ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: კობე
ჟანრი: პოეზია
1 მარტი, 2020


უდაბნო

პლანეტის ნახშირი - ცხელი ქვიშა ხშირი
ოდეს მოზვავდება ტალღების მსგავსებით,
გაისრიალებენ გველების ლანდები.

ცეცხლით უძღები ხმელეთის ფერფლის
უდაბნო ოქროსფრად ბზინავს.
ცეცხლით ევსებათ დრაკონებს
მოდუნებული ქშინვა.

მძიმედ ქრის ხორშაკი - გახსენებს წარსულს.
სტიქია გტეხავს და გიბეჩავებს გულს.
შორს იგუდება ლომების ღრიალი,
უსაზღვროდ გრძელდება წამების ტრიალი.
გველი დაგსისინებს არწივად ქცეული,
სამყაროს შეეჩეხე, გახდი გარეული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი ებანოიძე ვულოცავთ დაბადების დღეს