრების
მოჩვენებებით,
სვენებ-სვენებით
მოესვენებით.

და მიგიძღვებათ
თეთრი სატანა
თქვენი სულების
ქარწასატანად,

გულზე ლოდებით
მე გელოდებით,
მშვილდის ლამბივით
სწორი ფიქრებით.
გაგატანთ ზეწარს,
წაგართმევთ ქარი
და საპატარძლოდ
წავა ზამთარი . . .

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები