ჩვენ ვმეგობრობდით 10 წლის წინათ , ან უფრო ადრე ,ზუსტად ვერ ვიტყვი. უმეტესწილად -სანაპიროზე ვსტუმრობდით ბარებს და ვსვამდით არაყს, მერე ქუჩაში ხეტიალისას, გავაჩერებდით ვინმე ლამაზმანს, თუ მოგვისმენდა, ლექსებს ვუძღვნიდით . მე მახსოვს მათი შემოღიმება (შემოგინებაც) . მაშინ პოეტი მეგონა თავი( ჩემ- მეგობარსაც) . ჩვენი რელსები წლებმა დაწვიტა და დავიკარგეთ. ........ 10 წლის შემდეგ, 10 წლის შემდეგ , ის მე მეძახის. (მე ჩემთვის ვდგავარ დაკოჟრილ ხესთან) გადამეხვია, მკითხა - როგორ ხარ? და ხმამ გაყიდა, თმა გაცვენოდა. ეს წამი იყო რაღაცის ფასი. ამ წამის ფასი არ ვიცი ნაღდად. ბოლოს გავცვალეთ მისამართები, ტელეფონები, თბილი სიტყვები. ახლა კი ვფიქრობ - ვინ გადარეკავს, ვინ გადარეკავს ჩვენში პირველი, ვინ აკრეფს ნომერს?
თუ გაგიაგიათ ხელახალი დამეგობრება?
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. უკვე წლებია ველოდები მეგობრის ხმას, რომ გავიგონო "მომენატრე და დაგირეკე" მე ხომ ისევ ის ნომერი მაქვს. უკვე წლებია ველოდები მეგობრის ხმას, რომ გავიგონო "მომენატრე და დაგირეკე" მე ხომ ისევ ის ნომერი მაქვს.
4. მე გამიგია. ის კი არადა, იმ პირველზე უკეთესიც იყო.
მე გამიგია. ის კი არადა, იმ პირველზე უკეთესიც იყო.
3. ეეეჰ, ისეთი ზედსპირული მეგობრობები მაქვს რომ სულ მარტო დავრჩები, მიუხედავად იმისა რომ ახლა ყველას ვაფასებ და ვცდილობ გავუგო, დამიკიდებენ, ასეთეა დს ვერ ვცვლი და ვერ შევცვლი, ნაღდად ვიცი, ვისთანაც არ მაქვს ზედაპირული ის ღვთაებრივად ხატავს და აქ არაა მაგის ადგილი, აქ არ დააფასებენ და წავა. რამხელა სევდაა,. და ალბათ აღმაფრენაც, ბავშვობასთან შეხვედრა, შესაშურად განსხვავებული და. მრავალმხრივი ემოციები მოდის თქვენი ლეწსებიდან. ეეეჰ, ისეთი ზედსპირული მეგობრობები მაქვს რომ სულ მარტო დავრჩები, მიუხედავად იმისა რომ ახლა ყველას ვაფასებ და ვცდილობ გავუგო, დამიკიდებენ, ასეთეა დს ვერ ვცვლი და ვერ შევცვლი, ნაღდად ვიცი, ვისთანაც არ მაქვს ზედაპირული ის ღვთაებრივად ხატავს და აქ არაა მაგის ადგილი, აქ არ დააფასებენ და წავა. რამხელა სევდაა,. და ალბათ აღმაფრენაც, ბავშვობასთან შეხვედრა, შესაშურად განსხვავებული და. მრავალმხრივი ემოციები მოდის თქვენი ლეწსებიდან.
2. "ლამაზ" ნათქვამი სევდაა!! "ლამაზ" ნათქვამი სევდაა!!
1. ვაა, ზუსტად იგივე დამემართა ორი კვირის წინ. აი ეხლა დავურეკავ :) ვაა, ზუსტად იგივე დამემართა ორი კვირის წინ. აი ეხლა დავურეკავ :)
|
|
პოეტი ვის უკვირს საქართველოში, ყველას ჰყავს სულში პატარა პოეტი, მაგრამ იქნებ 21-ე საუკუნის „დამსახურებაა“, ყველას რომ მიეცა ლექსის გასაჯაროების საშუალება, ყველას საკუთარი ტაშის დამკვრელი რომ გამოუჩნდა, ასე მარტივად სათქმელი რომ გახდა: „დიდებული“, „შესანიშნავი“, „გენიალური“ და ყველა ის სიტყვა, რომელსაც კრძალივით უნდა მიეახლო და ვერ შეეხო მაინც.... ამ და კიდევ ბევრი მიზეზით თუა, რომ რაღაც მაგია დაკარგა პოეზიამ. არა პოეზია მაგიის გარეშე სად თქმულა, მაგია კი არ დაკარგა პოეზიამ, პოეზია დაკარგა მაგიამ და დარჩნენ ცალ-ცალკე, და რითმებიც, ამდენი ჯახირის შემდეგ, ასე რომ დაიხვეწა, ამდენი ახალი ფორმა რომ გამოიგონეს, ამდენი რომ იქურდეს, ამდენი რომ გადაწერეს, საბოლოოდ ლექსად იქცა, მაგრამ უსულო ლექსად. და ამ სიყალბესა და ტაშის გრიალში, რა ბედნიერებაა, ნაღდ სიტყვას რომ გადააწყდები. გულის გულიდან ამოსულსა და ისეთი ცოცხალს, რომ მისი სუნთქვაც კი გესმის. გრძნობ, როგორ ერთი ამოსუნთქვით იწერებოდა, თითქოს უნდა მოესწრო ავტორს, რომ არ დამხრჩვალიყო, რომ არ გაეგუდა უთქმელობას, უნდა ეთქვა, რომ გადარჩენილიყო... ზუსტად იცი, რომ არ გატყუებს, შენ მისი გჯერა, რომ მოფიქრებული ტკივილის შესახებ არ გიყვება. და ავტორთან ერთად ასეთ ლექსებს მკითხველის გადარჩენის საოცარი უნარიც შესწევს. ასეთი ნაღდია ჩემთვის გიო ზედვაკელის პოეზია. ყველა სიტყვა აღწევს სულში, ყველა სათქმელი საშენო ხდება...
|
|
|