ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ელენე96
ჟანრი: პროზა
15 თებერვალი, 2020


კურიერი და ლამაზმანი თავი 16

თავი 16
                                                            ბედის ამარა
_ ზურა ცოტა დრო უნდა მომცე.
_ არავითარი დრო აღარ იქნება. ჩვენ ყველაფერი დავამთავრეთ.
_ ასე მარტივად შეგიძლია დანებდე?
_ გვანცა მე რა უნდა გავაკეთო, როცა შენი გული სხვას ეკუთვნის?
_ არვიცი, გააკეთე რამე.
_ არა, ნამდვილად აღარ შემიძლია ამის მოსმენა. მე მივდივარ!
_ სად?
_ ამერიკაში.
***
  შეიძლება მოაგატყუოს მზემ. შეიძლება სხივებმა ვეღარ გაგათბოს, იქნებ დაგთმოს კიდეც და ღრუბლებში იპოვოს სიმშვიდე. აყევი აღმართს... იქნებ იპოვო კიბის კუთხეში ამოსული ია. ეს ხომ გასაოცარია, ეს ხომ უბრალოდ შესანიშნავია. უყურო და დაიჯერო, რომ დედამიწის ნებისმირ წერტილში შეგიძლია იპოვო საკუთარი თავი. იქნებ აიარო აღმართი ბოლომდე და შეიცვალო აზრი. ამინდებიც აირია,  წვიმა წამოვიდა... იქნებ  მოგატყუოს წვიმამ. წვეთებად დაიღლება მჯერა, მაგრამ შენ რას იზამ ამ დროს? როცა ცრემლის ნატამალიც აღარ შეგრჩენია. იქნებ სულაც გაქრა და ამოშრა შენი თვალებიდან. განა რას უზამ დამსხვრეულ ცხოვრებას. იმას, რომელიც უკან მიუხედავად მიატოვე. წახვედი და სხვას დაუტოვე ისე თითქოს შენი არ იყოს, არ გეკუთვნოდეს.  მიდი იარე! ნუ დანებდები. იქნებ შეხვდე ერთ ღვთისნიერ კაცს, რომელიც გამოგიწვდის დამჭკნარ ხელებს და გეტყვის: ,,ნუ დათმობ...ნუ დატოვებ ქალს უსიყვარულოდ. ქალი უსიყვარულოდ არაფერია. მალე დაჭკნება, მაღალ ქუსლებზეც იტყვის უარს. აღარც წითელ კაბას ჩაიცმევს, რომელიც ერთ დროს შენ აჩუქე და ბავშვივით უხაროდა. აღარც იცეკვებს, რადგან მას მხოლოდ შენთან უნდოდა ცეკვა. მას მხოლოდ შენს სჭირდებოდი. ის, მხოლოდ შენ გაღმერთებდა და შენ  რა გააკეთე? ადექი და მარტო დატოვე ბედის ამარა“.
***
_ ზურა რამე მოხდა? გვანცა კარგად არის?
_ იმაზე კარგად არის ვიდრე გგონია.
_ ვერაფერი გავიგე. შეგიძლია ცოტა გარკვევით მითხრა?
_ შეყვარებულია... გვანცა ძალიან არის შეყვარებული.
_ ზურა აქ ამისთვის მომიყვანე?
_ მოიცადე! მას სხვა შეუყვარდა.
_ ,,ჩემო ქალღმერთო“...
_ რამე თქვი?
_ არა, არაფერი... ჩემგან რა გინდა?
_ უნდა დამეხმარო.
_ ვერ ვხვდები მე რაში უნდა დაგეხმარო?
_ რამე უნდა მომაფიქრებინო, რომ ისევ მე შემიყვაროს.
_ შვილო შენ სიყვარული კალათბურთის ბურთი ხომ არ გგონია?
_ მასე ნუ მიყურებ, გვანცამ თქვა ასე.
_ თქვენ სულ გაგიფრენიათ...
***
  იქნებ ცოტაც მომეცადა. იის ამოსვლას დავლოდებოდი და შემდეგ მიმეღო გადაწყვეტილება. ამას კი არ დაველოდე. ვიცოდი ვერ გავუძლებდი ვნებებს და მაინც უკან დავიხევდი. ვიცი გაზაფხულიც  გამიგებს, რომ ასე საყვარელი ქალის დასაცავად მოვიქეცი. ჩემი სიყვარული მას სამყოფელად დავუტოვე. წამოვედი და ვუთხარი, რომ ახლა თუ ეს ბედია, ჩვენ ერთმანეთს ისევ შევხვდებით. წამოსვლამდე ზურას დავეხმარე, რომ სიყვარულის დღე ქალღმერთისთვის განსაკუთრებული ყოფილიყო. მე ხომ ვიცი, რომ მას თეთრი ვარდები პატარა ბავშვით უხარია. მისი თვალები ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ უბრალობა მისთვის ძვირფას საჩუქარს წამოადგენდა. ქალი ქალღმერთია. შენ თუ გადაწყვიტე შენი ცხოვრების მეგზური გახდეს მას მიეცი უფლება იაროს სახლში შენი პერანგით. მიეცი უფლება ჩაიდინოს ყველაფერი რაც მას სრულყოფილს გახდის. ლამაზი ქალი ვარდის კვირტივით იშლება, რაც უფრო წლები ემატება მით უფრო მშვენდება. ქალი ასაკის მატებასთან ერთად მეტად თავდაჯერებული ძლიერი არსებები ხდებიან. აი, სწორედ ეს არის კაცებს, რომ გვანგრევს და გვანადგურებს. ძლიერი ქალის წარმოდგენა რთულია და კიდევ უფრო რთული თუ  მას გზად გადაეყრები.
  შეიძლება მოგატყუოს მზემ, წვიმამ, მაგრამ ვერასოდეს მოგატყუებს გაზაფხული. ეს ერთადერთი ადგილია, სადაც მწარე წარსულის მიუხედავად ახალი სიცოცხლის სურვილი გიჩნდება. წამოდი... წავიდეთ! იქ, სადაც გაზაფხულია და დავივიწყოთ ის, რაც წარსულში იყო. ნუ დაელოდები სხვას! მოკიდე საყვარელ ქალს ხელი და დაუმტკიცე, რომ ის ყველაზე განსაკუთრებულია. დაუმტკიცე, რომ მისი გამოხედვა ყველაფერის მთქმელია. ისიც უთხარი, რომ გაიღიმოს, რადგან ცხოვრება სულ ერთი წვეთია. უთხარით, რომ ასეთი ლამაზი ასეთი საოცარი გაზაფხული არასდროს მოვა. იპოვე გაზაფხული და მიეცი საკუთარ თავს  უფლება სიყვარული გაგიჟებამდე. წადი! იარე თუნდაც გზად ბევრი დაბრკოლებაა. ნუ მოუსმენ წამოძახილებს. ,,შენ ამას ვერასოდეს შეძლებ. შენ ეს არასდროს არ გამოგივა“. ჩათვალე, რომ ეს უბრალოდ გზაზე დაგდებული მორევია, რომელიც უბრალოდ გვერდზე უნდა გადააგორო. გააკეთე ეს ყველაფერი მარტო იმიტომ, რომ შენ ამას იმსახურებ.
***
_ კარგი დაგეხმარები, მაგრამ ერთ შეკითხვაზე უნდა მიპასუხო.
_ გისმენ.
_ რა გაგიკეთებია ქალის გულის მოსაგებად?
_ წყალში შევედი საბანაოდ, იქიდან კი სრულიად სიშველი გამოვედი.
_ სერიოზურად?
_ თვალები, როცა გავახილე პლიაჟზე მხოლოდ ორი ასაკოვანი ქალი დამხვდა.
_ ამის მერე შენ გინდა გვანცას გული მოიგო? ეს შეუძლებელია...
_ არა, მოიცადე მომაფიქრებინე რა რამე. შენ რა გაგიკეთებია?
_ აივნიდან პირდაპირ წვეულებაზე წავიყვანე.
_ საღოლ ძმაო, მაგრამ მაგას ვერ გავაკეთებდი.
_ არა, შენ რო ვერ გააკეთებდი ვიცი.
_ ეხლა!
_ კარგი დაჯექი, მე უკვე მოვიფიქრე.
_ აბა...
_ პირველ რიგში გაიხსენე თქვენი პირველი შეხვედრა: სად და როგორ შეხვდით ერთმანეთს?
_ კარგი გეტყვი. პირველად ავარიაში შევხვდით ერთმანეთს. კაცი მოვკალით და შემდეგ გვამის გადამალვას ვცდილობდით.
_ საკმარისია! აღარ გააგრძელო... მეორედ, როდის შეხვდი?
_ მისი მეგობარი, გიგი ვიპოვეთ გარდაცვლილი.
_ შემდეგი!
_ გვანცა აივნიდან  გადმოვარდა და მის სანახავად სავაადმყოფოში მივედი.
_ ღმერთო ჩემო... შვილო ერთი ნორმალური შეხვედრა არასდროს გქონით?
_ აბა როგორი?
_ არვიცი, მაგალითად რომანტიული?
_ აუ, კი ამერიკიდან რომ დავბრუნდი კაფეში შევხვდი შემთხვევით.
_ გვანცას სამსახურის მოპირდაპირე კაფეს გულისხმობ?
_ ხო, შენ საიდან იცი?
_ საქმეს დასჭირდა... მოკლედ ერთად დავწერ ბარათებს. შენ კიდევ წახვალ და გვანცას ოთახიდან, სადაც მე გეტყვი იქამდე გააკრავ და კიდევ ბარათთან ერთად თეთრ ვარდს დატოვებ.
_ თეთრი რატომ?
_ ე, ბიჭო თუ გინდა დახმარება გააკეთე რასაც გეუბნები. გოგო ასე მსვლელობით მივა ძალიან ლამაზ ადგილას, სადაც ლამაზი გარემო და წყნარი მუსიკა დახვდება. ქალებს რომანტიკა უყვართ.
_ ვერ ვხვდები ეს რა საჭიროა?
_ ზურა მაშინ წადი ამერიკაში და ქალი  დაუტოვე სხვას.
_ არა, იყოს ყველაფერი როგორც შენ თქვი. შენ ბარათებს დაწერ, მე წავალ და ვარდებს ვიყიდი.
_ მგონი პირიქით აჯობებს.
_ არა, მე წერა არ შემიძლია. შენ დაწერე მე წავალ ხელს არ შეგიშლი.
***
  უიმედოდ ყოფნას ისევ უსიყვარულოდ ყოფნა სჯობია. აი, ზურას მგონი არც ერთი ადარდებს და არც მეორე. მას, მხოლოდ ერთი მიზანი აქვს დაიბრუნოს ქალი და მერე ისევ ისე უმოქმედოდ გააგრძელოს ურთიერთობები. ასეთ დროს არ ვიცი, როგორ უნდა ვიქცეოდე. წერა ჩემს ცხოვრებაში  ოდითგანვე  დიდ ადგილს იკავებდა. ვწერდი და ზუსტად ვიცოდი, რომ ბოლომდე მომისმენდა ვინმე. ის, ვისაც ვესაუბრებოდი იყო ჩემივე გამოგონილი პერსონაჟი, რომელიც არასდროს არ მაწყვეტინებდა სიტყვას და მეც ავიღებდი წიგნაკს და გულს მოვითქვამდი. მუზა არ ნიშნავს ადამიანს, ის შეიძლება იყოს ჭრილობები, რომელიც არასდროს არ მოშუშდება. მე მშობლების მოუშორებელი ჭრილობები მაწერინებდა. ერთხელაც ვთქვი: როცა დავბერდები, ჩამოვჯდები ეტლში, თბილ პლედს მუხლებზე გადავიფარებ და  აუცილებლად ამოვკრებდი წიგნაკიდან ჩანაწერებს და ერთ მთლიან ჭრილობებს წიგნზე დავიტანდი, მაგრამ ამით რა უნდა ვასწავლო ხალხს.  რა უნდა უნდა ისწავლონ ჩემგან?
  ხელში მოვიმარჯვე კალამი და პირველი რაც გავიფიქრე იყო ქალი, რომელზეც მე სიგიჟემდე ვიყავი შეყვარებული. შემდეგ დავხუჭე თვალები და წარმოვიდგინე მისი ღიმილი, მისი გამოხედვა... იმისთვის, რომ ლამაზი სიტყვები დაუწერო ქალს, რომელიც გიყვარს აუცილებელია მისი ცხოვრებიდან ყველაზე მნიშვნელოვან დღეებზე ისაუბრო. იქნებ სულაც ლექსად ვერ ჩავატიო გრძნობა ან იქნებ გადავამეტო, რადგან ის ქალი ვინც მიყვარს ჩემი არ არის და ამ ბარათებსაც სხვის მსგავსად ვწერ. ქალღმერთი ჭკვიანია... ის, ჩემს თითოეულ ნაბიჯს ხვდება. მეშინია იქნებ გრძნობებმა მიმტყუვნოს და ბოლომდე დავიხარჯო. წერილები ერთადერთი წმინდა რამაა, სადაც არასოდეს ტყუილი არ იწერება.
  მჭიდროდ დახუჭულ თვალს ვახელ. ჯერ ერთი თვალი იქაურობას მოვავლე. მივხვდი, რომ კაბინეტში არავინ იყო და ღრმად ჩავისუნთქე. ავნერვიულდი, ხელებმა კანკალი დაიწყო. განა რა უნდა იყოს მხოლოდ წერილია. საყვარელი ქალისთვის წერილები გაქვს დასაწერი. ,,დილამშვიდობისა ჩემო ქალღმერთო...“  არა,  შეუძლებელია! ეს  ხომ პირველი ჩამჭრელი სიტყვაა, რადგან ეს სიტყვა მხოლოდ მე მეკუთვნის. ფურცელი, რომელზეც ეს სიტყვები დავიტანე დავხიე და იქვე მაგიდაზე დავყარე.  თავს მოვუყარე და ისევ თავიდან დავიწყე მისასალმებელი ბარათის დაწერა. ვგრძნობ მცხელა, ვიწვი, მაგრამ გამოსავალს ვერ ვპოულობ. ,, წამოდი წავიდეთ...  დღეს მე და შენ უმისამართოდ გავემგზავრებით“... ესაც ასე დაიწერა პირველი ბარათის , რამოდენიმე სიტყვა. საკმარისია! ამდენი ტანჯვა აღარ შემიძლია. ქალღმერთი მხოლოდ ჩემია, მე მეკუთვნის... ამის გაკეთება არ შემიძლია!
  ნეტავ რომელი საათია? ანდა საათს რა მნიშვნელობა აქვს. მე ხომ არაფერს ველი ხვალინდელი დღისგან. ეს დღე ხო ჩვენთვის არ არის. საკუთარი ხელებით  ვთმობ საყვარელ ქალს. ვტოვებ და უმისამართოდ მხოლოდ მე მივემგზავრები. ალიონი ჩემს ფანჯრას უკვე მოსდგომია. გარეთ ყინვაა იქნებ სულაც ჩემი განწყობიდან გამომდინარე ხდება ასე. დილამდე ვწერდი წერილებს და ახლა ყველაზე მეტად არ მინდა ძილი. გათენდა დილა მზის სხივებმა დაიწყო გაყინული მინების ჩამორეცხვა. ცოტაც და ზამთარიც მიიწურება, მაგრამ რას იტყვის მარტი ეს ყველაზე მეტად მაინტერესებს. ის, ხომ ყველაზე ამოუცნობი, ყველაზე მოულოდნელ სუპრიზებს გვპირდება. იქნებ წამოყაროს თოვლი ან იქნებ გამოჩნდეს ია. არა, ვიცი გამოჩნდება ია და ვიცი თოვლის საბანს გადაიფარებს. ის, ისეთი ლამაზია... უბრალოდ გინდა დაჟინებით უმზერო და ყველაზე თბილი სიტყვები რაც პირზე მოგადგება უთხრა. მახსოვს დედაჩემი დილით ადრიანად ადგებოდა,  ბაღში შევიდოდა და ვარდებს ლამაზი სიტყვებით ამკობდა. მამაჩემი ზოგჯერ ეჭვიანობდა. ეტყოდა: ,,შენ ისინი ჩემზე მეტად გიყვარს“. განა რა ძალა ჰქონდათ მათ სიყვარულს, რომ ჩასვენების დროს მისი სხეულები ერთმანეთს მიეკრნენ. ო, ჩემო ლამაზო ოჯახო რა ბედნიერი იყავი და რა მალე მოგვიღეს ბოლო.
  აი, გათენდა დილა სიყვარულის და მე გადავწყვიტე ქალაქში გავსულიყავი. წასვლამდე კიდევ ერთხელ მინდოდა შეყვარებული სახეების ცქერა. ამ დღეს მაღაზიებში, ბაზრებში თუ ქუჩებში ყველგან ყვავილებია. გულის ფორმის სუვენერებზე რიგი დიდია. ახლა კაცი სუნამოს არჩევს და კონსუნტანტს დაჟინებით სთხოვს:  ,,სურნელი მინდა ჩემი ცოლის მსგავსი. ის, განსაკუთრებულია... გაზაფხულზე გაყვავებულ იასამანს ჰყავს. ზაფხულში გაშლილ ვარდს შემოდგომაზე გაშენებულ პიონების რიგს და ზამთრის საბანში გახვეულ იას“. კონსუნტანტი კაცს ჯერ კარგა ხანს გაკვირვებული შესცქეროდა და ბოლოს ქალისთვის სასიამოვნო, სურნელოვანი სუნამო შესთავაზა. კაცმაც ხმამაღლა იყვირა. ,,ეს არის! ეს არის ის, რასაც აქამდე ვეძებდი“. განა რა ძალა აქვს სიყვარულს, როცა ასე დაჟინებით ეძებ სურნელს საყვარელი ცოლისთვის. მე მესიამოვნა კაცის ასეთი ქმედება და დარწმუნებული ვარ ბევრი ახალგაზრდა წყვილისთვის გახდება მაგალითი. ,,დღეს რა გეგმები გაქვს?“ ტელეფონში ანის შეტყობინება ამოვიკითხე. გამეღიმა რაში აინტერესებს ქალს, რომელიც თანაშემწეა სიყვარულის დღეს სად წავალ. ზურგჩანთიდან გამწარებულ ქალზე დაწერილი წიგნი ამოვიღე და კითხვა დავიწყე, რამდენჯერაც თავი ჩავხარე წიგნში იმდენჯერ გამიჩნდა სურვილი მეპოვნა მისი მშობლები და პასუხი მომეთხოვა. ცოტახანში ზურას კაფეში შევხვდები და ბარათებს რომელსაც დილის ხუთ საათამდე ვწერდი ჩემივე ხელებით გადავცემ. საკუთარ თავს ვადანაშაულებ და ვსჯი კიდეც. იქნებ დავიხიო უკან, იქნებ ავდგე და ეს ყველაფერი მე გავაკეთო, მაგრამ რას იტყვის დედა, როცა გაიგებს რომ ჩემი პირობა არ შევასრულე. რას იტყვის კაცი, რომელსაც სიკვდილის წინ ჩემი იმედი ჰქონდა. არ მაქვს უფლება ჩემი განვლილი ცხოვრებისთვის პასუხი საყვარელ ქალმა აგოს. მე მზად ვარ ქალღმერთი დავუთმო სხვას და იცხოვროს ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე.
***
_ დევიდი ხო, აქ რას აკეთებ?
_ ალი გამარჯობა! ამ არეულ ამინდებში წიგნის კითხვა გადავწყვიტე. მიდი ჩამოჯექი... შენი მეგობარიც გზაშია, მალე მოვა.
_ სერიოზულად? ხალხო დატოვეთ აქაურობა!
_ ალი დამშვიდდი ჩხუბს არ ვაპირებთ. აქ კეთილი განზრახვით ვარ მოსული.
_ და რას ნიშნავს ეგ?
_ აი, მოვიდა და თვითონ იტყვის.
_ აბა, რა ქენი კენწერო დაწერე ბარათები?
_ აი, გამომართვი სულ შვიდია ბარათია.
_ ეს ძალიან ცოტა არ არის?
_ არა, არ არის ცოტა, თანაც გვანცას დიდი გზა არ ექნება გასავლელი.
_ ვინმემ შემომარტყით... ბიჭებო ღადაობთ არა?
_ ბაზ არა ლომო...
_ ზურა ეგრე მწარედაც არ მითხოვია.
_ ყველაფერი გამოვა არა?
_ მოიცადეთ მეც მომაფიქრებინეთ რა რამე.
_ შენ რაში გჭირდება დახმარება?
_ მინდა სიდედრი სახლიდან გავიტყუო, თანაც ისე, რომ ბავშვებიც თან წაიყვანოს.
_ ცეცხლოვანი საწოლი და ღამე?
_ მოკეტე იდიოტო! მაგდენ სისულელეს მომაფიქრებინე რამე.
_ შენ სიდედრს ქმარი არ ჰყავს?
_ კი ჰყავს, მაგრამ მუდმივად დაკავებულია.
_ ორ დღიანი ტური ნახე რამე და სიხარულით დაგთანხმებიან, თანაც მაგ ასაკში ტყე და ბუნება ურჩევნიათ ვიდრე რესტორანი და რომანტიული გარემო.
_ აუ, დევიდ ჯიგარი ხარ! ახლავე წავალ და ვიყიდი.
_ მოიცადე! რო მიდიხარ იცის სად მიდიხარ?
_ არა.
_ მაგ ტურების შეძენა ვებ გვერდიდანაც არის შესაძლებელი.
_ აბა?
_ ახლა ეჭვიანობისგან გავგიჟდები!
_ ზურა ახლა შენი თავი ნამდვილად არ მაქვს.
_ მოიცადეთ!
_ რა მოხდა?
_ ბავშვები? ისინი თუ გავუშვი ბავშვები სად დავტოვო?
_ მე წავიყვან.
_ სერიოზულად?
_ ხო, ხვალ დილით მივემგზავრები იქამდე კი დრო მაქვს და დავიტოვებ.
_ აუ, ჯიგარი ხარ! ახლავე წავალ და ამას ლიზას ვეტყვი.
_ ზურა შენ რაღას მომშტერებიხარ?! წადი, მიხედე საქმეებს და გვანცა შემოირიგე.
_ ასეთი იდიალური როგორ ხარ?
_ იდიალური არავინ არის მეგობარო.
***
,, ასეთი ბედნიერი არასოდეს ვყოფილვარ. მასთან ასე ახლოს თუნდაც რამოდენიმე წუთით ყოფნა არაჩვეულებრივია. ამ გრძნობას სახელს ვერ დავარქმევ, თუმცა მთელი სხეულით შევიგრძნობ. ძალიან გულიპყვილო ვიყავი და პირუტყვზე მეტი განათლებაც არ მქონია, მაგრამ ეს გრძნობა, გულისა და სხეულის  თავისუფლების შეგრძნება, არაჩვეულებრივი იყო. ჩემს ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი თავი ადამიანად, რომელიც თავად წყვეტს, როგორ უნდა მოიქცეს. ვცოცხლობ! არც მამაჩემს ვემორჩილები, არც ვინმე სხვას. პირიქით, ვეურჩები და არ ვემორჩილები“. სუადი ბედნიერი იყო მამაკაცით, რომელმაც თავისუფლება მისცა. სჯეროდა, რომ ერთ დღესაც ცხვრების მწყემსვა აღარ მოუწევდა და მასთან ერთად ბედნიერ ოჯახს შექმნიდა. ქალს თავისუფლება სურდა. გულში ისევ სიბრაზე შემომაწვა, როგორ შეიძლება ოჯახი, მშობლები ასე მოექცეს ქალს, მაგრამ სამწუხარო რეალობაა, როდესაც ასეეთი ქვეყნები არის, სადაც ეს ყველაფერი რეალურად ხდება. მონად ქცეული ქალები გამუდმებით შიშში ათენებენ და აღამებენ დღეებს. ახლა წიგნი დავხურე  და გზა სახლამდე ფეხით გავაგრძელე.
  გვანცამ ალბათ უკვე გაიღვიძა და პირველი ბარათი ფანჯარასთან  დახვდა. ეს მე გავაკეთე. ავედი მის აივანზე და ბარათთან ერთად თეთრი ვარდი დავუტოვე. ახლა ალბათ მეორე ბარათს ეძებს და ფიქრობს ვინ გააკეთა ეს. ჩემი გოგო ჭკვიანია, ვიცი ეჭვს მაინც ჩემზე მოიტანს, მაგრამ მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ეჭვი ჩემზე არ აეღო.

სიყვარულის დღე! 2020 წელი.
მთელი ღამე გავატარე იმის ლოდინში, რომ ერთ შეტყობინებას მაინც მომწერდი. ტელეფონს გამალებით ვუყურებდი და ასე ალბათ ლოდინში დილის საათებში ჩამეძინა. იმედი გადამეწურა ვიცოდი, რომ ის, ჩვენი უკანასკნელი შეხვედრა იყო და ჩვენ ერთმანეთს აღარ შევხვდებოდით. იცით ძალიან უცნაურმა შეგრძნებამ გამაღვიძა. თვალის ახელა ვერ მოვასწარი გულმა გამალებით დაიწყო ფეთქვა. ჩემი სხეული ჩემდა დაუკითხავად ფანჯრისკენ გაემართა. გულის სიღრმეში მაინც ვიჯერებდი, რომ გამოჩნდებოდი და თუნდაც ერთ ბარათს მაინც დამიტოვებდი. ,,არ გაქვს უფლება წახვიდე...გესმის?! შენ ვერ წახვალ და მარტო ვერ დამტოვებ“. ჩემს თავს სანამ ამ სიტყვებს წამოვუძახებდი ფანჯრიდან ფარდა გადავწიე და დავინახე ბარათი და ვარდი, რომელიც ფანჯრის მინას იყო მიკრული. ვგრძნობდი, რომ ფეხები მეკეცებოდა. ერთდროულად ტირილი და სიცილი დავიწყე. ასე მემართება, როცა რაღაც ძალიან მიხარია. ,, წამოდი წავიდეთ... დღეს მე და შენ უმისამართოდ გავემგზავრებით. შენ სანამ შავს  და სქელ თმას დაივარცხნი მინდა ამ სიმღერას მოუსმინო. ,, Good Morning Beautiful”.  ის არის, ის არ წასულა აქ არის. არა, როგორ მეგონა, რომ მიმატოვებდა. ვარდი ფანჯრიდან მოვხსენი და წყალში ჩავდე. სარკეში ვიყურები და თან სულელივით მეცინება. ვხედავ ვიცინი და ცრემლები თავისით მოდის. ეს არის დღის საუკეთესო დასაწყისი. ახლა რაც არ უნდა მოხდეს, რაც არ უნდა მითხრას ვინმემ განწყობას ვერავინ გამიფუჭებს. ,, გოგო ეს რა არის?  ვარდი აქ საიდან გაჩნდა?“ ძმა დაჟინებით რაღაცას მეკითხება, მაგრამ მე მაინც ვივარცხნი თმას და ვუსმენ მუსიკას, რომელიც ყურში სასიამოვნოდ ჩამესმის.  მზად ვარ სახლიდან გასასვლელად. მივდივარ, მაგრამ არ ვიცი სად. სანაპიროზე გავიარე და გზად კაფეში ყავის დასალევად შევიარე. ლიზა მირეკავს... ალბათ აინტერესებს, რომელმა მომილოცა პირველად დღევანდელი დღე.
***
_ აბა, მითხარი პირველი ვინ იყო?
_ დევიდი... დილით აივანზე ვარდი და ბარათი დამიტოვა.
_ ბარათში რა ეწერა?
_ ყველაზე ლამაზი სიტყვა, ლამაზებს შორის.
_ გოგო, ეგრე როგორ გავიგო?
_ კარგი დაიკიდე... ალიმ გააკეთა რამე?
_ ჯერ არაფერი, მაგრამ ყველაფერს აკეთებს, რომ დღეს სახლში მარტო დავრჩეთ.
_ და დედაშენი?
_ წეღან ძალიან ბედნიერმა დამირეკა მოვდივარ და ვიცი სიდედრი სახლიდან, როგორ უნდა გავიტყუო.
_ ვაიმე გიჟია ეგ ბიჭი.
_ ჩემია... მხოლოდ მე მეკუთვნის.
_ დამშვიდდი არავინ წართმევას არ აპირებს. გოგო არ ფიქრობ, რომ ჩვენც უნდა გავუკეთოთ რამე?
_ მაგაზე მე უკვე ვიზრუნე. გუშინ ყველაზე ლამაზი თეთრეული ვიყიდე...
_ კარგი აღარ გააგრძელო!  ყველაფერი ისედაც გასაგებია.
_ კარგი წადი... დღეს არ დამირეკო დილით მე დაგირეკავ და ყველაფერი დაწვრილებით მომიყევი.
_ სერიოზულად?
_ იცოდე ზურა ჩემია, მაგრამ მე დევიდის მხარს ვიჭერ.
***
  სანაპიროზე რამოდენიმე ბავშვმა ალყა შემომარტყა. ,,ლამაზო გოგო... ეს შენთვის არის!“ ბავშვების თვალები იმდენად ანათებდნენ გეგონებოდა ამისვის ყველაზე დიდი გასამჯელო აიღეს. ხელში ისევ ბარათი და ერთი ვარდი მომაჩეჩეს და მოულოდნელად გაიფანტნენ ისე თითქოს შეშინებული ბეღურები ცაში. ისინი, ანგელოზებს ჰგავდნენ ციდან მოვლენილ ანგელოზებს. დღეს თუ სიყვარულს ამხელა ძალა აქვს ყველაზე მეტი მათთვის მემეტება. ცრემლიანი თვალებით კვლავ შემდეგ ბარათს ვხსნი და თან გული დიდი სიყვარულით მევსება. ,, რას შეგადარო არ ვიცი. ვუყურებ მზეს და ვხვდები რომ მასზე ცხელი ხარ. ვუყურებ გაწმენდილ ცას და ვიცი, რომ შენი სული მასზე წმინდაა. ცაში მონავარდე თეთრ თოლიას გამსგავსებ. იქნებ სულაც განსაკუთრებული ხარ იმ ქალებისგან, ვინც მარტივად ეცემა ქვემოთ. ვინც მარტივად აგდებს საკუთარ თავს მარტოობაში. გაიღიმე, რადგან გამგზავრებამდე ძალიან ცოტა დრო რჩება. ,, If Tomorrow Never Comes”.
    კვლავ ბედნიერი სახით ავდივარ სანაპიროს გზას.  მან ზუსტად იცოდა სად ვიქნებოდი. იქნებ ახლაც აქაა და შორიდან აკვირდება ჩემს დაბნეულ სახეს. გადავწყვიტე მეც გამეკეთებინა მისთვის რამე და იქვე ახლოს საათების მაღაზიაში შევიარე. შევედი თუ არა კონსუნტანტს ვეუბნები. მინდა  რაიმე განსაკუთრებული, საყვარელი მამაკაცისთვის. მან ყველაზე ლამაზი და დახვეწილი მოდელი შემომავაზა. სანამ ჩანთიდან საფულეს ამოვიღებდი  ხელში ბარათი და თეთრი ვარდი მომაწოდა. კონსუნტანტს მადლობა გადავუხადე და მაღაზიიდან გამოვედი. ,, რა ლამაზი ყოფილა სამყარო და ეს მე შენამდე არ ვიცოდი. იქნებ სულაც თვალებზე ბინდი მქონდა გადაკრული და გარშემო ვერაფერს ვამჩნევდი. ჩემი თვალები მხოლოდ შენ გეძებდნენ, შენ მოლოდინში იყვნენ. ახლა ზუსტად ვიცი, რომ ის ღირებული რაც ჩემს ცხოვრებაშია შენ ხარ. უნდა დაგიცვა, გაგიფთხილდე. ნუ დაიწყებ აქეთ-იქით თვარიელებას. მე მანდ არ ვარ, თუმცა გიცდი. მე უკვე გზაჯვარედინზე ვარ და შენს გარეშე არსად წასვლას არ ვაპირებ. Me And You”.
აცივდა... ვგრძნობ, რომ სხეულშიც შემცივდა. მინდა სანამ გზაჯვარედინს მივუახლოვდები ერთ ადამიანს შევხვდე და გაწეული სამსახურისთვის გადავუხარო დიდი მადლობა. მან ჩემი სიცოცხლე ჯერ კიდევ დევიდის გამოჩენამდე გადაარჩინა.
***
_ დიდი მადლობა, რომ ჩემს შეხვედრაზე უარი არ თქვი.
_ იცოდე, რომ  შენ შეხვედრაზე უარს არასდროს არ ვიტყვი.
_ კი, მაგრამ შენ ძალიან დაკავებული ხარ.
_ ეს შენი პრობლემა საერთოდ არ არის. გისმენ ამჯერად რაში გჭირდება ჩემი დახმარება.
_ მინდა ერთი ადამიანზე გამირკვიო ვინ არის, რას წარმოადგენს და საერთოდ ყველაფერი მისი წარსულის შესახებ.
_ კარგი მანახე ვინ არის და იქნებ შევძლოთ შენი დახმარება.
_ ეს არის...
_ სხვა არის კიდევ რამე, რაც მის შესახებ იცი?
_ მშობლები 10 წლის წინ დაკარგა. ერთი და ჰყავს, მაგრამ ისიც მშობლების გარდაცვალების შემდეგ არ უნახავს.
_ მაინც რისი დადგენა გინდა?
_ ის, მიდის რაღაცარ გაურბის და მინდა ვიცოდე რა არის ამის მიზეზი.
_ ვეცდები მალე გავარკვიო და შეგეხმიანები.
_  ქმარი მომიკითხე.
_ აუცილებლად...
***
  ,, მიყვარხარ... იმიტომ რომ შენს გარეშე არსებობა არ შემიძლია . მიყვარხარ... იმიტომ, რომ შენს გარეშე ყველაფერი აზრს კარგავს. მიყვარხარ... იმიტომ, რომ თვალები შენი მსავსი არავის ჰქონია. მიყვარხარ... იმიტომ, რომ ცეკვა შენი მსგავსი არავინ იცის. მიყვარხარ... ვდარდობ,
მეშინია,
განვიცდი,
იმიტომ, რომ მიყვარხარ...  Frank Sinatra ,,L.O.V.E”.
***
_ გვანცა შენ ახლა  ზურასთან ერთად არ უნდა იყო?
_ გიგი გამატარე, აივანი უნდა შევამოწმო.
_ რაც მე წავედი მგონი ყველამ ერთიანად გააფრინა.
_ აი, ამის წასაღებად მოვედი.
_ ე, ეგ მე რატომ ვერ შევამჩნიე. მანახე რა წერია.
_ შანსი არ არის...
_ კარგი მაშინ ხმამაღლა წაიკითხე.
_ კიდევ რა გინდა... კარგი წავედი კარები კარგად ჩაკეტე. დღეს ჩემი ძმა მოვა და საჭმელს ამოგიტანს. ხო კიდევ... რას გავს აქაურობა? მეორედ რო მოვალ ყველაფერი დალაგებული დამხვდეს.
_ არის უფროსო!
,, მთელი დღე გავიდა, მაგრამ მოლოდინს ვერაფერით ვშველი. მკლავს  ის შეგრძნება, რომ ძალიან მალე მოხვალ, გულთან ახლოს მიგიკრავ და წასვლის უფლებას არ მოგცემ. ეს დროს გაუსაძლიერესად მეჩვენება. მინდა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეც ჩემი ტანჯვა. მოდი შევიშალოთ! ნუღა დავიცდით ხალხი რას იტყვის ჩვენზე. გიჯებს არასდროს მოეკითხებათ თავისი საქციელი. იქნებ ჩვენც შევძლოთ და გავხდეთ ისეთები, როგორებიც ჩვენ ასე ძალიან გვინდა. All This Time”.
***
_ დევიდ კიდევ ერთხელ გიხდი მადლობას. ჩანთაში ყველაფერია იოანესთვის. ამის გაკეთება ძალიან მარტივია უბრალოდ ნელთბილი წყალი დაგჭირდება და ეგ არის.  დანარჩენს ნუცა აგიხსნის.
_ ნუცა გამარჯობა...
_ ნუცა იცოდე დევიდს დაუჯერე და ყველაფერი ისე გააკეთე, როგორც ის გეტყვის.
_ ვატყობ ამ საღამოს ძალიან გავერთობით...
_ კარგი მე წავალ დილით მოვალ და წაგიყვანთ.
_ ეგეთი შეშინებული თვალებით რატომ უყურებ ბავშვს.
_ ნუცა ბავშვი ხელში არასდროს ამიყვანია.
_ ნუ გეშინია იოანე ჭკვიანია ყველაფერს გააკეთებს, რომ მალე გაისვაროს და შემდეგ მისი დაბანა მოგიწიოს.
_ ასე რთულად გვაქვს საქმე?
_ შეიძლება ასეც ითქვას.
_ შენზე არაფერს მომიყვები?
_ ბევრი არაფერია მოსაყოლი. დედაჩემი რო დავიბადე მაშინ გარდაიცვალა აი, მამაჩემი კი ალის ავარიის შემდეგ.
_ აი, უკვე გამოვნახეთ რაღაც საერთო.
_ რა შენც არ გყავს მშობლები?
_ კი, ისინი დიდი ხანია რაც გარდაიცვალნენ.
***
,, სულ ერთი ნაბიჯიღა დარჩა ჩვენს შეხვედრამდე... სულ ცოტაც და დარწმუნდები, რომ ჩემს იქით გზა არ გაქვს. ვალდებული ხარ ჩემთან ერთად გაიარო ყველა ის გზა, რომელსაც მე გიჩვენებ. მე და შენ... ერთად ძალიან ლამაზ ზღაპარს შევქმნით და ეს იქნება შენს ცხოვრებაში ყველაზე საუკეთესო ფრაგმანი. Love Of My Life”.
  არ მეგონა ცხოვრებაში ასე ძალიან ბავშვი თუ დამღლიდა. არც მაშინ, როცა რთულ დავალებაზე მიწევდა წასვლა. ბავშვს ჯერ ვაჭამე, შემდეგ ვაბანავე და ახლა ჩემს გულთან ჩაეძინა. არა, ჭირვეული ბავშვი საერთოდ არ არის, მაგრამ როგორც ჩანს თავი უცხოდ იგრძნო და რამოდენიმეჯერ დედას გამოეტირა. იოანე ჩემს საწოლზე გადავაწვინე. გვერდით ბალიშები დავუდე, რომ არ გადმოვარდეს. მე იქვე სავარძელში ჩამოვჯექი და იოანეს ცქერაში ბევრმა ფიქრებმა გამიტაცა. იქნებ ეს ყველაფერი, რომ არა ახლა ჩემი შვილის გვერდით ჩემი ცოლი იწვეეს. იქნებ დავანებო თავი ამ შავ ბნელ ცხოვრებას  და ვიცხოვრო ისე, როგორც ჩვეულებრივმა ადამიანმა. დავიღალე... დავიღალე გამუდმებით იმაზე ფიქრით, რომ მუდამ ვიღაცის სიცოცხლე ჩემზეა გადაწყვეტილი. ხანდახან მგონია, რომ ვერ მივუსწრებ, ვერ შევძლებ მის გადარჩენას.
  ფეხზე წამოდგომა ვცადე.  ვგრძნობ, რომ თავში ძლიერი ტკივილი ვიგრძენი. ფეხებში ძალა მეცლება, თავბრუ დამეხვა, თუმცა თავს მაინც მჭიდროდ ვიჭერ. გავიხედე გარეთ და ვხედავ, რომ ისევ უწვიმია. გაძვალტყავებულ ხეებს მხოლოდ ორიოდე ფოთოლი შერჩენია ისეც  დიდი ხნის მიტოვებული. დასრულდა დღე სიყვარულის და გვანცა ხსნის ბოლო, უკანასკნელ ბარათს ჩემივე ხელით დაწერილს. ძალიან მალე მე კი არა შეხვდება ზურას და ალბათ პირველი ჩემს მიმართ გაუჩნდება ზიზღის შეგრძნება. ახლა უკანასკნელად დაიჯერებს, რომ მთელი დღის განმავლობაში, ვინც წერილებს და ვარდებს უგზავნიდა იყო ზურა და არა მე.
***
_ ,,მე დავამთავრე სიყვარულის დამაცვალება...“ ეს რას ნიშნავს, ან ეს რა ადგილია?
_ პატარა მიხარია, რომ მოხვედი. მოგწონს აქაურობა?
_ ზურა, შენ... ეს ყველაფერი, მთელი დღის განმავლობაში...
_ კი ეს ყველაფერი შენთვის იყო. არ დაჯდები? ეს ვახშამი შენთვის მოვამზადე.
_ ძალიან ლამაზია აქაურობა, მაგრამ...
_ გვანცა ძალიან გთხოვ არაფერი მითხრა. მოდი უბრალოდ ვივახშმოთ.
_ არ შემიძლია... ზურა ვერ დავრჩები უნდა წავიდე.
_ ამას რატომ აკეთებ? იცი, ამისთვის რამდენი ვიწვალე? მთელი ღამე წერილებს შენთვის ვწერდი, იმ ბავშვებსაც ფული  მე გადავუხადე, რომ ბარათი შენთვის მოეცათ. ეს ადგილი, ყველაფერი ჩემი გაკეთებულია...
_ აღარ გააგრძელო!
_ არ მესმის რა არ მოგეწონა. ჯანდაბა! შენ ხო ეს ყველაფერი გინდოდა... შენ ჩემგან რომანტიკას ითხოვდი და აი, მიიღე კიდეც...
_ ზურა წერილები შენი დაწერილი არ ყოფილა... არც ეს ადგილია შენი შერჩეული.
_ არა, ყველაფერი მე გავაკეთე... და საერთოდ შენთვის რა მნიშვნელობა აქვს ეს ყველაფერი ვინ გააკეთა შენ ხო მიიღე ეს ყველაფერი.
_ ზურა თუ ქალი გიყვარს ელემენტალური იდიის ავტორი მაინც უნდა ყოფილიყავი.
_ ჭირსაც წაუღია სიყვარულის დღე! მე შენი დაბრუნება მინდოდა. გვანცა მაგიდაზე ორი ბილეთია. ახლა თუ არ წამოხვალ ჩემთან ერთად დავივიწყებ თუ ოდესმე ჩემს ცხოვრებაში იყავი.
_ მითხარი ერთი რამ, რაც ბარათში ეწერა და მოვდივარ შენთან ერთად.
_ ,,მე დავამთავრე სიყვარულის დამაცვალება“...
_ ეგ რას ნიშნავს?
_ უბრალოდ ლექსია...
_ კარგი წავიდეთ.
***
    გულში თითქოს ძლიერი დარტყმა ვიგრძენი. ვგრძნობდი, რომ საბოლოოდ დავკარგე ქალი, რომელიც მე ასე ძალიან მიყვარდა. სარკეში ახლოდან დავუწყე ჩემს სახეს ყურება. თვალებში ცეცხლისფერ ალს ვხედავ. ვგრძნობ, რომ ერთხელაც იქნება ვულკანივით ამოხეთქავს ჩემში. თავი დავხარე, ცრემლი ყელში მძიმედ გადავყლაფე. გავედი აივანზე და თამბაქოს მოწევა უაზროდ დავიწყე. იწვის ქრება და ისევ თავიდან ვუკიდებ. ახლა თაროდან არკოჰოლის სავსე ბოთლი გადმოვიღე უაზროდ დავიწყე დალევა. ასე საკუთარი თავი ალბათ მშობლების გარდაცვალების შემდეგ დავკარგე. ერთადერთი, რამაც გონზე მომიყვანა იყო იოანეს ტირილის ხმა. გაიღვიძა, შია და ტირის. სახეზე ცივი ტყალი შევისხი ამან უფრო ამიწყვა გაყინული სახე. არ ვიცი, როგორ მაგრამ ბავშვს საჭმელი გავუკეთე გვერდზე მივუწექი და ჭამა დაიწყო. ვგრძნობ იოანე გამირბის ალბათ არკოჰოლის სუნმა შეაწუხა. დაასრულა ჭამა და ისევ ისე გააგრძელა ძილი ვითომ არც გაუღვიძია. იოანემ დაძინებამდე ჩემს წვერს ჩაავლო ხელი თითქოს მამშვიდებს. ის ხომ სულ ორი წლისაა, მაგრამ გრძნობს, რომ ჩემს თავს დიდი განსაცდელი დაატყდა. ახლა ოთახში ნუცა შემოდის ეტყობოდა რომ არ ეძინებოდა დიდ ოთახში და ისევ იოანესთან ერთად გადაწყვიტა ძილი. მე ყველანაირად ვცადე არკოჰოლის სუნი და შეშლილი სახე ერთდროულად დამემარხა ჩემში, მაგრამ ბავშვებს ვერაფერს მოატყუებ. ისინი ყველაზე მეტად მგძნობიარეები არიან. ზურგშეტრიალებული ნუცას ვეუბნები: ,,შეგიძლია იოანეს მიუწვე მან ახლახანს ჭამა და დაიძინა“.
***
_ ეს ყველაფერი ქალის გამო ხდება?
_ რაზე მეკითხები?
_ აი, აივანზე ბევრი თამბაქოს ყუთი და რამოდენიმე ბოთლი რომ გდია.
_ მეგონა, რომ საგულდაგულოდ დავმალე.
_ არა, შენ უბრალოდ ფარდა ბოლომდე არ გადაგიწევია.
_ ის დავთმე... წავედი და მარტო დავტოვე...
_ ალი სხვაზე აპირებდა დაქორწინებას, მაგრამ როცა გაიგო, რომ ლამაზმანი მისთვის ლიზა იყო  მასთან ერთად ცეცხლში შესვლაზეც არ უთქვამს უარი.
_ ნუცა შენ ძალიან განსაკუთრებული ხარ.
_ არ ვიცი... ალბათ იმიტომ, რომ დედაჩემი ჩემზე მშობიარობას გადაყვა.
_ ძალიან ვწუხვარ...
_ რას ელოდები? ჯერ გვიანი არ არის წადი და საყვარელი ქალი დაუბრუნე.
_ ეს შეუძლებელია... მე ის ჩემივე ხელებით სხვას გადავეცი.
_ შეუძლებელი ჩვენი მშობლების დაბრუნებაა. ახლა კი ადექი და გაიქეცი. იოანე ხვალამდე მაინც არ გაიღვიძებს.
***
  სიყვარული, რაც არ უნდა გააცანკევო ერთმანეთისგან მათი გზები, მაინც გზაჯვარედინამდე მიდის. რაც არ უნდა ბედის ამარა დარჩე ის, მაინც მოვა და გეტყვის, რომ დაბრუნდა... გეტყვის, რომ მზად არის ნებისმიერი დაბრკოლები შენთან ერთად გადალახოს. დევიდი მირბის... არც წვიმა აჩაერებს. იცის, რომ შეხვდება მის თვალებს და ეგრევე მისკენ გაწევს.იცის, რომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება ეს ტანჯვა და საყვარელ ქალს ჩაიკრავს გულში.
***
_ გაგიჟდი! იცი რამდენი ხანია გეძებ?
გული გამისკდა, მეგონა რაღაც დაგემართა.
_ ხო, გავგიჟდი! შენ გამაგიჟე ჩემო ქალღმერთო.
_ დევიდ ნუ ყვირი...
_ მინდა ყველამ გაიგოს. ქარებო, ღმერთებო, თქვენც ვასკვლავებო. თქვენს გასაგონად ვყვირი. მიყვარს... ეს ქალი სიგიჟემდე შემიყვარდა.
_ გაჩუმდი...
_ არა, ვერ გამაჩერებ... ვერც ქარები გამაჩერებენ.
_ დავქორწინდეთ...
_ მინდა შენს ღიმილში დავიმარხო!
_ დევიდ...
_ რა თქვი? გვანცა გაიმეორე რაც ორი წუთის წინ თქვი.
_ მოდი დავქორწინდეთ...
_ ეს შეუძლებელია!
_ რატომ არის შეუძლებელია?
_ მე კაცის დანატოვებელი მისია მაქვს შესასრულებელი.
_ დევიდ ასე ნუ მოიქცევი... შენ არ გაქვს უფლება წახვიდე და მარტო დამტოვო. გესმის?! შენ ვერ წახვალ...
_ მაპატიე...
_ არა, არ მესმის შენი, ნამდვილად არ მესმის შენი...
_ ნუ ტირი...
_ ხო ვიცი, ყველაზე მეტად ჩემს თვალზე ვერ იტან ცრემლს.
_ გვანცა შენ ჩემთვის ყველაზე მიუწდომელი ქალი ხარ.
_ ამას რატომ ამბობ? ჯანდაბა! თქვი ერთხელ და სამუდამოდ რას მალავ?
  ,,გვანცა მოშორდი მაგ კაცს... ეგ მანიაკია... მან რამოდენიმე ქვეყანნაში ქალი გატაცა და შემდეგ წამებით მოკლა. ის, ამ ქალაქში შურის საძიებლად არის ჩამოსული. ეძებს ქალს, ვინც მისი მშობლების მკვლელობაში ეჭვიმიტანილია. კაცი ვისთანაც მუშაობდა მაფიზია ახლა მის დარჩენილ შავ საქმეებს ეგ აგვარებს. შენთვის და შენი ოჯახისთვის თუ კარგი გინდა მოშორდი მაგ ადამიანს.“
_ გვანცა რა მოხდა? ამდენი ხანი ტელეფონში რას კითხულობ?
_ არ მომეკარო!
_ რა მოხდა? სულ გაფითრდი...
_ რა გინდა ჩემგან? მეც იმ ქალებივით გამიტაცებ და შემდეგ წამებით მომკლავ?
_ რას ბოდავ?
_ თავიდანვე ვხვდებოდი, რომ რაღაცას მალავდი და ისეთი იდიალური არ იყავი, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანდა.
_ გვანცა არ ვიცი, ვინ რა გითხრა ჩემზე, მაგრამ ყველაფერი ტყუილია...
_ არ გაინძრეთ! თქვენ დაპატიმრებული ხართ.  ბრალი გედებათ რამოდენიმე ქალის მკვლელობაში და  ორი მცირეწლოვანი ბავშვის გატაცებაში.
_ რას ამბობთ? მე ისინი არ გამიტაცებია!  თავისი სურვილით დავტოვს... გამიშვით იოანეს ჭამა უჭევს. გაიღვიძებს და იქ რო არ ვიქნები ტირილს დაიწყებს.
_ თქვენი თითოეული სიტყვა სასამართლოში გამოყენებული იქნება თქვენს წინააღმდეგ.
_ გვანცა დამიჯერე ეს ყველაფერი მახეა! ვიღაცამ მახე დამიგო... ,,მე დავამთავრე სიყვარულის დამაცვალება“... სანამ დავბრუნდები ამას მოუსმინე!

***
,, დედა
უშენოდ მრავალი წელი გავატარე. ახლა, როცა ისევ შეგხვდი, ყველაფრის მიუხედავად, რაც მოხდა ახალი ცხოვრების დაწყების იმედი გამიჩნდა. შენზე, ჩემს სიმამაცეზე ვფქრობდი. გმადლობ, რომ ჩვენს შესახებ წიგნს დაწერ. ამ ცხოვრებისთვის საჭირო გამბედაობას ეს წიგნი შემმატებს.
მიყვარხარ, დედა“.

გაგრძელება იქნება!


ამ თავში გამოყენებული იყო წიგნი: ,,სუადი ცოცხლად დამწვარი“, რომელსაც ჩემი ბერსონაჟი დევიდი კითხულობდა. ეს თავი მიძღვნილი იქნა ,,სიყვარულის დღესთან“ დაკავშირებით. მე კი თქვენი მწერალი, გისურვებთ მუდამ სიყვარულით გეცხოვროთ. დაიცავით და გაუფთხილდით საყვარელ ადამიანებს.
ასევე გამოყენებული იქნა სიმღერები:
Good Morning Beautiful
If Tomorrow Never Comes
Me and You
Frank Sinatra L.O.V.E
All This Time
Love Of My Life
და ბოლოს ლექსი: ,, მე დავამთავრე სიყვარულის დამაცვალება“...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები