ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მირიან გიორგაძე
ჟანრი: პროზა
24 თებერვალი, 2020


ორი ხელჯოხი

მზე ცალი თვალით იჭყიტებოდა ღრუბლის საფარიდან.
ისინი მოდიოდნენ.
მწყობრად ეხებოდა ორი ხელჯოხი ფილაქანს.
მე - შემხვედრი მათზე ჩქარი ნაბიჯით, მალე ვცდებოდი მათ.
ფიქრებში მიმყვებოდა მათი დაკოჟრილი ხელები, ერთით ხელჯოხს მინდობოდნენ, მეორეთი ერთმანეთს.
თავიდან არ ამომდიოდა მათი ღიმილი.
ცელოფნით მოჰქონდათ კატის საკვები, რომელიც მათ სანოვაგეზე მსუბუქი არ იქნებოდა, თუ უფრო მძიმე არა.
არსად ეჩქარებოდათ, ალბათ უკვე ბევრი მოესწროთ.
მეორე დღეს გაწვიმდა, იმ ადგილზე არავინ შემხვედრია.
და თვალწინ მედგნენ სახლში დარჩენილი მოხუცები მათი დღესავით გრძელი საქსოვი ძაფის გორგალით.
რამდენიმე დღე გადაბმულად წვიმდა, როგორც ჩვენს ქალაქს ჩვევია.
შემდეგ დღეს  ღრუბლის საფარიდან მზემ გამოიჭყიტა.
ის მოდიოდა.
არეულად ეხებოდა ორი ხელჯოხი ფილაქანს.
ნეტავ, არ გამოედარა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები