ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ალექსანდრე ნარსია
ჟანრი: პოეზია
15 მარტი, 2020


ნანას


იყო ამინდები ბავშვობიდან -
დღემდე, არცთუისე მხიარული,
შენამდე მოსვლა, რომ შემძლებოდა,
იმიტომ ვისწავლე სიარული...

სკივრი ცხოვრების, რომ გადავხსენი,
უფრო მეტი არის დანაკარგი,
შენთვის სიყვარული, რომ ამეხსნა,
იმიტომ ვისწავლე ლაპარაკი...

ახლა გავლოთდი და ეს ლექსებიც,
ღამის გასათევი დეკორია,
ვცადე მესწავლა და ვერ შევძელი,
შენი დავიწყების თეორია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები