ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ელენე96
ჟანრი: პროზა
12 მარტი, 2020


თავი 20 შურისძიება სიცოცხლეში და სიცოცხილის შემდეგაც

თავი 20
შურისძება სიცოცხლეში და სიცოცხლის შემდეგაც
  გაზაფხულსაც სცოდნია ქარი... ამოიღებს ხმას მარტი და მერე გაუგე რა უნდა ჩვენგან. ისიც ჩემი ფიქრების მსგავსად გაურკვევლად მიექანება. მოდის და თან მოაქვს სურნელი, რომელიც დაკარგულ, წართმეული დროის მსგავსაც ჩემი არ არის. ვცდილობ საკუთარ თავში გავერკვიო. ან რატომ მოვკვდი და თუ გადავრჩი ამ გადარჩენას რისთვის აქვს აზრი? წერამ თავისი მაინც გაიტანა. პალატაში გადაყვანის შემდეგ პირველად რაც თვალში მომხვდა იყო  მონაცისფრო წიგნაკი, რომელიც მედდას ხელში ეჭირა. ვთხოვე, რომ მსგავსი იქნებ ჩემთვისაც მოეტანათ და დავიწყე წერა ახალ თავგადასავლებზე. ვწერდი კლინიკაზე, ექიმებზე, დაავადებულებზე და ბოლოს როცა ძილი მომეძალებოდა საკუთარი სხეულიდან მესმოდა ხმა, ქალის ,,დევიდ“... ის ქალი გამეტებით ჩემს სახელს ახსენებდა და თან სასოწარკვეთილებას მიეცემოდა. ეს ხმა შინაგანად თითქოს მწვავდა და დამწვარს კანს ისევ მოშუშებას ვუწყებდი. ჩემთვის მეორედ მოსვლა მას შემდეგ დაიწყო, როდესაც თვალი გავახილე და თეთრ ჭერს შევხედე. საკუთარ ხელებს დავუწყე თვარიელება, თითოს ისიც მეუცხოვა. რამოდენიმე საათში მოვითხოვე სარკე. ალბათ ეს აქამდე ბევრჯერ გამიკეთებია, მაგრამ ის სახე ჩემს გონებიდან წაშლილიყო. ,,გილოცავთ, თქვენ თავი ხანძარს დააღწიეთ. დამწვრობა დიდი არ იყო თუმცა კომაში 6 თვის განმავლობაში იყავით“. ბედნიერი და მომღიმარი მედდა სახეში მის შავ და ბრიალა თვალებს მანათებდა. თითქოს ესაც სადღაც მეცნობოდა, მაგრამ შინაგანად მახრჩობდა ამ თვალების წარმოდგენაც. ,,აქ, ჩემთან ერთად არავინ არის?“ დამაჯერებლად ვეკითხები მედდას და რამოდენიმე წუთში პალატაში შემოდის ქალი წაბლისფერი თმით. ,,კეთილი იყოს შენი დაბრუნება!“ ბედნიერი ღიმილით ამ სიტყვებს მეუბნება და თან ყვავილებს ლარნაკში აწყობს. ქალი, ალბათ ჩემზე 20 წლის უფროსი იყო. ისე მიღიმოდა თითქოს დიდი ხნის დაკარგულ შვილს. მოვიდა საწოლის კუთხესთა ჩამოჯდა და დაბალი ტემპით მესაუბრება. ,,ძალიან ბევრი გადავიტანეთ, თუმცა ეს ყველაფერი უკვე წარსულს ჩაბარდა“. ქალი მთხოვს მოვუყვე რამე ჩემი ცხოვრებიდან მე კი მოკლედ ვპასუხობ. ,,მოსაყოლი არაფერი მაქვს“. ქალს ხელები დაკოჟრილი ჰქონდა ეტყობოდა, რომ მიწათმოქმედებას მისდევდა. რამოდენიმე ადგილას დაკაწლულიც კი ჰქონდა ალბათ ვარდები ჰქონდა გაშენებული და ეკლებმა უმტყუვნა. რამოდენიმე დღიანი პალატაში ყოფლნის შემდეგ ექიმი შემოდის. ,,დიდი ხნის ბრძოლის შემდეგ მაინც სიცოცხლემ გაიმარჯვა. შენს გასაწერად ყველაფერი მზად არის. მალე შენს წასაყვანად მოვლენ“. ქალი მიხვდა, რომ მეხსიერება დაკარგული მქონდა და ამის შესახებ ექიმებსაც ვუმალავდი. საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ ქალმა მანქანაში მითხრა: _ კიდევ კარგად გამოვძვერით, რადგან შენი ამნეზიის შესახებ მათ არაფერი იციან, მაგრამ ახლა რას აპირებ? წასასვლელი გაქვს სადმე? გაოცებული ვუყურებ ქალს, რომელმაც ტყუილში უკვე გამომიჭირა. კითხვაზე პასუხს არც დაელოდა და მაშინვე ერთად წავეედით სახლში, რომელსაც ალბათ თავადების სასახლეს დავარქმევდი.
    სახლი სამ სართულს შეადგენდა. საფეხურები ქვის და კარებიც რკინის იყო. ცოტაც და ვიფიქრები აქ დაგაიღეს ,,ჰარი პოტერითქო“, მაგრამ მთლად ასეთი ჩაბნელებული ოთახებიც არ ყოფილა. მისაღები ოთახი და ინტერიერი თეთრ ფერში და ამავდროულად  ნათელ ვარდისფერში იყო.თვალში მომხვდა ცნობილი მხატვრების ნამუშევარები. სახლის შუაგულს თეთრმა ფორტეპიანინომ ჩემში განსაკუთრებული მღერვალება გამოიწვია. მივუახლოვდი, ფრთხილად ხელი კლავიშებს გადავუსვი და შინაგანად საოცარმა სიმშვიდემ გაიღვიძა ჩემში. ,,ეგ ეკუთვნოდა კაცს, რომელსაც კარიერა სიცოცლის ფასად დაუჯდა“. ქალმა ეს სიტყვები ხმის კანკალით წარმოსთქვა. მივუახლოვდი ბუხარს და მის ზემოთ განლაგებულმა სურათებმა ჩემი ყურადღება მიიქცია. ,,ეს ჩემი შვილია... ეს ორი ანგელოზი კი ჩემი შვილიშვილი“. ქალმა ამაყად თავისი ოჯახი გამაცნო და თან მზარეულს ანიშნა, რომ სუფრა ბაღში გაეშალათ... ცხელს და გახურებულ აგვისტოში, ვახშმობა ტბის პირას ძალიან სასიამოვნო იყო. ქალი თავის განვლილ ცხოვრებაზე მიყვებოდა მე კი მორცხვად წითელ ღვინოს მალულად ვწრუპავდი. ასეთ დროს თითქოს მერიდებოდა. ვგრძნობდი, რომ იქ სადაც ვიყავი ჩემი ოჯახი არ იყო და ეს ქალი უბრალოდ ჩემი გადამრჩენელია. ქალმა ჭამა დაასრულა და ტბას ნელი სვლით კიდევ უფრო მიუახლოვდა. ,, მე ვაჟი მყავდა. მასაც ცისფერი თვალები ჰქონდა... ის, კონკურსზე ახალგაზრდებთან ერთად წავიდა და დაიკარგა“... შევამჩნიე, რომ ქალი ტირილს იწყებდა და მივუახლოვდი. ზურგზე გრილი პლედი მოვაფარე და ვუთხარი: _ არ ხართ ვალდებული ყველაფერი დღეს მიამბოთ. ქალმა ხელი ლოყაზე მომისვა და თან გამიღიმა.
  ,, ჩემი შვილის გაუჩინარებიდან ყოველღამ ვხედავდი სიზმარს. ის ცეცხლის ალში გახვეული კაცის გადარჩენას ცდილობდა და დასახმარებლად ჩემსკენ გამორბოდა, როცა ვიღვიძებდი ვხვდებოდი, რომ ამით ჩემი ვაჟი რაღაცას მანიშნებდა, მაგრამ ვერ ვხვდებოდი რას. იმ დღეს სამსახურიდან გვიან მომიხდა წამოსვლა. ჩემი ყურადღება გზის მეორე მხარეს ნისლმა მიიქცია. მანქანას სანამ გავაჩერებდი გზაზე ახალგაზრდა გოგო გადამეღობა და განწირული ხმით დახმარებას მთხოვდა. მან მითხრა, რომ ცეცხლში კაცი იწვოდა და დახმარება სჭირდებოდა. სანამ მოვახერხე, რომ დახმარებისთვის პოლიციისთვის მიმემართა გამახსენდა ჩემი ვაჟის სახე, რომელიც დაჯინებით კაცის გადარჩენას მთხოვდა. არ ვიცი, როგორ გავბედე, მაგრამ ალში გახვეულ სახლში შევედი და გონება დაკარგული კაცი სამშვიდობოს გამოვიყვანე. ამ დროს თითქოს მივხვდი, რომ ძალიან დიდი სამსახური შევასრულე და საკუთარი თავით ვამაყობდი. გარშემო, რომ მიმოვიხედე  გოგონა აღარ დამხვდა. გონზე საავადმყოფოში მისვლამდე ორჯერ მოხვედი, როგორც კი შენი ცისფერი თვალები ვნახე მივხვდი, რომ ეს იყო დავალება, რომელიც ჩემ ვაჟმა მომცა და რომელიც აუცილებლად უნდა შემესრულებინა. კომაში ჩავარდნამდე რამოდენიმეჯერ ახსენე ,,ქალღმერთი“ და თან მოაყოლე, რომ მისი სახელი იყო გვანცა“... იმ მომენტში, იმ სახელის გაგონებაზე თითქოს სისხლი გამეყინა, თითქოს ვიგრძენი თავი დამნაშავედ. იქნებ ქალს პირობა მივეცი, რომ მარტო არ დავტოვებდი, ან იქნებ ის ქალი ჩემი ცოლია, იქნებ ჩემი შვილის დედაა და ბავშვი უმამოდ დავტოვე. ძალიან დიდი დრო დამჭირდა საკუთარ თავს შევბრძოლებოდი და მომეძებნა გამოსავალი იმისთვის, რომ მეპოვნა ოჯახი და ქალი, რომელიც ასე გამეტებით მეძახდა შიგნიდან.
  გავიდა რამოდენიმე თვე შევისწავლე ჩემი გარეგნობა თავიდან. ექიმმა მითხრა, რომ თავზე თმა ამომივა, მაგრამ ამას დიდი დრო დასჭირდება. ამისთვის ხშირად ვიყენებ ქუდს. ძალინ დიდ დროს ვატარებ ფსიქოლოგთან საუბარში და ასევე ქუჩაში სიარულიც მამშვიდებს. იმ დღეს სანაპიროზე გავიარე ძალიან ლამაზი წყვილი ხელს აწერდა. მიახლოვება ვცადე, მაგრამ თავი შევიკავე. იქვე მოშორებით ჩამოვჯექი და ვუყურებდი წყვილს. ისინი მუსიკას ნელი ტანგოს მსგავსად აყოლებდნენ. ქალს კაცი ალბათ ძალიან უყვარდა, რადგან თავი მის მხარში ჰქონდა ჩახრილი და სულ განაბული შეიგრძნობდა იმ ბედნიერ წუთებს, რაც მის ცხოვრებაში იდგა. ,,ძმაო შეგიძლია ამ ყველაფრის შეტანაში დამეხმარო? ჩემი ცოლი ორსულად არის, მალე მშობიარობა ეწყება“. შეშინებული კაცი მიახლოვდება და მთხოვს, რომ მისი ბარგი მის ნომერში ავიტანო. გადავიხედე გვერდით და ქალი დავინახე, რომელსაც მშობიარობა ეწყებოდა. კაცს დახმარებაზე უარი არ ვუთხარი და ჩემოდნები მათ ნომერში ავიტანე. ლიფტს სანამ მივუახლოვდებოდი დავინახე პატარძალი, რომელიც ცრემლებს ხელით იწმენდდა და თან მეორე ხელს ფეხთან იკიდებდა. ძალიან წუხდა მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმლის გამო. შინაგანად მიმძიმდა ქალის ცრემლები. მინდოდა ახლოს მივსულიყავი და ერთი ორი სიტყვით გამემხნევებინა, თუმცა დამიძახა კაცმა და მადლობის ნიშნად ფული გამომიწოდა. გამოწვდილი ხელი კაცს ჩამოვართვი და ვთქვი. ,,სიკეთისთვის ფულს არავინ იღებს“. წამოვედი და დავტოვე აცრემლებული ქალი ლიფტის წინ. მოვდიოდი და თან გული მასთან რჩებოდა.
    ფსიქოლოგთან თერაპია მეხმარებოდა სიმშვიდე შემენარჩუნებინა და თან წარსული გამეხსენებინა. ფსიქოლოგი რასაც ხშირად მიმეორებდა იყო სიტყვები. ,,ნუ დაატან თავს ძალას... წარსული თავისით მოვა მთავარია შენ გონებამ მისცეს ამის უფლება“.  საკუთარ თავს ხშირად ვუსმევდი კითხვას:  განა რა წარსული უნდო მქონოდა ისეთი რომ გონება გახსენების საშუალებას არ აძლევს? ოთახი, რომელიც ხშირად ჩემი ძალების დაძლევაშიც მეხმარებოდა იყო ფსიქოლოგის კაბინეტი. იქ, შემოძლო დაუსრულებლად მესაუბრა. ცაზე, მზეზე, ვარსკვლავებზე... თუმცა ყველაზე მეტს მაინც გაზაფხულზე ვსაუბრობდი. არ ვიცი ადრე ასე ძალიან მიყვარდა თუ არა ეს სეზონი, მაგრამ დაუსრულებლივ შემიძლია ქუჩებში ხეტიალი... არასდროს დავიღლები ახლად ამოსული ჯეჯილის ყურებით, არც იები დამღლიან და არც  ჩიტების გალობა შემაწუხებს. ხშირად ჩამოვჯდები ხოლბე ტბის პირას და ვუყურებ მერცხლებს, როგორ აშენებენ ბუდეს. ნეტავ ადამიანებსაც შეეძლოთ ასე ერთ მუშტად რაღაცის აშენება და არა ერთმანეთის ცხოვრების დანგრევა.
    ამნეზიის დროს ახლად დაბადებულ ადამიანს ვგავდი, რომელიც ვერ არჩევდა რა იყო ცუდი და კარგი. შექმნილი სიტუაციიდან ვერ პოულობდა გამოსავალს. ვერ აცნობიერებდა, როდის უნდა ყოფილიყო ბედნიერი ან როდის უნდა ეტირა მონატრებაზე. მე ამ დროს არ ვიცოდი რაზე ან ვისზე უნდა მეტირა. ვიხედებოდი გარშემო და ვხედავდი შვილმკვდარ დედას, რომელმაც საკუთარ შვილს ჩემში ხედავდა.
  არც ისე დიდი ხნის წინ გავაცნობიერე, რომ ისინი ვინც ჩემს ცხოვრებაში იყვნენ ჩემი არსებობა არაფრად ჩათვალეს. აი, ასე მარტივად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ხანძრის შედეგად ჩემი სხეულიდან არაფერი დარჩა. არადა, როცა ადამიანს იმედი უკანასკნელ მომენტამდე ეწურება სწორედ ასეთ მომენტში იბადები თავიდან. ჩემი თვალის ახელა და ამნეზია სწორედ ამას ჰგავდა. ფსიქოლოგიის კაბინეტიდან გამოსული უაზროდ ავედევნე ქალს, რომელიც არ ვიცოდი ვინ იყო ჩემთვის. კაფეში სადაც  ქალი ყავის შესაძენად შევიდა მისი წასვლის შემდეგ ბართან ახალგაზრდა ბიჭს ვუახლოვდები და ვეკითხები: _ ვინ არის ეს ქალი? ბიჭუნა ცოტა მორცხვად მპასუხობს: _  გვანცაზე მეკითხებით? ამ სახელის გაგებაზე თითქოს კიდევ ერთი თავსატეხი დავიმატე. ,,ნუთუ ის არის? ეს ის, ქალია ვისაც გონების დაკარგვამდე ვახსენებდი... და თუ ეს არ არის, მაშინ რატომ მიზიდავს ასე ძალიან“. ბიჭუნა ჩემს ჩაფიქრებულ გამომეტყველებას აკვირდება და თან საუბარს აგრძელებს: _ ეს ქალი, წლებია ჩვენგან ყავას ყიდულობს. ყველაზე მიმზიდველი ქალი იყო ჩვენს კლიენტებს შორის, მაგრამ რამოდენიმე კვირაა სხვა კაცზე იქორწინა. ამ სიტყვების გაგონება თითქოს გულში დანის ჩარტყმას ჰგავდა. რატომ მტანჯავდა ასე ძალიან ამ ქალის დანახვა და მერე მისი გათხოვებამ ასე რატომ იმოქმედა ჩემზე? ბიჭუნას მადლობას ვუხდი და თან კაფეს ვტოვებ. ჩაფიქრებული, ძალაგამოცლილი ავუყვები სანაპიროს ნაპირებს და თან ვფიქრობ იმ ტკივილზე, რომელიც შინაგანად მტანჯავდა. ხელს თვალზე ვიკიდებ და ვგრძნობ სისველეს. ეს იყო პირველი ცრემლი მეორედ დაბადების შემდეგ.
  რამოდენიმე კვირის შემდეგ ისევ ის ქალი კლინიკასთან ვნახე. მიახლოვება, როგორც კი დავაპირე ყვირილი დაიწყო. ცხადია ქალმა მიცნო თორე ასეთი რეაქცია არ ექნებოდა. ის თავგამეტებით ამბობდა სიტყვებს, რომ მკვდარი ვარ... დაველოდე რამოდენიმე დღეც და ქალს კლინიკიდან უკან გავყევი. ის სასაფლაოს ქვაზე იჯდა და ცრემლად იღვრებოდა, რომ არ დავენახე ქვას უკნიდან ამოვეფარე. შინაგანი ხმა მეუბნებოდა, რომ ჩემი ადგილი აქ იყო. ფსიქოლოგი მართალი იყო, როცა ამბობდა, რომ გონებას უნდა მივცე უფლება გავიხსენო წარსული, როგორც კი ქვას უკნიდან შევეხე დავინახე ქალის მომღიმარი სახე. ის, ისეთი წრფელი და უმანკო იყო ერთი წუთიც და დავიჯერებდი, რომ ეს არის და მეხსიერება მიბრუნდებათქო და ქალმა გამელებით დაიწყო ყვირილი. ქალმა მას შემდეგ შეწყვიტა ტირილი, როდესაც ხელით ჩემს გულმკერდს შეეხო. ცოტახანს ასე განცვიფრებული იდგა შემდეგ კი ისევ ტირილი დაიწყო. ორ დღეში ჩვენი შეხვედრა სასტუმროში შედგა. ქალი სითბოს, ზრუნვას მთხოვდა, მაგრამ მე ვერაფერს ვგრძნობდი მის მიმართ, როდესაც ხელზე საქორწინო ბეჭედს ვხედავდი გული სიცივით მევსებოდა. ეს უსიყვარულობას კი არა არამედ იმედგაცრუებას ჰგავდა. წასვლამდე ქალს ჩემს მკლავზე ჩაეძინა. თვალები დავხუჭე, ხელი თმაში შევუცურე. ვცდილობდი გამეხსენებინა დღე მასთან ერთად გატარებული, თუმცა ყველეფერი უშედეგო იყო. ვიყურებდი მის მძინარე თვალებს და ვგრძნობდი რომ ეს არ იყო ქალი, რომელსაც მე გონების დაკარგვამდე ვეძახდი. ქალმა, როცა სასტუმრო ოთახის კარი გაიხურა გულში ვთქვი, რო მას აღარასდროს შევხვდებოდი.
  ტელეფონის ნომერის დახმარებით, რომელიც გვანცამ დამიტოვა მოვიძიე ყველაფერი ჩემი წარსულის შესახებ. გავიგე მშობლების გარდაცვალების შესახებ, გავიგე ჩემი სამსახურის შესახებ, გავიგე დევიდის და გვანცას შორის მიუწვდომელი სიყვარულის შესახებ. ფინანსები მაძლევდა ყველაფრის შესაძლებლობებს, რომ ყველაფერი ჩემს შესახებ ძირფესვიანად შემესწავლა. არ ვღელავ, არ ვტირი, არ ვეწევი თამბაქოს, არ ვსვავ ალკოჰოლს. ესაც მარტო იმიტომ, რომ ყველაფერს ვიგებ ისე, როგორც სხვა ადამიანზე. ამ ყველაფერს არ ვგრძნობ, როგორც საკუთარ თავზე. ყველაფერს ვაკეთებს ზედმიწევნით და ფრთხილად. ერთადერთი, რაც გადამრჩენელისთვის მინდოდა გამეკეთებინა იყო ის, რომ მეც უნდა მესწავლა ფორტეპიანინოზე დაკვრა. შინაგანი ხმა ყოველთვის მეუბნებოდა, რომ მუსიკა მიყვარდა. ახლა კი მთავარია ის დაგროვილი ემოციები, რომელიც გონების მოსვლის შემდეგ დამიგროვდა კლავიშებზე გადამეტანა. თავდაპირველად ინტერნეტ ვიდეოები საუკეთესო საშუალება იყო ნოტები მესწავლა. ერთხელ, როცა ქალი მივლინებით სხვა ქალაქში გაემგზავრა ვარჯიში უკვე დავიწყე. ახლა, როცა კიდევ ერთ სიახლეს ჩემს თავზე შევიტყობ მუსიკას ვუმხელ, კლავიშებზე გადამაქვს გაზაფხულის სილამაზე. მუსიკას ვუყვები რაოდენ ლამაზია გაზაფხულის პირველი თოვლი. ყვავილების გროვა, როგორ ლამაზად დაეფინება სანაპიროს სკამებს და როგორ ამშვენებს გოგო-ბიჭებით სავსე მოხეტიალე ქუჩებს. თითქოს თავდახრილ ლამპიონებსაც აუწევიათ თავი ზემოთ და გაზაფხულის სურნელით ტკობობას იწყებენ.
  ქალი, როცა მივლინებიდან დაბრუნდა იმავე ღამეს ფორტეპიანინოზე კლასიკა შევასრულე. ქალმა, მუსიკის ხმაზე დატოვა ოთახი ჯერ შორიახლოდან მაკვირდებოდა შემდეგ მომიახლოვდა. ქალის თვალებში ვხედავდი სიამაყეს, სიხარულს, ბედნიერებას. ხვდებოდა, რომ იმ მძიმე დავალების შესრულება ურიგოდ არ მოუწია. დაკვრა, როგორც კი დავასრულე მკლავებში ჩამავლო ხელი და გულთან ძლიერ მიმიკრა. ,,შენ ჩემი შვილი ხარ... ეს, რომც არ გაგეკეთებინა შენ მაინც ჩემი შვილი იქნები“...
**
_ რა იგრძენი, როცა მის სხეულს პირველად შეეხე?
_ ტკივილი, მონატრება, იმედგაცრუება...
_ როგორ ფიქრობ მეხსიერება, რომ არ დაგეკარგა: მის პატიებას შეძლებდი?
_ არ ვიცი, ალბათ ქმარს მოვუკლავდი.
_ ახლა რას გრძნობ?
_ ტკივილს, მონატრებას, იმედგაცრუებას...
**
  დავტოვე ფსიქოლოგის კაბინეტში და თან შეხვედრას იაკობს ვუნიშნავ. ადგილი, სადაც იაკობს შევხვდი ძველი და მიტოვებული იყო. ჯერ ტელეფონშივე იცნო ჩემი ხმა და მიხვდა წინ რაც ელოდა. მანქანა ჩემი მანქანის გვერდით გააჩერა. ეტყობოდა, რომ ჯერ ჩემს გადმოსვლას ელოდა. მანქანის წინა შუქები ჩავურთე, მანქანიდან გადმოვედი და სინათლის წინ დავდექი. თავზე ქუდი მქონდა წამოფარებული და თან თავს ქვემოთ ვხრიდი. მანქანის შუქი ისეთი მაღალი იყო თავს უბრალოდ ვერ ავწევდი ზემოთ. მოგვიანებით გავიგე, რომ იაკობიც გადმოდის მანქანიდან და ჩემს პირდაპირ დგება. ,,ნუთუ ძმაო, ეს შენ ხარ? ამოიღე ხმა, მითხარი რამე“. თავიდან ქუდს ვიწევ. დამწვარმა კანმა იაკობი უფრო შეაშფოთა და თან უკან დაიხია. ,,ნუ გეშინია მეგობარო... ეს მე ვარ შენი დიდი ხნის დაკარგული ძმა“. კაცები მარტივად არ ტირიანო ვინ თქვა? აბა უიმედოდ დარჩენილი ადამიანს შეხვდით. მიხვდებით, რომ კაცებიც ტირიან. იაკობმა ჯერ მხარზე დამარტყა ხელი და შემდეგ ჩამეხუტა.
**
_ აქამდე სად იყავი, რატომ არ გამოჩნდი?
_ მისია შევასრულე და დავბრუნდი.
_ არაფერს მომიყვები ამის შესახებ? ან ასეთ ადგილას რატომ დამინიშნე შეხვედრა?
_ მოვა დრო და ყველაფერს მოგიყვები. ახლა მთავარია იცი, რომ ცოცხალი ვარ. რა ხდება თქვენსკენ, როგორ მიდის საქმეები?
_  ძველებურად... შენი წასვლის შემდეგ ყველაფერს მე ვხელმძღვანელობ.
_ კარგი გადაწყვეტილება მიგიღია.
_ ეს ყველაფერი აქამდე იყო ახალა შენ დაბრუნდი.
_ არა, მე დაბრუნებას არ ვაპირებ.
_ ალბათ გვანცას შესახებ გაიგებდი.
_ მე ყველაფერი ვიცი, რაც აქ ხდებოდა.
_ თუ მართლა ასეა, აქამდე რატომ არ გამოჩნდი? გვანცას დაქორწინებაში ხელი რატომ არ შეუშალე?
_ ეს მისი არჩევანი იყო.
_ ძმაო მართალია დაბრუნდი, მაგრამ ძალიან შეცვლილი ხარ.
_ ყველაფერი კარგად არის. უბრალოდ დრო რაღაცეებს ცვლის.
**
  ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ იაკობს რამეზე ეჭვი არ მიეტანა. მე ხომ ჯერ ვარ ადამიანი, რომელსაც წარსულის გახსენება არ უნდა. წამოვედი და თან გვანცას შეუსრულებელ შეტყობინებებს ვხსნი. ,,ჯანდაბა დევიდ! სად ხარ, ტელეფონს რატომ არ იღებ?“ ტელეფონს ზარი გავუთიშე თან მანქანით ღამის ქალაქს ვათვალიერებ. ვუყურებ ერთმანეთზე მიყოლებულ მაღაზიებს და თან ვფიქრობ ამდენი რისთვის არის საჭიროთქო, მაგრამ ამდენ ცნობისმოყვარე ქალებს, როგორ დაამშვიდებდნენ. ახლა ვხედავ ძალიან პატარა და საყვარელ გოგონას, რომელიც ძაღლს ასეირნებს. ერთი შეხედვით ეტყობოდა, რომ თავის ძაღლზე ძალიან იყო შეყვარებული, რადგან უკვე რამოდენიმეჯერ დაიხარა და თან ძაღლს სახეში მიშტერებოდა. თავზე ხელს ნაზად გადაუსვამდა და შემდეგ კვლავ აგრძელებდნენ ჩაყოლებული მაღაზიების თვარიელებას. ,,დევიდ თუ არ შემხვდები ხვალ წავალ აბორტს გავიკეთებ და ვიტყვი, რომ მუცელი მომეშალა“. გიჟია ეს ქალი? ასეთ დროს ქალები გამოსავალს მარტივად პოულობენ. იციან კაცი სასაუბროდ, როგორ დაითანხმონ, თორე მართლა ამის გამკეთებელი კი არ არის. მანქანა გადავაყენე და გვანცას დავურეკე.
**
_ რა გინდა?
_ კრეტინო, იდიოტო, ქალების მანიაკო... ტელეფონს რატომ არ იღებდი?
_ დაკავებული ვიყავი.
_ მისამართს მოგწერ და ნახევარ საათში იქ იყავი.
_ ასეთ დროს? კი, მაგრამ ქმარს რას ეტყვი?
_ მაგას მე მოვაგვარებ.
_ ა, ხო ქალები ტყუილებში ენამოსწრებულები ხართ.
_ კარგი გავიხდი და გამოვალ.
_ პირიქით ხომ არ უნდა გეთქვა?
_ ხო, რავი როგორც არის.
  ტელეფონი გავთიშე თუ არა გულიანად სიცილი დავიწყე. საკუთარ თავს წამოვუძახე ეს ქალი სხვისია და შეყვარება შეუძლებელია. რა უცნაური არა? აქამდე თუ დევიდი იყო ამ ქალით შეპყრობილი გონება დავკარგე და ახლა მე მიყვარდება. მისამართი, რომელიც გვანცამ მომწერა ერთი ჩვეულებრივი ტყე იყო. თავიდან მეგონა არასწორად მომწერა რამე, მაგრამ ქალებისას რას გაიგებ.  15 წუთი კიდევ მანქანაში ყოფნა მომიწია. წყნარ მუსიკამ სასიამოვნო ფიქრებში გამიტაცა, მაგრამ ვინ დაგაცდის. გვანცა ქარიშხალივით ჩემს ფანჯარას ეცა და ხელით კაკუნი დაიწყო. ,,გამიღე, დროზე კარები გამიღე!“ გვანცას ჯერ თმაზე დავაკვირდი ის სულ გაწეწილი ჰქონდა გეგონებოდა დენმა დაარტყაო. ტანზე თეთრი სპორტულები ეცვა, რომელიც შოკოლადით გასვრილი ჰქონდა. ამ ყველაფერთან ერთად თუ ვიმსჯელებთ ეს სახლიდან გამოქცეულს უფრო ჰგავს. ხელი გასვრილი ზედიკენ გავწიე.
**
_ ეს რა არის?
_ ხელი გაუშვი შოკოლადია.
_ კი მაგრამ...
_ ავად ვარ და უნდა დამეხმარო.
_ არა, მაგას კი ვხვდები...
_ ქალების მანიაკო, ორსულად ვარ!
_ ა, ხო გამახსენდა დილით ხო დამირეკე. გილოცავ!
_ სულ ეს არის?
_ ხო, აბა სხვას რამეს ელოდებოდი ჩემგან?
_ იდიოტო, ეს ბავშვი შეიძლება შენი იყოს.
_ შეუძლებელია!
_ 6 კვირის ორსული ვარ, როგორც სწორედ დავითვალე იმ დღეს შენ შეგხვდი.
_ რას ითხოვ ჩემგან? მე ცოლს გავშორდე, შენ ქმარს და შენზე ვიქორწინო თუ რა გინდა?
_ არ მჯერა! გეფიცები მართლა არ მჯერა, რომ დევიდს ველაპარაკები. გასაგებია ამნეზია გაქვს, მაგრამ გრძნობები სულ არ გაგაჩნია?
_ შენ წარმოიდგინე და გრძნობების აღრთქმაც დავკარგე.
_ შენ გამოსავალს მარტივად პოულობდი და ახლაც იპოვი. ქმარი მომკლავს, როცა გაიგებს რომ ეს ბავშვი მისგან არ მყავს.
_ გვანცა მე თავიდანვე გაფრთხილებდი, რომ შენთან ურთერთობა არ მინდოდა. ეს ყველაფერი შენი ბრალია. ახლა კი ძალიან გთხოვ მანქანიდან გადადი და აღარასდროს დამირეკო.
_ მძულხარ, მეზიზღები, ვერ გიტან...
**
  გაცეცხლებული გვანცა მანქანიდან ჩავიდა თუ არა კარი ძალიან უხეშად მომიხურა. ,,ქალბატონო, თუ შეიძლება ფრთხილად. მანქანა ძალიან ძვირი ღირს!“ წასვლამდე ეს სიტყვები მივაძახე და თან მანქანით იქაურობას, რას შეიძლებოდა მალე გავეცალე. ჯერ ცოტახანს ტყესთან მოფარებით ვიდექი, დაველოდე სანამ გვანცა წავიდოდა და მეც წამოვედი. ქალი ეჭვიანი სასიამოვნო სანახავია და კიდევ უფრო მესიამოვნა, როესაც დავინახე მისი გაბრაზებული და წარბებშეკრული სახე. ვერ  ვიაზრებ რომ შეიძლება ქალის სხეულში ჩემი შვილი იყოს და თუ არის რა იქნება? სახლში მივედი თუ არა დავინახე მძღოლი ბარგს მანქანაში აწყობს.
**
_ რა ხდება, კიდევ სადმე მიემგზავრებით?
_ კი შვილო, ეს სასწრაფოა. რამოდენიმე კვირა შეიძლება ვერ დავბრუნდე და ძალიან გთხოვ ჩემს დაბრუნებამდე კომპანიას მიხედე.
_ არ არის პრობლემა. ყველაფერს ისე გავაკეთებ, როგორც თქვენ მეტყვით.
_ ხო კიდევ დევიდ ვიღაც კაცი იყო აქ მოსული. მოიცა გავიხსენო რა ერქვა?
_ იაკობი?
_ ხო, როგორც ჩანს შენი საცხოვრებელი სახლის შესახებ უკვე გაიგეს.
_ ქალბატონო, მაგათ ძლიერი ხალხი ჰყავთ. მისამართის გაგება მაგათთვის რთული არ იქნებოდა.
_ შვილო ფრთხილად იყავი. როგორც კი ჩავფრინდები ვაიბერში დაგირეკავ და ყურადღებით იყავი.
_ მშვიდობიან ფრენას გისურვებთ! არაფერზე იდარდოთ აქაურობას მე მივხედავ.
**
  ის ღამე წიგნის კითხვაში და ვარსკვლავების ყურებაში გავატარე. ვუყურებდი წიგნში დაწერილ ასოებს და თან გვანცას შოკოლადიან სპორტულს წარმოვიდგენდი. ასე დიდ ხანს დავიწყებდი სიცილს  საკუთარ თავთან  და როცა ვხვდებოდი ამას დასასრული არ უჩანდა სიცილს ვწყვეტდი.  გამთენისას ოთახში შემოჭრილმა მზის სხივმა ჩემი გაღვიძება მაინც მოახერხა. ,,დივანზე ჩამძინებია“... როგორც კი ფეხზე წამოდგომა დავაპირე კისერში ძლიერი ტკივილი ვიგრძენი. ჯერ გრილი შხაპი მივიღე შემდეგ კი სარკეში კარგა ხანს საკუთარ თავს დავუწყე ყურება. ვუყურებდი გამოხედვას და თვალებში შერჩენილ ზიზღს, იმედგაცრუებას ვხედავდი. ვხედავდი ადამიანს, რომელიც თვალისდახამხამებაში გააქრეს მათი ცხოვრებიდან. საგანგებოდ გამოვეწყე და სასაუზმოდ სამზარეულოში შევედი. ,,ბატონო აქ რას აკეთებთ? თქვენი საუზმე მისაღებ ოთახშია?“  მზარეულს მხარზე ნაზად ხელი გადავუსვი და თან ვუთხარი: _ დაო, მართალია არაფერი მახსოვს, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ ხმელ პურზე ვიზრდებოდი. ჩემთვის აქ საუზმობამ არამგონია რამე შეცვალოს. მზარეულმა თავაზიანად შემიქო კლასიკური ჩაცმულობა და თან  სასიამოვნო სამუშაო დღე მისურვა.
  ოფისში აქამდეც ვყოფილვარ ესაც იმიტომ რომ ქალბატონს სჭირდებოდა ჩემი დახმარება. შუადღის სამ საათზე დაგეგმილი თათბირი მე ჩავატარე. გავეცანი ყველა საქმეს, რაც აქამდე გაუკეთებიათ. ქალბატონი კეთილ საქმეს შვილის დაკარგვამდე ეწეოდა. მათი კომპანია ხელს უწყობს ახალგაზრდებს სწავლა განათლებაში. აფინარსებენ ნიჭიერ ბავშვებს, რათა საუკეთესო კოლეჯში მოხვდნენ. ძალიან მალე კიდევ რამოდენიმე ბავშვი უნდა შეირჩეს და ამისთვის კომპანიაში მზადება მიდის. ,,დღეს ქალბატონს უნივერსიტეტში ლექცია ჰქონდა დაგეგმილი იქაც თქვენ მოგიწევთ წასვლა“. მე და ლექცია? არა, შეუძლებელია! მე რა უნდა ავუხსნა ბავშვებს, როცა მე თვითონ არ ვიცნობ საკუთარ თავს.  სანამ ეს ყველაფერ გავაცნობიერე მძღოლმა თავი უნივერსიტეტში ამომაყოფინა. უამრავი ბავშვი ეზოშივე ირეოდა. წყვილები, ჯგუფებად დაყობილი გოგო-ბიჭები ერთდროულად გაჩუმდნენ, როცა მე შევედი აუდიტორიაში. განსაკუთრებული ყურადღება მაინც გოგოებისგან მივიქციე. მე ნერვიულობა არ შევიმჩნიე და აუდიტორის წინაშე თავდაჯერებული წავრსდექი. ვაი, თავო უბედურო ახლა დროა საკუთარი თავი ბავშვებს გააცნო, მაგრამ როგორ? როცა შენ თვითონ არ იცნობ.
გესმით ჩემი?! ხელით მიკროფონს ვეხები. აუდიტორიიდან სიცილთან ერთად მესმის ხმა. დიახ, გვესმის!  ჩემთვის ეს ახალია, აბსოლიტურად პირველად ვაკეთებ ამას და არ ვიცი რამდენად გამომივა, როცა დავასრულებ შემდეგ თქვენ თვითონ შემაფასეთ. არ ვიცი ამისგან რა შეიძლება გაკეთდეს, პირველად ვაკეთებ ასეთ რამეს. ბავშვები ხვდებიან რომ  დავიბენი, სიტყვები ამერია  და მესამე რიგიდან მესმის გოგონას ხმა. ყველაფერი რიგზეა! ჩემი სახელია დევიდი და დღეს მე ვისაუბრებ წიგნზე და ზოგადად საგანძურებზე, რაც გაგვაჩნია. ალბათ ყველას წაკიგითხავთ იგავი ,,კუ და მორიელი“. იქ კარგად არის აღწერილი ორი სრულიად სხვადასხა არსების შეხვედრა. იგავი, რომელიც გვასწავლის მეგობრობას, სიყვარულს. ალბათ ნოდარ დუმბაძის ,,ჰელადოსიც“ წაგიკითხავთ. მწერალი მზე, რომელმაც დაგვარწმუნა რომ ბუნებას ლაპარაკი შეუძლია. მწერალმა, რომელმაც სიყვარული ბავშვობიდან ჩაგვინერგა. წიგნის ასრებობის შესახებ თავიდან ასე შევიტყვე. გაიარა ბავშვობამ და მივხვდი, რომ წიგნი იყო სრულიად სხვა განზომილება, რომელსაც თავად მწერალი ჰქმნიდა. ჩვენ ადამიანებს კი გვჭირდება იმისთვის, რომ ცოტახნით მაინც მოვწყდეთ აქაურობას და სრულიად სხვაგან, სხვა განზომილებაში გადავეშვათ. ბოლოს ია კარგათელის ,,სხვა უდაბნოს საიდუმლო“ წავიკითხე და მივხვდი, რომ ეს იყო ადგილი სადაც რამოდენიმე საათის განმავლობაში ვიცხოვრე. მეც თამთასთან ერთად გავიარე ცხელი და უნაპირო უდაბნო, მეც მასთან ერთად დავიჯერე, რომ სიძულვილიდან სიყვარულამდე ერთი ნაბიჯია. არა, მეგობრებო თავი ცხელ უდაბნოში არ დამიწვია. ქუდი თავიდან მოვიხადე... ამ ქმედებაზე ბავშვები ჯერ ერთ ხმად შეშინდნენ შემდეგ კი რამოდენიმემ გაიცინა კიდეც...
**
  ლექციამ თითქმის სამ საათს გასტანა. გარეთ, როცა გამოვედი უკვე მოსაღამოებული იყო. მძღოლს ვუთხარი, რომ აქედან მანქანას მე წავიყვანდი და სიხარულით დამთანხმდა. სახლში დაბრუნებულს მზარეულმა მითხრა, რომ ჩემთან სტუმარი იყო. ვუთხარი ახლა არავის მიღების თავი არ მაქვს და ოთახში ავედი. აბაზანიდან გამოსული ტანზე ჩაცმას ვაპირებდი, როცა გვანცას სახე სარკეში დავინახე.
_ შენ ნორმალური თუ ხარ?! აქ რას აკეთებ?
_ მისამართი იაკობს გამოვართვი. ისადა... შეგიძლია არაფერი ჩაიცვა ეგრეც კარგად გამოიყურები.
_ ქვემოთ ჩადი და დამელოდე.
_ არა, მირჩევნია ოთახში მოვიცადო.
_ ახლა შემომხედე და კარგად დაიმახსოვრე...
_ ხო მართლა შენ და შენ ცოლს ამ საწოლში გძინავთ არა?
_ გვანცა ბალიშებს ხელი გაუშვი!
_ არა, როგორ გაბედა იმ ქალმა, შენ სხეულს შეეხო.
_ გვანცა გონს მოდი!
_ არა, თავი დამანებე აქ ყველაფერი უნდა გავანადგურო. ამ კარადაში ინახვს არა შენი ცოლის კაბებს?
_ გვანცა საკმარისია!
_ დევიდ ხელი გამიშვი, მტკივა...
_ მაპატიე, მაგრამ სხვანარად შენი გაჩერება შეუძლებელი იყო.
_ გიყურებ და ვერ ვიჯერებ, რომ შენ და დევიდი ერთიდაიგივე ადამიანი ხართ. დაბრუნდი, მაგრამ სჯობდა არ დაბრუნებულიყავი.
_ ტირიხარ?
_ გამომართვი ეს წერილები შენი დაწერილია წაიკითხე იქნებ რამე გაგახსენდეს.
_ ვიცი.
_ საიდან, რამე გაგახსენდა?
_ არა, უბრალოდ ახლაც იგივეს ვაკეთებ.
_ ახლა ვის უწერ წერილებს?
_ ჩემს ცოლს. მოიცადე, დამელოდე მძღოლს ვეტყვი და სახლამდე მიგიყვანს.
_ არ არის საჭირო მანქანით ვარ.
_ სერიოზულად? ეს მანქანა დისტრიბუტორის მეგონა.
_ ჩემი ქმარის მანქანაა.
_ თქვენს ქმარი თუ სამსახური ეძებს გადაეცით, რომ კომპანიაში მომმარაგებელი მჭირდება.
_ შემეშვი!
**
  გვიან ღამით სპორტულები ჩავიცვი, თავზე შავი ქუდი ჩამოვიფარე და წავედი მისიაზე, რომელიც შესასრულებელი მქონდა. მივუახლოვდი სამკაულებით სავსე მაღაზიას. ყველაფერი წინასწარ გავთვალე. გავიარე პირველი ვიდეო კამერა ისე, რომ არავის შევემჩნიე. დაცვამ მოსაცდელ ოთახში მშვიდად წაიძინა. მე ამასობაში მოვკიდე  მილიონად შეფასებულ ქვას ხელი, რომლის მოპარვასაც კრიმინალთა ბანდა აპირებდა. ,,მეგობრებო ბოდიშით, მაგრამ ეს ქვა ახლა ყველაზე მეტად მე მჭირდება“.  წერილი მოპარული ქვის ადგილას დავტოვე და გამოვედი. ეს ყველაფერი გავაკეთე იქამდე სანამ იაკობის ხალხი ადგილზე მივიდა. რამოდენიმე საათში იაკობის შეტყობინება ტელეფონზე დამხვდა. ,, უნდა შევხვდეთ“.  შეხვედრა იმავე ადგილას დავუნიშნე სადაც აქამდე. იაკობი განრისხებული მანქანიდან გადმოდის და მიახლოვდება.
_ ვიცი, რომ ამას შენს გარდა ვერავინ შეძლებდა. ქვა უნდა დამიბრუნო!
_ მეგონა ჩემს ხალხს კეთილს საქმეს ვასწავლიდი, მაგრამ წავედი და ვაჭრობა დაგიწყიათ.
_ არა ასე არ არის.
_ ასეა!
_ არ არის!
_ არის!
_ ჯანდაბა! ფული მე მჭირდება.
_ ფული რაში გჭირდება?
_ ჩემი ცოლია ავად ძმაო.
_ძალიან ცუდია, მაგრამ მე ვერაფერში დაგეხმარები.
_ ძმაო ოპერაციას თუ არ გავუკეთებ მოკვდება.
_  იცი მე ცოცხალი ვიყავი, კომაში 6 თვე გავატარე, მაგრამ რატომღაც  საყვარელმა ქალმა, მეგობრებმა მკვდრად გამომაცხადეს. ეს საკმარისი არ იყო და დაბრუნებული ვიგებ, რომ საყვარელმა ქალმა სხვა მამაკაცზე იქორწინა. ამ ყველაფრის შემდეგ მოდიხარ და მთხოვ, რო შეგიცოდო? ან შენი საწყალი ცოლი სიკვდილისგან ვიხსნა?
_ ამას ნუ იზავ! ძველი მეგობრების ხათრით მაინც ნუ გააკეთებ ამას.
_ სინამდვილეში მეგობარო, მე მეხსიერება დაკარგული ადამიანი ვარ. დევიდის ისტორია ჩემ სხეულში ცოცხლობს. სინამდვილეში ეს ყველაფერი მახე იყო. მე დაგარწმუნე, რომ ყველაფერი ძველებურად იყო და ჩემი ნდობა შეიძლებოდა. ახლა როცა ბუნკერში დაბრუნდები არავინ  დაგხვდება. თითოეული მათგანი პოლიციას გადაჰყავს. თქვენი ყველა საქმე გავასაჯაროვე. ხვალ მთელი ქალაქი თქვენზე ისაუბრებს. ალბათ ახლაც შენ სახლს პოლიცია ჩხრეკს. შენი ვაჟი ბავშვთა სახლში გადაჰყავთ და ვინ იცის შენ რამდენი წლით პატიმრობას შეგიფარდებენ.
_ არ მჯერა... ვერ ვიჯერებ, რომ აქამდე დაეცა შენი სული. როგორც კი შეგხვდი შენს თვალებში ზიზღს, შურისძიებას ვხედავდი. თუ ყველაფერი გაარკვიე ისიც გეცოდინებოდა, რომ ქალმა, რომელმაც შეგიფარა შენზე ყველანაირი ინფორმაცია გააქრო. მე ჩემი მეგობრის ძებნა არცერთი წუთით არ შემიწყვეტავს. დეტექტივის დახმარებით ვცდილობდი შენი კვალი მეპოვა, მაგრამ უშედეგოდ. დევიდ ახლა ყველაფერი კი არ გააკეთე  გაანადგურე. მეხსიერება, როცა დაგიბრუნდება მიხვდები, რომ ცეცხლში საკუთარი თავი შენვე ჩააგდე რათა გვანცა და გარშემომყოფები გადაგერჩინა. მე ამ ყველაფერს გამოვასწორებ, რადგან კარგმა მეგობარმა მასწავლა, როგორ უნდა დავაღწიო თავი უბედურებას. ახლა კი ჩემს წინ მდგომ ადამიანს ვეტყვი... წინ აღარასდროს გადამეღობოს.
_ მტრები ვართ!
_ მტრები ვართ!
**
  როგორც კი მანქანის კარი მოვიხურე თავში ძლიერი ტკივილი ვიგრძენი.  ერთდროულად მესმოდა ათასი ადამიანის ხმები. ვცდილობდი ეს ხმები ერთმანეთისგან გამერკვია, თუმცა ვერ მოვახერხე. მანქანა, როგორც კი დავქოქე გამახსენდა სიტყვები:
,, _ ჩემი ცოლი ორსულად არის!
_ აე! ეს ძალიან მაგარი ამბავია. გაიგეთ ხალხო, იაკობი მალე ბიჭის მამა გახდება.
_ მართალია, მაგრამ ჯერ სქესი არ ვიცით.
_ ბიჭია ძმაო, ბიჭი. აწიე ჭიქა დავლიოთ!
_ ძმაო, ძალიან მინდა თუ ბიჭი დაიბადება  უფროსის სახელი დავარქვა“...
    ვურეკავ ჩემს დამხმარეს და ვეკითხები:
_ რა ქვია იაკობის ვაჟს?
_ დევიდი... უფროსო რამე მოხდა?...
**
  გათენდა მეორე დღე კომპანიაში წასვლამდე შევიარე კლინიკაში, სადაც იაკობის ცოლი მკურნალობდა. შევხვდი მის პირად ექიმს და ყველანაირი ხარჯები გადავფარე თან შემოვუთვალე, რომ ეს ჩვენს შორის უნდა დარჩენილიყო. იმ დღეს სამუშაომაც მძიმედ ჩაიარა. სადილად კაფეში შევიარე. სენდვიჩი და ყავა შევუკვეთე. ვგრძნობდი, რომ ეს არაერთხელ გამიკეთებია. გამახსენდა, რომ დღეს ფსიქოლოგთან ვიზიდი მქონდა და დამავიწყდა. დავურეკე, მოვუბოდიშე ვუთხარი, რომ დღეს ვიზიტზე მისვლას ვერ შევძლებდი და ორი დღის წინ დაწყებული წიგნი, როგორც კი  გადავშალე, ჩემს წინ მოულოდნელად ჯდება 40 წლამდე, წაღარათმიანი მამაკაცი.
_ რა გნებავთ?
_ შენ შეიძლება არ გახსოვარ, მაგრამ მე ყველაფერი ვიცი შენს შესახებ.
_ რა გქვით?
_ კერძო დეტექსივი გაბრიელ დუმბაძე.
_  სასიამოვნოა, მაგრამ ჩემგან რა გნებავთ.
_ იმითვის რომ ყველაფერზე ზედმიწევნით ვისაუბრო მე უნდა გამომყვეთ.
_ კარგი წავიდეთ, ოღონდ გადავიხდი  და გამოვალ.
_ დიახ, არ არის პრობლემა.
**
  ეს დეტექტივი ცოტა  უცნაური კი ჩანდა, მაგრამ ძლიერია. ჩემს შესახებ მგონი ყველაფერი ამოუქექია, რაც კი რამ არსებობს.
_ მოკლედ ყველაფერი ძალიან ჩახლართულია, მაგრამ დანაშაულის კვალი არსად არ ჩანს.
_ ამით რისი თქმა გინდათ?
_ იმის, რომ ხელი სისხლში არასდროს გაგისვრია.
_ დეტექტივო მადლობა ამის გაგება ნამდვილად მინდოდა.
_ ჩემი უფროსის სურათს აქ რა უნდა?
_ ამ დაფაზე ყველაფერია, რაც შენ გეხება. წარსულიც და აწმყოც. ეს ქალი კი შენი ცხოვრების აწმყოა ამიტომ აქ აუცილებლად უნდა იყოს.
_ მიპახუხეთ,  ჩემი უფროსი ნამდვილად აქრობდა ჩემზე ინფორმაციებს?
_ გიპასუხებ, ოღონდ ოფიციალურად ნუ ვისაუბრებთ.
_ ბაზ არაა...
_ ეგრე რა! კი, აქრობდა... შენი კვალს მას შემდეგ მივაგენით, რაც ამ ქალაქში ჩამოხვედი.
_ ეგ როგორ?
_ ძალიან მარტივად, აეროპორტში  ხელის ანაბეჭდებით ამოგიცნეს.
_ ხო არ ღადაობთ?
_ არა.
**
იმ დღეს ორი ლექცია ჩავატარე და სახლში ძალიან გვიან ვბრუნდებოდი. გზაში ძალიან მომინდა ცივი ნაყინის ჭამა. ვიცი ეს ძალიან ადრეა, მაგრამ თბილმა ჰაერმა კიდევ უფრო მომანდომა. სანაყინეში შესული უკან ვეღარ გამოვდიოდი. დაცვამ ვერანაირად გახსნა კარი, რომელიც ავტომატურად იკეტებოდა. ჩემს გვერდით არიან უამრავი ბავშვები, თუმცა ყველაზე დიდი ყურადღება მაინც ერთ კაცმა მიიქცია, რომელიც ცოლს ხმამაღლა ტელეფონით ესაუბრებოდა.
_ არ მაინტერესებს ნაყინი, რაც შეიძლება მალე უნდა მომიტანო
_ ვიცი ძვირფასო, მაგრამ აქ კარი გაფუჭდა, როგორც კი გააკეთებენ მოგიტან.
_ ხომ არ დაგეხმაროთ?
  დაცვას ვუახლოვდები და დახმარებას ვთავაზობ.  ხალხს მოვუწოდე, რომ ცოტახნით კარს  მოშორებოდნენ და შემდეგ მხოლოდ ერთს გადაედგა ნაბიჯი.
_ ეს არის!
_ ძმაო, გაგახარებს ღმერთი.
_ მიცვალებული ადგა!
_ რა გაყვირებთ? ასე ხალხის ყურადღებას იქცევთ.
_ დაუჯერებელია შენ...
_ ბატონო ვერ გავიგე ჩემგან რა გინდათ. გამატარეთ თუ შეიძლება.
  ,,ნაყინი მინდა!“ ტელეფონიდან გვანცას განწირული ხმა ისმის. ,,წადით ხალხო, დაიშალეთ ეს კაცი მოსიარულე მკვდარია!“ 
_ გამატარეთ თუ შეიძლება.
_ ზურა რა მოხდა რატომ გაჩუმდი? ნაყინი დაგივარდა არაა? მიდი და ახლავე ახალი მიყიდე.
_ ქალო რადროს ნაყინია? კენწერო დაბრუნდა!...

გაგრძელება იქნება!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები