მანგრევს ეს ხმადაბალი ღამეები, ვერ ავსულვარ ქუსლის კაკუნით ორი სართულიც კი, არადა, ეს თქვენი ლიფტი ერთი ღრმა საფლავია! სადარბაზოს კართან მწოლიარე მეძუძური პოინტერი, თავისივე ოთხი ლეკვით, ხომ გულს მიქანებს. ვინ დახატავს ამ ნაბოლარა ლეკვის მუცლის კანკალს, ჩალისფერი ყურიდან მის რძისფერ შუბლზე მოსეირნე ჭიანჭველას ან ცივ საფეხურზე ჩემს ფეხისწვერებს?! არც საყვარელი კაცი სჩანს, ხელში აგიტაცოს და შეგიტყუოს ხმამაღალ ოთახში, სადაც შენივე ბგერის თვისება და ხმის ჟღერადობა განსხვავებული იქნება მსხვერპლისაგან.
ასეთი დაბოღმილი ალბათ წინა ცხოვრებაში თუ ვიყავი. აი, ამ ქოშებსაც სიამოვნებით ჩავყრიდი ურნაში, მაგრამ ჰონორარით შევიძინე და ყველა ლექსს მახსენებს, რომელშიც ტერფი ვახსენე ან მუხლის შიდა სიღრმეები. ისევ ცარიელი მუცლით ვარ, არც დაუგეგმავი ნაყოფი ჩამიჯდა ტანში, მაგრამ მოვასწარი და უკვე კარგა ხნის გაზრდილ შვილებს, ძილის წინ, მემილიონეჯერ გამოვუტყდი სიყვარულში. რა აღარ მოვიფიქრე, ბოღმიდან რომ გავსულიყავი. ო, ეს საწოლი და მასში უაზროდ წრიალი ხომ სრული ჭაობია, ზეწარს პირღია ფერადი ნიანგები ახატია, უსულო ნიანგები, და ასე, შეუჭმელი რჩები. ახლა მხოლოდ წერა თუ მიხსნის, არ დავეძებ არც სარკაზმს, არც გრამატიკული წესების დაცვას. იმ იმედით ვრჩები, რომ ბოლოს საჭმლის ნარჩენებივით მივუყრი, ჩემს რედაქტორს, ისე, რომ ასეთ ქაოსურ ნაწერებში არც კი მოესურვოს რაიმეს შეცვლა.
ხმააღმატებულმაც მიაგინო ამ ხმადაბალი კარის არქიტექტორს! თუნდაც კისერიც გაგიშეშდეს.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ხო,პოეზია არაა ოღონდ... ამჯერად ვერ მოვიწონე მაინცდამაინც... აღარ მახსოვდა მისხალიც კი... ნაწერი რომელიც სრულიად გავიწყდება და არაფერს გიტოვებს საერთოდ, ის ნაწერი არაფერია :) ხო,პოეზია არაა ოღონდ... ამჯერად ვერ მოვიწონე მაინცდამაინც... აღარ მახსოვდა მისხალიც კი... ნაწერი რომელიც სრულიად გავიწყდება და არაფერს გიტოვებს საერთოდ, ის ნაწერი არაფერია :)
2. ეს არ არის პოეზია. შეგეძლოთ სხვაში დატანა ამ უთავბოლო ტექსტისა. პოეზია სხვა რამეა. არ არის მთავარი ის, თუ ჟანრში რას მიუთითებთ, არამედ ის თუ რას ჰგავს თქვენი ტექსტი, ბევრი იკითხეთ პორეზიის შესახებ და ისწავლეთ როგორ უნდა შექმნათ პოეტური ნაწარმოები. ეს არ არის პოეზია. შეგეძლოთ სხვაში დატანა ამ უთავბოლო ტექსტისა. პოეზია სხვა რამეა. არ არის მთავარი ის, თუ ჟანრში რას მიუთითებთ, არამედ ის თუ რას ჰგავს თქვენი ტექსტი, ბევრი იკითხეთ პორეზიის შესახებ და ისწავლეთ როგორ უნდა შექმნათ პოეტური ნაწარმოები.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|