ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვანანო
ჟანრი: პოეზია
26 თებერვალი, 2020


არას დიახ

არა- ახალია, რაღაც ძველის..
არა-დომხალია წარსულისა,
არა-სიცილია, როცა სტირი,
არა-სიხარული ტკივილისა.
არა- მემართება როცა მიმძიმს,
არას ვეხვეწები, დიახ მითხრას..
სიტყვას გადავხარშავ მილიონჯერ,
მისი არაობა დამახინჯდა..
არას არ მივიჩნევ გამოსავლად,
ენით კბილებია დამსხვრეული..
დიახ აღარ შველის მარტოობას,
შიშის ფანჯარაა გაღებული.

10.04.17

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები