ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ელენე96
ჟანრი: პროზა
1 მარტი, 2020


კურიერი და ლამაზმანი თავი 18

თავი 18
,,ნინია“
  დარაბებს მიღმა სიყვარულია მხოლოდ.  მხოლოდ ბედნიერ ბავშვებს თუ შევხვდებით, მათ ვისაც  გასართობად ხელში  არ ჰქონდათ ტექნიკა. ტელეფონში ჩაფლულ დედას  ვერ შევხვდებოდით.  ვერც  ხუთი წლის შვილს ნახავდით, რომელიც დედის კალთას არის გამობმული და სახლში წასვლას დაჟინებით მოითხოვს. ბავშვი ცხალი ცრემლით ტირის. ის, კი ყურსაც არ ათხოვებს. ქალი დიდი ინტერესით ტელეფონში ,,Instagram“_ ის  სთორებს ათვარიელებს.  დღეს ასეთია რეალობა. ეს ახლა და ჩვენ დროს დარაბებს მიღმა მხოლოდ სიყვარული იყო. ფეხბურთი, ქალაქობანა, კლასობანა, წრეშიბურთი და ასე შემდეგ... ეს ყველაფერი არის ის, სადაც ჩვენ სიმშვიდეს, სიყვარულს ვპოულობდით. იყო დღეები, როცა არ იყო შუქი და სანთლის შუქზე განვიხილავდით ოჯახი პოლიტიკას, თუმცა ახლა უშუქობით აპოკალიპსი იწყება. მახსოვს ერთ დღეს ქალაში ჩაქვრა შუქი 10 წუთის შემდეგ უბანში იყო სრული ზეიმი. ისინი ხელებს ჰაერში ზემოთ წევდნენ და შუქის მოსვლას ერთ დიდი დღესასწაულად აღნიშნავდნენ. ერთი საერთო ამ საზოგადოებასთანაც გვქონია. მაშინ თუ ტელევიზორში ორ არხს იჭერდა და ისიც უნდა შეგერჩია სწორი მიმართულება ახლა შუქის მოსვლა მხოლოდ იმის გამო უხარიათ, რომ გამოტოვებული სიახლეებს გადაავლონ თვალი. მე ბედნიერი ვარ ჩემი წარსულით. იმ გადაყვლეფილი მუხლებით. იმ ერთი ნაჭერი პურით ვიყავი ბედნიერი, რადგან ზუსტად ვიცოდი, რომ ეზოდან აჩქარებული გულისცემით ამოვიდოდი. დავლევდი ცივ წყალს და სახლში დამხვდებოდა მოსიყვარულე დედა, მზრუნველი მამა, და, რომლის წვალებაც ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. ჩემს დას ნერვიულობაზე ლოყები უწითლდება. სწორედ ასეთ დროს ვხალისობდი. როდესაც ზაფხულშ სოფელში ბებიასთან ჩავდიოდით ჯერ კარგად გამოიძინებდა შემდეგ ბებიას მომზადებულ საუზმეს გემრიელად მიირთმევდა. საღამომდე ალბათ წყლით გაგრილდებოდა და დროს სერიალების ყურებაში, ან კითხვაში გაატარებდა. ერთი ორჯერ შემიმჩნევია კიდეც, რომ ბაღში თხილების ძირში ჩამოჯდებოდა და მალულად წიგნაკში რაღაცას ჩაინიშნავდა. ყოველთვის მქონდა ეჭვი, რომ ისიც ჩემგან მალულად წერდა რაღაცას, მაგრამ ასე პირადად ნახვამ უფრო გამაბედნიერა.
    საღამოს დაახლოებით 6_საათისთვის. თავის ჟანგისფერ თმას დაივარცხნიდა. სახეზე ალბათ ბებიას ნაყიდ კრემს წაისმევდა და ტუჩსაც წითელი ლაქით შეიღებავდა. ტანზე იმ კაბას შეარჩევდა, რომელიც დედამ გასულ წელს დაბადების დღეზე უყიდა. მას შეეძლო კაბა გარდერობში იქამდე შეენახა, სანამ სოფელში არ ჩავიდოდა და იმ ბიჭის წინ არ წარსდგებოდა, რომელიც მასზე ათი წლით უფროსი იყო და ხიბლავდა ის, რომ კალათბურთს თამაშობდა და ტანს ზემოთ მაისური მუდამ გახდილი ჰქონდა. ჩვენი სოფელი დიდი არ იყო ამიტომ ყველა ერთმანეთს იცნობდა, თუმცა ჩემი დისთვის ის ბიჭი მიუწვდომელი სიყვარული იყო. ცდილობდა ყურადღება სხვადასხვა მეთოდით მიექცია. ჯერ მასზე პატარა ბავშვებთან ერთად გაატარებდა საღამოს, როცა უკვე ხვდებოდა, რომ მიზეზი მისი ასაკი იყო და არა სილამაზე  ხელი ჩაიქნია.  ასე ალბათ ღამის 7 საათი იქნებოდა, ნინია ლოდზე ჩაფიქრებული ჩამოჯდა. ფიქრობდა ბავშვზე, რომელიც იყო 5 წლის და სტრესის გამო არ იღებდა ხმას. ჩემი და იყო ერთადერთი, რომელმაც ეს პატარა გოგონა, სახლიდან გამოიყვანა, უყიდა უამრავი ტკბილეული და დამშვიდობებისას კოცნასთან ერთად უთხრა,,მადლობა“. ეს  მადლობა იყო სიტყვა, რომელიც ბოლო ორი წლის მანძილზე გოგონას არ უთქვამს. მოგვიანებით ნინიამ გოგონას ისტორია მოისმინა და გაიგო, რომ გოგონა მშლობის კონფლიქტს შეესწრო, რის შედეგადაც დაშორდნენ ერთმანეთს. 5 წლის გოგონა მზად იყო პროტესტის ნიშნად ერთი სიტყვაც კი არ ეთქვა. ძალიან მალე დანარჩენებთანაც შევიდა კონტაქში და ისევე დაიწყო თამაში, როგორც სხვემბა.
  ნინიამ გოგონა ბებიას მიაბარა თვითონ კი თავჩახრილი აღმართს აუყვა. ახლა დარწმუნებული იყო რო გულს ბებიასთან საუბრით დაიმშვიდებდა და თან მის დაყენებულ პიტნის ჩაის დიდი სიამოვნებით მიირთმევდა. ბებია ხშირად გვიყვებოდა შვილზე, რომელიც ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა. ტრაგედია ისეთი დიდი და ღრმა იყო, რომ ბიძია თავის ქორწილამდე ორი დღით ადრე დაიღუპა მაშინ, როდესაც თავისი საცოლის სანახავად მიემართებოდა. ბებიას თვალებში ყოველთვის ვხედავდით ბურთივით დაგროვილ ცრემლებს, თუმცა მაინც ცდილობდა შეგვექმნა ისეთი წარმოდგენა, რომ არ გარდაცვლილა და ახლაც ჩვენს გვერდით არის. ბებია ყოველ ჯერზე, როცა მასზე საუბარს იწყებდა წარმოდგენა გვექმნებოდა რომ ცოცხალი იყო.  ნინიას ხშირად ჩაუხრია თავი ბებიას კალთაში მაშინაც, როცა დედის მონატრება კლავდა და გამუდმებით მის მოლოდინში იყო. ხანდახან ადამიანს, როგორ არ გინდა დღის დასასრული. მაშინ, როდესაც ყველაზე ბედნიერი ხარ. მაშინ, როდესაც თავს ყველაზე მშვიდად გრძნობ, დრო ძალიან მალე გადის. ზაფხულში გატარებული დღეები სწორედ ასეთი იყო. იქ, დღეები იმაზე სწრაფად მიქროდა ვიდრე  წარმოვიდგენდით. ერთ საღამოს გამოწყობილ ნინიამ თურმე არ იცოდა რა ხდებოდა იმ სახლის წინ, რომელსაც ასე გამალებით უცქერდა. ხედავს, რომ ის ბიჭი, რომელიც მისთვის მიუწვდომელი იყო იყო მის თანატოლებთან ერთად წრეშიბურთს თამაშობდა. ბედნიერმა ძალიან სწრაფად მიირბინა და იქვე ლოდზე ჩამოჯდა. ჯერ კარგა ხანს ასე გამალებით უცქერდა ბიჭს, რომელსაც წლების წინ მისთვის პირველი სიყვარული გახდა. ,,ნინია... მოდი შენც შემოგვიერთდი!“  მისი მეგობარი გვერდით ჩამოუჯდა და უმეორესბს: ,,ნინია რას გაშტერებულხარ? წამოდი შენ ჩვენს გუნდში ხარ“ .
***
_ კარგი რა შემეშვი...
_ რა გჭირს შენ, კარგად ხარ?
_ გზიდან ჩამომეცალე...
_ ვის მიშტერებიხარ?
_ გაიწიე, ნუ მეფარები...
_ გოგო გააფრინე? ის ბიჭი, შენზე 10 წლით უფროსია.
_ რას ბოდავ! უბრალოდ დღეს ბებიას მივეხმარე და თამაშის თავი არ მაქვს.
_ ბავშვებო, ვხედავ ახალი დაგვემატა. არ შემოგვიერთდები?
_ კი რათქმაუნდა...
  ნინიას ცხოვრებაში იყო ერთადერთი დღე და უკანასკნელიც, რომელიც მასთან ერთად გაატარა. მას შემდეგ გავიგა ერთი ზაფხული და გაიგო, რომ ბიჭმა ის სახლი დატოვა და საცხოვრებლად ქალაქში გადავიდა. პირველი და მიუწდომელი სიყვარული ტანში პეპლების გამოჩენას ჰგავს. ამ დროს სამყაროს სხვა თვალით უყურებ. გონებაში წარმოიდგენ მხოლოდ მის თვალებს, გამოხედვას, ღიმილს... ამბობენ გაივლის დრო და დაგავიწყდება, მაგრამ არა! პირველი სიყვარული არასდროს არავის არ ავიწყდება. ის შენს ცხოვრებაში, ყოველთვის მარადიულ მოგონებად დარჩება. შეიძლება მას შემდეგ იპოვე კაცი, ვისზეც იქორწინებ, თუმცა ის ემოციები, ის განცდები, შენში არასდროს განმეორდება.  ნინია მშობლების გარდაცვალების შემდეგ დეიდის ოჯახში იცხოვრა, შემდეგ ბებიასთან გაატარა თავისი ცხოვრების წელიწადი და ექვსი თვე. ბებიაც, რომ გარდაიცვალა ქალაქში ჩამოვიდა და მარტო დაიწყო ცხოვრება. თავდაპირველად პურის ქარხანაში მუშაობდა, შემდეგ კი ერთერთ შოკოლადის ქარხანაში იმუშავა დამხმარედ. ნინიამ სწორედ იქ გაიცნო მისი მომავალი მეუღლე. არასდროს იყო მიჩვეული განებივრებას. ყველაფერი უბრალო და ხელნაკეთი საჩუქრები ხიბლავდა. მის მეუღლემ კი ყველაფერი გააკეთა მისი გულის მოსაგებად. მოიყვანა ცოლად და დღეს ის არის შოკოლადის ქარხნის უფროსია. სიყვარული, ლტოლვა, სიმშვიდე ალბათ იქამდე გრძელდება სანამ ოჯახი დაღვინებას იწყებს. ,,ურთიერთობები წლების შემდეგ ნელდება, მშვიდდება... ისე ხშირად აღარ გავდივართ სავახშმოდ გარეთ.  ახალგაღვიძებულს  ყავა აღარ მხვდება საწოლთან, როგორს ამას ადრე აკეთებდა. არა, ვერ ვიტყვი, რომ რამე მაკლია.  ჩემი მეგობრებიც, როცა ჩემთან სტუმრად მოდიან ისინიც კი ხედავენ, რომ ჩემი ქმარი ზუსტად ისეთია, როგორც უწინ, თუმცა საკმარისია ვაშამი დასრულდეს. ყველაფერი თავის ადგილს უბრუნდება. არადა, ურთიერთობები ასეთი არ წარმომედგინა. სიყვარული არ უნდა ნელდებოდეს, არ უნდა ქრებოდეს. ჩვენ კი ადამიანებმა, ხელი უნდა შევუწყოთ ამას. ერთი დღე არ უნდა გავდეს მეორეს და რაც მთავარია უნდა ეძებოთ ყოველთვის სიახლე“. ნინია დღის უმეტესს ნაწილს ქარხანაში ატარებს. მისი მოვალეობა უყუროს მომუშავე მუშაკებს. დანიშნოს თათბირი და აიყვანოს გამოცდილი ხალხი.
  ჩვენ ოჯახში ყველაზე მეტად გვიყვარდა გაზაფხული. დედაჩემს და ჩემ დას კი განსაკუთრებით. ხეებს არც აცდიდნენ გახარებას ეგრევე სასიყვარულო სიტყვებით ამკობდნენ. გაზაფხულის დადგომა ჩვენს ოჯახს ყოველთვის ზეიმსს ჰგვრიდა. დარჩა უკანასკნელი დღე ზამთრის და ხვალიდან დადგება წელიწადის ყველაზე ლამაზი, ყველაზე ამაღელვებელი სეზონი გაზაფხული. ალბათ გაიშლის აქამდე დახურულ ფრთებს და ჰაერში გაინავარდებს. ამ დროს წვიმაც, რომ ლამაზია. უყურებ როგორც ეცმა ახლად გაშლილ ყვავილებს და სურნელი, რომელიც გაგიჟებამდე გინდა შეიგრძნო. შეიძლება ამან დაგათროს, გონება აგირიოს. ასეთ დროს ქუჩებში, ბაღებში, ხეტიალი ყველაზე მეტად ეხმარება ადამიანს. მაშინაც კი, როცა საკუთარი თავი დაკარგული გაქვს და არც ვინმესთან გინდა საუბარი. უბრალოდ იარე, დაითვალე ნაბიჯები და დატკბი ბუნების სილამაზით. რა ბედნიერი ხარ უფალო, რომ შეძელი და ეს სამყარო შექმენი ასეთი ლამაზი. შენ შეძელი და ხალხს დაუმტკიცე, რომ ყვავილებთან საუბარი სულაც არ ნიშნავს სიგიჟეს. პირიქით ეს შველის კიდეც. გაზაფხულო! მოდი რას უცდი. მჯერა ჩაბნელებულ ცხოვრებას სინათლეს მოჰფენ. მჯერა ატირებულ დედებს დაამშვიდებ. მჯერა ბავშვებიც გამოვლენ გარეთ და ისევე დაიწყებემ თამაშს, როგორც ამას ჩვენს ბავშვობაში ვაკეთებდით. მზეო, რას უცდი?! მიდი გამოანათე, გაათბე გაციბული გულები. სიყვარული გაამეფე, სიძულვილი არაფრის მთქმელ სიტყვებად აქციე. ხალხს დაავიწყე შური, ტყუილი, სისუსტე, სიმდაბლე დაავიწყე ხალს. უნდა ადგნენ ფეხზე და აუცილებლად უნდა თქვან, რომ ,,ყველაფერი გამოვა, ყველაფერი კარგად იქნება“. მოდი იამაც თქვას თავისი. დავაცადოთ, რას იტყვის... იქნებ სულაც არ არის ამდენი დარდი საჭირო და გამოსავალი არსებობს.
  უკვე საღამოს 8_საათია. ასეთ დროს ვიცი ნინია სამსახურიდან სახლში ბრუნდება. დიდ ხანს არ მიწვალია მისი ადგილმდებარეობის დადგენა. ამაში იაკობი დამეხმარა. ჯერ იყო და რამოდენიმე კვირა შორიდან ვაკვირდებოდი. ახლო მისვლას ვერ ვბედავდი. ზუსტად ვიცი, რომ სამსახურიდან ჯერ დაქალთან ოფისში მიდის, იქიდან გაივლის სახლისთვის ტკბილეულს იყიდის და სახლში ბრუნდება. ნინია ბავშვობიდან ტბილეულის მოყვარული იყო. დედა ნამცხვას თუ გამოაცხობდა კრემი მოსაძებნი  საჭირო ხდებოდა. თვალს თუ რამოდენიმე წუთით მოაშორებდი კრემი შეჭმული იყო. არც ჭარბ წონას არ უჩივის. სიმაღლეში 1.76, წონა 57 კგ. ბავშობაში ყოველთვის ჩემზე მაღალი იყო მუხედავად იმისა, რომ ჩვენი ასაკობრივი სხვაობა დიდი არ ყოფილა. შაბათ-კვირას ვიცი ფითნეს კლუბში, მეგობრებთან ერთად ატარებს. იქ მისვლას ისევ ასე გზაში შეხვედრა ვამჯობინე. საკონდიტროდან გამოსული ნინია, ნამცვრებს მანქანის უკანა სავარძელზე აწყობდა, როდესაც მე დავუძახე.
***
_ ნინია...
_ რა მოხდა, ჩემი გეშინია?
_ არა, საიდან მოიტანე.
_ აბა, მაშინ მოდი უნდა ჩაგეხუტო.
_ ძალიან გამიხარდა შენი კარგად ყოფნა.
_ ყველაფერი ისე არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.
_ რატო, ქმარი გცემს?
_ მიდი მანქანაში ჩაჯექი აქვე ძალიან კარგ ყავას აკეთებენ. დავსხდეთ და მშვიდად ვისაუბროდ.
  ის, შავთვალება გოგო, რომელიც ტუჩებს წითლად იღებავდა. სულ აღარ იყო ამბიციური, მშიშარა და დაუცველი. მისი გამოხედვა მიტკიცებდა ერთს, რომ იყო ძლიერი და თავდაჯერებული, რომელსაც ამდენი რამ აბარია. მთელი გზა ხმა არ ამოუღია, მხოლოდ გზას უყურებდა და ლანძღავდა მძღოლებს უწესრიგო მოძროების გამო. 10 წუთში მივუახლოვდით კაფეს. ნინია მანქანიდან გადმოვიდა თუ არა მხარზე ხელი დამადო და მითხრა. ,,ეს ადგილი განსაკუთრებულად მიყვარს“. მეც ვუთხარი, რომ აქ საკმაოდ დიდი დროს ვატარებ. გამოვიდა რომ შაბათ-კვირას ნინია წიგნს აქ კითხულობს მე კიდევ ასეთ დროს უფრო მეტი სამუშაო მაქვს და ამიტომ შუა კვირაში თუ მოვიცლი წიგნის წასაკითხად. ნინიამ თავისთვის  ყავა და ტალტალეტკა (ნამცხვარი) შეუკვეთა. მე უბრალოდ გაზიანი სასმელი მოვითხოვე.
_ რა იყო პახმელიაზე ხარ?
_ არა, ეს ადრე იყო. ახლა ყველაფერი სხვაგვარად არის.
_ კაცებს მხოლოდ ქალის სიყვარული თუ გადაარჩენთ.
_ შეიძლება ასეც ითქვას, მაგრამ ამას მთლად მაგას ვერ დავაბრალებდი.
_ ხო რათქმაუნდა კაცებს გიჭირთ ამის აღიარება.
_ არ მიპასუხე იმ შეკითხვაზე, რომელიც აქ მოსვლამდე დაგისვი?
_ არა, ჩემი ქმარი ძალიან წესიერი კაცია. ის, ქალზე ხელს არასდროს აწევს.
_ როგორ მიდის თქვენი ბიზნესისი საქმე?
_ ვატყობ ჩემს შესახებ ყველაფერი იცი. შენზე მომიყევი, ვინ არის ის ქალი?
_ არავითარი ქალი არ არსებობს.
_ შენი ტყუილების არც ბავშვობაში მჯეროდა და არც ახლა.
_ აქ სხვა რამის გამო ვარ მოსული.
_ რა ხდება?
_ შენ და შენს ქმარს საფრთხე გემუქრებათ. კარგი იქნებოდა ცოტახნით ქალაქი დაგეტოვებინათ.
_ ჩემი ქმარი ისედაც არ არის აქ. მე კიდევ ამხელა ბიზნეს ვერ დავტოვებ მარტო.
_ მაშინ ჩემთან ერთად უნდა წამოხვიდე.
_ დევიდ ალბათ გავიწყდება, რომ პატარა გოგო აღარ ვარ და საკუთარ თავს მე თვითონაც დავიცავ.
_ რატო არაფერს მეკითხები, არ გაინტერესებს ვინ არის და რა უნდა ჩვენგან?
_ არა, არ მაინტერესებს...
_ ნინი ეს ხუმრობა არ არის.  დამიჯერე ვერაფერს გახდები მათ წინააღმდეგ.
_ დევიდ შენ, როცა წახვედი სრულიად ნოლიდან დავიწყე ცხოვრება. ღამე ქუჩაშიც ხშირად გამითენებია. ასე, რომ არაფრის არ მეშინია.
_ მე არ წავსულვარ შენგან. ეს შენ წახვედი ჩემგან.
_ ხედავ ყველაფერი ისევ თავიდან იწყება. ჩვენ ვერასდროს შევძლებთ მშვიდად საუბარს. მაპატიე ახლა სახლში უნდა დავბრუნდე ბევრი სამუშაო მაქვს.
_ დარჩი, თორემ იძულებული გავხდები შენი მოტაცების ბრძანება გავცე.
_ რააა?
_ ქალბატონო ჩვენ უნდა გამოგვყვეთ.
_ ცხოველებო, ხელი გამიშვით...
    ნინიას ჯერ რამოდენიმე საათით ეძინა. ახლა გონს მოვიდა და ოთახიდან ყვირის. ,,დევიდ აქედან გამომიშვი თორე გამოვალ და თავბედს გაწყევლინებ“. ის, ასეთი გამწარებული მხოლოდ მაშინ მახსოვს, როცა მისი კაბა თავზე ჩამოვიცვი და დავცინოდი, როგორი დაბნეული სახით იყურებოდა, როდესაც იმ ბიჭი აივანზე ვარჯიშობდა. ჩემი ბუნკერი თანდათან საგიჟეთს ემსგავსება. აქეთ ნინია ჩემი და მყავს ჩაკეტილი მეორე მხარეს კი ზურა, რომელიც გუშინ ღამით ძალიან აგრესიული მომივარდა სახლში და ჩემი მოკვლა გადაწყვიტა. ზოგჯერ ესაც საჭიროა, იქამდე მაინც სანამ სიტუაცია დამშვიდდება. ჩაკეტილი კარებების მიღმა ნინის და ზურას შორის დიალოგი მაინც შედგა.
_ არის აქ ვინმე?
_ კი არის, მაგრამ არ ვიცი რამდენად შევძლებ შენს დახმარებას. იმ კაცმა საყვარელი ქალი წამართვა და ახლა აქ გამომკეტა.
_ ჩემი ძმა ყოველთვის ცხოველი იყო.
_ უკაცრავად? ის... კუნთებიანი, დიდლოდა კაცი... მაპატიეთ, მაგრამ შენი ძმაა?
_ სამწუხაროდ კი...
_ ვატყობ საერთო ენა გამონახეთ. ერთ საკანში ხო არ გადაგიყვანოთ?
_ დევიდ აქედან გამოვალ და მოგკლავ!
_ დაიკო, სამარეს შენივე ხელით რატომ ითხრი.
_ ბიჭო გამომიშვი აქედან!  სახე უნდა აგიხსნა.
_ ძმაო სიმშვიდე შეინარჩუნე მალე ყველაფერი იქნება.
_ სიმშვიდე შეინარჩუნეო? ბიჭო შენ ნორმარული თუ ხარ?
_ მე წავედი, არ მოიწყინოთ. მალე ისევ შემოგივლით.
***
    დიდი დრო არ დამჭირვებია იმის დასადგენად თუ ვინ იყო მოღალატე. სწორედ ანი მუშაობდა იმ დროს გარეთა კამერებზე. მან პრინციპულად არ გათიშა კამერები. ადგა და წავიდა ჩემი უფროსის მტერთან. იქამდე სანამ ჩემი სტუმრები საკანში ისვენებენ. მე ცოტას ჩემს მტერთან ვიბასეებ. სანამ იქამდე მივალთ ცოტა რამეს მათ შესახებ მოგიყვებით. ვლადი ჩემი უფროსი და პაატა დიდი ხნის მეგობრები იყვნენ. მათ ერთმანეთი ვაშინგტონში გაიცნეს. მტრები კი მას შემდეგ გახდენენ, რაც მათი სურვილები ერთმანეთს არ დაემთხვა. პაატას უნდოდა, რომ მდიდრებისთვის პური გამოერთვა და ღარიბი ოჯახებისთვის მიეცა. ვლადი კი პირიქით თვლიდა, რომ ქურდობა დანაშაული იყო და ახალგაზრდებს გაქურდვაში უშლიდა ხელს. სწორედ ამის შემდეგ ისინი ერთმანეთის მტერი გახდა. ანი ჯერ პაატას საყვარელი იყო, ხოლო როცა მიხვდა, რომ პაატა დიდ დროს თავის ცოლს უფრო უთმობდა, უღალატა საქმე მოიპარა და ვლადისთან გადავიდა. პაატა არც მაშინ მივიდა, როდესაც ვლადის გარდაცვალების შესახებ გაიგო. გამოსამშვიდობებლი სიტყვაც კი არ უთქვამს ბოლოს. სანამ ანის აქედან წავიყვან , მზად ვარ პაატასთან ერთად თითო ჭიქა ვისკი დავლიო და ერთი ორი სიტყვით წავკბინოთ კიდეც ერთმანეთს.~
***
_ გგონია, რომ ამ ყველაფრის შემდეგ გადარჩები? ისე მოგკლავენ, რომ შენ ვერაფერს გაიგებ.
_ ნუ ნერვიულობ დროულად წამოვედი.
_ აქედან უნდა წახვიდე. მალე შენი ხალხი მოვა და აქაურობას ააწიოკებს.
_ დაივიწყე! ამიერიდან მეც შენი წევრი ვარ და ვალდებული ხარ იზრუნო ჩემზე.
_ შენი ღალატი ჩვენს გეგმაში არ შედიოდა.
_ სამაგიეროდ ახლაა ჩემი სიცოცხლე შენს ხელში.
_ ამაზე მანამდე უნდა გეფიქრა, სანამ ჩემს მტერთან გააბავდი რომანს.
_ საქმე იმაში კი არ არის მაშინ რა იყო, ეხლა რა არის. აი, ამაშია საქმე...
***
_ რა სასიამოვნო დებიუტია. ანი გაქრი აქედან! მე და პაატამ ვისკი უნდა დავლიოთ.
_ აქ როგორ შემოხვედი?
_ გარეთ შენი ძაღლები ცოტას წაიძინებენ. იქამდე კი მე და შენ ვისაუბრებთ.
_ შენ არაფერი იცი... მე და ვლადი ერთმანეთს ვმტრობდით.
_ ცდებით მე იმაზე მეტი ვიცი ვიდრე გგონიათ. მიდი, აწიე ჭიქა, ჩვენს შეხვედრას გაუმარჯოს!
_ მეთამაშები?
_ არა, როგორ გეკადრება მე დიდი ხანია ასეთი თამაშემი მოვიწყინე. ახლა ცოტას დავლევთ. ანის წავიყვან და წავალ.
_ არ მოგცემთ მაგის უფლებას!
_ მისმინე ოჯახს დანგრევას  გირჩევნია ანი დამითმო.
_ ის, უდანაშაულოა. მან ყველაფერი ბრმად გააკეთა.
_ ჩემს სამსახურში ბრმა არავინ მჭირდება. საქმე გააფუჭა, მიღალატა და ამისთვის პასუხს აგებს.
_ ანი უკვე აქ აღარ იქნება.
_ მისმინე ძმაო, გაქცეულ კურდღელს დიდი ხნით არ მივსდევ. შენ ამაზე არ ინერვიულო, ანი დაიღლება და გაჩერდება.
  ვისკის ჭიქა პაატას წინ დავდგი. როგორც კი სახლს მოვცილდი დავინახე ანი. თავიდან შეშინებული სახით მიყურებდა, თუმცა მალევე თავი მაგრად დაიჭირა და თქვა. ,,სიკვდილის არ მეშინია“.
_ გოგო შენ არ გინდა რამე ახალი გასინჯო, ისევ ძველ სათამაშოს რომ დაუბრუნდი?
_ შენც კარგად იცი, რომ პაატა ძალიან მიყვარდა.
_ მაგას ვლადიზეც ამბობდი და ხედავ ახლა სად ხარ?
_ ვიცი შენ ადამიანის მოკვლას ვერ შეძლებ.
_ მერე გოგო, მე კი არ ვაპირებ შენს გამო სისხლში ხელის გასვრას. დავიქირავებ ქილერს და ის მოგკლავს.
_ ვერ შეძლებ, რადგან ჯერ  გჭირდები. ნუ გავიწყდება მეხსიერების ბარათი მე მაქვს, სადაც ნათლად ჩანს, რომ  დაცვის პოლიცია შენ არ მოგიკლავს.
***
    დღემ მძიმედ ჩაიარა. გვანცას დავურეკე და ვთხოვე ცოტახნით გარეთ გამოსულიყო და სადმე გაგვესეირნა. გვანცა ყვავილებიან კაბაში გამოწყობილი, სადარბაზოსთან დგას და ხელს ბედნიერი ღიმილით მიქნევს. მე ეგრევე სახლში აბრუნება ვანიშნე. რამოდენიმე წუთში გვანცა ქვემოთ თბილი ნაქსოვი ჟაკეტით, შარვლით და სპორტული ფეხსაცმელით ჩამოდის და ცოტა გაბრაზებული სახით მეკითხება:
_ რა იყო ახლა ეს?
_ არაფერიც არ იყო... ისეთი ჩაცმული ვერსად წაგიყვანდი.
_ ეჭვიანობ?
_ საეჭვიანო არაფერი მაქვს. უბრალოდ არ მინდა გაცივდე.
_ სად მივდივართ?
_ ჯერ სადმე წავალთ შევჭამთ შემდეგ კი შენ ენერგიულ შეყვარებულს დაამშვიდებ.
_ ყოფილს შეყვარებულს... რა მოხდა, სად გყავს?
_ იმ ოთახში სადაც შენ მაშინ...
_ ნეტავ ისიც უსინათლოდ ხომ არ არის, აჭმევენ რამეს?
_ ნუ ნერვიულობ იმაზე კარგად არის ვიდრე შენ გგონია.
_ და ასე უბრალოდ ჩაივლის ყველაფერი?
_ რა გინდა, რომ გავაკეთოთ?
_ ეს ყვავილები ვისთვის არის? დევიდ ვინმე გყავს?
_ო, ვიღაცამ წეღან ეჭვიანობა ახსება.
_ სულაც არა... მადლობა, ძალიან ლამაზია...
***
  პიცამ და გაზიან სასმელმა კიდევ ერთხელ გამიღვიძა მოგონებები. ვერასდროს დააბრუნებ დროს უკან, თუმცა შეგიძლია გააკეთო ისეთი რამ რაც ერთ დროს მიუწვდომელი იყო შენთვის. როცა გვანცასთან ერთად ვარ მავიწყდება ყველაფერი. მავიწყდება, ის, რომ მეც ამ სამყაროს შვილი ვარ და დედამიწაზე მეც სატანჯველად ვარ მოვლენილი. ადამიანს მთელი თავისი ცხოვრება ერთი დიდი ლოდის ტარება უწევს. მიდიან, მიათრევენ იქამდე სანამ არ წაბორძიკდება.  ლოდის ტარებასთან ერთად უწევთ  ტკივილის, მონატრების, ზოგჯერ სიყვარულის ტარებაც კი უძნელდებათ. ცრემლები ასველებს ლოდს და ასე უფრო მძიმე და რთული ხდება ცხოვრება. მშობლების სიკვდილის შემდენ ნინი ჩემთან მიმართებაში გაცივდა. უფრო მეტიც შემიძულა. ახლა სანამ გვანცა ზურას დამშვიდებას ცდილობს მე იქამდე ნინის ოთახში შევალ და იქნებ მშვიდად საუბარი შევძლო. კარები გავაღე თუ არა ხმამაღლა იწყებს ყვირილს. ,,ცხოველო უნდა მოგკლა!“ მოსაკლავად ყელში მწვდა.
_ მოკვდი... ერთხელ და სამუდამოდ მოკვდი!
_ ნინი თუ არ დამშვიდდები დილამდე ამ ოთახში მოგიწევს ყოფნა.
_ რა გინდოდა, რატომ დაბრუნდი? შენს გამოჩენამდე ყველაფერი კარგად იყო. გამოჩნდი და პრობლემებიც თავისით გაჩნდა.
_ საკმარისია! შეწყვიტე ყვირილი... ახლა დაჯექი და ყურადღებით მომისმინე. დედა და მამა ავტოკატასტროფაში არ დაღუპულან, ისინი მოკლეს. ახლა საფრთხე მარტო ჩვენ კი არა, ჩვენს საყვარელ ადამიანებსაც ემუქრებათ.
_ კიდევ როდემდე გააგრძელებ ჩემთვის ზღაპრის მოყოლას?
_ ნინი ზღაპრები ჩვენს ცხოვრებაში მშობლების გარდაცვალებამდე არსებობდა. ახლა კი ჩვენს გარშემო მუდმივად სიბინძურე ტრიალებს.
_ შენი არ მჯერა... გამიშვი სახლში უნდა დავბრუნდე.
_ ნინი შენი ძმა მართალია. მან არაერთხელ გადაარჩინა ჩემი ოჯახი დაღუპვისგან.
_ შენ ვინ ხარ?
_ მაპატიე... ჩემი სახელია გვანცა.
_ არ ვიცი როგორ შეგიძლია ჩემი ძმის გვერდით ყოფნა. სანამ დროა ჩამოშორდი. დამიჯერე ცხოვრებას ჯოჯოხეთად გიქცევს...
_ ნინი მეთქი!
_ არაუშავს დევიდ მესმის შენი დის. ის, ახლა გაღიზიანებულია. დამშვიდდება და მერე უფრო მშვიდად შევძლებთ მასთან საუბარს.
_ ქალო, რა მჭირს დასამშვიდებელი. შენ რა, მე გიჟი გგონივარ? აქ, თუ ვინმეა გიჟი ეს თქვენ ხართ. ხალხი პატიმრებივით ოთახში გყავთ  გამომწყვდეული.
_ ნინი არ იცი რას ლაპარაკობ...
_ ვერ აიტანე რო დედას მე უფრო ვუყვარდი... დედა და მამა შენი მოკლულია. ეს ყველაფერი კი შენი დადგმული სპეკტაკლია...
_ საკმარისია... ამოვიდა ყელში შენი ასეთი საუბარი. კიდევ კარგა ხანს გითმინე.  სანამ არ დამშვიდდები ამ ოთახიდან ვერ გამოხვალ, დაივიწყე ქმარი და სამსახური.
_ მთელი გულით მეზიზღები. გესმის? ვერ გიტან...
_ კარგი რა დევიდ ის ქალია, არ გაქვს უფლება ასე გამოკეტო.
_ გვანცა ძალიან გთხოვ... ახლა მარტო მინდა ყოფნა.
_ კარგი მე აქვე ვიქნები და როცა საუბარი მოგინდება მოდი და  მოგისმენ.
***
  მშობლების სიკვდილზე მტკივნეული ცოცხალი დისგან ნათქვამი ეს სიტყვები იყო. ვუყურებ ჩემს დას და არ მჯერა, რომ ჩემზე ასე აქვს წარმოდგენა შეცვლილი. არ ვიცი საიდან მოაქვს ეს აზრები, ან ვინ ჩაუდო თავში ის, რომ მშობლები მე მოვკალი. ის, რომ მანქანას მუხრუჭები მე გავუფუჭე. რაც არ უნდა ველაპარაკო მაინც ვერ გავაგებინებ, რომ ისინი ავტოკატასტროფაში არ დაღუპულან. ისინი მოკლეს. აი, სწორედ ამის გამო ვიხევდი უკან. ამის გამო არ მინდოდა ამდენი ხნის შემდეგ ჩემ დასთან შეხვედრა. არ ვიცი, ალბათ გულის სიღრმეში მეგონა, რომ დრო განკურნავდა ყველაფერს, მაგრამ ყველაფერი პირიქით აღმოჩნდა. ნინია იმაზე ცუდად იყო განწყობილი ჩემს მიმართ ვიდრე აქამდე. ერთი საათის განმავლობაში, ვიჯექი სათათბირო ოთახში და გაშტერებული რაღაც ფაილებს ვაკვირდებოდი. იქნებ ეს არის დასასრული. უნდა ჩავიქნიო ხელი საბოლოოდ დაზე და მივცე საშუალება ქმართან ერთად მშვიდად იცხოვროს. გავუშვა და ვიცი ისევ შინაგანად დავიტანჯები. ვერ დავუშვებ იმ მანიაკმა ჩემი და მოკლას და ჩემს გარშემო ყველას საფრთხე შეუქმნას. სანამ ჩემი და აქ არის უნდა ვიპოვო მკვლელი და პასუხი ვაგებინო წლების წინ ჩადენილ დანაშაულებებზე.
  მკვლელი ფაქტია მარტო არ მოქმედებს. ან თუ მოქმედებს ყველაფერი კარგად აქვს გათვლილი. უკვე სამი მკვლელობაა დაფიქსირებული ერთ ქალაქში. ქალი და ორი მამაკაცი მოკლულია სხვადასხვა ადამიანისგან. ისინი უკვე საპატიმროში არიან გადაყვანილები, თუმცა არცერთი მათგანი დამკვეთის სახელს არ ასახელებენ. იაკობმა ცოტახნის წინ ოთახში შემომიტანა საქმე და მითხრა, რომ ეს საჩუქარი იყო დეტექტივისგან. მას, ვისაც დაპატიმრებამდე შევხვდი ეტყობა, რომ ჩემი დახმარება მართლა აქვს გადაწყვეტილი. არ ვიცი უნდა მიხაროდეს თუ მეშინოდეს, მაგრამ საქმე, რომელიც ხელში მიჭირავს თავიდან ბოლომდე კარგად არის დამუშავებული.  მკვლელმა, რომელმაც დეიდა, დედა და მამა მოკლა მანამდე თავისი მშობლების მკვლელი იყო. ფაქტია, რომ ნამდვილ მანიაკთან გვაქვს საქმე.  დიდი არაფრის გარკვევა აღარ არის საჭირო, რადგან ვიცით მიზეზი რატომ მოკლა თავის მშობლები. მშობლებმა მისი განსხვავებული ორიენტაცის შესახებ გაიგეს და სახლიდან გააგდეს. გვიან ღამით, როცა ორივეს ეძინა ჯერ დედა გაგუდა შემდეგ კი მამას დანით გამოჭრა ყელი. ამ ყველაფრის შემდეგ ეს ადამიანი ცოცხალია და სრულიად თავისუფლად ქუჩაში დადის. იმ ქალაქში, სადაც ახლა ჩვენ და ჩვენი საყვარელი ადამიანები ცხოვრობენ. რაც დრო გადის საფრთხე იზრდება, რადგან როგორც უკვე ავღნიშნე არამგონია მკვლელი მარტო მოქმედებდეს.
  კაბინეტიდან გამოსულს ბუნკერში სრული ქაოსი დამხვდა. ყველა გაურკვევევლი მიმართულებით გარბოდა. ყურში საშინელი სიგნალიზაციიც ხმა ჩამესმის ამან უფრო დააბნია ხალხი. იაკობი მიახლოვდება და ყურში ხმამაღლა რაღაცას მეუბნება, თუმცა გაურკვევლად მესმის. ,,ძმაო ყველა ოთახი გახსნილია... არ ვიცი ეს, როგორ მოხდა, მაგრამ ოთახში ვინც ჩაკეტილი გვყავდა ყველა გაიქცა.“  რამოდენიმე წამში სიგნალიზაცია გამოვრთე და ჭკუიდან გადასული ბოლო ხმაზე ვიწყებ ყვირილს.
_ მოდით აქ!
_ არ ვიცით ეს როგორ მოხდა...
_ უფროსო ბოდიშს გიხდით...
_ შეწყვიტეთ ყველამ საუბარი, თორე თავი უკვე ბაზარში მგონია. ნუ დამიწყებთ იმის ახსნას ეს, როგორ მოხდა. სასწრაფოდ იპოვეთ გამოსავალი და ყველა ვინც ოთახში იყო უკან დააბრუნეთ.
_ ძმაო, ბუნტი შენ დამ მიაწყო. პირველი ის გამოვიდა ოთახიდან და შემდეგ ყველას კარები გაუხსნა.
_ თუ ხვდებით ამას რა შედეგი შეიძლება მოყვეს. კაცი, რომელიც მე_7 ოთახში გყავდა ავად არის. წავა დალევს და თავის მოკვლას ისევ შეეცდება. ჩემი და ასე მარტივად ვერ დატოვებდა კარებს. იაკობ დერეფნის კამერები ჩართე.
_ აი ეს არის...
_ ძამიკო ჯეთილი იყოს შენი დაბრუნება! მთავარი გართობა ახლა იწყება. ეს კამერა რაღაც აქ არ მომწონს...
_ რა მოხდა?
_ კამერა გატეხა.
_ ახლა როგორ მოვიქცეთ?
_ ყველა ვინც ოთახში იყო უკან დააბრუნეთ.  ჩემს დას მე თვითონ მივხედავ. ვიცი სადაც იქნება.
_ აი, როგორც იქნა გიპოვე.
_ ზურა ახლა შენი თავი ნამდვილად არ მაქვს.
_ ისე შენი და მაგარი ნაშაა. მიჯიგრა და მეც გამომიშვა ოთახიდან. ისიც იცი რატომ?
_ რატო?
_ გაუხარდა როცა გაიგო, რომ შენი მოკვლა მინდა.
_ ვატყობ ერთმანეთს კარგად გაუგეთ.
_ ხო, მაგრამ კარები რომ გამიღო ჯერ გაქვავდა. აი ისე ბავშვობაში ქვიშას წყალს, რომ ვასხავდით. დრო არ ქონდა, თორემ ჩემს კოცნას აპირებდა.
_ ზურა ახლა მე უნდა წავიდე. რო დავბრუნდები ჩაგბარდები, შევთანხმდით?
  ზურა კარგა ხანს ჯერ პირდაღებული მიყურებდა და როცა გაიაზრა რა ვთქვი გინება დაიწყო. ჩემი დის სახით ახალი თავსატეხი დამემატა. ეს ყველაფერი ბავშვურ საქციელს უფრო ჰგავდა ვიდრე ზრდასრული ადამიანისას. მივდივარ მშობლების საფლავზე და ზუსტად ვიცი, რომ მოსანანიებლად ახლა ჩემი და საფლავის ქვის წინ ქვითინებს. ამასობაში შევამშნიე, რომ სასაფლაოს შესაშვლელში ხე გაყვავებულა.
      გამეღიმა... ბედნიერებისგან, სიხარულისგან გამეღიმა.სულ გადამავიწყდე, რომ დღეს პირველი მარტია. გაზაფხული შემობრძანებულა. ნუთუ ისევ ამ გზიდან უნდა გამეგო ეს ამბავი? ეს ხომ ზეიმია. მიწიერი ადამიანები, უდარდელი და დარდიანი ადამიანები გაზაფხულის მოსვლას ზეიმობენ. ვინ იცის ახლა წამოვა წვიმა, ან ამოვარდება ქარი და წაიღებს ჩემს თავში ათასფერ დაგროვილ ფიქრებს.  აქამდე თუ ნაბიჯებს ვუჩქარებდი. ახლა ნელი ტანგოს მსგავსად ავუყვები ბილიკს. თვალწინ მხოლოდ ბედნიერ დედას და ნინიას წარმოვიდგენ, რომელიც გაზაფხულის მოსვლას ერთ დიდი ზეიმად აქცევდნენ. მეჩვენება... დედა მეჩვენება. ის, სამზარეულოშია და გაზაფხულის მოსვლას ერთ გემრიელ ნამცხვას ახვედრებს. ნინია ფეხებში ებლანდება. ეუბნება, რომ მისი არეული ოთახი მიალაგოს. მალე სტუმრები მოვლენ და სირცხვილია. მამა ახლა დედას ზურგიდან უახლოვდება და ლოყაზე ნაზად კოცნის. გაზაფხულის სურნელმა, ამ წარმოსახვითმა წარსულმა ჩემში ნამდვილად გააქრო დარდი, თუმცა ვუახლოვდები სასაფლაზე მჯდომ თვარცლემლიან ნინიას და ვხვდები, რომ ეს არის ჩვენი მწარე რეალობა, რომ ჩვენ უნდა გადავრჩეთ.
***
_ ახლა მარტო არ უნდა ვხვდებოდე ამ დღეს... დედა წახვედი და წაიყოლე ყველაფერი ლამაზი, რაც კი რამ არსებობდა ამ სამყაროში. ვიცი მამა მანდ არის დაგიცავს, მაგრამ ჩვენ რა გვეშველება? მე და დევიდი მტრად ვართ გადაკიდებული.
_ გიახლოვდები და ძალიან გთხოვ ყვირილს ნუ დაიწყებ.
_ საყვირელი არაფერი აღარ მაქვს შენი მძევლები უკვე თავისუფლები არიან.
_ სულელოო ისინი მძევლები არ ყოფილან. ჩვენ უბრალოდ მათ დაცვას ვცდილობდით.
_ ასეთი დაცვა მე არ გამიგია. ხალხი იქიდან თავგანწირული ყვიროდა.
_ ესე მარტო შენ და ზურა იყავით. თორე  იქ იყვნენ ისეთებიც ვინც თავს კარგად გრძნობდნენ.
_ ზურა ხო? ის ძალიან...
_ რა ძალიან?
_ ძალიან გავს იმ ბიჭს...
_ სერიოზულად? არა, მოიცადე!
_ რა მოხდა?
_ ზურას გვარს ვიხსენებ.
_ მერე?
_ ეგ არის...
_ შეუძლებელია, ეგ ვერ იქნება...
_ დაწექი!
_ ღმერთო, ეს რა იყო?
_ გვესვრიან... ნინი მისმინე, თვალებში მიყურე და დამშვიდდი. არაფერია გესმის, გაივლის!
_ არ შემიძლია!  შენ დაჭრილი ხარ...
_ მოდი აქ, ნუ გარბიხარ!
_ შეეშვი ვეღარ დაეწევი. წამოდი სავადმყოფოში უნდა წავიდეთ.
_ არა, საავადმყოფოში ვერ წავალთ. ბუნკერში უნდა დავბრუნდეთ.
_ ასე, როგორ უნდა დავბრუნდეთ?
_ გვანცამ ერთხელ უკვე გადამარჩინა. ახლაც ის ამოიღებს ტყვიას.
***
    ზოგი ჭირი მარგებელიაო... ხომ გაგიგიათ არა? სწორედ ასე მოხდა ჩემს ცხოვრებაში. ჩემი და ბოლოს როდის იყო ასეთი მზრუნველი ჩემს მიმართ არ მახსოვს. იქიდან ჯერ მანქანაში ჩაჯდომაში დამეხმარა. ერთი ხელი ჩემს დაჭრილ მხარზე ედო მეორეთი კი მანქანას მართავდა. ,, დევიდ არ გაბედო... დაძინება არ გაბედო!“ მანქანას აუჩქარა. სისხლის დაკარგვასთან ერთად გონებას ვკარგავ, თუმცა კარგად მახსოვს, რომ მკვლელი პირდაპირ ნინიას უმიზნებდა ტყვიას. ჩემი სწრაფი რეაგირებით მხოლოდ ის, მოვახერხე, რომ წინ გადავუდექი და ტყვია მხარში მომხვდა. ,,დევიდ აქ ხარ? ძამიკო არ ინერვიულო მალე მივალთ და მოგხედავენ“. ნინია მატყობს, რომ ნელ-ნელა გონებას ვკარგავ. მანქანას აჩქარების ნაცვლად ანელებს. ჩემი მხარიდან ხელი აიღო. ჯერ სისხლიანი ხელი, ზეწარით კარგად შეიწმინდა. შემდეგ კი ტელეფონი აიღო ხელში და, ვიღაცას ურეკავს. ძნელია ჩემს მდგომარეობაში, იმის გარკვევა ჩემი და ასეთ დროს ვის ურეკავდა, მაგრამ სიტყვები, რომელიც გათიშვამდე გავიგე სიკვდილს უდრიდა.
,, გილოცავთ კარგად იმუშავეთ. ჩემ ძმას,  სადაცაა გული გაუჩერდება. მოდით და გვამი ისე გადამალე, რომ არავინ იპოვოს“...

გაგრძელება იქნება!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები