ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ელენე96
ჟანრი: პროზა
7 მარტი, 2020


კურიერი და ლამაზმანი თავი 19

თავი 19
ცხოვრებისეული წერილები
  დედამიწა ერთ შემოვლას 365 დღეს ანდომებს და ჩვენ, ადამიანები ამ დროს რას ვაკეთებთ? დროს ფუჭად ვკარგავთ, არ ვიყენებთ იმ შესაძლებლობებს რაც გაგვაჩნია. დროს გაუფთხილდით, თითზე ჩამოსათვლელად დაითვალეთ.  საყვარელ ხალხს, მეგობრებს, ოჯახს დაუმტკიცეთ, რომ შენგანაც დადგება ვიღაც. ის, ადამიანი რომელიც სიკვდილის შემდეგაც ილაპარაკებენ. მის ადამიანობაზე, მის კეთილსინდისიერ საქმეს ბევრჯერ გაიხსენებენ. ნუ უყურებ რა ხდება შენს გარშემო, ნუ მიაქცევ ყურადღებას მსმელს და მოხეტიალე ხალხს. მათ თავისი სტკივათ. შენ შეძელი და დედამიწის ყოველწლიურ ბრუნვასთან ერთად აკეთე რაღაც ახალი. ყელში ამოვიდა შემდეგი ფრაზები. ,,ამას მე ვერ შევძლებ... შეუძლებელია ამას მე ვერ გავაკეთებ“.  ეხლა ამას ვინც ამბობს თავში ჭკუა ააქვს? ყველაფერში ნუ ხედავთ ნეგატივს ეძებეთ მხოლოდ პოზიტივი. სხვა თუ არაფერი შეგეძლოთ რაღაცეებზე თვალების დახუჭვა.  იპოვე გზა, სადაც თავისუფლად ამოხსნი შენ რა გჭირდება იმისთვის, რომ გახდე წარმატებული. ჩემს ჭირიან ცხოვრებას თუ თვალს გადაავლებთ მიხვდებით, რომ ჩემგან არც თუ ისეთი კარგი ადამიანი დავდგებოდი, მაგრამ ხო ხედავთ? ახლა სად ვარ...  გულს მირევს უკვე თამბაქოს კვამლი, თუმცა ამაში შვებას ვპოულობ ისე, როგორც ერთდროს ქალებს შოპინგი შველით. განა რომელი ჩამოვთვალო: დედასთან ერთად გატარებული, რომელი ბედნიერი დღე გავიხსენო? მამაჩემის სახე ჩემს გონებაში ნელ-ნელა ფერფლად იქცევა. ძნელია აღადგინო, წარსული სადაც თავს კარგად გრძნობდი. ხანდახან მგონია თავს ვეღარ მოვუყრი ფიქრებს და შევიშლები, მაგრამ ამ შეშლილ ცხოვრებაში ესაც შეუძლებელია.
  იქნებ გადაიაროს ბურუსივით დაგროვილმა ფიქრებმა ჩემში. იქნებ წამოვდგე ფეხზე და წარსული დავივიწყო, მაგრამ ეს უფრო დამანგრევს. დედაჩემის სახე იყო ერთადერთი, ვის გამოც სიცოცხლე ღირდა. ახლა ჭირსაც წაუღია დედამიწის ბრუნვა. მე თუ წავალ ვიცი, ავატირებ რამოდენიმე ადამიანს, მაგრამ დედას გავახარებ, რადგან დარწმუნებული ვარ  აქ თუ არა იქ, მაინც ვიხილავ მის მომღიმარ სახეს“...
**
_ არა, ამის დაჯერება შეუძლებელია.
_ გვანცა ძალიან გთხოვ თავი ხელში აიყვანე.
_ შემეშვით! ყველანი წადით...
_ დაო ასეთ მდგომარეობაში მარტო ვერ დაგტოვებ.
_ ლიზა ის არ მომკვდარა! გესმით?! ის მკვდარი არ არის.
_ კარგი ხელი გაუშვი ამ ვაზას.
_ შეხედეთ! ყველამ კარგად შეხედეთ ამ დამსხვრეულ ვაზას. ის ნამსხვრევებად იქცა და თქვენ კი მიმტკიცებთ, რომ ეს გამთელდება? არა! მე მშვიდად ვერ ვიქნები. ის არ მოკვდებოდა... ჩემს მიტოვებას ვერ შეძლებდა. გამიშვით!
_ ასეთ მდგომარეობაში სად მიდიხარ?
_ უნდა ვიპოვო, ვიცი რამდენიც არ უნდა ვიარო ბოლოს მაინც ცისფერი თვალები გამაჩერებენ და მეტყვიან. ,,შეჩერდი გვანცა! მე აქ ვარ შენს გვერდით“.
_ იაკობ როგორ მოვიქცეთ?
_ იძულებულები ვართ დაო...
_ არა, შეუძლებელია გვანცა კლინიკაში ვერ მოხვდება.
_ ასე თუ არ მოვიქეცით თავსაც დაიღუპავს და ოჯახსაც დაღუპავს.
**
  ქალღმერთისთვის ეს იყო უკანასკნელი სიცოცხლის სხივი, რომელიც მხოლოდ ფანჯრის კუთხეში შემორჩენოდა. გამალებით გაჰყურებდა სხივს და თან მასთან მიახლოებას ვერ ბედავდა.  თვალები, მისი გამოხედვა, ყოველთვის თვალწინ წარმოიდგინა და ამას ვერ ბედავდა. გვანცა ხმის კანკალით წარმოსთქვამდა მხოლოდ ერთ სიტყვას და ეს  იყო: ,,დევიდ“...  უყურებდა მის წინ მდგომ მომღიმარ სახეს და შემდეგ კი ისევ თავიდან დაისველებდა ცრემლებით ბაგეებს. საკუთარ თავს არწმუნებდა, რომ ეს ყველაფერი ცუდი სიზმარი იყო. ეგონა მალე გაიღვიძებდა და დილიდან ისევ სანდროს სისულელების მოსმენა მოუწევდა.  გვანცა სანამ სიზმარს და რეალობას ერთმანეთისგან გაარჩევდა, ორმა მამაკაცმა მკლავებში ხელი ჩაავლო და სასწრაფოს მანქანაში ჩასვეს. ერთადერთი, რაც გვანცამ მოახერხა წასვლამდე დევიდის წერილებს წაავლო ხელი და გულთან მიიკრა. იცოდა, რომ ეს მის მოძებნაში დაეხმარებოდა. ,,გამიშვით! დევიდი უნდა მოვძებნო. ის, არ მომკვდარა, ცოცხალია!“ გვანცას სასოწარკვეთილმა ხმამ გარშემომყოფები კიდევ უფრო დაამწუხრა. იაკობმა სანამ მიხვდა რა ხდებოდა ხელში კიდევ ერთი დევიდის წერილი მოხვდა.
,, საქმეს, რომელსაც ვეწეოდი ყოვეთვის ვიცოდი რომ ამით ხალხს არასდროს ვავნებდი, პირიქით ვეხმარებოდი. თუმცა დანაშაულის შეგრძნება გამუდმებით მახჩობდა. თავიდან ვერ ვიგდებდი ქალების სასოწარკვეთილ ყვირილს, როდესაც ჩემს დახმარებას ითხოვნენ. მე ისინი ყველაფრის მიუხედავად ოთახში ჩავკეტე და გარეთ გასვლის საშუალებას არ ვაძლევდი. ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც მე ვიყავი 16 წლის და შურისძიება გავარვარებული ლავასავით შქებდა ჩემში. ჩემი სისხლისფერი თვალები გარშემო ყველაფერს წვავდა და ანადგურებდა. ახლანდელი გადასახედიდან, როდესაც ჩემს თავს ვიხსენებ საკუთარი თავის ზიზღი მიჩნდება.  იქაც დედაჩემი იყო ერთადერთი ვინც მიხსნა ამ უბედურებისგან. წინა დღეს დამესიზმრა და მითხრა: ,, შვილო შენი ასეთი საქციელით წინ ვერასოდეს წახვალ. პირიქით ცხოვრებაში ვერასოდეს შეხვდები იმ ღირებულ რაღაცებს რაც რეალურად არსებობს“. დედაჩემმა სიზმრის ბოლოს ზუზტად ისე გამიღიმა, როგორს სკოლაში წასვლამდე იცოდა. თვალები ავახილე თუ არა ქალებს კარები გავუხსენი და ვუთხარი: მიპატიებია ყველაფერი, რაც ჩვენს ოჯახს დაუშავეთ. ისინი იყვნენ ადამიანები, რომლებმაც თვალები დახუჭეს სამ მკვლელობაზე. პოლიციას დაუმალეს, რომ ამ ყველაფრის მომსწრეები გახდნენ. იმ დღის შემდეგ იმ ქალაქში არასდროს ჩავსულვარ. ახლაც კაბინეტში, რომ არ ვიყო და ამ წერილს,  არ ვწერდე არავინ იცის ახლა სად ვიქნებოდი“.
_ ახლა რა იქნება?
_ ყველაფერს გავაგრძელებთ ისე, როგორც აქამდე ხდებოდა.
_ იაკობ ძმაო უფროსი ყველაფერს შენ განდობდა. სამართლიანი იქნება თუ ამ ყველაფერს ახლა შენ წაუძღვები.
_ არა ეს შეუძლებელია!
_ შესაძლებელია.
**
    ვინ იცის რამდენმა ქარიან დღეებმა განვლო უსიყვარულოდ... რამდენჯერ იწვიმა შეყვარებული წყვილის გარეშე, რამდენი ყვავილი აყვავდა უსიყვარულოდ, რამდენს ჩამოთვლით ცრემლნარევ  ღამეებს. დღეები იმაზე მეტად მიქრის, ვიდრე მატარებლის სვლა ერთი ქალქიდან მეორეს მიმართულებით. თავჩახრილი სიარული არ ნიშნავს სისუსტეს. ის, უბრალოდ ტკივილია უსიყვარულოდ ცხოვრების. ადამიანმა უნდა იცხოვროს ტკივილით, ცრემლით, მონატრებით მაგრამ ნუ იცხოვრებს უსიყვარულოთ. ეს ყველაზე დიდი ტანჯვაა. თეთრად გათენებული ღამეების შემდეგ თავდაჯერებული გვანცა კლინიკიდან რამოდენიმე კვირის შემდეგ ტოვებს. რამოდენიმე კვირა გავიდა დევიდის გარდაცვალებიდან. იმ დღიდან, როცა გამოაცხადეს რომ დევიდმა სამართალობა აღასრულა. ის, წყულვილი რომელიც წლების განმავლობაში ახრჩობდა იყო მოკვლა იმ ადამიანების, რომელმაც თავისი მშობლები დაუხოცა. დაჭრილი მაინც წამოდგა ფეხზე და მკვლელს ტყვია პირდაპირ გულში ესროლა. ის შურის, ბოღმით დაგროვილი გული მოუკლა. ნინიამ ჯერ საკუთარი ძმა ცოცხლა დაწვა შემდეგ კი ადგილიდან გაუჩინარდა. 
  ადამიანი, რომელიც შენი ცხეულის ნაწილი ხდება ძნელია შეეგუო, რომ ამ ქვეყანაზე ვეღარასდოს იხილავ. დარდიანი ვეღარასდროს ჩახრი თავს მის მკლავებში და ვეღარასდროს დაუსვამ შეკითხვებს, რომელიც ზოგჯერ შეიძლება სულელურადაც ჟღერდეს. ახლა რამ უნდა გაგახაროს, როცა მისი სახე არასდროს შეგეფედება. ვერასოდეს ეტყვი ტკბილ მოალერსე სიტყვას, ვერასოდეს დაუმტკიცებ თუ რაოდენ გიყვარს ის.  გაიაროს დღეებმა, წლებმა... მერე მე რა? ეს სიცოცხლე დღეს ჩემთვის ხომ აღარ არსებობს. დავდივარ, დავიარები და მხოლოდ იმედად მის წერილებს ვებღაუჭები. თქვა გვანცამ და თან ცდილობს ოჯახს დაუმტკიცოს, რომ განიკურნა, რომ მძიმე დღეებმა გაიარა და ტირილს აღარ აპირებს. ვაი, რომ ეს ყველაფერი კარგად მორგებული ნიღაბია. ნიღაბი, როლის უკან დამალული ისევ ცრემლიანი, ისევ დარდიანი გვანცაა, რომელსაც უსიყვარულოდ ყოფნა დღითიდღე სტანჯავს და ანადგურებს.
  გაზაფხული მიიწურა. პაპანაქება სიცხეში დღიდითღე  გაუსაძლისი ხდებოდა ქალაქში გაჩერება .  ლიზამ გვანცას ქალაქ გარეთ სახლში დასვენება შესთავაზა. კვირის ბოლოს კი გვანცამ ჩანთაში პირადი ნივთები, რამოდენიმე თხელი კაბა და წერილები ჩააწყო. ეს იყო წერილები, რომლის გარეშეც გვანცა არსად მიდის . ,,ცხოვრებისეული წერილები“. დევიდმა თავის გარდაცვალებამდე დაწერა. ეს იყო მაგალითი ყველა ადამიანისთვის, ვინც მისთვის ძვირფასი იყო. წერილებში განსაკუთრებული ადგილი, მაინც ,,ქალღმერთს“ უკავია. ქალს, რომელიც მისთვის ყველაფერი იყო. ,,ადამიანმა თავის სიცოცხლეში უნდა შეძლოს იმდენი, რომ მისი სიკვდილის შემდეგაც ალაპარაკდნენ მასზე“. დევიდი თავის წერილებში ამ სიტყვებს ხშირად იყენებს. 
  ლიზას სახლი ქალაქიდან არც ისე მოშორებით იყო. ალბათ ათიოდე კილომეტრი აშორებდა ქალაქს, თუმცა ნელი სიო მაინც იგრძნობოდა ჰაერში. ჭიშკრის კუთხეში ჯუჯა ვარდები აყვავებულან. მეორე კუთხეში საზაფხულო მაგიდაა გაშლილი. ბიჭები მიდგნენ მოდგნენ და ძალიან მალე მწვადიც მზად იყო. ცივი კოკა კოლა გახურებლ ყელს კიდევ უფრო ეამა. გვანცამ თავისი გრძელი და ტალღოვანი თმა ფანქრით აიწია და მაგიდას მიუჯდა. ხან ერთი მოაყოლებდა და გაიხსენებდა ბავშვობას, ხან მეორე დაიწუწუნებდა თავის სამსახურზე. ახლა ლიზა გვამცნობს, რომ მალე სახის პლასტიკური ოპერაციაა დაგეგმილი. ამაზე ერთხმად ყველამ ჟრიამული დაიწყო. გოგოები მივარდნენ, ლიზას ლოყა დაუკოცნეს და თქვეს. ,, იცოდე ეს ყველაზე საუკეთესო გადაწყვეტილებაა, რაც კი ოდესმე მიგიღია“. იმ დღემ მეტისმეტად მალე ჩაიარა. ისინი ჯერ კიდევ მაგიდის გარშემო ისხდნენ, როდესაც გვანცამ განმარტოვება და წერილების კითხვა განაგრძო. რა დიდია ზოგჯერ ადამიანის ბუნება წერ და დასასრულს არასდროს უჩანს პირი. სწორედ ასეთი იყო დევიდის წერილებიც. გვანცა კითხულობდა, თუმცა დასასრულს ვერსად პოულობდა. უნდოდა მოეძებნა დევიდის გამოსამშვიდობებელი სიტყვა, თუმცა უშედეგოდ. ეს კიდევ ერთი იმედი იყო მისთვის, რომელიც  გონებაში  წყლის პირზე მოლაპლაპე უსულო ცხეულს ჰგავდა. უყურებდა მის ხელწერას და შემდეგ ნაზად გადაუსვამდა ხელს. წადმოიდგენდა მას სულიერ სახეს, როგორ იჯდა თავის კაბინეტში და  ყოველ ამ სიტყვაში როგორ აქსოვდა ყველა მის განცდა, ფიქრებს, ემოციებს. ხედავდა, როგორ საოცრად აღწერდა გაზაფხულს, როგორ ჰქონდა იმედი რომ ეს ყველაფერს დაალაგებდა და ვაი, რომ სიმშვიდემ უმტყუვნა. არავინ იცის როდემდე შეძლებ დედამიწას დააბიჯო ფეხი. ვინ იცის შეიძლება სწორედ მაშინ გამოგეცალოს ფეხებიდან ძალა, როცა გგონია, რომ ყველაფერი დალაგდა, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
  გვანცა საკუთარ გონებაში ცხდილობდა მოეკლა ყველა დღე მასთან ერთად გატარებული. დევიდი მის ცხოვრებაში ამოვარდნილ ქალიშხალს ჰყავდა. გამოჩნდა მის ცხოვრებაში და გარშემო ყველას აუწიოკა ცხოვრება. აკეთა სიკეთე, გადაარჩინა ბევრი ადამიანის სიცოცხლე და ბოლოს მაინც მშობლების მკვლელმა მოუღო ბოლო. ,,ახლა მაინც დაისვენებს... აღარ ექნება სადარდებელი, რომ მისი მშობლების მკვლელი თავისუფალია და ქალაქში დაიარება. მოკლა და იმ ქვეყნად თან წაიყოლა მტერიც“. რაოდენ ძლიერი უნდა იყოს შურისძიება, რომ ამ ყველაფერმა შენც შეგიწიროს. 
  ოჯახი, რომელიც ერთდროს იდიარული იყო. ერთი ხელის მოსმით განადგურდა. მართალია, როცა ამბობენ ბავშვები მშობლების გარეშე მიტოვებულ პირმშოს ემსგავსებიან. როცა იცი გაიღვიძებ და დედის ხელით გამზადებული საუზმე დაგხვდება და მამის მიერ მოწყობილი უზრუნველი ცხოვრება აღარ გეუფლება შიში, რომ რაღაც მოხდება. აი, თურმე ყველაფერი იდიალურიც სრულდება. ქრება და მალე ფერფლად იქცევა. ასეთია ადამიანის სიცოცხლეც. პირველი ერთი კვირა კოშმარს ჰგავს, თითქოს გამშვიდებენ გარშემომყოფები, მაგრამ ეს დამშვიდებაც თანდათან გაუსაძლიერესი ხდება. კვდება ადამიანი, ქრება, მისი სხეულიდან არაფერი რჩება, მაგრამ რას ვუხამთ მოგონებებს? მას ხო ვერ ამოშლი შენი გონებიდან. ერთი ორჯერ სუფრაზე გაიხსენებენ. ,,ეჰ საწყალი კაცი... კარგი კაცი იყო, ამას არ იმსახურებდა“. შესვავენ ღვინოს და მეორე დღეს ეს ყველაფერი წარსულს ბარდება. და განა რა უნდა ქნას ქალმა? ქალი, რომელიც ამ ტკივილს ვერასდროს მოინელებს. გვანცას სიცილ-კისკისის ხმა ყურში ძალიან ცუდად ჩაესმოდა. ხელებს ყურებზე იფარავს და თან დაძინებას ცდილობს. არკოჰოლით გაბრუებულ მეგობრებს მეორე სართულის ვერანდიდან გადმოხედა. ,,აღარ გაჩუმდებით?! შეწყვიტეთ სიცილი დაძინება მინდა“. გვანცას ამ სიტყვებმა მეგობრები კიდევ ერთხელ შეაშინა.
_ რა დაემართა ამ გოგოს? გუშინ კლინიკიდან არ გამოვიდა?
_ მე მივხედავ...
_  ლიზა გამატარე მე დაველაპარაკები.
_ ზურა არ გინდა. ნასვამი ხარ და რამე ზედმეტი არ თქვა.
_ ნუ ნერვიულობთ თავს ვაკონტროლებ.
_ პატარა შეიძლება შემოვიდე?
_ არა, ზურა და ძალიან გთხოვ პატარას ნუ მეძახი.
_ კარგი გვანცა იარაღი დაუშვი. შენთან ერთი საინტერესო წინადადებით ვარ მოსული.
_ მანდედან მითხარი რა გინდა და წადი.
_ არა, აქედან ვერ გეტყვი უნდა შემომიშვა.
_ გისმენ.
_ ეს რა არის, წერილებია?
_ არ შეეხო!
_ გვანცა გარშემო ყველას შეშლილი ჰგონიხარ. შენს დაქალებსაც კი.
_ მერე რა. თუ ეგრეა ეგ მათი პრობლემაა და არა ჩემი.
_ გვანცა ასე თუ გააგრძელებ ისევ კლინიკაში მოგათავსებენ.
_რას მთავაზობ?
_ მოდი ვიქირწინოდ...
_ შეუძლებელია!
_ არა მომისმინე. ეს ქორწინება ფიქტიური იქნება. გპირდები არ შეგეხები თუ ამის უფლებას შენ არ მომცემ. ასე ხალხი იფიქრებს, რომ დევიდი დაივიწყე და ახალი ცხოვრება დაიწყე . კლინიკაშიც აღარ მოგიწევს ყოფნა.
_ არ ვიცი, შენ რატომ უნდა გენდო?
_ გვანცა მენდე... ყველაფერს ნოლიდან დავიწყებთ შევხედავთ თუ არაფერი გამოვა გაგიშვებ.
_ მპირდები?
_ გპირდები!
**
  განვლო კიდევ ერთმა ზაფხულმა და შემოდგომის ქარიან ამინდში დაიგეგმა ქორწლი. კაბის შერჩევა გოგოებმა ერთი თვით ადრე დაიწყეს. ქორწილის ღონისძიება სანდროს  ანდეს. საზეიმოდ მოწყობილი სანაპირო მზად იყო ხელის მოწერის ცერემონიალისთვის. გვანცამ ქორწილისთ ზუგ მოღერებული კაბა შეარჩია. თავისი მძიმე შავი თმა ქერად შეიღება. ეს ყველასთვის მოულოდნელი სუპრიზი აღმოჩნდა. თეთრ კაბას მთელი ზაფხულის დაგროვილი რუჯი კიდევ უფრო უხდებოდა. გოგოები გამთენიისას ჯერ სალონში წავიდნენ. გვანცამ სტილისტს მიუთითა, რომ ქორწილი სანაპიროზე ექნებოდათ ამიტომ თმის აწევაზე უარი განაცხადა. ბელა, ლიზა და ელენე საზეიმოდ ვარდისფერ კაბებში გამოაწყეს და ხელში ფერადი თაიგულები ეჭირათ. აი, დადგა ნანატრი წუთებიც ზურას ცხოვრებაში. უნდა იქორწინოს ქალზე, რომელიც მის ცხოვრებაში ძალიან ძვირფასია.გვანცა  რაც უფრო უახლოვდება ზურას მით უფრო აწყდება ცრემლები მის თვალებს. იქაურობა შესანიშნავად მოუწვყიათ. ვიწრო წითელი ბილიკი სულ ყვავილებით გაუფორმებიათ. გვანცას მკლავს მამა ამშვიდებს და სანამ ზურას მიუახლოვდნენ ყურში ხმადაბლა ჩასჩურჩულა. ,,შვილო პირველი სიყვარული არასდროდეს სრულდება, მაგრამ ის ვინც გელოდება მისი ცრემლების გწამდეს. მას მართლა უყვარხარ“. გვანცას ხელი მამამისმა ზურას გადასცა და უთხრა: ,,იცოდე ჩემს ქალიშვილს შენ განდობ და მიხედე“. მამამისმა ზურას მხარზე ხელი დაუკრა თვითონ კი ცოლს გვერდით მიუჯდა. მეჯვარეები, ყველა იქ დამსწრე საზოგადოება ბედნიერი სახით შეჰყურებდა წყვილს. ,,გვანცა მზად ხართ იქორწინოთ ზურა...“ ქალმა სიტყვის დასრულებაც ვერ მოასწრო, რომ გვანცა წაბორძიკდა და თავბრუ დაეხვა.  ,,იქნებ ახლა... ახლა მაინც გამოჩნდე“. ხალხის პანიკასთან ერთად გვანცა თვალებს ახელს და დევიდს ეძებს.
_ კარგად ვარ. ქალბატონო თქვენ შეგიძლიათ გააგრძელოთ.
_ თანა ხმა ხართ...
_ დიახ თანახმა ვარ. ხელი სად უნდა მოვაწერო?
_ აი აქ. ზურა თქვენ...
_ რათქმაუნდა თანახმა ვარ. აი, ხალხო მეც მოვაწერე ხელი.
_ მოწმეებო თქვენც გთხოვთ...
**
ქორწილი ცეკვის გარეშე შეუძლებელია! მაგიდიდან ვიღაცამ ხმამაღლა იყვირა.  მოულოდნელად კი ჩაირთო სიმღერა, რომელიც გვანცასთვის მეხის გავარდნას ჰგავდა. ეს იყო სიმღერა, რომელზეც მე და დევიდმა პირველად ვიცეკვეთ. გვანცა საკუთარ თავს უმტკიცებს, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ დამთხვევაა.  თავი ზემოთ აწია და ზურასთან ერთად სცენაზე საცეკვაოდ გავიდა. უღიმის, ბედნიერი სახით უღიმის გვანცა მასთან ახლო მდგომ მამაკაცს. უღიმის არა ზურას არამედ დევიდს. ახლა ზუსტად იმ ცისფერთვალება ბიჭს უღიმის და ბედნიერებისგან ცრემლებს ღვრის. გვანცა მთელი ძალით ეკვრის კაცს, რომელსაც  ხელი წეზე აქვს შემოხვეული და ყოველი ნაბიჯის გადადგმასთან ერთად მისკენ მიიწევს. თავი მის კისერში ჩახარა და ნელი სვლით ააყოლა აკორდებს ფეხი. მუსიკა გათავდა, მაგრამ გვანცა დაჯინებით თავს ზემოთ არ წევს. არ უნდა დასრულდეს ეს ნეტარდება, რომელიც რამოდენიმე წუთის წინ იხილა. წყვილს სტუმრები მისალოცად უახლოვდებიან. გვანცამ ზურას დანახვაზე უკან დაიხია.
_ ძვირფასო რა მოხდა კარგად ხარ?
_ კი კარგად ვარ. წავალ წყალს დავლევ.
  გვანცას ერთი სული ჰქონდა მაღლები ფეხიდან გაეხადა და საწოლზე გულაღმა დაესვენა. ღამის 12 საათი იქნებოდა, რომ ხალხი ნელ-ნელა მოილია. გვანცას სახეს ეტყობოდა, რომ წასვლა და დასვენება მისი წყულვილი გახდა. ,,ძვირფასო შეგიძლია ოთახში ახვიდე. დანარჩენ ხალხსაც გავაცილებ და მეც ამოვალ“. ბედნიერი გვანცა სასტუმროს ნომერს ბედნიერმა გასწია. სანამ ლიფთს მიუახლოვდებოდა ჰაერში იგრძნო იმ სუნამოს სუნი, რომელსაც დევიდი იყენებდა. დაიბნა, ერთ ადგილას გაჩერდა გვანცა. ასე დიდ ხანს იდგა გვანცა ღია ლიფტის კართან იქამდეს სანამ ზურამ არ კითხა.
_  ძვირფასო აქ რატომ ხარ? წამოდი ნომერში ავიდეთ.
_ ზურა საკმარისია! შეგიძლია თამაში შეწყვიტო. აქ არავინ არის ისეთი, ვისაც დავაჯერებთ რომ ბედნიერი წყვილი ვართ.
_ კარგი მე დავასრულე.
_ ეს რა არის?
_ მაპატიე... ეს ჩემი იდეა არ ყოფილა. ჩვენს მეგობრებმა მოისურვეს ასე.
_ კარგი მოდი დამეხმარე ეს ყვავილები მოვაშოროთ აქედან.
_ რატომ ისე ხომ ძალიან ლამაზია.
_ ზურა რა ვქნა? დასვენება მინდა, ზემოდან ხომ არ დავწვები?
_ მოდი მე აქაურობას მივხედავ. შენ კი თავს მიხედე.
_ ჯანდაბა ეს რატომ არ იხსნება?
_ გინდა დაგეხმარო?
_ არა, მიდი მაგიდაზე მაკრატელი დევს და მომაწოდე.
_ მაკრატელი რად გინდა ნუ მაშინებ.
_ ნუ გეშინია უბრალოდ კაბა უნდა გავჭრა.
_ კი მაგრამ ძვირი არ ღირს?
_ არა არ ღირს.
_ ესეც ესე! შენ საწოლზე დაიძინე, მე წავალ შემოსავლრლში დავწვები.
_ დივანი საკმაოდ პატარ,  ვერ მოისვენებ. საწოლი საკმაოდ დიდია შეგვიძლია გავყოთ.
_ გავყოთ... სერიოზულად?
_ რა გაცინებს?
_ ხანდახან ძალიან სასაცილო ხარ.
**
  ცივი და სუსხიანი ზამთარიც კარზე მოგვდგომია.  შეციებულ  ბეღურებს ფანჯრის რაფაზე საკენკს გვანცა უყრის და თან გაჰყურებს ცარიელ ქუჩებს. მათი ოჯახური იდილია ნელ-ნელე თამაშს მოწყდა და ახლა უკვე ისინი მომავალზე ფიქრობენ. ზურამ უკვე რამოდენიმეჯერ ახსენა, რომ გვანცასგან შვილი უნდა. თავიდან ამაზე გვანცა უარზე იყო, თუმცა მალევე მიხვდა, რომ ასე ცხოვრება ილეოდა და რაღაც უნდა გაეკეთებინა. უნდოდა სანამ ისიც ამ დედამიწის შვილი იყო რაღაც მასაც დაეტოვებინა. წყვილმა შვილზე ფიქრი სერიოზულად დაიწყო. ექიმთან უკვე პირველი ვიზიტი ჰქონდა გვანცას. ექიმმა დაამშვიდა. უთხრა, რომ ყველაფერი კარგად არის და მალე ბავშვის გაჩენას შეძლებდა.  ბედნიერი გვანცა კლინიკას ტოვებს და ლანდად ხედავს კაცს, რომელიც სრულიად იდენტურად ჰგავს დევიდს. ამან კიდევ უფრო გააღვიძა შიში, იმედგაცრუება, მონატრება. რამოდენიმეჯერ თავს წამოუძახა. ,,არა გვანცა ახლა თავი ხელში უნდა აიყვანო. ეს, ის არ არის რაც შენ გგონია. უბრალოდ თავი ზემოთ აწიე და ემოციებს არ აყვე“. კლინიკის კარამდე გამოსულმა ზურას მანქანა შენიშნაა. გაუხარდა ქმარმა წასაყვანად, რომ მოაკითხა.
_ აბა რამე კარგი მითხარი.
_ ზურა ყველაფერი კარგად არის. შვილის ყოლას შევძლებთ.
_ ამიერიდან ყველაფერი ისე იქნება, როგორც შენ გინდა... გინდა აქედან წავიდეთ? რამოდენიმე ქვეყანაში წავალთ, მათ ტრადიციებს, წეს-ჩვეულებებს შევისწავლით.
_ არა, მირჩევნია ცოტახნით აქ ოჯახთან დავრჩე.
_ კარგი გვანცა... დავრჩეთ, მაგრამ პირობა უნდა მომეცე, რომ მალე ჩემთან ერთად სამოგზაუროდ წამოხვალ.
_ გპირდები!
**
  მას შემდეგ განვლო კიდევ ერთმა თვემ. ექიმებისგან პასუხი კვლად დამაკმაყოფილებელი იყო, თუმცა გვანცა ჯერ კიდევ არ იყო ფეღმძიმედ. კლინიკიდან გამოსულს ეგონა, რომ ისევ ის ადამიანი ლანდად მოეჩვენებოდა და სუნთქვას შეუკრავდა. თვალებს აქეთ იქით აცეცებდა და თან ცდილობდა რაც შეიძლებოდა სწრაფად გაევლო დერეფანი. ,,შეჩერდი! გპირდები არაფერს დაგიშავებ“. გვანცას ცხოვრებაში მოულოდნელად შავ ბურუსმა გაიელვა. ხედავდა მის მდგომ მაღარ მამაკაცს, ძალიან გამხდარს... თმაც თითქმის არ შერჩენოდა. უყურებდა და ვერ იჯერებდა, რომ მისი თვალები ცისფერი იყო. ,,არ მომეკაროთ თორემ ვიყვირებ!“ გვანცა უკანასკნელ მომენტამდე ცდილობს საკუთარი თავი დააჯეროს, რომ ის მამაკაცი, რომელიც ასეთი მონატრებული თვალებით უმზერდა დევიდი არ იყო. ,, არა შეუძლებელია შენ ვერ იქნები... ის ვერ იქნები!“ გვანცა დერეფანში განწირული ხმით ყვირის. ამ ყვირილზე რამოდენიმე მედდა გვანცას მიუახლოვდა და დამამშვიდებელი დაალევინა. ექიმმა ზურას დაურეკა და ისიც მალევე მოვიდა.
_ რა მოხდა ძვირფასო კარგად ხარ?
_ ზურა არ წახვიდე გთხოვ.
_ აქ ვარ ძვირფასო არსად წასვლას არ ვაპირებ. ექიმო რა მოხდა ჩემს ცოლს რა დაემართა?
_ ეს ჩვეულებრივი პანიკური შეტევაა.
_ კი მაგრამ ეს როგორ დაემართა?
_ არ ვიცით ჩვენ რო ვნახეთ მარტო იყო და ყვიროდა. ვიღაცას მის წინ მდგომ ადამიანზე მიუთითებდა თუმცა იქ არავინ იდგა.
_ ახლა ყველაფერი გასაგებია. ექიმო როდის შემიძლია ცოლი სახლში წავიყვანო?
_  პაციენტი საღამომდე აქ დარჩება. დანარჩენს ექიმი შემოვა და დაგიწერთ.
**
  მოულოდნელ ცხოვრებას კიდევ უფრო ამძიმებდა კაცის სახე, რომელიც ასე იდუმალებით აღსავსე იყო. გვანცა დღითიდღე თავს უმტკიცებდა, რომ გიჟი არ არის და არც გაგიჟებას აპირებს. გვანცამ ახალი  ცხოვრება ქმართან ერთად  დაიწყო. ახლა მიზნად მხოლოდ ერთი ოცნება აქვთ და ეს არის ბავშვი, რომელიც ორივეს ასე ძალიან უნდათ. ეჭვების გასაქრობად  და საკუთარი თავის  დასარწმუნებლად კიდევ ერთხელ მივიდა დევიდის სასაფლაოზე. ეს ალბათ ბოლო რამოდენიმე თვის განმავლობაში არ გაუკეთებია. ყვავილები მშობლების შორის დადო და გულის გადაშლა დაიწყო. ,,შენი წასვლის შემდეგ ძლივს ვიგრძენი თავი ბედნიერად. ჩემი ქმარი წესიერი მშრომელი კაცია. ზურას შენც იცნობდი, მაგრამ დღეს ის რადიკალურად შეცვლილია.  ვიცი ის ყველაფერი რაც კლინიკაში ვნახე ჩემი წარმოსახვა იყო. ემოციებს ავყევი და ახლა დასამშვიდებლად აქ მოვედი. არ ვიცი ახლა აქ რატომ ვარ და ამ ყველაფერს შენი მშობლების თანდასწრებით, რატომ ვამბობ, მაგრამ ვერ მოვისვენებდი რომ არმოვსულიყავი და შენთვის არ მეთქვა. შემეშვი... გესმის თავი დამანებე!  მე დღეს ბედნიერი ვარ. ერთხელ და სამუდამოდ გაქრი ჩემი ცხოვრებიდან. შენი არსებობა არც შენს სიცოცხლეში იყო რეალური არც  მას შემდეგ. ახლაც ჩემს გარშემო თუ რამეა რეალური ეს ჩემი ოჯახია. ძალიან გთხოვ მშვიდად ცხოვრების უფლება მომეცი“...
**
_ ძალიან გთხოვთ არ იყვიროთ. მე არაფერს დაგიშავებთ.
_ შეუძლებელია შენ ვერ იქნები.
_ არ ვიცი ვინ ხართ, მაგრამ განგებამ თქვენამდე მომიყვანა.
_ არა, ახლა მართლა ჭკუიდან შევიშლები.
_ მოდი მომიახლოვდი, ხელით შემეხე და დარწმუნდები რომ ეს ყველაფერი რეალურია.
  გვანცას სხეულის ყველა ნაწილი ერთიანად აუკანკალდა. მასთან მიახლოვება შიშთან ერთად ინტერესს იწვევდა. ,, არა შეუძლებელია შენ დევიდი ვერ იქნები. მეჩვენები! ეს ყველაფერი ჩემი წარმოსახვის ნაწილია“... დიდი ხნის შემშრალი ცრემლი თვალიდან თავისით წამოცვივდა. უახლოვდება და თან უნდა რომ ეს ყველაფერი კიდევ ერთი  წარმოსახვა იყოს. ცრემლით დაგროვილ თვალებს გვანცა მჭიდროდ ხუჭავს. უნდა სანამ თვალს აახელს ეს ყველაფერი გაქრეს. გვანცას აკანკალებული ხელი მას შემდეგ გათბა, რაც  კაცს შეეხო. ეს იყოს სითბო, რომელიც არასდროს მის გონებიდან არ გამქრალა. ეს იყო სიახლოვე, რომელიც მისი გონებიდან არასდროს წაუშლია. გვანცას ცრემლები ისტერიკულ ტირილში გადაიზარდა. დევიდის საფლავს მუხლებით ემხრო, თავს სიმწრისგან ქმეოდ ხრის. აწიოს თავი ვის დაინახავს? იმას ვინც წლების წინ მიატოვა, თუ იმას ვინც აქამდე მკვდარი ეგონა. ,, თქვენ მას იცნობდით? ვინ იყო ეს კაცი თქვენთვის?“  ამ შეკითხვებმა გვანცა კიდევ უფრო შეაშფოთა. ფეხზე წამოდგა და მის უძირო თვალებს ჩახედა. ო, ეს ხომ გავარვალებულ ალს ჰგავდა. უნდოდა გულში ჩაეკრა კაცი, რომელიც აქამდე სიგიჟემდე ენატრებოდა, თუმცა ბეჭედი, რომელიც ხელზე ეკეთა ამის უფლებას არ აძლევდა.
_ შენ... ნამდვილად ჩემი დევიდი ხარ.
_ მე არაფერი მახსოვს.
_ დევიდ საკმარისია! მე შენი კურსები უკვე საკმაოდ დიდი ხნის წინ გავიარე.
_ შემომხედეთ! თავზე თმა საერთოდ აღარ მაქვს. სრულიად უცხო ქალაქში გავიღვიძე. ჩემს შესახებ მხოლოდ სახელი ვიცოდი. ექიმებმა მეტი ვერაფერი მითხრა. კომაში 6 თვის განმავლობაში ვიყავი. გონს სანამ მოვიდოდი მხოლოდ ჩემი სახელი ვუთხარი და წარმოვთქვი სიტყვა ,,ქალღმერთი“ ვიარე და განგებამ მაინც თქვენამდე მომიყვანა. მიპახუხეთ თუ ქალღმერთის და დევიდის სიყვარული ასეთი ძლიერი იყო ხელზე საქორწინო ბეჭედი რატომ გიკეთიათ?
_ შენ მოკვდი გესმის?! ვინ ჩამოთვლის დღეებს, რომელიც ამ საფლავზე  გამიტარებია.
_ ამ დევიდს არავინ ჰყავდა? რატომ არ სცადეს იმის გარკვევა, რომ ადამიანე ასე უბრალოდ არ აორთქლდებოდა.
_ კი მეგობრები ბევრი ჰყავდა, მაგრამ იპოვეს შენი ტანსაცმელი, რომელიც ნახევრად დამწვარი იყო და ზედ შენი სისხლი ჰქონდა. ეს ყველაფერი მიუთითებდა იმას რომ მოკვდი.
_ არ წახვიდეთ! ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ ვიპოვო ჩემი ოჯახი.
_ შეხედე! აი, აქ არის შენი ოჯახი.
_ გამოდის რო ამ დევიდს არავინ ჰყავს?
_ აქ, როგორ არმოჩნდი? თუ არაფერი გახსოვს აქ როგორ ხარ?
_ უკან გამოგყევი.
_ უნდა წავიდე...
**
,, სიყვარული ზოგჯერ ისეთია დაგანგრევს, ჭკუიდან გადაგიყვანს... თუნდაც მეორედ მოევნინო ამ ქვეყანაზე შენი ნაბიჯები მაინც წაგიყვანს ქალისკენ, რომელიც შენი სხეულის ნაწილია. დავწერო ეს წერილი, ვინ იცის ადრე თუ გვიან ვის ხელში ჩავარდება, მაგრამ თუ დადგა დღე და მე დამავიწყდა საკუთარი თავის არსებობა, ვინ იცის იქნებ ეს კარგიც იყოს, მაგრამ არასოდეს დამავიწყდება ქალი, რომელმაც ერთდროს გონება ამირია. სულ რო გზაკვალი ამერიოს მაინც ვიპოვი გზას და მის წინაშე მაინც წავრსდგები. სხვა თუ არაფერი შევახსენებ საკუთარ თავს და ვეტყვი, რომ ნამდვილი სიყვარული არასოდეს სრულდება. ის, შეიძლება გაქრეს, ცოტახნით ამ ქვეყანაზეც აღარ იარსებოს, მაგრამ  არასოდეს განელდება“. გვანცამ დიდი ხნის დაწერილ წერილს ხელი კიდევ უფრო მჭიდროდ მოუჭირა. საოცარია ეს კაცი, როგორ შეეძლო ყველაფერი წინასწარ ასე დაეწერა საკუთარ თავზე. შხაპის ქვეშ მყოფი გვანცას თითქოს ზურგიდან მძიმე ლოდი ჩამოშორდა. ეცინება, წყლის ქვეშ ზის და ახლა სულელივით წასკდა სიცილი. მის გონებაში ერთიანად გაიღვიძა ყველა დადებითმა ემოციამ. მომენტალურად იღებს  ხალათს ტანზე იხვევს და თმის გაშრობას ცდილობს. სანამ თბის გაშრობას დაიწყებდა ხედავს სარკეზე წითელი პომადით დაწერილ ნომერს. ,,ის არის!“ გონებაში ქარივით  გაიელვა ფიქრებმა. მართალია დევიდმა მეხსიერება დაკარგა, მაგრამ  მოქნილობა მაინც სისხლში აქვს.
  დადგა მეორე გაზაფხული და გვანცა მზად არის კიდევ შეხვდეს დევიდს და ყველა მის დასმულ შეკითხვას პასუხი გასცეს. დევიდს ცხოვრებაში მძიმე დღეები ყოველთვის ჰქონდა, მაგრამ იღბალს არასოდეს უჩივოდა. ცეცხლის ალიდან დაღწეული  იპოვა ქალმა, რომელმაც საავადმყოფოში მოათავსა და შემდეგ გზის გაკვლაში დაეხმარა. ქალმა უყიდა სახლი და ახლა ისინი ერთად ცხოვრობენ. ამ ყველაფრის მიუხედავად დევიდმა გვანცას შეხვედრა სასტუმროში დაუნიშნა. საყვარელ მამაკაცს მონატრებული გვანცა კარგა ხანს ჯერ შორიდან უყურებდა მოულოდნელად კი მისკენ გაიქცა და მთელი ძალით გულთან მიიკრო. ,,არ ვიცი ვინ ხარ, მაგრამ საოცდარ დიდი მიზიდულობის ძალა გაქვს“. გვანცა ცრემლების შეკავებას აღარ აპირებს. ასე თავისუფალი ბოლოს როდის იყო  აღარ ახსოვს. გვანცამ ნაზად კაცს სახე დაუკოცნა. იცი მენატრებოდი? შენს ნახვა ოცნებად მექცა... გვანცამ კაცის სიახლოვეზე თავმოყვარეობას ფეხი გადააბიჯა და ცდილობდა ბოლომდე შეეგძნო ის ბედნიერება, რაც იმ წუთს მის ცხოვრებაში ხდებოდა.
_ არა, ეს შეუძლებელია! შენ გათხოვილი ქალი ხარ.
_ ძალიან გთხოვ ნუ წახვალ. იქ დარჩი სადაც ხარ.
    გვანცამ საყვარელი მამაკაცის მკლავებში მთელი დღე გაატარა. მოსაღამოებულზე საწოლიდან წამოდგა, ტანზე თეთრი პენაგი ჩაიცვა და თქვა:
_ კიდევ შევხვდებით.
_ შეუძლებელია  ეს აღარ განმეორდება. შენ გათხოვილი ხარ მე კი ცოლი მყავს.
_ რაა?
_ ხო იმ ქალზე ვიქორწინე ვინც ჩემი სიცოცხლე გადაარჩინა.
_ გამომართვი ეს იაკობის ნომერია. ის, შენი მარჯვენა ხელი იყო. დაურეკე და დაგეხმარება.
**
  გვანცა სახლში როგორს კი დაბრუნდა მოიმიზეზა, რომ თავს ცუდად გრძნობდა და ეგრევე აბანოში შევიდა. ტანსაცმელი, რომელიც ტანზე ეცვა გასარეცხად შეყარა, თვითონ კი ტანიდან ჩამოირეცხა მამაკაცის ალერსი, რომელიც მას ასე ძალიან ენატრებოდა. ,,ძვირფასო კარგად ხარ?“ გვანცას ქმარი ოთახიდან ეკითხება. გვანცამ სწრაფად ტანზე ხალათი მოიცვა და სააბაზანოდან გამოვიდა. ,,ყველაფერი კარგად არის. მოდი დავიძინოთ“. ზურა ცოლს სველ თმას ნაზად უმშრალებს და თან თმას ხელით ეფერება. ,,ზურა ახლა არა“. გვანცა ქმარს თავაზიანად თავიდან იშორებს. დაწვა და თავი მის საპირისპიროდ შეაბრუნა.
  გავიდა რამოდენიმე კვირა და გვანცა კიდევ ერთ ვიზიტზე იყო ექიმთან დაბარებული. ,,გილოცავთ თქვენ მალე დედა გახდებით!“ გვანცასთვის ეს სიტყვები იმდენად მოულოდნელი იყო, რომ სიხარულისგან ექიმს ეცა საკოცნელად. ,,დამშვიდდით თუ შეიძლება“. გახარებული გვანცა კლინიკას ტოვებს და თან შეტყობინებას გოგოებს  უგზავნის. ,,გოგოებო აუცილებლად უნდა გნახოთ. ეს სასწრაფოა. ერთ საათში ჩვენს კაფეში გელოდებით“. გვანცა იქამდე იყო ბედნიერი  სანამ საკუთარ ტავტან არ გაუჩნდა კითხვა: ნუთუ ეს ბავშვი შეიძლება ქმრისგან კი არა დევიდისგან მყავდეს? გაოგნებული სახით ჯერ სანაპიროსთან ჩამოჯდა შემდეგ კი ნელი სვლით კაფეს მიუახლოვდა. ბედნიერი გოგოები გვანცას პირში შეჰყურებენ. ერთი სული აქვთ ფეხმძიობის შესახებ რამე თქვას და მოულოდნელად ამბობს.
_ არ ვიცი დარწმუნებული არ ვარ.
_ რას ქვია დარწმუნებული არ ხარ ტესტი არ გაიკეთე?
_ არა, არ გამიკეთებია.
_ წავალ აფთიაქში ტესტს ვიყიდი და მოვალ.
_ არ გინდა ელენე დაჯექი.
_ გვანცა მოხდა რამე?
_ ფეხსაცმელები, რომელიც ძალიან მომწონდა გაიყიდა.
_ რაა? გვანცა აქ ამისთვის დაგვიბარე?
_ არა, უბრალოდ მომენატრეთ და თქვენი ნახვა მინდოა.
_ ვინმემ მითხარით, რომ არ უნდა მოვკლა.
_ არა ლიზა მეც იგივე აზრზე ვარ.
**
  გვანცა ეჭვებმა არ მოასვენა და ისევ კლინიკაში მიბრუნდა. ურიგოდ შევიდა ექიმთან და ეკითხება: ,_როგორ გავიგო ბავშვის მამა ვინ არის? ორი მედდა და გაოგნებული ორსული გვანცას გაფართოებული თვალებით შეჰყურებენ. ,,გვანცა ძალიან გთხოვ გარეთ მოიცადე“.  გაფითრებული ექიმი გვანცას კაბინეტიდან უშვებს. რამოდემიმე წუთში ოთახიდან ორსულის გამოსვლა და გვანცას ურიგოდ შესვლა ერთი იყო.
_ გოგო სულ გააფრინე?! ორსულად ხარ და მე მეკითხები ბავშვი ვისია?
_ ექიმო ძალიან გთხოვთ, არ დამღუპოთ მითხარით ეს ბავშვი ვისია.
_ გვანცა ახლა ვერაფერს გავიგებთ შემდეგ ვიზიტზე მოდი და მოვიფიქრებ რამეს.
_ ექიმო ძალიან გთხოვთ ეს ჩემმა ქმარმა არ უნდა გაიგოს.
_ კარგი არავის ვეტყვი ახლა კი გადი და მუშაობა დამაცადე.
**

საკუთარ თავს არასოდეს დაუკარგო რწმენა. ის, რაც დიდი ხნის განმავლობაში არ გამოდის ალბათ მომავალი უკეთესს ამზადებს შენთვის. გვანცა და ზურა რამოდენიმე თვის განმავლობაში ცდილობდნენ მშობლები გამხდარიყვნენ. ვაი, რომ გვანცასთვის ეს სიხარული უბედურებით შეიცვალა. ოთახში ჩაკეტილმა რამოდენიმე დღე გაატარა. იმის ფიქრში, რომ თავისი შვილის მამა შეიძლება მისი ქმარი არ იყოს. შემდეგ დაიწყო დარდი ,,ახლა ქმარს თვალებში როგორ ჩავხედო?“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გვანცას თავში დაგროვილმა განცდებმა ერთიანად ამოხეთქა მასში. მთელი ღამე გვანაცას ქმარი მათი მომავლის შესახებ ესაუბრებოდა. ,,თუ ბიჭი გვეყოლება წამოიზრდება და სამოგზაუროდ წავიყვანთ“. გვანცამ გათენდა დღე თუ არა დევიდს ტელეფონზე დაურეკა.
_ უნდა შევხვდეთ, ეს ძალიან სასწრაფოა.
_ გვანცა დღეს ვერ შევძლებ ჩემ ცოლს  უნდა გავყვე.
_ ჯანდაბა დევიდ! ნეტავ ვიცოდე თავი რას მიარტყი ცოლი, რომ მოიყვანე.
_ ან შენ!
_ ჯანდაბა დევიდ ორსულად ვარ.
_ რაა?
_ გვანცა ნუთუ ეს სიმართლეა?
_ ზურა შენ ახლა სამსახურში არ უნდა იყო?
_ ვის ელაპარაკები? გოგოები არიან?
_ კი  ძვირფასო გოგოები იყვნენ.
_ ამას მიმალავდი?
_ ხო უბრალოდ მინდოდა საზეიმოდ მეთქვა...

გაგრძელება იქნება!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები