ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო ზედვაკელი
ჟანრი: პროზა
13 მარტი, 2020


მწამს,მაგრამ ...აღარ მჯერა

დილა:

ლიზა ხატებტან დგას,დილის ლოცვებს კითხულობს და მე მეღიმება .ვუყურებ ,რა საყვარელია .მინდა, მივიდე და ჩავეხუტო,
მაგრამ თუ შემამჩნია,რომ ვუყურებ,გამიბრაზდება.მისი გაბრაზების ყველაზე მატად მეშინია , მიუხედავად იმისა,რომ ჩვენს დიდ ოჯახში, ყველაზე პატარაა.
ერთხელ სულელურად გავეხუმრე და იტირა, თავი შეურაცხყოფილად იგრძნო.მაშინ მივხვდი, რომ რელიგიურ გრძნობებზე ირონიით დამოკიდებულება დიდი სირეგვნეა,
სირეგვნე და უზრდელობაც . მაშინ მივხვდი,რომ რწმენა ბედნიერებაა, თან ბავშვებს ხომ ყველაზე გულწრფელად სჯერათ ,რომ ღმერთი არსებობს- თეთრი წვერით და ცაში.
მეც ასე მწამდა და მიყვარდა . დაახლოებით ისე მიყვარდა ,როგორც ფეხბურთი,გიჟივით რომ შემეძლო დილის 5 საათზე წამოხტომა და კოპა ამერიკის თასის გათამაშებაზე ბრაზილიისა და ჩილეს შეხვედრა მენახა. ახლა? ახლა ფეხბურთის გამო ღამეს არ ვათევ .

შუადღე:

სახლიდან გავედი, რა საშინელი ამინდია . ქარი,ქარი, ცრემლიანი თვალები ქვიშით მაქვს სავსე ,იმხელა ტვირთი მაქვს მოსახსნელი ,იმხელა ტვირტი,...ღმერთო,მალე გავიდეს დრო,მალე მოვიდეს საღამო, მალე გავუშვა საჭეს ხელი,მალე მივიდე სახლში, კონიაკი დავლიო და დავეგდო დასაძინებლად.
საბურთალოს ეკლესიაში ჩემი მეგობრის შვილი ასვენია ,პატარა ანგელოზი.მივდივარ და ტუჩები მიცახცახებს, არც კი ვიცი რა უნდა ვთქვა , რა შუაშია ტკივილი და სიტყვები? ყველა წითელზე ვწრიალებ , მარტო ვარ .ვიგინები. ტაძარში შესვლის მეშინია- რომ ჩემმა მეგობარმა შემომხედოს და დახმარება მთხოვოს თვალებით, რა ვუშველო? ცრემლი შევაშველო? რა შემიძლია ? სადა ხარ ღმერთო - სად იყავი გუშინ,გუშინწინ? ჩემი შვილივით მეც ლოცვით გავიზარდე, ხატებტან ლოცვით და ვერ ვიჯერებ რომ არ ხარ,რომ არ არსებობ საერთოდ- მჯერა შენი არსებობის, როგორც სიყვარულის,უბრალოდ აღარ მწამს შენი ,როგორც ყოვლისშემძლის .შენ რომ შეგძლებოდა ამ პატარას გადაარჩენდი,შენც ადანიანივით უსუსური ყოფილხარ,ჩვენგან იმით განსხვავდები, რომ ცაში ცხოვრობ .

საღამო:

შებინდებულზე მივედი სახლში და ჟრიამულით დამხვდნენ ბავშვები.
-მამა,მოხვედი.რა მოგვიტანე, მამა?
-არაფერი, მამა.რას ელოდით?
ისე ვარ - მგონია ტანსაცმლით ვიბანავე მტკვარში და გზაში დავმძიმდი, ერთი სული მაქვს ,სავარძელში დავეშვა და გავითიშო.
ბავშვები ისევ აგრძელებენ :
-მამა,მამა!..
-დაწყნარდით,მამა ,მაცდით სულისმოთქმას?-ცოტა ბრაზით მომივიდა ნათქვამი.
-მამა,იცი დღეს რა ქნა ლუკამ ?- ლიზა მეუბნება .
-არა,რა მოხდა? რა დააშავა?
-აი კედელი? კედელი დაჩხაპნა და დედამ დასაჯა.
-რა კედელი,შვილო? - ვერაფერს ვფიქრობ .
-აი,ნახე ნახე , როგორ დახატა - მონდომებული მიყვება ლიზა.
არ ვიცი, რას ელოდა ჩემგან ,ალბათ, იმას რომ დავტუქსავდი ლუკას.

-ლუკა ,მოდი ჩემთან ,მოდი,მამა!- დავუძახე.
დარცხვენილი იყო და დახრილი თვალებით მოვიდა.
-ახლა მიდი ლიზას მაგიდასთან და ფლომასტერები მოიტანე .
ნელა წაბაჯბაჯდა და მომიტანა ფლომასტერები.
-ახლა მოხსენი სახურავები და კიდევ დახატე კედელზე,მიდი,ჰო, რას მიყურებ ? ! დახატე ,
დიდი ყვავილები დახატე , ლიზა მოგეხმარება, ძაღლები დახატე ,მამა,სახლები,სულ დახატე , მა...რაც გიყვართ, ის დახატეთ, მიდი ..,,სმაილები,, დახატეთ,მათხოვე,აი ასე-
როლში შევიჭერი,-აი,ასე იხატება ,,სმაილები,, აი,ასე , სულ,ყველგან,დიდები,ფერადები...
მეუღლე იდგა და გაოგნებული მიყურებდა.
-რას მიყურებ? დახატონ,კედელია,ცივი, გაყინული კედელი,დახატონ მერე რა ?...იცი რამდენი კედელია,რომელსაც ვეღარ დაჩხაპნიან ბავშვები,იცი? იცი რამდენი კედელია,რომელიც მუნჯია და აღარ იღიმება?
ხმა გამებზარა .
საძინებელ ოთახში შევედი და ჩუმად ,ისე რომ ბავშვებს არ გაეგონათ,ვიტირე.
მწამს,მაგრამ აღარ მჯერა ...
ღმერთის...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები