ნაწარმოებები


გამოიწვიე პოზიტივისათვის     * * *     შეიხედეთ ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ოთარ_ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
24 თებერვალი, 2020


Анна Ахматова - Приходи на меня посмотреть

ანა ახმატოვა - მომინახულე, თუ შეძლებ

მომინახულე, თუ შეძლებ,
სანამ ჩამიკრავს სამარე,
ვერვინ გამითბობს ცივ ხელებს,
ბაგემ ღაღადყო: „მაკმარე!“

სარკმელთან დგამენ სავარძელს,
რათა ვუმზერდე თემშარას,
ნუთუ ისევ შენ გაძაგებ,
როცა წუხილი შემზარავს?!

ქვეყნად არარა მაშინებს,
ფერმკრთალს, ნაწვალებს ქოშინით,
მაკრთობს თუმც ღამე მაშინვე,
სიზმრად მაგ თვალთა ფოფინით.

24 თებერვალი, 2020 წ.



Анна Ахматова - Приходи на меня посмотреть

Приходи на меня посмотреть.
Приходи. Я живая. Мне больно.
Этих рук никому не согреть,
Эти губы сказали: "Довольно!"

Каждый вечер подносят к окну
Мое кресло. Я вижу дороги.
О, тебя ли, тебя ль упрекну
последнюю горечь тревоги!

Не боюсь на земле ничего,
В задыханьях тяжелых бледнея.
Только ночи страшны оттого,
Что глаза твои вижу во сне я. 

1912

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები