ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
22 თებერვალი, 2020


ოჰ, მოცალეობა

ნინო დარბაისელი

ოჰ, მოცალეობა
- - -

ოჰ, მოცალეობა ისეთი რამეა,
წინ  - ეს ფურცელია და სია ვრცელია,
ერთ მწკრივში - ისინი, ვინც მომნატრებია,
აქაც - გაყოფილი რამ სარეცელია;
შემდეგ -  ვინც წავიდა და აღარ დაბრუნდა,
ან გაქრა,
ან სიკვდილს ვინც მოუცელია.

ხანდახან,
მოცლილი ძირამდე ჩავყვები,
ქალურ იმედებს და  ქალწულურ ნანატრებს,
ყმაწვილურ ჟინებს და ჩანათქმებს ბავშვურებს,
ზოგჯერ - სასიცოცხლოს, ზოგჯერ - თამაშურებს
ჩამოვწერ... უიმე,  რამდენი მქონია!
წარსულის ხატებებს ფიქრი მიაშურებს.

სხვა  - იყო სასჯელი,
მე - განაჩენი ვარ,
მაგრამ შეწყალებით გაბათილებული
არგამოსაჩენი  რა  დასარჩენი ვარ?
ვიხსენებ ოცნებებს,
ვიხსენებ სურვილებს,
ვგრძნობ, რარიგ შენი ვარ,
არსად დაგრჩენივარ,
მადლობა, უფალო,
შენი ანაბარი,
ასე კადნიერად შენთან მოუბარი,
ჩემი ოცნებების მკაცრი არახდენით
თურმე მერამდენედ,
თურმე ეს რამდენჯერ გადაგირჩენივარ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები