ნაწარმოებები



ავტორი: სამყაროს მიღმა
ჟანრი: პროზა
11 მარტი, 2020


ნაბიჯი (მკვლელობა) თავი -X

                                                                                                                (მკვლელობა)
                                                                                                                      თავი-X

-ამმმის დდ..დდედაც!
-ნუ ხმაურობ მეთქი!
-აა..ქ კიდეე დდდ..იდხანს უნდა ვიყურრ...რყუტოთ?
-პოლიციელობანა რომ არ გეთამაშა ახლა ამ ნაგვით სავსე ორმოში არ ვეგდებოდით.
-მუ...მმუმუჰამედი ვარ?! საიდან უნდა მცმც..ოდნოდა,რომ ამ დღეში ჩაავვ...ვარდებოდით.
-გავჩუმდეთ თორე უარეს ადგილზე ამოვყოფთ თავს!
-...-მანუჩარს ხმა არ გაუცია.მუხლები მოკეცა ხელებით შემოეხვია,როგორც ჩანს ციოდა,მგონი მეორე დღეა კანალიზაციის ღია ჭაში ვზივართ,თავზე მხოლოდ წვიმით გაჭერებული ღრუბლები გვახურავს,მადლობა ღმერთს ამ უცნაურ ჭას კარგი დრენაჟი აქ და ძლიერი წვიმის მიუხედავად წყალს არ იკავებს, თორე ჩვენ გვამებს აქ მხოლოდ ცხოველები თუ იპოვნიან თანაც არა მგონია მაგ დროისთვის საკვებად გამოსედაგარები ვიყოთ,წვიმის აუტანლობს მისი ერთი ძალაუნებური  სიკეთე აბალანსებს,ორი დღის მშივრებს სასმელი წყალი მაინც გვაქვს,ცარიელი მუცლის ხმაურსაც წყლის წვეთების ჟღერადობა ფარავს.ამ დაწყევლი ადგილას მანუჩარის გულის გამო  აღმოვჩნდით,არადა მახსოვს სულ ვეუბნებებოდი ეგ დიდი გული ოდესმე დაგღუპავს თქო,ვერ წარმოვიდგენდი მასთან ერთად მეც თუ დავიღუპებოდი.ოთხი დღის წინ,როდესაც იაფასიანი არყისაგან გაბრუებულმა უცხო სახლში გავიღვიძე  კარების ზღურბლზე მდგარი უცნობი მანუჩარი აღმოჩნდა,რომელიც  გამომძიებლთან იმ ცივ სარდაფში ჩემი ჩასვლის შემდეგ ქუჩის ძაღლივით ამდევნებია უკან,ძაღლივით თქო იმიტომ ვამბობ ბიჭს პოლიციაში დაუწყია მუშაობა,აქაო და ქვეყნის სამსახური მონდომებია,სამართლიანი და ძლიერი სახელმწიფოს აშენების სურვილით და სწორედ ამ გზით აღმოჩენილა საკუთარი ძმაკაცების კვალზე,გულ დამწუხრებული იყო,საკუთარ თავთან დაობდა როგორ ვერ მიუხდა გიგლას ქმედებებს და როგორ ვერ დააყენე პატიოსან გზაზე?!ამჯერად ჩემი გადარჩენა გადაეწყვიტა,გეგმა მარტივად ამიხსნა,როდესაც საჭირო ხალხს შევხდებოდი სურვილი უნდა გამომეთქვა მორიგი თანამშრომლებისთვის ნარკოდილერებთან და მათ ბუნაგის ადგილი გამეგო,მერე ყველაფერს მანუჩარი და მისი თანამშრომლები მოაგვარებდნენ,აი სულ რამდენიმე დღეში მოვახერხე ჯერ ბარიგებს მერე კი პოლიციას გავრიგებოდი თანამშრომლობაზე,ვაჰ, ჩემი თვით იტალიერ მაფიოზებსაც კი შეშურდებოდათ,გაუგებრობის მთელი წყება გადამეშალა წინ.მანუჩარი მალევე გავიდა სახლიდან,დამაშვიდა აქვე ვიქნები,კარგად დავიმალები ვერავინ შემამჩნევსო,სადღაც ათ წუთში ქუჩიდან ავტომობილის ხმაური შემოვიდა,მივხდი ნივის პატრონი დაბრუნდა,გამბული სიგნალით მანიშნა ჩემი წასვლის დრო იყო ამ უცხო და პირქუში სახლისაგანა,საერთოდაც დილით ბევრად უფრო შემაშინებელი გარემო აღმოვაჩინე ვიდრე ღამით აღვიქვი,ალბათ სასმელმა შემიმსუბუქა აქ ყოფნა.
 
  მალევე ბევრად უფრო დიდ და თანამდროვედ გაწყობილ სახლის აივანზე მრგვალ მაგიდასთანა სამ უცნობ მამაკაცთან ერთად აღმოვჩნდი,თეთრ პერნაგზე მუქი ლურჯი პიჯაკები ეცვათ,სახეზე ეტყობოდათ  ყელზე ჰალსტუხი ზედმეტად მჭირდროდ ჰქონდათ მოჭერილი,საქმოსანი კაცების როლი მოურგიათ,თუმცა უფრო სასაცილოებს გვნდენ,თანაც სამივეს ორი ზომით პატარა მაინც ქონდათ ის პიჯაკები,მივხდი ამ ამბების თავებთან ნამდვილად არ ვიყავი,ესენი ახალ გამოჩეკილ,თავმომწონე იდიოტებს უფრო გამოუყირებოდნენ ვიდრე მაფიოზებივით.
-მიირთვი ზურა,მოგშვიდებოდა,ნახე რამდენიმე სახის ახალთ ახალი კერძები გვაქ,ევროპული სამზარეულოდანაა.
-არა გმადლობთ,არ მნებავს-მთელი ორი დღე ორმოში მყოფი ვფიქრობდი ამ პასუხზე და ვნანობდი უარს.
-კარგი ბიჭი ხარ შენ,საქმეს მშვენივრად გაართვი თავი განსხახებით შენი ნაბიჭვარი ძმაკაცებისაგან.
-ივანიჩ.რა სიტყვებია,რაც არ უნდა იყოს მისი ძმკაცაებია,ტეხავს რა-საუბარში ამ ახალი ავროპული კერძებით ყველაზე კარგად გამომძხარი ჩაერთო,როგოც ჩანს ამ სამეულის თავი,რაღაც კონვერტი დამიდო თეფშზე.
-საჭმელი თუ არა ეს აიღე,გაგახარებს,მართალია შენმა ბიჭებმა საქმეე გაფუჭეს ,მაგრამ იდაილურად გააკეთე და ჰო იცი „მუშაკი ღირსია საზღაურისო“ ძველებს უთქვამთ.
-ძველებს არა,ქრისტემ თქვა ეგ-კონვერტი ავიღე,გავხსენი,დათვლა არ დამიწყია თუმცა თვალით ეტყობოდა საკმაოდ დიდი თანხა იდო მასში.
-ოჰ,ნაკითხი ბიჭი ყოფილა,გითხარით გამოგვადგება მეთქი-მხარზე ხელი დამადო და ეცადა მოეჭირა,არვიცი ალბათ უნდოდა ძალა ეჩვენებია,გამოუვიდა კიდევაც,ისე დამილურჯა კარგახანს გამყვა კვალი დაღად.
-აბა ზურა,რას იტყვი  მარტივი და სუფთა ფული კიდევ,რომ იშონო?
-საქმეეს გაჩნია და იმასაც რამდენს გადამიხდით-რამდენიმე წამიანი პაუზის მერე ძვლივს ამოვიღე ხმა,მთელ ჩემ არსებას უნდოდა ხმამაღლა და გარკვევით ეთქვა არა,არ მინდა!მაგრამ დილანდელმა მანუჩარის გამოჩენამ ყველა თვით გადარჩენის გეგმაზე ხაზი გადამასვებინა.
-მაგრამ,ვხდები თქვენ არ უნდა იყოთ ამ ამბების თავში,შუამავლებთან საქმის დაჭერა კი არ მინდა,იცით საკმაოდ გაურკევლად და სწრაფად ჩავერთე ამ ამბებში,ამიტომაც ზემდგომებთან დავიჭერ მხოლოდ საქმეს.-საუბარი განვაგრძნე,წარმოდგენაც კი არ მაქვს ეს რამ მომაფიქრა ან რა გამბედაობით ვთქვი.
-„ჟილკიანი“ ბიჭი ხარ,კარგი ამბავია,მიირთვი,მე მანამდე დავრეკავ,თუ თანხმობა მივიღეთ ახლავე წავალთ იქ სადაც შენ ითხოვ.
-სანამ ეგ საქმე მოგვარდება,იქნებ საპფირფარეშო მიმასწავლოთ?
-კიბეებზე ჩადი, მარჯვინ შავი კარია.
 
    წამოვდექი და აივანი ნელა გავიარე,მინდოდა ეზოსთვის და ღობის მიღმა ტერიტორისთვის თვალი მომევლო,მანუჩარს ვეძებდი,მაგრამ არანაირი კვალი არჩანდა,იმედი მქონდა იქ მარტოს არ დამტოვებდა და დაპირებულ სიტყვას  შეასრულებდა თორე  სადაცა ქვეყანას კიდევ ერთი მაფიოზი შეემატებოდა.საფირფარეშოს მართლაც შავი კარი ქონდა,გამეცინა: რანაირი ბნელი ბუნების ხალხთან მქონდა საქმე კარებიბც კი თავს დაუმგვანებით.აივანზე მალევე ავბუნდი,აღავინ დამხვდა,რამდენიმე წუთით მუაჯირთან ვიდექი და მანუჩარის დანახვას ვცდილობდი,რაღაც ჩრდილებს მოვკარი თვალი ხეებთან მგონი ის და მისი თანამშრობლები იყვნენ,ან უბრალოდ ჩემი წარმოსახვის შედეგი იყო ის ჩრდილები,მალევე კიბეებზე ქოშინით ამოვიდა იმ პაჯაკიანებიდან ერთერთი და სასწრაფოდ მანქანისკენ მიმითითა.
 
    რამდენიმე კილომეტრი გავიარეთ,გზა ვიცანი,მივხდი ქალაქში ვბრუნდებოდით,არც შემვცდარვარ,თავი ქალაქის ცენტრში მდგარ ერთერთ ყველაზე ცნობილ რესტორნის მაგიდასთან ამოვეყავი,დიდი შავი ულვაშის მქონე კაცის წინ,რომელიც თითებით ვნებიანად მიირთმედვა მის წინ მდებარე თეფშიდან თევზს და რამოდენიმე წამის შუალედით ცხიმისაგან გამხარ და ალაპლაპებულ ულვაშებს ისწორებდა.სწორედ ეს კაცი იყო ყველა ჩემი პრობლების სათავე,რესტორანში სულ რამოდენიმე ადამიანი იყო ,ძირითადად თანამშრებლები,ყველას ნერვიულობა და შფოთი ეტყობოდა,მათ წინ ქალაქის ერთერთი ყველაზე საშიში კაცი მიირთმევდა უმ და სისხლიან თევზს,შემზარავ სანახაობაზე მეტად უფრო თევზის საშინელმა სუნმა დამთრგუნა,საუბრის დაწყება არ უჩქარია სანამ ბოლო ლუკმა არ შესანსლა და ორივე ხელით ულვაშები არ აიპრიხა.მკლავებზე პერანგი აწია და საკმაოდ სასიამოვნოდ თბილი ხმით საუბარი დაიწყო:
-აბა,საქმე გინდა მოგცე?
-მინდა.
-ჰო,ნდომით კარგი რამე გდომებია,მაგრამ წარმოდგენაც კი არ მაქ რა შეგიძლია,ერთი საქმეე გაკეეთე ისიც ნახევარი.
-ანაზღაურებას გააჩნია,თორე შეძლებით ყველაფერი შესაძლებელია.
-კაცმა,რომ შემგოხედოს უმწიკლო ბავშს გავხარ,და ფულის სუნი აზრს გირევს- ამ სიტყვებზე ისე უხეშად და ძლიერად გაიცინა ულვაშებში შერჩენილი საჭმლის ნამცეცებიც კი დაცვინდა.
-რა ღირს კაცის სიცოცხლე შენთვის?-საუბარი გააგრძელე,თველბეში რაღაც წარმოუდგენლად ბნელი სიცარიელი ქონდა,ბაბუაჩემის სიკვდილი გამახსენდა,მამამ სწორედ ესეთი ცარიელი თვალები დაუხუჭა საკუთარი ხელით.
-კაცის? არც არაფერი,ჩემთვის მხოლოდ ჩემი სიცოცხლე ფასობს,მაგრამ აი ჩემი დრო კი ძვირი ღირს-როგორ,ან რატომ?! ან საიდან?! იბადებოდა ეს ფრაზები არვიცი,მაგრამ ნამდვილად ცივსიხლიან დამნაშავებს წავაგავდი იმ წამებში,მომავალ დანაშაულამდე მოუთმენლობის ნერწყვებს,რომ ყლაპავს ისეთს.
-ვნახოთ,რამდენად გამოსედაგარია შენი სიცოცხლე,ერთმა ძველმა ნაცნობმა თავი მომაბეზრა,თუ მომაშორებ დიდ ფულს და რაც მთავარია ბევრად დიდ საქმეებს მიიღებ,ჩემი ბიჭები ყველაფერში დაგაკვალიანებენ,საქმე დღესვე უნდა მოგვარდეს,არ გირჩევ გაიგო რას ვუკეთებ მას ვინც ჩემ სიტყვას გადადის!
-გასაგებია-ხელის გულები  ერთმანეთზე მჭირდროდ გავახახუნე,მოუთმენლობის დიდი ეფექტი გამომივიდა,წამოვდექი,მადლობა მოვიხადე,საქმის შესრულების სიჩქარით ადგილიდან გაცლა გავამართლე,იქვე ერთერთ ყელში მოჭერილ გალსტუკიანისაგან მსვერპლის ვინაობა და მისამართი გავიგე,საქმის შესასრულებლად სწარფი ნაბიჯებით დავემშვიდობე მათ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები