ნაწარმოებები


დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ნებისმიერი რაოდენობის ადამიანის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: ალექსანდრე ნარსია
ჟანრი: პოეზია
21 თებერვალი, 2020


როგორ დავწერო

როგორ დავწერო, რომ კარგად ვარ და რომ რიგზეა,
აქ ყველაფერი მაშინ როცა კარებს კეტავენ
ტაძრის და ახლა გასავლელი ბეწვის ხიდზეა,
და მტრედებივით ბავშვები რომ შიმშილს კენკავენ...

როგორ დავწერო სიხარულზე, როცა ფანჯრიდან
ვხედავ პატარა ბავშვის თვალებს, ერთი პეშვია
ცრემლი, რომელიც დაუგროვდა ღამის სიზმრიდან,
ჯერ ვერ ჩამოდის, დედა ისევ საბერძნეთშია...

როგორ დავწერო, რომ რწმენა მაქვს მარცვლის ოდენა,
როცა სიკეთე ამოვჭერი ცუდი კადრივით
ცხოვრებიდან და ყალბი გახდა ყველა მოვლენა,
და მოვიშორე ღმერთი ქუჩის მათხოვარივით...

როგორ დავწერო სიყვარულზე, როცა ერთმანეთს,
არ ვაპატიეთ და ვეცადეთ ზურგში გვესროლა,
როცა ხევსურეთს რუკაზედაც რომ ვეღარ ვაგნებთ,
მაგრამ სელფებით მოვლილი გვაქვს მთელი ვერსალი...

როგორ დავწერო ღმერთი გვიყვარს, ვუგებთ ტაძრებს და
გზა სიყვარულის, ერთი მეტრიც ვერ გავიყვანეთ,
აქ მერამდენე ცათამბჯენი უკვე აშენდა,
კედლებზე ფრესკებდაცრემლილი გვიმზერს იშხანი...

როგორ დავწერო პოეტებზე, როცა ერთმანეთს,
არ აპატიეს თვით ღმერთისგან აღიარება
რომ არაფერი აღარააქვთ თითქმის საერთო
და რომ არავის აღარ უნდა ხელის ჩავლება

ძმაზე რომელიც დარდს გადაყვა თუთუნით თითებ
გამომწვარია ზის და ახლა წარსულს ეწევა,
გალუსტუკიანთა ეპოქაა, ვერ ხედავს ყვითელ
ფოთლებს და წაშლის სიყვარულზე რაც კი ეწერა...

მე მაინც ვფიქრობ უნდა ვწერო, რადგან ასეა,
ვეღარ დატოვებ რაც გიყვარს და გულში დაგიდის,
ვიცი ეს ლექსი დაწერილი მაღალ ხმაზეა
და როგორც სულის ინექცია სისხლში დაგივლის...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები