ნაწარმოებები



ავტორი: მათე
ჟანრი: პოეზია
14 თებერვალი, 2009


შენთვის...

                              ,,მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა კვდომა...’’

                                                                        გალაკტიონი

იცის ცის? არ იმ ცის!
და ნათლის!
მისმენს ის...
ძირს ფენს სხვის,
თვალთა წირს,
არ გარბის... 
ის?!
და  ვისთვის... ისევ ცვლის?
არნასუნთქს  ვისუნთქავ...
შენთვის...მჭირს...
და მხოლოდ შენით ვქრი! 
სანდომიანი უნდო ვარ!  ნუთუ?!...
წალეკილი, აუღებელ  ციხესიმაგრის!
სულგაუღები, სულდაკეტილ, დაუწერელ თვლთა კვდომისა...
ო... შორეულ სასახლეთა დახშული კარი,
ბაგის სიმაღლე!  დაგვინახე?!...
თუ... შემომწვდები, მოუღლელი  სხვათა პოვნისას ...
ვარ კვლავ ის -- არა-ცის, არა-მის...
მიუღწეველი, მიუკვლეველი, შენი მდევნელი!
და სიტყვა ყველა, დანატანჯი, ჯიბრით ნახარჯი... დავჯე, და ვლექსე...თუღა გავლექსე?!
მაინც ამდენი ხაზთა ნაფრენი, იმ თვალთა კვდომას ვერ დავაფერე...
ქანცდაგრძნობაგაცლილი გელი! –
განახელი, დანატირალი, დანაცისფრალი,დანაღირალი,-
სულმოუკვლელი თვალთა ცდომისას...
თუ შენი ვიყავ, ყველა ნდომისას და არნდომისას?!
წერდა ის. განა ცის?
განაწირს, კლავდა ის!
ის ერთადერთი, მკვდარი თვალებით შენაღამები...
მხოლოდ სხეულის იყო წამებით...
და შენი ვიყავ... არა-ცის,,, არა-მის... უნდომარი ყველა ნდომისას...
ნამწყურვალები!
                                                                                                                          14 თებერვალი. 2009 წელი.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები