ანა ახმატოვა - ჭის ფსკერზე თეთრი ქვასავით ელავს
ჭის ფსკერზე თეთრი ქვასავით ელავს ხსოვნა, რომელიც არ მინავლდება, არ მემეტება დასავიწყებლად, ის ლხენაცაა, ტანჯვა-წვალებაც.
ჩამაცქერდება ვინც კი თვალებში, სულ არ სჭირდება ნიჭი მისნობის, ჩაფიქრდება და ავსებს ნაღველი, მწუხარე ამბის გულისხმისყოფით.
კაცს რომ აქცევდა ნივთად ღვთაება, გონს არ უკლავდა, არ ასვენებდა - რათა ეტანჯა მუდმივ ვაებას; შენ კი ქცეულხარ ჩემს გახსენებად...
15 თებერვალი, მირქმა, 2020 წ.
Анна Ахматова - Как белый камень в глубине колодца
Как белый камень в глубине колодца, Лежит во мне одно воспоминанье. Я не могу и не хочу бороться:... Оно — веселье и оно — страданье.
Мне кажется, что тот, кто близко взглянет В мои глаза, его увидит сразу. Печальней и задумчивее станет Внимающего скорбному рассказу.
Я ведаю, что боги превращали Людей в предметы, не убив сознанья, Чтоб вечно жили дивные печали. Ты превращен в мое воспоминание.....
5 июня 1916, Слепнево
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. უღრმესი მადლობა, გაიხარეთ! უღრმესი მადლობა, გაიხარეთ!
1. ბრწყინვალე თარგმანია და ლექსიც ყოველმხრივ იდეალური. მიხარია ამ გვერდზე შემოსვლა, რადგან სულიერი სიამოვნება მუდამ არის აქ. ბრწყინვალე თარგმანია და ლექსიც ყოველმხრივ იდეალური. მიხარია ამ გვერდზე შემოსვლა, რადგან სულიერი სიამოვნება მუდამ არის აქ.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|