ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
2 მარტი, 2020


საპნის კორონაცია

ნინო დარბაისელი

საპნის კორონაცია
- - - - -

ცნობაა გულმოსაფონი,
“კორონას შველის საპონი”;
საპნის იმედად არიან
ბერნი თუ უასაკონი.
არა საფარი, საფენი,
საპოხი ანდა საპობი,
არამედ, ჩქარა, საპონი!
აბა, საპონი, საპონი!
არც საჭმელი და საბნები,
საპონი გვინდა, საპნები,
საპნები ნაირ-ნაირი,
ცხვირ-პირის სალაპლაპონი!
ამასობაში საპონი,
საპონი გახდა საპოვნი!
- - -

P.S. მინაწერი მხოლოდ პოეტებისთვის

ჩვენ ჩვენი უნდა ვეძიოთ
მღვრიეში სავალ-საფონი,
გამოდით საპნის საქებად,
ხართ შოთანი თუ საფონი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები