ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო ზედვაკელი
ჟანრი: პოეზია
25 თებერვალი, 2020


როცა დარდები იწივლებენ

როცა  დარდები  იწივლებენ,
და დედის  კალთიდან შორსა ვარ,
რომ თავი ჩავრგო და  წავიტირო,
გულში დარდი არ დავიტიო-
ლექსებო,ჩემო წიწილებო,
მაშინ ამოგაფრენთ  ბუდიდან.

რომელს მოგეფეროთ,
რომელს დაგიყვავოთ:
ყელტიტველას თუ ქოჩორას?
თქვენა  ხართ ჩემი არწივები,
არ ვდარდობ, ვინ რას მოჭორავს .

თქვენ არ მომიკვდებით გაციებით,
თქვენ არ მომიკვდებით გრიპით.
არ გამოგიგლოვენ სტატუსებში
ცრემლით  დაწერილი RIP-ით.

და როცა  მიქელა გამიბორკავს
ფეხებს კანაფის ფალმანდით.
გამოემშვიდობეთ მშობელ ლორკას,
გ ა მ ა გ რ დ ი თ !







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები