ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ჰოლმვუდი
ჟანრი: პროზა
12 მარტი, 2020


ჩემი ეგოს ნაბოდვარი

ხის წლოვანებას კორძზე ამოხაზული რგოლებით ითვლიან. სანამ ხეს არ მოჭრი, მის ასაკს ვერ გაიგებ. ქალიც ლამის უნდა მოკლა, რომ ნამდვილი ასაკი გითხრას. რაში ჭირდებათ ამის დამალვა, ეშმაკმაც არ იცის. არც ყველა თხოვნა უნდა დაუკმაყოფილო ქალს, რადგან დემონიც მოსიყვარულეა თუ ყველა სურვილს აუსრულებ. არ მწამს საპნის ბუშტივით ნაზი სიყვარულის. მასში განზავებული უნდა იყოს ევას ცნობისმოყვარეობა, ადამის მორჩილება და ღმერთის სამართლიანობა. მშურს იმის, ვისაც სიყვარული ვარდი ჰგონია და არა ეკალი. ამ გრძნობას წინ ვერ აღუდგები. რომც აღუდგე ბრმაა და ვერ დაგინახავს. სიყვარული ადგილია, სადაც შეგიძლია წმინდა გრაალი შეინახო. ყველაზე ვერაგი კი უნაკლო ადამიანია, რადგან სახეზე აქვს შედედებული უმანკოების ნიღაბი. ის გიმალავთ, ფერუმარილის მიღმა მალავს ერებოსივით ბნელ საიდუმლოს. და რა ქმნის ჟამს დაუვიწყარს? იტყვიან ფოტოურათიო. იქნებ დაფიქრდეთ. განა საჭიროა კამერას თვალჩაციებით უყურებდეთ, რომ დაიჭიროთ წამი.
პასუხია - გრნობა. ემოცია ყველაზე კომპაქტური პოლაროიდია. და სანამ თოკებგადაჭრილი მარიონეტივით ასვენიხართ და სიყვარულს მისტირით, სამყარო ზეციერებისკენ მიისწრაფვის. განსაკუთრებით ზამთარში. უბრალოდ გახევდით თოვაში და ინტერესის ობიექტის მზერისას გააქვავეთ თვალის გუგები. დაინახავთ, რომ არემარე ზეციერებისკენ დაიწყებს სწრაფვას, გეგონებათ ფიფქრები ჰაერშია გახევებული და მიწა მათ ნელ-ნელა კრეფსო. ასეა, მიწიერი ეტრფის ზეციერს, ყოველ შემთხვევაში ცდილობს, ან ილუზიას იქმნის.
ბავშვობაში ჩემს საწოლქვეშ მობინადრე ურჩხულის მეშინოდა. ახლა კი ვხვდები საწოლის ქვეშ, რომ შემეხედა მას ჩემი უფრო შეეშინდებოდა.
ახლა ერთაერთი რამის შიში მაქვს. მზაფრავს, რომ შეიძლება სილფიუმივით გადაშენდეს სიყვარული.
მე ამ გრძნობის არაფერი გამეგება, მაგრამ მეშინია მეყვარება თუ არა, როდესაც ლოგინად ჩავარდნილის ზეწარივით დამინაოჭდება სახე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები