ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
12 მარტი, 2020


გულიანი

ნინო დარბაისელი

გულიანი
- - -

მალი-მალე გუგუ-გუგუს რას დამძახი გუგულო!
ისევ ცივა. მინდა, სახლში ცეცხლი ავაგუგუნო,
ბუხრის პირას ძველი ჰანგი მინდა დავაგუგუნო!

მხლოვანი და გულიანი,
სიტყვაც იყოს გულიანი,
დარდით დადაგულიანი,
ტრფობით გათანგულიანი,
სირმით დაქარგულიანი,
თრობით დაბანგულიანი,
გაღმა დაკარგულიანი,
“ყველაფერი - გულიანი,
ცეცხლი  - უნდა უგულო”
უთქვამთ ძველებს...

ვა, მამულო,  უნდოდ გადაბუგულო!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები