ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ელენე96
ჟანრი: პროზა
21 თებერვალი, 2020


კურიერი და ლამაზმანი თავი 17

  თავი 17
                                              ვნებათა ლტოლვა
  24 საათის წინ!

_ სად იყავი აქამდე? თათბირი უკვე ერთი სათის წინ დასრულდა.
_ ისევ პოლიცია.
_ არა, ამჯერად  შენთვის დეტექტივი დაიქირავეს.
_ ვერ გავიგებთ ეს ვინ გააკეთა?
_ თავიდანვე არ მომწონდა ეს გოგო.
_ ანი ვის გულისხმობ?
_ გვანცაა ის, ვინც დეტექტივი დაიქირავა.
_ ძმაო რა გაცინებს?
_ ვინ არის ეგ დეტექტივი, მე არ ვიცნობ? დავპატიჟებს სადმე ერთ ორ ჭიქას დავლევთ და პრობლემა მოგვარდება.
_ დევიდ ამ საქმეს ასე არასერიოზულად ნუ უყურებ. მას შენზე მუშაობა ძალიან მოსწონს, თანაც ძალიან ძლიერი დეტექტივია, მის მშობლებზე ლეგენდები დადის.
_ ახლა ყველაფერი გასაგებია...
_ რა არის გასაგები?
_ თქვენ შეგეშინდათ... გეშინიათ, რომ მე დამიჭერენ და ჩემს გარეშე საქმეს თავს ვერ გაართმევთ.
_ ხო დევიდ!  ახლა შენი დაჭერის ყველაზე დიდი შანსია და იმ ქალის კუდში დევნას თუ თავს დაანებებ და საქმეზე იქნები ორიენტირებული  ასეთი გაუგებრობები თავიდან ავირიდოთ
_ ანი რამე პრობემა გაქვს ჩემთან?
_ რაც ის ქალი გამოჩნდა შენს ცხოვრებაში, უკვე ორ საქმეზე თქვი უარი.
_ ანი კარგი იქნებოდა თუ ჩემს ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფას თავს დაანებებ და შენს საქმეს მიხედავ.
_ ძმაო ეს რატომ გააკეთე?
_ არაფერია მეგობარო. იტირებს, მიხვდება თავის დანაშაულს და დაბრუნდება.
,,ახლა ყველამ ყურადღებით მომისმინეთ! აქ უფროსი მე ვარ.  თქვენი ვალია, ჩემი დავალებები პირნათლად შეაასრულოთ. თუ მოვა ვინმე და მითითებებს მომცემს, ისიც ანის მსგავსად დატოვებს აქაურობას. ახლა წადით და ყველაფერი გამირკვიეთ ამ ახალი დეტექტივის შესახებ. ვნახოთ ამჯერად რას ითხოვს ჩემგან“.
***
  იაკობი იყო ერთადერთი ადამიანი, რომელმაც დამარწმუნა, რომ ჯერ კიდევ მოქმედება შემიძლია და სავალი გზა ფეხით უნდა გამეგრძელებინა. პირველად, როდესაც ციხის კართან ვნახე. შავ შარვალ-კოსტუმში გამოწყობილიყო. თვალზეც შავი სათვალე ეკეთა. არც ძალიან ბევრს ლაპარაკობდა და არც გაუგებრად. იტყოდა ერთ ორ სიტყვას და ეს ჩემთვის სავსებით გასაგები იყო. ჯერ კიდევ იქამდე, სანამ უფროს პირისპირ შევხვდებოდი მე და იაკობმა ერთად ბევრი რამ გავიარეთ. ერთი თვის განმავლობაში ბაღის საქმეებშიც სიამოვნებით მეხმარებოდა და ცოტას თავის თავზეც მიამბობდა. ნაბორალა ბიჭი იყო იაკობი. დედამისი ძალიან ახალგაზრდა დარჩა მასზე ფეხმძიმედ.  შეეშინდა და ჯერ მთელი თავისი ორსულობა დაქალთან იმალებოდა შემდეგ კი გააჩინა და ბავშვი გაყიდა. როგორც იაკობს ახსოვს 5 წლამდე ერთ ხანშიშესულ ქალთან ერთად იზრდებოდა შემდეგ კი ერთ ხვთისნიერ კაცთან აღმოჩნდა სახლში, რომელმაც თქვა, რომ მამამისი იყო და გაზარდა. განათლება მისცა, იქამდე ედგა გვერდით, სანამ ფეხზე მყარად დადგებოდა შემდეგ ისიც კი გაქრა მისი ცხოვრებიდან.  უფროსთან ჯერ კიდევ 15 წლის წინ დაიწყო  მებაღედ მუშაობა. ძალიან მალე კი მისი პირადი მძღოლი გახდა.  სამახურის პარალელურად ოჯახი შექმნა და უფროსის მზარეულზე იქორწინა. არც ამაზე ჰქონია უფროსს არანაირი გართულება. უფრო მეტიც სახლში თუ წვეულება იგეგმებოდა ცოლ-ქმარი საპატიო სტუმრებად ითვლებოდნენ. ასე გავიდა 15 წელი და იაკობი პატიოსნად მის ოჯახს ემსახურება. ჰყავს 13 წლის ქალიშვილი ლილე და ძალიან მოსიყვარულე ცოლი, რომელიც სამსახურიდან დაბრუნებულს სიხარულით ხვდება.  ქალიშვილზე ხშირად უტირია. ის, ამბობს რომ ქალია, ვიცი გაიზრდება და წავა. მე კი არ ვიცი, მის გარეშე ცხოვრებას, როგორ შევძლებ. ჯერ პატარაა, მაგრამ ძალიან მიზანდასახული გოგოა. აქედანვე სწავლას საზღვარგარეთ გეგმავს და სწორედ ეს ხდება იაკობის ცრემლების მიზეზიც.
  დღეს მე და იაკობი საუკეთესო მეგობრები ვართ. შეიძლება ითქვას, რომ სულსაც ვანდობ. რათქმაუნდა ეს თუ ოდესმე დამჭირდა. დღეს ის მძღოლი კი არა ჩემი მარჯვენა ხელია. თუ რამეს ვაშავებ პირველი ის მეუბნება. ახლაც მხოლოდ მან იცის იმ გეგმის შესახებ, რომელსაც დღეს საღამოს განვახორციელებთ. იქამდე კი ვნახოთ ვინ არის  დეტექტივი და რას ითხოვს ჩემგან?
***
_ ესეიგი თქვენ ხართ, ვისზეც ლეგენდები დადის.
_ ჩემთან თამაშს არ გირჩევთ.
_ მერე ვინ გითხრათ, რომ თამაშს ვაპირებ. მე უბრალოდ იმის გარკვევას ვცდილობ რა გინდათ ჩემგან?
_  სამი ქალის გატაცება, პოლიციას რამოდენიმეჯერ გაექეცით,  ერთი თვის წინ, ქალი ჯერ აივნიდან გაიტაცეთ შემდეგ კი თქვენს ბუნკერში ჩაკეტეთ... კიდევ გავაგრძელო?
_ დეტექტივო ვატყობ ჭკვიანი ბრძანდებით და თუ ასეა, მაიშინ ისიც გეცოდინებათ, რომ ქალი აივნიდან თავისი ნებით გამომყვა.
_ გატაცებებზე რაც მეტყვით?
_ აქ იმისთვის კი არ მოვედი, რომ თქვენს შეკითხვებს ვუპასუხო. მოვედი იმისთვის, რომ ჩემს შეკითხვას გასცეთ პასუხი.
_ მე შემიძლია თანამშრომლობა შემოგთავაზოთ.
_ წინააღმდეგ შემთხვევაში?
_ პოლიციას გადავცემ შენს საქმეს, თანაც მათ შენზე დიდი ხანია ნადირობა აქვთ დაწყებული.
_ მოდი მე მეორე ვარიანტს ავირჩევ.
_ ცეცხლს ეთამაშებით.
_ რატომ დეტექტივო ცეცხლის სტიქიას მიეკუთნებით?
_ ეს ასე მარტივად არ დასრულდება.
***
    შეხვედრიდან პირდაპირ ოფისში წავედი. მთლიანად გადავავლე თვალი დეტექტივის ყველა იმ საქმეს, რაც კი აქამდე ჰქონია. არა, ვაღიარებ ძლიერია. პოლიცია ჯერ კიდევ მას შემდეგ ნადირობს ჩემზე, რაც გაიგეს, რომ მფარველობის ქვეშ ვიმყოფებოდი. თავიდან ამის ცოტა შეეშინდათ, მაგრამ, რაც უფროსი გარდაიცვალა ჩემზე ნადირობა ისევ გაგრძელდა. ახლა პოლიცია ნადირობს იმ ხალხზე, ვინც თავად არ აძლევს უფლებას შავი საქმეები მართონ. ჩვენი მიზანიც სწორედ ეს არის. ხელი შევუშალოთ ხალხს დანაშაულის ჩადენაში და საქმე არ მივიდეს, იქამდე, რომ დაიჭირონ. ამით პოლიციის რეპუტაცია  ქვემოთ ეცემა და საქმეც ნაკლები რჩებათ. ყველაზე გასართობი საქმე ღამეა, როცა ახალგაზრდები მაღაზიას ძარცვავენ და პოლიცია უკვე ბედნიერია ვიღაცას ახლა  ციხეში ჩააყუდებენ. ჩვენ კი იქამდე ვაკეთებთ მობილიზაციას, სანამ პოლიცია დანიშნულების ადგილას მივა. ამ საღამოსაც გავერთობოდი ცოტას, მაგრამ ახლა მე მივიდივარ ჩაკეტილ კედლებში. ხშირად გამიგია პატიმრებისგან, ვინც ამბობს, რომ ციხეში ყველაზე კარგად ვგრძნობ თავს. იქ, მართალია ვერ ხედავ მზეს, ქუჩებს, ბავშვებს, ოჯახს, მაგრამ არ იღლებიან. ცხოვრება არ ღლით, სირთულეები არ ღლით და სუნთქავენ იქამდე სანამ ამის შესაძლებლობა შესწევთ. პატიმარი პატიმარია, უდანაშაულოც პატიმარია. ის, თუ დაიჭირეს და რამოდენიმე წელი სიხეში გაატარა მისი ფსიქიკა ირხევა და იქიდან ვეღარ აგრძელებს ცხოვრებას საიდანაც გაჩერდა. გამოდის და სრულიად სხვა, ახალ ცხოვრებას იწყებს. სულ, რომ ანგელოზი იყოს და გაწონასწორებული ადამიანი, იქიდან მაინც სრულიად სხვა ადამიანი გამოდიხარ. ერთი ასეთი მეც გადავიტანე. ორი წლის შემდეგ, როდესაც პატიმრობა დავტოვე. აღარ ვიყავი მშვიდი, აღარც ჯანსაღ ცხოვრებას ვეწეოდი. თამბაქო ჩემი ცხოვრების მეგზურად ვაქციე. ვგრძნობდი შინაგანად ვნადგურდებოდი, მაგრამ ეს ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. ზიზღის, შურისძიების შეგრძნება უფრო გამიმძაფრდა. მაშინ თუ რაღაცეებზე თვალს მარტივად ვხუჭავდი ახლა ძალიან მგძნობიარე ვარ.
***
_ შევხვდი დეტექტივს. ერთი შეხედვით ძალიან ჭკვიანი ვინმე ჩანს.
_ ძმაო ეს რატომ გააკეთე? შენს ცხოვრებას გამუდმებით სამარეს რატომ უთხრი?
_ რა ვქნა იაკობ? ვერ ხედავ, ქალი სხვას გადავეცი. დასაკარგი არაფერი დამრჩენია.
_ ასე არ გამოვა. რაღაც გამოსავალი უნდა არსებობდეს.
_ კი არსებობს. ციხიდან გავიქცევი.
_  ახლა მე და შენ წავალთ ოფისში და ყველაფერს გავაკეთებთ გეგმის მიხედვით.
_ რით ვერ გაიწმინდა ჩემი ძველი ისტორიები. პოლიციას აქამდე რატომ  აქვს ჩემი საქმე?
_ სწორედ ახლა, მთელი გუნდი მუშაობს ამაზე. ძალიან მალე ეს პრობლემაც მოგვარდება.
_ კარგი, ძმაო მე უნდა წავიდე.
_ საით?
_ ალი დილამდე ბავშვებს მიტოვებს.

ახლანდელი დრო!

  ღამის წყვდიადში ჩამალულა ქალის ხმა. ის გამწარებული ცრემლად ჩემს სახელს მოთქვამს. იმედგაცრუებულია, მარტოსული და მიტოვებულია. პოლიცია ბედნიერია. ჩემზე ნადირობა, რომელიც დიდი ხნის წინ ჰქონდა დაწყებული, დაასრულა. ხელებზე ბორკილებს მადებს. ამ ყველაფერმა ჩემში ზიზღის შეგრძნება უფრო გააღვიძა. მავიწყებს გარშემო სამყაროს. ჩემში მხოლოდღა რჩებოდა ჩემივე ხელით დაბინძურებული სული. ძნელია ზურგით ატარო  სინდისი. ძნელია ატარო ხელები, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ტალახში გაქვს ამოსვრილი. მანქანის შუქი ყველაზე ამაზრზენად გამოიყურება. ვუყურებ სინათლეს და ეს ის, სინათლე არ არის, რომელიც გამთენიისას ჩემი საძინებელი ოთახის მინას ხვდება. ეს სინათლე უფრო ნისლს  დამსგავსებულა. ღამეც თითქოს უკანასკნელს ჰგავს. თავი მანქანაში ძალით ჩამახრევინეს. ვერ ვიტყვი, რომ ეს არ მინდოდა. იქნებ ეს ყველაფერი ყველაზე კარგიც იყო. რამდენი დღე უნდა გავიდეს კიდევ, რომ ისევ სინდისით და მძიმე სულით გავაგრძელო ცხოვრება. მანქანაში მხოლოდ მძღოლი და ერთი პოლიციის თანამშრომელი იჯდა. სანამ მანქანა კარგად მოშორდებოდა ქალღმერთს იქამდე ვუყურებდი. დეტექტივი მასთან ახლოს იდგა და გვანცას დამშვიდებას ცდილობდა. იქნებ ერთხელაც დადგეს დღე, მის წინაშე სუფრთა სინდისით წავრსდგე და ყველაფერი მოვუყვე ჩემს წარსულის შესახებ. ან იქნებ შევეშვა ყველა იმ გეგმას, რაც მე და იაკობმა დღის განმავლობაში შევადგინეთ.
    გზაჯვარედინზე მანქანა მოულოდნელად გაჩერდა. მანქანიდან მძღოლი და ერთი პოლიციის თანამშრომელი გადმოვიდა. ისინი უბრალოდ ჩემთან მომუშავე მუშაკები იყვნენ. მანქანა გზიდან მოშორებით გადააყენეს ისე, რომ მარტივი შესამჩნევი არ ყოფილიყო. ჩვენ კი იაკობის მანქანაში ჩავსხედით და გზა გავაგრძელეთ. თავდაპირველად ქალაქს უნდა მოვშორებოდი. იქამდე მაინც სანამ გაღიზიანებული პოლიცია არ დამშვიდდებოდა. რამოდენიმე დღე ქალაქ გარეთ უფროსის სახლში გავატარე. ახლა კი, როცა ხალხს ჩემი ხელი სჭირდება უკან უნდა დავბრუნდე.
  ამ რამოდენიმე დღის განმავლობაში საკუთარ თავში ბევრი რამის დალაგება ვცადე. ვცდილობდი არ მეფიქრა ქალზე, რომელიც ასეთი მიუწდომელია ჩემთვის. ხანდახან მეგონა კიდეც, რომ ერთ დღესაც ამ ქალის გამოხედვა შემიწირავდა. ყოველღამ, დაძინებამდე, მის ლამაზ ღიმილს წარმოვიდგენი და ეს იყო საუკეთესო სიზმარის საუკეთესო დასაწყისი. მოულოდნელად მეღვიძებოდა. შევყურებდი არაფრად მთქმელ ჭერს და ვხედავდი მის ცრემლებს, რომლის მიზეზიც მე გავხდი. ახლა ალბათ ყველაზე ამაზრზენი ადამიანი ვგონივარ მთელ დედამიწაზე ვისი შეხებაც, მოფერება  სურს.
  დავბრუნდი სახლში. იაკობმა დაგროვილი საქმის შესახებ ყველაფერი მიამბო, თანაც მოაყოლა, რომ  საღამოსთვის არაფერი დამეგეგმა. როგორც წესი ამას მაშინ ამბობს, როცა განმარტოება და დალევა უნდა. რთული და დაღლილი სამსახურის შემდეგ დალევა ყველაზე კარგი თერაპია მითუმეტეს თუ შენს გვერდით არის ადამიანი, რომელსაც შენი უსიტყვოდ ესმის.  ახლა აქ დღის სამი საათია. ჰაერში თითქოს უკვე იგრძნობა, გაზაფხული. ის, ისეთი სიცოცხლის აღსავსეა, რომ შორიდანაც შეიგრძნობა მისი მოახლოვდება.
მჯერა გაზაფხული ყველაფერს შეცვლის, ყველაფერს დაალაგებს. სხვა თუ არაფერი იქნებ შევწყვიტო საკუთარი თავის ზიზღი. იქნებ არკოჰოლმა თავად მითხრას უარი, ან იქნებ თამბაქოს ბევრმა მოწევამ საკუთარი თავი დამაკარგვინოს. ადამიანი, რაც უფრო ესწრაფვის წესიერებას მით უფრო უჭირს მავნე ჩვევების დაძლევა. ხანდახან მინდა საკუთარ თავს რაღაცეები ვუმტკიცო, ავუკძალო, მაგრამ ეს გაცილებით რთული ხდება ვიდრე ის, რომ თამბაქო შინაგანად მანადგურებს. ადამიანებს სიამოვნებაც ზოგჯერ  ძალიან ძვირად გვიჯდება. მათ, ვისაც გაზაფხული ასე ძალიან უყვართ და შეუძლიათ დაუსრულებლად უყურონ გაყვავებულ ხეებს ამის შესაძლებლობა არ შესწევს. ზოგი ან ავად არის და სახლიდან ვერ გადის ან შეეძლო და არ მისცეს ამის უფლება. ახლა გაზაფხულიც თითქოს მიუკარებელი გახდა, შორიდან მიმზერს და ახლოს არ მიახლოვდება. იქნებ იცის, რომ უწინდელივით ისევ გამოუსწორებელი ადამიანი ვარ და ჩემს ცხოვრება ვერც ამ გაზაფხულამდე დავალაგე. მახსოვს გასულ წელს ვოცნებობდი ქალზე, რომელიც სიგიჟემდე შემიყვარდებოდა, თუმცა მოდის მეორე გაზაფხული და ოცნება ოცნებად დარჩა.
  დაბრუნებულმა გავარკვიე, რომ გვანცა ისევ ქალაქშია და ამერიკაში არ წასულა. გულმა ვერ მომითმინა და ისევ მის აივანზე ფეხაკრეფით ავედი. ცოტა ხანს საწლოზე მწოლიარე ქალს, ზურგით ვაკვირდებოდი. ზუსტად ისე მოკეცილა, როგორც პირმშო დედის მუცელში. ყველანაირად ვცადე ყოველგვარი ზედმეტი ხმაურის გარეშე ოთახის კარი შემეღო და მასთან ახლოს ჩამოვჯექი. ყურთან ახლოს ვგრძნობ რომ მიხურს, ხელები და სხეული ერთდროულად ამიკანკალდა. მინდა ჯერ საკუთარ თავს დავაჯერო, რომ მე არაფერი მსგავსი არ ჩამიდენია და შემდეგ ქალს, რომელმაც ჩემს გამო იტირა. ქალმა, როგორც კი ხელი გაამოძრავა ეგრევე უკან დავიხიე, სანამ აივანზე გავიდოდი მაგიდიდან წიგნაკს ხელი გამოვკარი და ძირს დავარდა. ამ ხმაურზე ქალმა თვალები გაახილა და ყვირილი დაიწყო.
***
_ აქედან წადი, თორემ პოლიციას გამოვუძახებ!
_ გვანცა შენ ვერ წახვალ ამერიკაში. მე არ მოგცემ ამის უფლებას.
_ ვინ ხარ, ამას რომ მეუბნები? შენ უბრალოდ მანიაკი ხარ...
_ ეგ შეგიძლია კიდევ გაიმეორო?
_ ახლოს ნუ მოდიხარ. ასე მავიწყდება რის თქმას ვაპირებდი. არარაობა ხარ...
_ ლოყები სულ აგიწითლდა.
_ ვერ გიტან.
_ არა, გვანცა პირიქით. შენ ჩემს გვერდით თავს კარგავ.
_ ის ყველაფერი სიმართლე იყო? ქალების გატაცება...
_ გაჩუმდი...
_ არ შემიძლია ვერ ვიქნები იმ ადამიანის გვერდით, ვინც უბრალოდ მანიაკია.
_ მოდი ახლა არ გვინდა ამაზე საუბარი. უბრალოდ ერთმანეთით დავტკბეთ.
_ გაეთრიე... ჩემი ოთახიდან და ჩემი ცხოვრებიდან გაეთრიე!
_ გპირდები დადგება დრო და ყველაფერს აგიხსნი.
_ იცი, ძალიან მინდა გენდობოდე, მაგრამ ჩვენს შორის ესაც აღარ არსებობს. დილით მე და ზურა ამერიკაში მივემგზავრებით. ეს ყველაფერი კი ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება.
_ შენ შეიძლება ჩემს სხეულს, მილიონებით კილომეტრს გასცდე, მაგრამ ვერაფერს მოუხერხებ იმ გრძნობებს, რაც შენშია. ასე შენს თავსაც დატანჯავ და მეც.
_ რას მთავაზობ? დევიდ დავიღალე... გამუდმებით, რაღაც ახალს ვიგებ შენზე. დავიღალე იმაზე ფიქრით, რომ რასაც ვაკეთებ ამით ზურას გულს ვატკენ.
_ შემომხედე... თვალებში მიყურე და დარწმუნდები, რომ ამას ვერ შეძლებ.
_ ვიცი გამიჭირდება, მაგრამ საკმაოდ დიდი ნებისყოფა მაქვს. ახლა კი ძალიან გთხოვ ჩემი ოთახიდან გადი.
_ კიდევ ცოტა ხნით მომეცი უფლება შენს გვერდით ვიყო.
_ არა, დევიდ წადი.
***
  ჩვენს შეხვედრამ იმაზე ცუდად ჩაიარა ვიდრე  წარმომედგინა. ალბათ ასეც უნდა მომხდარიყო. ქალის ბუნება სწორედ ასეა მოწყობილი.  არამარტო ქალის, საკმარისია ადამიანებს შორის უნდობლობა გაჩნდეს მაშინვე რაღაცეების განადგურება იწყება. არ აქვს მნიშვნელობა ეს რამოდენიმე დღიანი ურთიერთობები იქნება თუ წლების წინ აშენებული ოჯახი. რაც არ უნდა იყოს ადრე თუ გვიან ყველაფერი სრულდება, თუმცა ჩვენს შორის არც არაფერი დაწყებულა. ის, ღელვა ის ამაღელვებელი ემოციები თითქოს გავარვარებული ცეცხლის მსგავსად ჩაქვრა ჩვენში. იქნებ ცოტა უნდა მომეცადა. კიდევ უნდა მიმეცა დრო, რომ ის ყველაფერი დავიწყებას მიცემულიყო. მე ამასაც  არ დაველოდე. მივედი ქალთან და კატეგორიულად ავუკრძალე სხვა მამაკაცთან ერთად გამგზავრება. არასოდეს აუკრძალოთ ქალს რამე. ეს უარესია, რადგან ის წავა და დაგიმტკიცებს, რომ შენი მონა არ არის და მაინც ისე გააკეთებს ყველაფერს, როგორც მას სურს.
      საღამოს იაკობს დავპირდი, რომ ბარში შევხვდებოდით ერთმანეთს. ახლა, როგორც არასდროს არკოჰოლი ძალიან მჭირდება. იქნებ ამან მაინც დამავიწყოს ცოტახნით საკუთარი თავი და მივიწყებას მიეცეს ჩემში დაუსრულებელი ტანჯვა.  ჩემი ტკივილები ნელ-ნელა ღია ჭრილობას გავს, რომელიც შეხორცების მაგივრად გახსნას იწყებს შემდეგ მოდის ვიღაც და ამ ჭრილობებზე მარილს აყრის. მწარე წარმოსადგენია არა? დიახ მეგობრებო! მე მშობლები დავკარგე, დამ მიმატოვა და წასვლამდე მკვლელი მიწოდა. მე ჯაშუში გავხდი და იმას ვაკეთებდი, რასაც მავალებდნენ. ალბათ რამდენ ოჯახში ჩემი სახელი დაულოციათ ანდა პირიქით  ბინძური სიტყვებით მოუხსენიებივარ. ,,მე მკვლელი არ ვარ...მე ამით ადამიანების უფლებებს ვიცავდი“. ეს დევიზი ჩემთვის ჯერ კიდევ მაშინ გაჩნდა, სანამ პირველად დამიჭერდნენ. ხშირად ადამიანებს, საკუთარი უფლებების დაცვა სიცოცხლეზე  ძვირი გვიჯდება. ცხოვრებაში არასოდეს მიყვარდა უსამართლო ადამიანები. ბავშვობიდან, სკოლაშიც, სამართლიანობის გამო ვიბრძოდი. ახლაც, როცა ვიცი, რომ ერთ ოჯახში სიმსივნით დავადებული ქალი ძალაგამოცლილი, საწოლს არის მიჯაჭვული და ბაქტერიები მის სხეულს თანდათან ჭამენ. რას აკეთებს ამ დროს უსამსახურო დარჩენილი მისი ახალგაზრდა ვაჟი? ის გადის და იპარავს ფულს. დაიჭერენ, ვინ იცის 12 წელი ჩააყუდებენ ციხეში და გასამართლებლად ალბათ იტყვის. ,,იცით დედა ავად არის. ის, სადაცაა მოკვდება. მე კი ქიმიო თერაპიისთვის ფული არ მქონდა“. რატომ? იმიტომ, რომ დღეს ახალგაზრდები არ მუშაობენ. ან თუ მუშაობენ საკმარისზე მეტი გასამჯელო არ აქვთ, რომ უბრალოდ იცხოვრონ. დღეს ხშირად გამიგია ეს ფრაზა: ან გადასახადეები შეამცირონ, ან ხელფასები მოგვიმატონ. აქ კი ყველაფერი პირიქით ხდება. გადასახადები გამუდმებით იზრდება და ხალხის ხელფასები თანდათან მცირდება.  ჩვენ, ჩვენი გუნდი მუშაობს იმისთვის, რომ ეს ახალგაზრდები დაღუპვისგან, ციხისგან ვიხსნათ.
  ჩაფიქრებული დიდხანს ვიჯექი ბართან და ამასობაში უკვე ორი ბაკალი ლუდიც დავლიე. მოულედნელად მხარში ძლიერი დარტყმა ვიგრძენი. ის, იაკობი იყო. ერთი შეხედვით ძალიან ბედნიერი ჩანდა. ეტყობოდა, რომ კარგი ამბავი ჰქონდა ჩემთვის სათქმელი, თორე ასეთი საღამო დიდი ხანია არ დაგვიგემავს.
***
_ რა მოხდა, რაღაც ძალიან ბედნიერი ჩანხარ.
_ ხო, შენთვის კარგი ამბავი მაქვს.
_ მიდი შენ მაინც  მითხარი რამე კარგი თორე სადაცაა გავგიჟდები კაცი.
_ მიდი ჯერ შენ მითხარი, როგორ ჩაიარა გვანცასთან შეხვედრამ?
_ მომიშორა ძმაო... დილით ზურასთან ერთად ქვეყნიდან მიდის.
_ იქნებ ქალისთვის საკმარისი დრო მიგეცა? ვინ იცის დაბნეულია და არ იცის რა არის მისთვის უკეთესი.
_ ეგ მეც ვიფიქრე, მაგრამ რა აზრი აქვს. წასვლა უკვე გადაუწყვეტია.
_ ბიჭებო რას დალევთ?
_ როგორც ყოველთვის!
_ მეც იგივე გამიმეორე. მიდი მითხარი შენ რატომ ხარ ასეთი ბედნიერი?
_ ჩემი ცოლი ფეხმძიმედა.
_ ვა, საღოლ ძმაო! არადა ბიჭი რა ძალიან გინდოდათ. ე, მაგარი ამბავია ძალიან!
_ ხმას დაუწიე სირცხვილია.
_ რა არის სირცხვილი აქ უცხოები ხომ არ ვართ. თქვენც გაიგეთ? იაკობი ბიჭს ელოდება!
_ ძალიან მაგარი ამბავია ძმაო გილოცავთ!
_ მადლობა, მაგრამ ჯერ სქესი არ ვიცით.
_ ძმაო, გული მიგრძნობს რომ ბიჭია. ლილემ, როგორ მიიღო ეს ამბავი.
_ გაუხარდა და თქვა: კარგია, ეგ  სკოლაში, რომ შევა მაგ დროს მე აქ არ ვიქნები.
_ არა, ნამდვილად გაუხარდა... ეს უნდა ავღნიშნოთ, მიდი ჭიქა აწიე.
_ დევიდ.
_ გისმენ ძმაო.
_ თუ ბიჭი დაიბადება მინდა უფროსის სახელი დავარქვა. ძალიან დიდი ამაგი ჰქონდა მას ჩემზე.
_ კარგი აზრია.
  ის, ღამე იყო და დილამდე ვსვით. დილით საშინელმა თავის ტკივილმა გამაღვიძა.  მზარეულს საუზმე ჩემს საძინებელში შემოაქვს მე კი თავს ზემოთ ვერ ვწევ. მზარეული დაჟინებით მიმეორებს, რომ უნდა ვჭამო. ამან კიდევ უფრო გამაღიზიანა და ხმამაღლა ყვირილი დავიწყე.
***
_ რატომ არ გესმით, არ მინდა ეგ წყეული საუზმე!
_ აი, სწორედ ის არის რისი დანახვაც მინდოდა. განრისხებული, მწყობილებიდან გამოსული დევიდი, რომელსაც შეუძლია ქალს ბოლო ხმაზე უყვიროს.
_ შენ აქ რას აკეთებ? როგორ შემოხვედი?
_ ამას რა მნიშვნელობა აქვს. მინდოდა წასვლამდე დავრწმუნებულიყავი, რომ დღეები, რომელიც შენთან ერთად გავატარე კარგად დაგეგმილი ზღაპარი იყო.
_ გვანცა ძალიან ცუდი დრო შეარჩიე ჩემთან სასაუბროდ. გუშინ ღამით, ბარში ძალიან ბევრი დავლიე და ახლა თავი მისკდება.
_ მიდი ადექი.
_ გვანცა შემეშვი არ მინდა გაწყენინო.
_ არა წამომყევი. ცოტა გონზე უნდა მოგიყვანო.
_ რას აკეთებ, წყალი ძალიან ცივია!
_ არაუშავს ასე უფრო მალე მოხვალ გონს.
_ ეგრე არა?
_  დევიდ მცივა, ძალიან მცივა!
_ მოიცადე ახლავე გადავრთავ თბილ წყალზე.
_ შენ... შენ ძალიან...
_ გვანცა რა გინდოდა, რატომ გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში? რატომ ამირიე გონება, სადაც არ უნდა წავიდე, რასაც არ უნდა ვაკეთებდე შენს სახეს გონებიდან ვერ ვიგდებ. რაც უფრო ახლოს მოდიხარ ჩემთან მით უფრო მიუწვდომელი ხდები ჩემთვის. ხანდახან მგონია ამდენს ვეღარ გავუძლებ და ჭკუიდან შევიშლები.
_ შენ ამას იმსახურებ, რადგან მარტო მე არ უნდა ვიტანჯებოდე მიუწვდომელი სიყვარულით.
_ ეს თვალები, ეს ორმოები ლოყის კუთხეში რომ გაქვს მინდა, რომ მხოლოდ მე მეკუთვნოდეს. ვერ ვიტან, როდესაც შენს სხეულს ვინმე სხვა ეხება. მიჩნდება სურვილი კაცის მკვლელი გავხდე. შენ მარტო მე უნდა მეკუთვნოდე, მარტო ჩემი უნდა იყო.
_ დევიდ სიმართლე მიპასუხე.ისინი ნამდვილად შენ მოკალი?
_ რა კარგად მიდიოდა ყველაფერი და როგორ გააფუჭე. გამომართვი პირსახოცი, ტანი გაიმშრალე. კარადიდან აარჩიე რამე და ჩაიცვი.
***
  თავს ძლივს ვიკავებდი, რომ არ მეკოცნა. ყველაფერი სწორედ ამისკენ მიდიოდა, მაგრამ მოულოდნელად გვანცამ დამისვა შეკითხვა, რომელზეც პასუხის გაცემის უფლებაც არ მაქვს. ახლა ის ჩემს სააბაზანოშია, ტანზე იხდის და გამშრალებამდე ჩემს პერანგს იცმევს. ის ისეთი ლამაზი იყო სველი თმა და ოდნავ შეშინებული სახე ჰქონდა. გამალებით უყურებს ჩემს სხეულს. ამდენ გაურკვევლობაში ტანზე ჩაცმა დამავიწყდა. მე, როგორც კი კარადისკენ გავემარდე ის, წინ გადამიდგა და მითხრა, რომ ეს არ გამეკეთებინა. ,,შეგიძლია უბრალოდ ჩამეხუტო?“ ქალი მთელი თავისი სურვილით მკერდზე მომეკრო. ვგრძნობ, რომ კონტროლს კარგავს მე კი ვცდილობ თავი, რაც შეიძლება შორს დავიჭირო მისგან. ვთხოვე იქნებ უბრალოდ ჩამომჯდარიყო და მოეყოლა თავისი გეგმების შესახებ. მან მითხრა, რომ გუშინ თარიღი მომატყუა და ორ დღეში მიემგზავრება. წასვლამდე მაინც ჩემთან შეხვედრა მოისურვა. იაკობის დახმარებით კი გვანცა ახლა ჩემს ოთახშია. ,,შეიძლება თავი უბრალოდ შენს გულზე დავდო?“ მეც დავწექი და მისი თავი ჩემს მკლავებში მოვიქციე. ქალი ასე ჯერ ცოტახანს გაირინდა შემდეგ თავით ზემოთ ამომხედა და მოულოდნელად მაკოცა. უცებ შეხტა და საწოლზე წამოჯდა. ,,მაპატიე... ჩვენ ბავშვები არ ვართ ხომ? ამის გაკონტრობლებას ჩვენ შევძლებთ“. მე ცოტახანს კიდევ ვაკვირდებოდი მის გაოგნებულ სახეს და ახლა მე ვაკოცე. ვგრძნობდი, რომ მას ეს ძალიან მოსწონდა და გაჩერებას არც მე ვაპირებდი...
  ის, დღე ისე გავიდე ვერაფერი გავიგე. ჩამძინებია კიდეც. თვალები, როცა გავახილე ხელში ქალის თმა მომხვდა. ცოტახანს ვიფიქრებდი ის, რაც მოხდა კიდევ ჩემი სიზმრების ნაყოფი იყოთქო, მაგრამ ვაი, რომ ეს ყველაფერი ნამდვილი იყო. ის, ვნებათა ლტოლვა რაც ჩვენს შორის იყო. დიდ ხანს ვეღარ გაგრძელდა. ახლა მგონია, ზეცამ ხმელეთამდე ჩამოაღწია და მე ვარ ერთადერთი ადამიანი ვინც შეეხება. ცამდე ბედნიერი კაცი ვარ, რომელიც ხედავს ქალს ჩემივე პერანგში გამოწყობილი, ჩემს გვერდით ძალიან ლამაზად სძინავს. ახლა ყველაზე ლამაზად მეჩვენება ვიდრე აქამდე. ახლა შემიძლია მოვკვდე, რადგან იმ ქალის სურნელი მახრჩობს, რომელიც წლებია მიყვარს. ახლა შემიძლია მოვკვდე, რადგან ის აქ არის ჩემს გვერდით. ასე დაუსრულებლად, სიკვდილის ბოლომდეც შემიძლია გავაგრძელო იმ სურათის ყურება, რაც ახლა ჩემს თავს ხდება. ძალიან ფრთხილად საწოლიდან წამოვდექი და პატარა ბიჭივით დავიწყე სიხარულისგან ფორიაქი. ეს იყო ერთადერთი დღე, ჩემს ცხოვრებაში, როცა თავი ადამიანად ვიგრძენი, როცა საკუთარი თავი უფრო მეტად შევიყვარე, დავაფასე. ძალიან ფრთხილად ოთახიდან გავედი. სამზარეულოში შევედი ყავა და რამოდენიმე სენდვიჩის მომზადება დავიწყე. იქვე ოთახში ყვავილებით სავსე ვაზა შევნიშნე. მებაღე კვირაში ერთხელ ყვავილებით ავსებს ვაზას. ამოვარჩიე ყველაზე ლამაზი თეთრი ვარდი. ეს ყველაფერი ლარნაკზე დავაწყე და ჩემს ოთახში შევიტანე. გვანცას ზუსტად ისე ეძინა, როგორც ნახევარი საათის წინ დავტოვე. ის ასეთი ლამაზი არასდროს მახსოვს, მას ჩემი პერანგი ყველაზე მეტად უხდებოდა. ახლა ცოტა შემეშინდა კიდეც. იქნებ გაიღვიძოს და თქვას: აქ რას ვაკეთებ? ახლა არ არ უნდა ვიყო! ვხედავ ნელ-ნელა იღვიძებს. მე მივუახლოვდი ტუჩის კუთხეში ნაზად ვაკოცე და თან ვუთხარი: ,,ეს ყველაფერი შენთვის არის“. გაიღიმა ისე თითქოს ასე ლამაზად არასდროს გაუღიმია. მადლობა გადამიხადა, ისე თითქოს  არასდროს უთქვამს. კოცნას კოცნითვე მიპასუცა და ყავის ფიჯანს მოკიდა ხელი. ლარნაკიდან ავიღე თეთრი ვარდი და მის სახესთან ახლოს მივუტანე. ,,მართალია ის შენზე ლამაზი არ არის, მაგრამ ისიც ლამაზებს შორისაა“.
***
_ ესეც ვიცოდი, რომ ,,სიყვარულის დღე“ თავიდან ბოლომდე შენი დაგეგმილი იყო.
_ ვაღიარებ ყველაზე ლამაზი საათი იყო მთელ მაღაზიაში, რომელიც შენ აარჩიე.
_ ხო, საათი ახლა გამახსენდა. შეგიძლია ჩანთა მომაწოდო?
_ ფთხილად, ასე შეიძლება ყავა დაგექცეს.
_ სინამდვილეში ეს საათი შენთვის ვიყიდე. შეიძლება?
_ რას აკეთებ?
_ საათს გიკეთებ. არ მინდა ცხოვრებაში  ისე დაგაგვიანდეს, როგორც ერთ დროს ჩემთან მოსვლა დააგვიანე.
_ ჭკვიანური გათვლაა, მაგრამ მე საათები რომ არ მიყვარს.
_ სერიოზულად?
_ არა, ვუხუმრე. პირიქით საათი ძალიან მიყვარს და გპირდები ეს იქნება ერთადერთი, რომელსაც გამოვიყენებ.
_ უკვე გვიანია. მე უნდა წავიდე.
_ არ წახვიდე, დარჩი.
_ დევიდ ახლა მე რო აქ დავრჩე საერთოდ ვეღარ შევძლებ შენგან წასვლას.
_ იქნებ ეს უკეთესიც იყოს.
_ წავალ ჩემი ტანსაცმელი ალბათ გაშრებოდა.
_ არ შეიძლება მაგით წახვიდე?
_ გაგიჟდი? ასეთი ჩაცმული სახლში რო მივიდე ხო წარმოგიდნეგია რა მოხდება.
_ კი წარმოვიდგინე. დედაშენს ალბათ გული წაუვა, მამაშენს გაუხარდება, აი სანდრო კი ამჯერად შენ ჩაგკეტავს კარადაში სამუდამოდ.
_ სულაც არ არის სასაცილო. მიბრუნდი უნდა ჩავიცვა.
_ სერიოზულად? დღეს ხომ ჩვეს შორის...
***
    სულ რაღაც ორი წუთის წასული იყო გვანცა ჩემგან და მეგონა, რომ საუკუნემ განვლო ჩემს ცხოვრებაში. წავიდა და თითქოს ჩემი სხეული გაიყოლა თან. ახლანდელი ჩემს თავს იმ თინაიჯერ ბიჭს ვამსგავსებ, რომელიც სკოლის პერიოდში ერთი თანაკლასელის მიმართ იყო სიყვარულით გატაცებული და ყოველი ჩვენი შეხვედრა ჩემი სიმორცხვის გამო მარცხით სრულდებოდა. ახლა სწორედ იმ ბიჭს წარმოვიდგენ და ძალიან მიხარია, რომ გავბედე და გამოვუტყდი ქალს სიყვარულში, რომელიც მე ასე ძალიან მიყვარდა.
***
_ სად ხართ, ყურში თქვენი ხმა რატო აღარ მესმის?
_ დევიდ გესმის ჩვენი ხმა? შესასვლელში კამერები უკვე გათიშულია.
_ რას მიკეთებთ მანდ? ვინმე სისტემაში შესასვლელი კოდი მითხარით!
_ 922***... ჯანდაბა პოლიცია!
_ შენგან ხელ მარცხნივ საწყობია. ცოტახნით იქ დაიმალე სანამ ჩვენ არ გეტყვით არ გამოხვიდე.
_ ეს რა არის დახუჭობანას მეთამაშებით?
_ კარგი დევიდ მაშინ მიდი და პოლიციას უთხარი: შენი ჭირიმე, დამაცადე ოპერაციის ჩატარება.
_ ეგ კარგი აზრია ხო იცით. დღეს გართობს ხასიათზე ვარ.
_ არის აქ ვინმე?
_ გამარჯობა პოლიცია... ნახვამდის პოლიცია!
_ რა გააკეთე?
_ არაფერია ცოტას წაიძინებს.
_ გათიშა მაინც არაა?
_ არა, მე მივდივარ მასთან მუშაობას აღარ ვაპირებ. რაც არ უნდა ვუთხრა ის, მაინც თავისას აკეთებს.
_ ანი დაიცადე, სად წახვედი?
_ იაკობ გაუშვი. ცივს წყალს დალევს და დაბრუნდება. ესეც ასე! სისტემა გატეხილია. კიდევ არის რამე?
_ არაფერია ძმაო, ყველაფერი იდიალურად არის.
_ ვნახოთ ამჯერად პოლიციას ჩემი საჩუქარი, როგორ მოეწონება.
***
  თავს ყველაზე კარგად ვგრძნობ. როგორც წესი საქმის კარგად დასრულების შემდეგ დასალევად მივდიოდი, მაგრამ ახლა ყველაფერი სხვაგვარად არის. სანამ სახლამდე ავიდოდი გვანცას შეტყობინება გავუგზავნე. ,,გძინავს?“ მთელი დღე ჩემს მკლავებში ეძინა და ახლა წარმოდგენაც არ მინდა, რომ ჩემს გარეშე აპირებს მთელი ღამის გატარებას. ცოტახანს დაველოდე და რო ვნახე არ მპასუხობდა. მის ოთახში ისევ აივნით ავედი. გვანცას ტელეფონი საწოლზე ედო თვითონ კი ოთახში არ იყო. სანამ დაბრუნდებოდა ცოტახანს მის საწოლზე წამოვწექი და მის ბალიშს ჩავეხუტე. ბალიშს ზუსტად ისეთი სურნელი ასდიოდა, როგორც მას. ცოტახანში, როცა უკვე ფეხის ხმა შემომესმა ჯერ კარადას შევხედე ვთქვი: ე, არა! და კარების უკან დავიმალე. ეს ერთხელ უკვე გავაკეთე, როცა მის ოჯახს ვიცავდი. გვანცა ოთახში შემოსვლამდე დედას ესაუბრებოდა.
_ შვილო, როდის მოვა ზურა შენი ხელის სათხოვნელად უკვე ძალიან აჭინაურებთ ამ საქმეს.
_ კარგი რა დედა, ჩვენ ასე სერიოზულად არ ვფიქრობთ ამაზე.
  ოთახში შემოსული გვანცა ჩემს გაბრაზებულ სახეს ხედავ. გაოცებულმა ცოტაც იყვირა კიდეც.
_ რა მოხდა შვილო, რამემ შეგაშინა?
_ არაფერია დედა, ყველაფერი რიგზეა. აქ რას აკეთებ?
_ მომენატრე და შენს სანახავად მოვედი.
_ დევიდ ასე არ შეიძლება. ვინმე დაგვინახავს.
_ ახლა, რომ იცოდე საიდან მოვდივარ წამითაც არ შეგეშინდებოდა რამის.
_ კარგი ახლა უნდა წახვიდე.
_ მაკოცე და წავალ.
_ დევიდ საკმარისია. პატარა ბავშვივით იქცევი.
_ ცდები, მე შეყვარებული კაცი ვარ და ჩემი ქცევები არ მომეკითხება.
_ სამაგიეროდ იმ ასაკში ხარ, რომ ქცევების გაკონტროლება უნდა შეძლო.
_ რას აკეთებდი, სანამ მე შენს გვერდით არ ვიყავი?
_ ლიზასთან ვიყავი. უნდა გენახა ნუცა, როგორ გაქებდა. დიდი ქალივით წინ ჩამომიჯდა და მარიგებდა, რომ ცხოვრებაში სწორი გადაწყვეტილება უნდა მივიღო.
_ ნუცამ ერთ დროს მეც მიმაღებინა სწორი გადაწყვეტილება. მართალია ბავშვია, მაგრამ მასში, რაღაც ძალიან დიდი ძაალაა. ეს შეიძლება ნებისმერ დიდმა ვერ შეძლოს, როგორც მას შეუძლია ადამიანს ფსიქოლოგიურად გვერდში დაუდგეს.
_ ის ჯერ კიდევ 4-5 წლის იყო, როდესაც თავის ძმას ქორწილი ჩაუშალა.
_ ვინ იცის, იქნებ ეს იყოს ამ ისტორიის ლამაზმანი.
_ რა თქვი?
_ არა, არაფერია ყურადღებას ნუ მომაქცევ.
***
  რაც უფრო ვტკბებოდი მისი სურნელით მით უფრო მიძნელდებოდა მისი დატოვება და წამოსვლა. აივანზე გასულმა ჯერ კარგა ხანს მის ხელებს ვეამბორე შემდეგ ხელებში მისი სახე მოვიქციე და ჯერ შუბლზე ვაკოცე შემდეგ ლოყებზე და ბოლოს ცხვირზე. მეკითხება: ამას რატომ აკეთებ? მე კიდევ ვუპასუხე: არაფერს უბრალოდ გემშვიდობები.  სახლში ასვლამდე იაკობის შეტყობინება მივიღე ტელეფონზე. ,,ძმაო, პრობლემაა სასწრაფოდ ოფისში უნდა მოხვიდე“. ახლა რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ უბრალოდ ეს დღე გაფუჭდეს.
***
_ საქმე ძალიან ცუდად არის ძმაო.
_ რა მოხდა?
_ დაცვა, რომელიც შენობაში იყო გარდაცვლილი იპოვეს.
_ არა, შანსი არაა მკვდარი არ არის. უბრალოდ გავთიშე. ახლა ალბათ გონს მოვიდა და არაფერი ახსოვს.
_ არა ძმაო მკვდარია. ახლახანს საინფორმაციო გადაცემამ გამოაცხადა.
_ ფიქრობთ, რომ ესაც მათი გაკეთებულია?
_ რათქმაუნდა, ამას სხვა ვერ გააკეთებდა. ვერ აიტანეს, როცა შენზე ყველანაირი მტკიცებულება გაქრა.
_ ვერაფერს დაამტკიცებენ. ხელზე ხელთათმანები მეკეთა ზედმეტადაც არაფერს შევხებივარ.
_ ეგ ყველაფერი კარგია, მაგრამ გარეთა კამერებმა დაგაფიქსირა.
_ ესეთი რამ როგორ დაუშვით?! მიშვებთ დავალებაზე და საქმე ბოლომდე არ გაქვთ მიყვანილი. სასწრაფოთ ყველას სათათბირო ოთახში გელოდებით!
_ ასეთ დროს?
_ არ მაინტერესებს დაურეკე ყველას. ახლა რასაც არ უნდა აკეთებდნენ ყველანი ოფისში გამოცხადნენ.
***
    სანამ ყველა მოგროვდებოდა მე გადავხედე მათ პოზიციებს თუ იმ დროს ვინ რაზე მუშაობდა. ამ ყველაფერთან ერთად ოფისში სრულიად მოულოდნელად ზურა შემოდის და მთელი ძალით სახეში მუშტს მარტყამს. რაც უფრო ვცდილობ მის დამშვიდებას ის უფრო გამწარებული იქნევს ხელებს. ცოტახანს ეს ავიტანე, მაგრამ შემდეგ მოვკიდე ხელი და ჯერ შემოვუყვირე. ,,საკმარისია! დამშვიდდი“ ცოტახანს ასე სკამზე დავსვი. ასეთი გამწარებული არც მაშინ მინახავს როცა გვანცაზე ვზრუნავდი ახლა რა მოხდა. ვაი, რომ თურმე ბევრად უარესი რამ მოხდა.
***
_ შენ ხარ ის არარაობა, ვინც ჩემს შეყვარებულს გონება აურია. თვალებში მიყურებდი და დამცინოდი.
_ ამის თქმას ძალიან მალე ვაპირებდით...
_ იყო რამე თქვენს შორის? ჯანდაბა! მითხარი მოხდა რამე?
_ ამ კაცს აქედან თუ არ გავიყვანთ ყველაფერს დალეწავს.
_ ეს კიდევ არაფერია. მე მის ადგილზე მკვლელიც გავხდებოდი.
_ ძმაო მართლა მოხდა რამე თქვენს შორის?
_ კი დღეს გვანცამ თავის თავი, თავიდან ბოლომდე მანდო...

გაგრძელება იქნება!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები