ნაწარმოებები


დაფინანსება!!!     * * *     დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: აბრრაგი.
ჟანრი: პოეზია
20 მარტი, 2020


ლილეს

ქარები სულს მიწეწავენ.
ძაღლები მკბენენ ავები,
აქ სიცოცხლისთვის ვეწამე
იქ სიკვდილს ვეჭიდავები.

მე შენ ვერაფრით დაგიცავ
მა, ვეღარაფერს გიშველი
შენია ეს დედამიწა!
მოხვედი,წახვალ შიშველი.

იცოდე როცა ცხოვრება-
დარდი ჯაღარებს გაქსოვდეს
მამა რომ გემახსოვრება
მოკვდება, აღარასოდეს!

მე ჩემი მრუდე ცხოვრებით
სხვების სიკვდილებს ვეწამე
შენ თუ არ გემახსოვრები..
ქარები შემომლეწავენ!

გზა და გზა ცოდნას იძენდე
და რწმენას ვერვინ გპარავდეს..
თორნიკე ჯაბახიძემდე..
ჯერ მამა, ღმერთი გფარავდეს!

ლექსები სულს მიწეწავენ.
ძაღლები მკბენენ ავები,
აქ სიცოცხლისთვის ვეწამე..
იქ სიკვდილს ვეჭიდავები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები