ნაწარმოებები


დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ნებისმიერი რაოდენობის ადამიანის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: ირაკლი ასლანიკაშვილი
ჟანრი: იუმორისტული
27 თებერვალი, 2020


"კორონას" ანტივირუსი

ზეზვამ და მზიამ და ტომმა და ანიკამ
კორონა ვირუსზე ატეხეს პანიკა.

ანიკა გამოდგა პანიკის მოთავე,
თუმც ახლა ოთხივე თანაბრად შფოთავენ.

ბანკირი, ხაბაზი, თერძი და მემშვილდე -
ყველანი, ყველანი, ყველანი შეშინდნენ.

შიშის ცეცხლს ნავთს ასხამს ახალი ამბები:
იყიდეთ საკვები, ნიღბები, აბები...

სანამ აქ შფოთია, შიში და განგაში,
ვიღაცის პაიკი იქ გადის დამკაში.

მიწა იყავით და გახდებით მიწავე,
წამალი ერთია - უფალი იწამეთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები